საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რა ვიდეოკადრებს ავრცელებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რა ვიდეოკადრებს ავრცელებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი

გუ­და­უ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი 5 პი­რის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მკვლე­ლო­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც „Lead Consulting / ლიდ ქონ­სალ­თინ­გი“ - ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნი­ათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დონ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვი­ნა­ი­დან, ვრცელ­დე­ბა არას­რუ­ლი და არა­ზუს­ტი ფაქ­ტე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს სრუ­ლი სი­მარ­თლე და ისე შე­ა­ფა­სოს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბი.

"Lead Consulting / ლიდ ქონ­სალ­თინ­გი“ -ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უც­ვლე­ლად გთვა­ზობთ:

„გაც­ნო­ბებთ, რომ გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბულ ცე­მის ეპი­ზო­დებ­ზე ბრა­ლი აქვთ წარ­დგე­ნი­ლი 6 ადა­მი­ანს და მათ­გან 5 პი­რის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავთ ჩვენ.

მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ მო­გა­წო­დოთ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვრცელ­დე­ბა არას­რუ­ლი და არა­ზუს­ტი ფაქ­ტე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს სრუ­ლი სი­მარ­თლე და ისე შე­ა­ფა­სოს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბი.

პირ­ველ რიგ­ში აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი არ უარ­ყო­ფენ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქტს, ისი­ნი გრძნო­ბენ მათ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ პირ­თა ნა­წი­ლი მოქ­მე­დებ­და მხო­ლოდ დამ­ნაშ­ვის გა­ნი­ა­რა­ღე­ბის მიზ­ნით, ამავდრო­უ­ლად მათ სა­ერ­თოდ არ მი­უ­ღი­ათ მო­ნა­წი­ლო­ე­ბა გას­რო­ლამ­დე მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ:

1) კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის მი­ზე­ზი იყო მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მიერ მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვი­ლის უმი­ზე­ზოდ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ცემა. მო­ცე­მულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ გა­ყავს მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვი­ლი მო­ფა­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც შემ­დგომ მას ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა (იხ. ჩა­ნა­წე­რი N1-2). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, სა­მის მა­სა­ლებ­ში აღ­წე­რი­ლი ცე­მის ფორ­მა, კერ­ძოდ კო­ბი­აშ­ვილ­მა უნ­დი­ლაშ­ვი­ლი და­აგ­დო ძირს, არ აძ­ლევ­და მას ად­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას, არ­ტყმე­ვი­ნებ­და თავს ყი­ნუ­ლით და­ფა­რულ ზე­და­პირ­ზე და ფე­ხით უს­რეს­და ხე­ლებს (იხ. ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი).

2) ვი­დეო ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, თუ რო­გორ უწ­მენ­დს თოვ­ლით სა­ხეს მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვილს მისი მე­გო­ბა­რი. მათ­თან მი­დის მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვილს აგ­რე­სი­უ­ლად ესა­უბ­რე­ბა, რა დრო­საც მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვი­ლის თან­მხლე­ბი პირი შუ­ა­ში უდ­გე­ბა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს და არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა ეს უკა­ნას­კნე­ლი, მი­უ­ახ­ლოვ­დეს მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვილს, პა­რა­ლე­ლუ­რად იგი მო­უ­წო­დებს კო­ბი­აშ­ვილს, რომ და­ტო­ვოს ტე­რი­ტო­რია (იხ. ჩა­ნა­წე­რი N3). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდებ­მა იცი­ან მათი მე­გობ­რის ცე­მის შე­სა­ხებ, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი მათ ორ­ჯერ ჩა­ა­ცი­ლეს მის კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან, რათა ის წა­სუ­ლი­ყო სახ­ლში (იხ. ჩა­ნა­წე­რი N6-7).

3) აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვილს და მის მე­გობ­რებს გზად შე­მოხ­ვდათ, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი, რა დრო­საც დამ­ცი­რე­ბულ­მა მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვილ­მა ვერ შე­ი­კა­ვა თავი და თან­მხლებ 2 პი­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად (მათ შო­რის ერთი გარ­დაც­ვლი­ლი თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი) ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზით დგინ­დე­ბა, რომ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა მხო­ლოდ სამი ადა­მი­ა­ნი. იქ მყო­ფი სხვა ორი ადა­მი­ა­ნი­დან ერთი ცდი­ლობს მათ გაშ­ვე­ლებს, ხოლო ერთი სა­ერ­თოდ არ უახ­ლოვ­დე­ბა კო­ბი­აშ­ვილს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის იმ­წუ­თი­ე­რი გაგ­რძე­ლე­ბაა ვი­დეო, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ სა­ჯა­როდ გავ­რცელ­და, სა­დაც არ ჩანს თუ რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში და იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს კვლავ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ურტყავს, რაც არ წარ­მო­ად­გენს სი­ნამ­დვი­ლეს. მო­ცე­მულ ვი­დე­ო­ში კი ჩანს, რომ კო­ბი­აშ­ვილ­თან (იხ. ვი­დეო ფა­ი­ლი - ჩა­ნა­წე­რი N8), მი­ირ­ბენს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ხე­ილ უნ­დი­ლაშ­ვი­ლი, ხოლო სხვე­ბი გა­აშ­ვე­ლე­ბენ მათ.

4) ჩა­ნა­წე­რით დგინ­დე­ბა, რომ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს აქვს წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იგი ჯდე­ბა სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და ქო­ქავს მას, მცი­რე დრო­ის გას­ვლის შემ­დგომ იგი გად­მო­დის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან და მი­ე­მარ­თე­ბა მან­ქა­ნის მო­პირ­და­პი­რედ არ­სე­ბუ­ლი გა­სას­ვლე­ლი­სა­კენ (იხ. ჩა­ნა­წე­რი N9). მას გზად შე­მოხ­ვდე­ბი­ან თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი და ამ­ჟა­მად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი - დ.ს (რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გან­ვი­თა­რე­ბულ არ­ცერთ კონ­ფლიქ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და). ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ის ცდი­ლობს გვერ­დი აუ­ა­როს მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს, რა დრო­საც მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად ფეხ­ში ეს­ვრის თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვილს, რა­მო­დე­ნი­მე გას­რო­ლის შემ­დგომ ტყვია მუც­ლი­სა და ხე­ლის არე­ში ხვდე­ბა დ.ს-ს, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე ვარ­დე­ბა ძირს (იხ. ჩა­ნა­წე­რი N10). კონ­ფლიქ­ტი გრძელ­დე­ბა თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვილ­სა და მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს შო­რის, სწო­რედ ამ დროს მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის გა­ნი­ა­რა­ღე­ბის მიზ­ნით ად­გილ­ზე მორ­ბის რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­ღე­ბულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილს მი­ვარ­დე­ბა და რათა აღარ მოხ­დეს სხვა პირ­თა სი­ცო­ცხლის ან/და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ისი­ნი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­თმე­ვენ მას ცეცსლსას­როლ ია­რაღს. ია­რა­ღის წარ­თმე­ვის შემ­დგომ ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში დარ­ტყმე­ბით ცდი­ლო­ბენ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის შე­ბოჭ­ვას და გა­კა­ვე­ბას, ვი­ნა­ი­დან ის ამ დროს მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს (ი.ხ ჩა­ნა­წე­რი - N 11). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მი­ი­ღო სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი დამ­ნა­შა­ვის შე­პყრო­ბას ცდი­ლობ­დნენ“ , -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც „Lead Consulting / ლიდ ქონ­სალ­თინ­გი“ -ი ავ­რცე­ლებს.

ნა­ხეთ ვი­დეო

ცნო­ბის­თვის, 16 თე­ბერ­ვალს, გუ­და­ურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. კო­ბი­აშ­ვილს თავ­და­პირ­ვე­ლად ბრა­ლი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს, შემ­დეგ კი ცე­მის მუხ­ლით. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი 6 პირს წა­რუდ­გი­ნა და მათი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
12

გააშალაშინეთ საქმე ჯიგრებო ?

baqria
9

ასეთი უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ვინ დაიჯერებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რა ვიდეოკადრებს ავრცელებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რა ვიდეოკადრებს ავრცელებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი

გუდაურის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი სოციალურ ქსელში მკვლელობის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

როგორც „Lead Consulting / ლიდ ქონსალთინგი“ - ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, ვინაიდან, ვრცელდება არასრული და არაზუსტი ფაქტები.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე და ისე შეაფასოს შესაბამისი პირების ქმედებები.

"Lead Consulting / ლიდ ქონსალთინგი“ -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთვაზობთ:

„გაცნობებთ, რომ გუდაურში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებულ ცემის ეპიზოდებზე ბრალი აქვთ წარდგენილი 6 ადამიანს და მათგან 5 პირის ინტერესებს ვიცავთ ჩვენ.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, ვინაიდან საზოგადოებაში ვრცელდება არასრული და არაზუსტი ფაქტები. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე და ისე შეაფასოს შესაბამისი პირების ქმედებები.

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ უარყოფენ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტს, ისინი გრძნობენ მათ წილ პასუხისმგებლობას და თანამშრომლობენ გამოძიებასთან, თუმცა ცალკეული პირებისათვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვეთანხმებით კვალიფიკაციას, ვინაიდან აღნიშნულ პირთა ნაწილი მოქმედებდა მხოლოდ დამნაშვის განიარაღების მიზნით, ამავდროულად მათ საერთოდ არ მიუღიათ მონაწილოება გასროლამდე მერაბ კობიაშვილთან დაპირისპირებაში.

წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ:

1) კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო მერაბ კობიაშვილის მიერ მთვრალ მდგომარეობაში მიხეილ უნდილაშვილის უმიზეზოდ და განსაკუთრებული სისასტიკით ცემა. მოცემულ ვიდეომასალაში აღბეჭდილია, თუ როგორ გაყავს მერაბ კობიაშვილს მიხეილ უნდილაშვილი მოფარებულ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ მას ფიზიკურად უსწორდება (იხ. ჩანაწერი N1-2). აღსანიშნავია, სამის მასალებში აღწერილი ცემის ფორმა, კერძოდ კობიაშვილმა უნდილაშვილი დააგდო ძირს, არ აძლევდა მას ადგომის საშუალებას, არტყმევინებდა თავს ყინულით დაფარულ ზედაპირზე და ფეხით უსრესდა ხელებს (იხ. ვიდეოში ასახული ფოტოსურათები).

2) ვიდეო ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უწმენდს თოვლით სახეს მიხეილ უნდილაშვილს მისი მეგობარი. მათთან მიდის მერაბ კობიაშვილი და მიხეილ უნდილაშვილს აგრესიულად ესაუბრება, რა დროსაც მიხეილ უნდილაშვილის თანმხლები პირი შუაში უდგება მერაბ კობიაშვილს და არ აძლევს შესაძლებლობას, რათა ეს უკანასკნელი, მიუახლოვდეს მიხეილ უნდილაშვილს, პარალელურად იგი მოუწოდებს კობიაშვილს, რომ დატოვოს ტერიტორია (იხ. ჩანაწერი N3). მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდებმა იციან მათი მეგობრის ცემის შესახებ, მერაბ კობიაშვილი მათ ორჯერ ჩააცილეს მის კუთვნილ ავტომანქანასთან, რათა ის წასულიყო სახლში (იხ. ჩანაწერი N6-7).

3) აღნიშნულის შემდგომ მიხეილ უნდილაშვილს და მის მეგობრებს გზად შემოხვდათ, მერაბ კობიაშვილი, რა დროსაც დამცირებულმა მიხეილ უნდილაშვილმა ვერ შეიკავა თავი და თანმხლებ 2 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის ერთი გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილი) ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მერაბ კობიაშვილს. გავრცელებული კადრების დეტალური ანალიზით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს ფიზიკურად უსწორდება მხოლოდ სამი ადამიანი. იქ მყოფი სხვა ორი ადამიანიდან ერთი ცდილობს მათ გაშველებს, ხოლო ერთი საერთოდ არ უახლოვდება კობიაშვილს. აღნიშნული კონფლიქტის იმწუთიერი გაგრძელებაა ვიდეო, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ საჯაროდ გავრცელდა, სადაც არ ჩანს თუ რა ხდება სინამდვილეში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერაბ კობიაშვილს კვლავ რამდენიმე ადამიანი ურტყავს, რაც არ წარმოადგენს სინამდვილეს. მოცემულ ვიდეოში კი ჩანს, რომ კობიაშვილთან (იხ. ვიდეო ფაილი - ჩანაწერი N8), მიირბენს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ უნდილაშვილი, ხოლო სხვები გააშველებენ მათ.

4) ჩანაწერით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს აქვს წასვლის შესაძლებლობა, იგი ჯდება საკუთარ ავტომანქანაში და ქოქავს მას, მცირე დროის გასვლის შემდგომ იგი გადმოდის ავტომანქანიდან და მიემართება მანქანის მოპირდაპირედ არსებული გასასვლელისაკენ (იხ. ჩანაწერი N9). მას გზად შემოხვდებიან თამაზ გორთამაშვილი და ამჟამად დაზარალებული - დ.ს (რომელიც მანამდე განვითარებულ არცერთ კონფლიქტში არ მონაწილეობდა). ჩანაწერის მიხედვით, თამაზ გორთამაშვილის მოძრაობის ტრაექტორიის გათვალისწინებით ის ცდილობს გვერდი აუაროს მერაბ კობიაშვილს, რა დროსაც მერაბ კობიაშვილი პირველად ფეხში ესვრის თამაზ გორთამაშვილს, რამოდენიმე გასროლის შემდგომ ტყვია მუცლისა და ხელის არეში ხვდება დ.ს-ს, რომელიც მაშინვე ვარდება ძირს (იხ. ჩანაწერი N10). კონფლიქტი გრძელდება თამაზ გორთამაშვილსა და მერაბ კობიაშვილს შორის, სწორედ ამ დროს მერაბ კობიაშვილის განიარაღების მიზნით ადგილზე მორბის რამდენიმე პიროვნება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიაღებულ მერაბ კობიაშვილს მივარდება და რათა აღარ მოხდეს სხვა პირთა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაზიანება ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით ართმევენ მას ცეცსლსასროლ იარაღს. იარაღის წართმევის შემდგომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ცდილობენ მერაბ კობიაშვილის შებოჭვას და გაკავებას, ვინაიდან ის ამ დროს მათ წინააღმდეგობას უწევს (ი.ხ ჩანაწერი - N 11). აღსანიშნავია, რომ მერაბ კობიაშვილმა ფიზიკური დაზიანებების ძირითადი ნაწილი მიიღო სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დამნაშავის შეპყრობას ცდილობდნენ“ , -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „Lead Consulting / ლიდ ქონსალთინგი“ -ი ავრცელებს.

ნახეთ ვიდეო

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

"სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე