კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია
საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ასო­ბით ბრი­ტა­ნე­ლის მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პა­რეს, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო ცდებ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail.

გა­ზეთ­მა The Mail on Sunday-მ გა­სულ კვი­რა­ში გა­მო­ამ­ჟღავ­ნა, რომ ირან­თან და რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჰა­კე­რე­ბი „სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი“ თავ­დას­ხმე­ბის უკან იდ­გნენ, რომ­ლე­ბიც ვირუს­თან მებ­რძოლ ბრი­ტა­ნულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე, მათ შო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ კი, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­თი­თე­ბე­ბი გა­მოს­ცეს კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი მსგავ­სი თავ­დას­ხმე­ბის­გან.

დღეს კი, გა­მო­ცე­მამ კი­ბერბრძო­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა, რა­მაც, რო­გორც ის წერს, სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი „გა­ა­ოგ­ნა“, დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

კონ­კრე­ტუ­ლად კი, და­სავ­ლეთ ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ობს და სა­მე­დი­ცი­ნო ცდებს ატა­რებს, მარ­ტში თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე გახ­და - ჰა­კე­რებ­მა დიდი ოდე­ნო­ბით პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­პა­რეს. ჰა­მერ­სმი­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი აღი­ა­რებს, რომ 14 მარტს მო­პა­რუ­ლი იქნა პას­პორ­ტე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ას­ლე­ბი, და­ზღვე­ვის ბა­რა­თე­ბი, ვი­ზის დო­კუ­მენ­ტე­ბი, ასე­ვე, პა­ცი­ენ­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო კი­თხვა­რე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბი.

მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰა­კე­რე­ბის ჯგუფ­მა „ლა­ბი­რინ­თი“ აიღო და სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის ნა­წი­ლიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, და­მა­ტე­ბი­თი გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მობს, რომ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჰა­კე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და და­კავ­ში­რე­ბულ­ნი არი­ან კრემლთან და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­თან. ერთ-ერთი წყა­რო აცხა­დებს, რომ ჰა­კე­რებ­მა 2 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი მო­ი­თხო­ვეს მო­ნა­ცე­მე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ას ფას­დაკ­ლე­ბაც კი შეს­თა­ვა­ზეს, თუკი კო­რო­ნა­ვირუ­სის წა­მალს იპო­ვის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
50

კორონავირუსის წამალი აქ, რა შუაშია.

ქეთი
15

ნეტავ მაგ ფულსაც ქართველებს გადაგვახდევინებენ როგორც ამ სესხს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორიიდან ასობით ბრიტანელის მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოიპარეს, რომლებიც სამედიცინო ცდებში იღებდნენ მონაწილეობას - წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გაზეთმა The Mail on Sunday-მ გასულ კვირაში გამოამჟღავნა, რომ ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები „სრულიად მიუღებელი“ თავდასხმების უკან იდგნენ, რომლებიც ვირუსთან მებრძოლ ბრიტანულ ინსტიტუტებზე, მათ შორის უნივერსიტეტებსა და კვლევით ლაბორატორიებზე განხორციელდა. ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ კი, უშიშროების სამსახურებმა ოფიციალური მითითებები გამოსცეს კვლევითი დაწესებულებებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მსგავსი თავდასხმებისგან.

დღეს კი, გამოცემამ კიბერბრძოლების მასშტაბების შესახებ ახალი დეტალები გამოამჟღავნა, რამაც, როგორც ის წერს, სადაზვერვო სამსახურები „გააოგნა“, დიდი ბრიტანეთში ხელისუფლებაში კი სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

კონკრეტულად კი, დასავლეთ ლონდონში მდებარე კლინიკა, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს და სამედიცინო ცდებს ატარებს, მარტში თავდასხმის სამიზნე გახდა - ჰაკერებმა დიდი ოდენობით პირადი მონაცემები მოიპარეს. ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევითი ცენტრი აღიარებს, რომ 14 მარტს მოპარული იქნა პასპორტების ელექტრონული ასლები, დაზღვევის ბარათები, ვიზის დოკუმენტები, ასევე, პაციენტების ფოტოები, სამედიცინო კითხვარები და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერების ჯგუფმა „ლაბირინთი“ აიღო და სამედიცინო ჩანაწერების ნაწილიც გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, დამატებითი გამოძიება მოწმობს, რომ პასუხისმგებელი ჰაკერები საქართველოში იმყოფებიან და დაკავშირებულნი არიან კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ჰაკერებმა 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა კომპანიას ფასდაკლებაც კი შესთავაზეს, თუკი კორონავირუსის წამალს იპოვის.

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა