სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელჩის გამოწვევა შეცდომაა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა" - როგორ ეხმაურებიან ზელენსკი და უკრაინელი მინისტრები სააკაშვილის დანიშვნაზე საქართველოს რეაქციას
"ელჩის გამოწვევა შეცდომაა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა" - როგორ ეხმაურებიან ზელენსკი და უკრაინელი მინისტრები სააკაშვილის დანიშვნაზე საქართველოს რეაქციას

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელ­ჩის კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბის შე­სა­ხებ, შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

„ჩვენ ქარ­თველ ხალ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩვენ მსგავ­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­ის­თვის სა­კუ­თარ ელჩს არ გა­მო­ვიწ­ვევთ, იმი­ტომ, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო დიდი ხნის არის, ვიდ­რე ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ე­რი მთავ­რო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს შეც­დო­მაა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მხა­რე­ე­ბი გა­ი­გე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა ეხე­ბა მხო­ლოდ მას და მის მო­ქა­ლა­ქე­ებს.

„რომ არა­ვის ეწყი­ნოს: ეს ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და ჩვე­ნი შიდა პო­ლი­ტი­კა. ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა და მას უკ­რა­ი­ნის პას­პორ­ტი აქვს. მე, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, იგი დავ­ნიშ­ნე პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ. სულ ესაა“, - დას­ძი­ნა ზე­ლენ­სკიმ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს ასე­ვე უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, დმიტ­რი კუ­ლე­ბა. მისი თქმით, კი­ე­ვი ეც­დე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მა­ში­ნაც კი, თუ ის უკ­რა­ი­ნის მი­სა­მარ­თით მკვეთრ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს.

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა და მსოფ­ლი­ოს ვერც ერთი მთავ­რო­ბა ვერ მიგ­ვი­თი­თებს, სად უნდა დავ­ნიშ­ნოთ ის და სად - არა... თუ სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან გა­და­იდ­გმე­ბა მკვეთ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რას ვი­ზამთ, გა­და­ვი­ტანთ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ვად­გენთ ყვე­ლა­ფერს, რაც და­ი­კარ­გა“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, მან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა თა­ვის ქარ­თველ კო­ლე­გას­თან, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­თან.

„ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ვე­სა­უბ­რეთ. ეს იყო ძა­ლი­ან მშვი­დი, ზო­მი­ე­რი სა­უ­ბა­რი. მან ამიხ­სნა თა­ვი­სი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია, მაგ­რამ ჩვენ ხომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი თე­ზი­სე­ბი­დან გა­მოვ­დი­ვართ. პირ­ვე­ლი: სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იმ­დე­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რომ მას ერთი ადა­მი­ა­ნის ბე­დის მძევ­ლად ვერ ვაქ­ცევთ და მე­ო­რე, ჩვენ გვეს­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და არ ვე­რე­ვით მას­ში, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა და მსოფ­ლი­ოს ვერც ერთი სა­ხელ­მწი­ფო ვერ მიგ­ვი­თი­თებს, სად დავ­ნიშ­ნოთ ან არ დავ­ნიშ­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლე­ბამ.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­საც ავ­რცე­ლებს. რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ორი მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ვე­რა­ნა­ირ საფრ­თხეს ვერ ხე­და­ვენ.

„ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ვე­რა­ნა­ირ საფრ­თხეს ვერ ვხე­დავთ ჩვენს მე­გობ­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. ჩვენ ბევ­რი გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი და სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს.

ამავდრო­უ­ლად, ეპი­დე­მი­ის გა­და­ლახ­ვა და ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლი­ზა­ცია ყვე­ლას სა­ერ­თო ამო­ცა­ნაა. ეს გა­მოწ­ვე­ვა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­ჭი­რო­ებს ახალ მიდ­გო­მებ­სა და არას­ტან­დარ­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, აქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ფარ­თო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში.

ამი­ტომ, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ჩვენს ქარ­თველ მე­გობ­რებ­სა და პარ­ტი­ო­ნერს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი და არ გა­ხა­დონ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ზე.

უკ­რა­ი­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის ნე­ბაა და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ის ყვე­ლა მხრივ გან­ვა­ვი­თა­როთ.“- ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 7 მა­ისს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ფორ­მე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბამ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის თბი­ლის­ში და­ი­ბა­რა. რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო არ გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას, ან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გა­და­ხედ­ვას, თუმ­ცა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მიერ მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ძებ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი და­ნიშ­ვნაც შე­კი­თხვებს იწ­ვევს, რის გა­მოც, ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, თუ რა ქმე­დე­ბე­ბია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რათა შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ ნე­გა­ტი­უ­რად არ იმოქ­მე­დოს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
34

ეხლა ვოლსკისა და მდინარაძის სახეზე შემახედა რა.

nata
114

უკრაინა კარგად ასაღებს თავის პროდუქციას საქართველოში,უბრალოდ შეუზღუდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ელჩის გამოწვევა შეცდომაა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა" - როგორ ეხმაურებიან ზელენსკი და უკრაინელი მინისტრები სააკაშვილის დანიშვნაზე საქართველოს რეაქციას

"ელჩის გამოწვევა შეცდომაა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა" - როგორ ეხმაურებიან ზელენსკი და უკრაინელი მინისტრები სააკაშვილის დანიშვნაზე საქართველოს რეაქციას

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ, შეცდომად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციის შემდეგ, მხარეები გაიგებენ, რომ სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს.

„რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“, - დასძინა ზელენსკიმ.

სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებას აკეთებს ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება. მისი თქმით, კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან მაშინაც კი, თუ ის უკრაინის მისამართით მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ის და სად - არა... თუ საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ, გადავიტანთ და მოგვიანებით აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაიკარგა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრეთ. ეს იყო ძალიან მშვიდი, ზომიერი საუბარი. მან ამიხსნა თავისი მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ და მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობისთვის საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.

„ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.

ამავდროულად, ეპიდემიის გადალახვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველას საერთო ამოცანაა. ეს გამოწვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს ახალ მიდგომებსა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელიც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტიონერს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.

უკრაინა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ.“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები" - გუბაზ სანიკიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"