მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაცმა დედამ გაბედა და თავისი შვილი ამხილა ამ საქციელში..." - რას ყვება იტალიის იმ ქალაქის მერი, სადაც ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს
"მამაცმა დედამ გაბედა და თავისი შვილი ამხილა ამ საქციელში..." - რას ყვება იტალიის იმ ქალაქის მერი, სადაც ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს

იტა­ლი­ის ქა­ლაქ გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ორი დღეა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მთა­ვა­რი სა­უბ­რის თე­მაა.

ქა­ლა­ქის მერ­მა ალე­სიო ვა­ლენ­ტემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა ჩანს. "ზა­ო­დი" - იკი­თხე­ბა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით გა­კე­თე­ბულ წარ­წე­რა­ზე, რაც ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთი უბ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა (ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ზა­ო­დი).

და­დას­ტუ­რე­ბით იმის თქმა, რე­ა­ლუ­რად ქარ­თველ­მა გა­ა­კე­თა თუ არა წარ­წე­რა, რთუ­ლია და ამის შე­სა­ხებ მი­ნიშ­ნე­ბას არც მერი აკე­თებს მის გან­ცხა­დე­ბა­ში. შემ­თხვე­ვა გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ში 6 მა­ისს მოხ­და და ქა­ლა­ქის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვან­და­ლურ ფაქ­ტში დამ­ნა­შა­ვეს ეძებ­დნენ.

შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს მერ­მა ვა­ლენ­ტემ მო­რი­გი "ფე­ის­ბუქ"-მი­მარ­თვა გა­ა­კე­თა ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. ვი­დე­ო­ში ის ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­თან დგას, რო­მელ­ზეც წარ­წე­რა აღარ იკი­თხე­ბა, თუმ­ცა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვის კვა­ლი კვლავ ჩანს.

"ერთი ცუდი და მე­ო­რე კარ­გი ამ­ბა­ვი მაქვს თქვენ­თვის.

ეს მო­ნუ­მენ­ტი ბევ­რს ნიშ­ნავს ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რად­გან გვახ­სე­ნებს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს. ეს არის ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ღირ­სე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვი­ღა­ცამ კი მო­ინ­დო­მა მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ეს არ არის მარ­ტო მო­ნუ­მენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ეს არის მთე­ლი გრა­ვი­ნას, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს შე­უ­რა­ცხყო­ფა!

ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა კარგ ამ­ბავს - მინ­და გი­ამ­ბოთ მა­მაც დე­და­ზე, რო­მელ­მაც გა­ბე­და და თა­ვი­სი შვი­ლი ამ­ხი­ლა ამ საქ­ცი­ელ­ში. მხო­ლოდ ორ­ჯერ შემ­ხვდა ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ოჯახ­მა უჩივ­ლა შვილს და ბო­დი­ში მო­უ­ხა­და მთელს ქა­ლაქს. ეს ჭრი­ლო­ბა დიდ­ხანს დაგ­ვრჩე­ბა, მაგ­რამ ნელ-ნელა შე­ხორ­ცე­ბას და­ი­წყებს, ასე­თი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო. მშობ­ლებ­მა უნდა ას­წავ­ლონ შვი­ლებს სწო­რად მოქ­ცე­ვა, არ უნდა და­ფა­რონ მათი ცუდი საქ­ცი­ე­ლი.

მინ­და მო­ვე­ფე­რო ამ ქალს და მინ­და ბევ­რი იყოს მას­სა­ვით მა­მა­ცი" - ყვე­ბა ალე­სიო ვა­ლენ­ტე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში. ქა­ლა­ქის მერი დას­ძენს, რომ წარ­წე­რა წა­შა­ლეს და მალე მე­მო­რი­ა­ლი პირ­ვან­დელ სა­ხეს და­იბ­რუ­ნებს.

ვი­დე­ოს იტა­ლი­ე­ლე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

"რა კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტია! ამ დე­დის­გან არამ­ხო­ლოდ ბავ­შვებ­მა, მშობ­ლებ­მაც უნდა აი­ღონ მა­გა­ლი­თი, რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ელს ფა­რა­ვენ. ნამ­დვი­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია ამ დე­დის გამ­ბე­და­ო­ბა!"

"აი, ის არის დედა, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად უყ­ვარს თა­ვი­სი შვი­ლი. მისი შვი­ლი იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია - ახლა შე­იძ­ლე­ბა გაბ­რაზ­დეს დე­დის საქ­ცი­ელ­ზე, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­გებს, რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­ა­კე­თა დე­და­მის­მა მის­თვის"

"ამ დე­დას მისი შვი­ლი სახ­ლში რომ ჩა­ე­კე­ტა ამ კა­რან­ტი­ნის დროს, ეს არ მოხ­დე­ბო­და და არც ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წევ­და. ბო­დი­შის მოხ­და კარ­გია, მაგ­რამ ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სა­დაც უნდა გა­და­ი­ხა­დონ და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე გა­ა­კე­თონ"

"რა სი­მა­მა­ცე­ზე სა­უბ­რობთ? იქ­ნებ იმის შე­ე­შინ­დათ, რომ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს ნა­ხავ­და პო­ლი­ცია და მთე­ლი ქა­ლა­ქის წი­ნა­შე მო­უ­წევ­დათ ბო­დი­შის მოხ­და? ეს ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტი უპა­ტი­ე­ბე­ლია!"

"დიდი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ამ ქალს. იმე­დი მაქვს, ეს ბიჭი აც­ნო­ბი­ე­რებს შეც­დო­მას... რაც არ უნდა კარ­გად აღ­ზარ­დო შვი­ლი, ის გა­რეთ რას გა­ა­კე­თებს, ხში­რად არ იცი. ამ ქა­ლის საქ­ცი­ე­ლი მა­გა­ლი­თი უნდა იყოს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის, ყვე­ლა მშობ­ლის­თვის. მისი შვი­ლი კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ფიქ­რდე­ბა, სა­ნამ მე­ო­რედ ასე­თი ვან­და­ლიზ­მის ჩა­დე­ნას გა­და­წყვეტს".

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯ. ფ.
0

კაცო, ქვეყანამ შეგიფარა, პური გაჭამა...გახსოვთ, თუთაშხიაში: "ვისაც პური ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, სწორედ იმან გამყიდა!"

"ვ" სადაა ქუთაისლებო?
27

ჰა, ჰა, "ზაოდი" ყოფილა ქუთაისის უბანი, Авто ЗАВОД. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მამაცმა დედამ გაბედა და თავისი შვილი ამხილა ამ საქციელში..." - რას ყვება იტალიის იმ ქალაქის მერი, სადაც ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს

"მამაცმა დედამ გაბედა და თავისი შვილი ამხილა ამ საქციელში..." - რას ყვება იტალიის იმ ქალაქის მერი, სადაც ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს

იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიაში მომხდარი ინციდენტი, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველები მონაწილეობდნენ, ორი დღეა ადგილობრივების მთავარი საუბრის თემაა.

ქალაქის მერმა ალესიო ვალენტემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ომში დაღუპულთა მემორიალზე გაკეთებული ქართული წარწერა ჩანს. "ზაოდი" - იკითხება წითელი საღებავით გაკეთებულ წარწერაზე, რაც ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელწოდებაა (ავტოქარხანა, ზაოდი).

დადასტურებით იმის თქმა, რეალურად ქართველმა გააკეთა თუ არა წარწერა, რთულია და ამის შესახებ მინიშნებას არც მერი აკეთებს მის განცხადებაში. შემთხვევა გრავინა ინ პულიაში 6 მაისს მოხდა და ქალაქის სამართალდამცველები ვანდალურ ფაქტში დამნაშავეს ეძებდნენ.

შემთხვევიდან მეორე დღეს მერმა ვალენტემ მორიგი "ფეისბუქ"-მიმართვა გააკეთა ქალაქის საზოგადოების მიმართ. ვიდეოში ის ომში დაღუპულთა მემორიალთან დგას, რომელზეც წარწერა აღარ იკითხება, თუმცა წითელი საღებავის კვალი კვლავ ჩანს.

"ერთი ცუდი და მეორე კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის.

ეს მონუმენტი ბევრს ნიშნავს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რადგან გვახსენებს ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს არის ჩვენი ქალაქის ღირსება და თავისუფლება. ვიღაცამ კი მოინდომა მისი შეურაცხყოფა და ეს არ არის მარტო მონუმენტის შეურაცხყოფა, ეს არის მთელი გრავინას, ჩვენი სამშობლოს შეურაცხყოფა!

ახლა, რაც შეეხება კარგ ამბავს - მინდა გიამბოთ მამაც დედაზე, რომელმაც გაბედა და თავისი შვილი ამხილა ამ საქციელში. მხოლოდ ორჯერ შემხვდა ამ რვა წლის განმავლობაში შემთხვევა, როდესაც ოჯახმა უჩივლა შვილს და ბოდიში მოუხადა მთელს ქალაქს. ეს ჭრილობა დიდხანს დაგვრჩება, მაგრამ ნელ-ნელა შეხორცებას დაიწყებს, ასეთი საქციელების გამო. მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს სწორად მოქცევა, არ უნდა დაფარონ მათი ცუდი საქციელი.

მინდა მოვეფერო ამ ქალს და მინდა ბევრი იყოს მასსავით მამაცი" - ყვება ალესიო ვალენტე ვიდეომიმართვაში. ქალაქის მერი დასძენს, რომ წარწერა წაშალეს და მალე მემორიალი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

ვიდეოს იტალიელების დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"რა კეთილშობილური ჟესტია! ამ დედისგან არამხოლოდ ბავშვებმა, მშობლებმაც უნდა აიღონ მაგალითი, რომლებიც შვილების უპასუხისმგებლო საქციელს ფარავენ. ნამდვილად დასაფასებელია ამ დედის გამბედაობა!"

"აი, ის არის დედა, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი შვილი. მისი შვილი იღბლიანი ადამიანია - ახლა შეიძლება გაბრაზდეს დედის საქციელზე, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიგებს, რა მნიშვნელოვანი რამ გააკეთა დედამისმა მისთვის"

"ამ დედას მისი შვილი სახლში რომ ჩაეკეტა ამ კარანტინის დროს, ეს არ მოხდებოდა და არც ბოდიშის მოხდა მოუწევდა. ბოდიშის მოხდა კარგია, მაგრამ ამ საქციელისთვის შესაბამისადაც უნდა გადაიხადონ და მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე გააკეთონ"

"რა სიმამაცეზე საუბრობთ? იქნებ იმის შეეშინდათ, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერებს ნახავდა პოლიცია და მთელი ქალაქის წინაშე მოუწევდათ ბოდიშის მოხდა? ეს ვანდალური ფაქტი უპატიებელია!"

"დიდი აპლოდისმენტები ამ ქალს. იმედი მაქვს, ეს ბიჭი აცნობიერებს შეცდომას... რაც არ უნდა კარგად აღზარდო შვილი, ის გარეთ რას გააკეთებს, ხშირად არ იცი. ამ ქალის საქციელი მაგალითი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის, ყველა მშობლისთვის. მისი შვილი კი აუცილებლად დაფიქრდება, სანამ მეორედ ასეთი ვანდალიზმის ჩადენას გადაწყვეტს".