სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლმადიდებელი რომ გავხდი, მამაჩემმა ჩემზე უარი თქვა" - 31 წლის ბიჭი, რომლის მიმართვას, მუშევანის მოვლენებზე, ინტერნეტში დიდი რეზონანსი მოჰყვა
"მართლმადიდებელი რომ გავხდი, მამაჩემმა ჩემზე უარი თქვა" - 31 წლის ბიჭი, რომლის მიმართვას, მუშევანის მოვლენებზე, ინტერნეტში დიდი რეზონანსი მოჰყვა

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია 31 წლის გაბ­რი­ელ კა­მა­ე­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვამ, რომ­ლი­თაც ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­შე­ვან­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს, რო­დე­საც ექი­მებს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სოფ­ლი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გა­მოყ­ვა­ნი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს მი­მარ­თვი­დან:

"ღვთის წყა­ლო­ბით, შენ და­ი­ბა­დე და გა­ი­ზარ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ, ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვე­მორ­ჩი­ლე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და იმ წეს­რიგს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად შენი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, გენ­დერუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბი­სა, შენ ხარ სა­ქარ­თვე­ლოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე. ეს თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს იმას, რომ შენ ისე­ვე უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დე კა­ნონს, რო­გორც მე და რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი 99% მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ანუ ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბა. თუ თვლი, შენ ხარ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დე, მე მა­პა­ტიე, იგი­ვე შე­მიძ­ლია მეც ვი­ფიქ­რო და იგი­ვე შე­უძ­ლია იფიქ­როს აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ, მაგ­რამ ასე არა­ფე­რი გა­მო­ვა. მე ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი არ ვარ, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი ენა ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვის, მე ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ეს არის ჩემი სამ­შობ­ლო. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის 90 პრო­ცენ­ტმა ქარ­თუ­ლი არ იცის, მაგ­რამ ის მშვე­ნივ­რად იცი­ან, რო­გორ უნდა აგი­ნონ ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, ჩვენს მე­დი­კო­სებს. თქვენ ალ­ბათ მე­ტყვით, რომ ქსე­ნო­ფო­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბებს ვა­კე­თებ. ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი მხრი­დან აბ­სურ­დი და მა­რაზ­მი... თუ ვინ­მეს ეს არ მოგ­წონთ და თვლით, რომ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი იზღუ­დე­ბა, არ არის პრობ­ლე­მა, და­ტო­ვეთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თქვე­ნი პას­პორ­ტი და ნახ­ვამ­დის, ან იცხოვ­რეთ იმ რე­ა­ლო­ბა­ში და შე­ე­გუ­ეთ იმ წეს­რიგს, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს და რო­მელ­საც ვე­მორ­ჩი­ლე­ბით ქვეყ­ნის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა. ეს მინ­დო­და მეთ­ქვა. არ ვთვლი სა­ჭი­როდ მოგ­მარ­თოთ რუ­სუ­ლად, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა არის სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი დე­და­ე­ნა არის ქარ­თუ­ლი. ქარ­თუ­ლად უნდა გა­ი­გოთ ჩემი გზავ­ნი­ლი".

31 წლის გაბ­რი­ელ კა­მა­ე­ვი თა­ვი­სი პირ­და­პი­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, უშიშ­რად გა­მო­ხა­ტავს თა­ვის აზრს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე, რის გა­მოც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბიც ხში­რად ხვდე­ბა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ამ ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბის გამო ახალ­გაზ­რდა კაცს და­ე­მუქრნენ კი­დეც.

- გაბ­რი­ელ, თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მი­მარ­თვა ბევ­რმა ნახა, იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კო­ბენ ასე გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გვი­ამ­ბეთ თქვენ­ზე...

- ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ, მყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი, სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­ში მი­ვი­ღე, თა­ვი­დან რუ­სულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ ქარ­თუ­ლი და­ვამ­თავ­რე. სკო­ლის შემ­დეგ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი. დედა ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია, მამა - ჩე­ჩე­ნი, მა­მას­თან დიდი ხა­ნია კონ­ტაქ­ტი არ მაქვს. თბი­ლის­ში ისეთ უბან­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ყვე­ლა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხალ­ხი ცხოვ­რობ­და: აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, რუ­სე­ბი, იე­ზი­დე­ბი, სომ­ხე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი. უბან­ში არა­სო­დეს მიგ­ვრძნია დის­კომ­ფორ­ტი იმის გამო, რომ არ ვარ ქარ­თვე­ლი. დედა სულ ცდი­ლობ­და მეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია მცოდ­ნო­და კარ­გად. 17 წლის ასაკ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი გავ­ხდი და აქე­დან და­ი­წყო ჩემი პრობ­ლე­მე­ბი, უფრო მა­მის მხა­რეს­თან.

- თქვენს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბას ცუ­დად შეხ­ვდნენ?

- ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად. ახლა ჩემი გან­ცხა­დე­ბის მერე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან რომ მაქვს პრობ­ლე­მე­ბი, ასე იყო მა­შინ პრობ­ლე­მე­ბი ჩეჩ­ნებ­თა­ნაც, ოღონდ იმათ­თან სარ­წმუ­ნო­ე­ბის გამო. მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი ზო­გა­დად ყო­ველ­თვის მქო­ნია ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, მაგ­რამ, არ მგო­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყოს ამა­ში რამე. ვამ­ბობ ყო­ველ­თვის იმას, რაც მგო­ნია, რომ ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა თქვას. ბოლო მი­მარ­თვა რომ მო­ის­მი­ნეს, უფრო მე­ტად ნე­გა­ტი­ვი ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­გან წა­მო­ვი­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რმა სწო­რად გა­ი­გო ჩემი გზავ­ნი­ლი. პო­ზი­ცი­ას ამის გამო არ შე­ვიც­ლი, თქვენ­თა­ნაც იგი­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი ეთ­ნი­კუ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, პირ­ველ რიგ­ში უნდა მე­ტყვე­ლებ­დეს ქარ­თუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს უნდა სცემ­დეს პა­ტივს, რად­გან ეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად ქარ­თუ­ლი ენა უნდა იცო­დეს ნე­ბის­მი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნა მა­ინც უნდა ჰქონ­დეს. გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი უცხო ქვეყ­ნებ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბა, თა­ვის ენას და ის­ტო­რი­ას ყველ­გან პა­ტივს სცე­მენ. რო­დე­საც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იღებ იმ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის და ენის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცხოვ­რო­ბენ და ქარ­თუ­ლი არ იცი­ან. ამა­ზე მწყდე­ბა გული. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უმ­ცრო­სი თა­ო­ბის 80%-მა ქარ­თუ­ლი იცის და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას ენის პრობ­ლე­მე­ბი მარ­ნე­ულ­ში, ბოლ­ნის­ში და იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ბევ­რი ნა­თე­სა­ვი მყავს და ენის არ ცოდ­ნის გამო ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ო­ბა­ზეც არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი. ბევ­რს სა­ერ­თოდ ეგო­ნა, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, სა­ერ­თოდ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ­დნენ. ბევ­რი რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო. რაც ბოლო დროს ვნა­ხეთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე მი­მე­მარ­თა მათ­თვის. კა­ნონ­მდებ­ლო­ბას უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ ყვე­ლა, არა­ვის უნდა ეგო­ნოს, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს.

- მი­მარ­თვის ჩა­წე­რა ბოლ­ნის­სა და მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდარ­მა ფაქ­ტებ­მა გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- ჩემს მე­გობ­რებ­საც უნ­დო­დათ აღ­ნიშ­ნუ­ლის თქმა, მაგ­რამ რად­გან ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ, ამას მოყ­ვე­ბო­და ხმა­უ­რი და ქსე­ნო­ფო­ბო­ბა დაბ­რალ­დე­ბო­დათ. ასე­ვე ვნა­ხე ამ ფაქ­ტებ­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა, იქ შე­უ­რა­ცხყო­ფის გარ­და ვე­რა­ფე­რი მო­ვის­მი­ნე, ის პო­ზი­ცი­აც მო­ვის­მი­ნე, რომ თურ­მე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი უნდა გა­დევ­ნონ და ა.შ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ჩა­მე­წე­რა ის, რა­საც ვფიქ­რობ რე­ა­ლუ­რად. ეს იყოს და ეს.

- უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც ხომ არ ისა­უბ­რებთ?

- არ­სად, კავ­კა­სი­იც არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი არ არი­ან ისეთ კომ­ფორ­ტში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. აზერ­ბა­ი­ჯან­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ვი­ცხოვ­რე ყველ­გან, სა­დაც კი მივ­სულ­ვარ მთხოვ­დნენ მე­სა­უბ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად, არა­ნა­ი­რი რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კი... სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­თი ჯგუ­ფე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­თვის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი. ეს არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა. არ ვარ ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს და ეს ეთ­ნი­კუ­რო­ბას­თან არ არის კავ­შირ­ში. ჩემი სამ­შობ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო, აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, აქ ვცხოვ­რობ, აქ უნდა მოვ­კვდე და რი­თაც შე­მიძ­ლია უნდა და­ვუდ­გე ჩემს სამ­შობ­ლოს გვერ­დში.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, ცოტა ხნის წინ თქვენ გა­მო­ეხ­მა­უ­რეთ "იუ­თუბ­ზე" ატ­ვირ­თულ სიმ­ღე­რას და ამის გამო პრობ­ლე­მე­ბი ჩეჩ­ნებ­თან და აფხა­ზებ­თან შე­გექ­მნათ, ამ ინ­ცი­დენტზე ისა­უბ­რებთ?

- კლი­პია გა­კე­თე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა­ზე, ესალ­მე­ბი­ან კავ­კა­სი­ას, თუმ­ცა გა­მო­ყო­ფენ სა­ქარ­თვე­ლოს ორ უძ­ვე­ლეს რე­გი­ონს. აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს დრო­შა ფრი­ა­ლებს და ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, თით­ქოს ცალ­კე რეს­პუბ­ლი­კე­ბია. ამას გა­მო­ვეხ­მა­უ­რე და ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე კავ­კა­სია არ არ­სე­ბობს-მეთ­ქი. თუკი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად გა­ავ­რცე­ლეს ასე, მი­ნი­მუმ ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოთ და გა­მო­ას­წო­როთ, თუ ეს გან­ზრახ გა­ა­კე­თე, მა­შინ ეს სე­პა­რა­ტიზმს ემ­სა­ხუ­რე­ბა-მეთ­ქი. ეს მი­მარ­თვა ჩავ­წე­რე რუ­სულ ენა­ზე და დავ­დე. მივ­მარ­თავ­დი იმ ჩე­ჩენ მომ­ღე­რალს და ამ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს. ამას დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვა ჩეჩ­ნე­ბის და აფხა­ზე­ბის მხრი­და­ნაც. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი და­მიბ­ლო­კეს, რად­გან გულ­ზე მოხ­ვდათ. არა­და, ახ­ლაც იგი­ვეს ვი­ტყვი, კავ­კა­სია სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე იგი­ვეა, რაც ქორ­წი­ლი სი­ძის გა­რე­შე. სა­ქარ­თვე­ლო იყო კავ­კა­სი­ის ცენ­ტრი ყო­ველ­თვის და იქ­ნე­ბა. მი­თხრეს, რომ არა­სო­დეს არ უნდა ჩა­ვი­დე მათ­თან, თო­რემ გა­მის­წორ­დე­ბი­ან. იყო მუ­ქა­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რაც მქონ­და, კონ­ფლიქ­ტიც იყო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
13

შენისთანა პასუხისმგებლობის - სამართლებრივი აზროვნების მოქალეები რომ გვყავდეს , თუნდაც ეთნიკურად ქართველების ნაწილი ... დღეს საქართველოს დაღწეული ექნებოდა თავი რუსულ -აზიური დღესაც შუა საუკუნეების სამყაროს და ორიენტირებული მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე, ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით გაცილებით უკეთესად -ღ ი რ ს ე უ ლ ა დ იცხოვრებდა !

გიორგი
6

გენაცვალე შენ , აი ჭეშმარიტი ქვეყნის და სამშობლოს შვილი! უფალმა გაგაძლიეროს!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მართლმადიდებელი რომ გავხდი, მამაჩემმა ჩემზე უარი თქვა" - 31 წლის ბიჭი, რომლის მიმართვას, მუშევანის მოვლენებზე, ინტერნეტში დიდი რეზონანსი მოჰყვა

"მართლმადიდებელი რომ გავხდი, მამაჩემმა ჩემზე უარი თქვა" - 31 წლის ბიჭი, რომლის მიმართვას, მუშევანის მოვლენებზე, ინტერნეტში დიდი რეზონანსი მოჰყვა

ინტერნეტსივრცეში დიდი რეზონანსი გამოიწვია 31 წლის გაბრიელ კამაევის ვიდეომიმართვამ, რომლითაც ის გამოეხმაურა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარ მოვლენებს, როდესაც ექიმებს და სამართალდამცავებს სოფლიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოყვანისას წინააღმდეგობა გაუწიეს.

გთავაზობთ ნაწყვეტს მიმართვიდან:

"ღვთის წყალობით, შენ დაიბადე და გაიზარდე საქართველოში. ჩვენ, ამ ქვეყნის უმრავლესობა, ვემორჩილებით კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და იმ წესრიგს, რომელიც არსებობს ქვეყანაში. მიუხედავად შენი ეთნიკური წარმომავლობისა, გენდერული უმცირესობისა, შენ ხარ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შენ ისევე უნდა ემორჩილებოდე კანონს, როგორც მე და როგორც დანარჩენი 99% მოქალაქეების, ანუ ამ ქვეყნის უმრავლესობა. თუ თვლი, შენ ხარ განსაკუთრებული ამ ქვეყანაში და განსაკუთრებული შეღავათებით უნდა სარგებლობდე, მე მაპატიე, იგივე შემიძლია მეც ვიფიქრო და იგივე შეუძლია იფიქროს აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. მე ეთნიკურად ქართველი არ ვარ, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა ქართული ენა ესწავლებინა ჩემთვის, მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, ეს არის ჩემი სამშობლო. სამწუხარო რეალობაა, ეთნიკური უმცირესობების 90 პროცენტმა ქართული არ იცის, მაგრამ ის მშვენივრად იციან, როგორ უნდა აგინონ ჩვენს სამართალდამცავებს, ჩვენს მედიკოსებს. თქვენ ალბათ მეტყვით, რომ ქსენოფობიურ განცხადებებს ვაკეთებ. ეს იქნება თქვენი მხრიდან აბსურდი და მარაზმი... თუ ვინმეს ეს არ მოგწონთ და თვლით, რომ თქვენი უფლებები იზღუდება, არ არის პრობლემა, დატოვეთ თქვენი მოქალაქეობა, თქვენი პასპორტი და ნახვამდის, ან იცხოვრეთ იმ რეალობაში და შეეგუეთ იმ წესრიგს, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და რომელსაც ვემორჩილებით ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა. ეს მინდოდა მეთქვა. არ ვთვლი საჭიროდ მოგმართოთ რუსულად, რადგან ეს ქვეყანა არის საქართველო და ჩვენი დედაენა არის ქართული. ქართულად უნდა გაიგოთ ჩემი გზავნილი".

31 წლის გაბრიელ კამაევი თავისი პირდაპირობით გამოირჩევა, უშიშრად გამოხატავს თავის აზრს სხვადასხვა საკითხზე, რის გამოც წინააღმდეგობებიც ხშირად ხვდება. როგორც შევიტყვეთ, ამ ემოციური განცხადების გამო ახალგაზრდა კაცს დაემუქრნენ კიდეც.

- გაბრიელ, თქვენი ემოციური მიმართვა ბევრმა ნახა, იშვიათად ლაპარაკობენ ასე გამართული ქართულით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, გვიამბეთ თქვენზე...

- ბათუმში ვცხოვრობ, მყავს მეუღლე და სამი შვილი, საშუალო განათლება თბილისში მივიღე, თავიდან რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ქართული დავამთავრე. სკოლის შემდეგ პროფესიული კოლეჯი. დედა ეროვნებით აზერბაიჯანელია, მამა - ჩეჩენი, მამასთან დიდი ხანია კონტაქტი არ მაქვს. თბილისში ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ყველა ეთნიკური წარმომავლობის ხალხი ცხოვრობდა: აზერბაიჯანელები, რუსები, იეზიდები, სომხები, ქართველები. უბანში არასოდეს მიგვრძნია დისკომფორტი იმის გამო, რომ არ ვარ ქართველი. დედა სულ ცდილობდა მესწავლა ქართული, საქართველოს ისტორია მცოდნოდა კარგად. 17 წლის ასაკში მართლმადიდებელი გავხდი და აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები, უფრო მამის მხარესთან.

- თქვენს გაქრისტიანებას ცუდად შეხვდნენ?

- ძალიან ნეგატიურად. ახლა ჩემი განცხადების მერე აზერბაიჯანელებთან რომ მაქვს პრობლემები, ასე იყო მაშინ პრობლემები ჩეჩნებთანაც, ოღონდ იმათთან სარწმუნოების გამო. მცირე პრობლემები ზოგადად ყოველთვის მქონია ჩემი შეხედულებების გამო, მაგრამ, არ მგონია, განსაკუთრებული იყოს ამაში რამე. ვამბობ ყოველთვის იმას, რაც მგონია, რომ ყველა ქართველმა უნდა თქვას. ბოლო მიმართვა რომ მოისმინეს, უფრო მეტად ნეგატივი ეთნიკურად აზერბაიჯანელებისგან წამოვიდა, საბედნიეროდ, ბევრმა სწორად გაიგო ჩემი გზავნილი. პოზიციას ამის გამო არ შევიცლი, თქვენთანაც იგივეს გავიმეორებ, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ეთნიკური წრის წარმომადგენელია, პირველ რიგში უნდა მეტყველებდეს ქართულად, საქართველოს უნდა სცემდეს პატივს, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა. ელემენტარულად ქართული ენა უნდა იცოდეს ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს ისტორიაზე წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეს. გარკვეული წლები უცხო ქვეყნებში მომიწია ცხოვრება, თავის ენას და ისტორიას ყველგან პატივს სცემენ. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებ იმ ქვეყნის ისტორიის და ენის ცოდნა აუცილებელია. საქართველოში კი მთელი ცხოვრება ცხოვრობენ და ქართული არ იციან. ამაზე მწყდება გული. საბედნიეროდ, უმცროსი თაობის 80%-მა ქართული იცის და ეს ძალიან მომწონს.

განსაკუთრებით მწვავედ დგას ენის პრობლემები მარნეულში, ბოლნისში და იმ რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ. ბევრი ნათესავი მყავს და ენის არ ცოდნის გამო ამ კორონავირუსის თაობაზეც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული. ბევრს საერთოდ ეგონა, რადგან აზერბაიჯანელები იყვნენ, საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ. ბევრი რეალობას მოკლებული ინფორმაცია იყო. რაც ბოლო დროს ვნახეთ, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მიმემართა მათთვის. კანონმდებლობას უნდა დავემორჩილოთ ყველა, არავის უნდა ეგონოს, რომ რაღაც განსაკუთრებული უფლებით სარგებლობს.

- მიმართვის ჩაწერა ბოლნისსა და მარნეულში მომხდარმა ფაქტებმა გადაგაწყვეტინათ?

- ჩემს მეგობრებსაც უნდოდათ აღნიშნულის თქმა, მაგრამ რადგან ეთნიკურად ქართველები იყვნენ, ამას მოყვებოდა ხმაური და ქსენოფობობა დაბრალდებოდათ. ასევე ვნახე ამ ფაქტებზე რამდენიმე ადამიანის მიმართვა, რომელიც ძალიან არ მომეწონა, იქ შეურაცხყოფის გარდა ვერაფერი მოვისმინე, ის პოზიციაც მოვისმინე, რომ თურმე აზერბაიჯანელები უნდა გადევნონ და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა ის, რასაც ვფიქრობ რეალურად. ეს იყოს და ეს.

- უმცირესობების პრობლემებზეც ხომ არ ისაუბრებთ?

- არსად, კავკასიიც არც ერთ ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობები არ არიან ისეთ კომფორტში, როგორც საქართველოში. აზერბაიჯანში წელიწადნახევარი ვიცხოვრე ყველგან, სადაც კი მივსულვარ მთხოვდნენ მესაუბრა აზერბაიჯანულად, არანაირი რუსულად ლაპარაკი... სამწუხაროდ, საზოგადოებაში ისეთი ჯგუფები არიან, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის ეთნიკური უმცირესობები. ეს არაერთხელ მომხდარა. არ ვარ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ საქართველოს სიყვარული მაქვს და ეს ეთნიკურობასთან არ არის კავშირში. ჩემი სამშობლოა საქართველო, აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვცხოვრობ, აქ უნდა მოვკვდე და რითაც შემიძლია უნდა დავუდგე ჩემს სამშობლოს გვერდში.

- როგორც შევიტყვე, ცოტა ხნის წინ თქვენ გამოეხმაურეთ "იუთუბზე" ატვირთულ სიმღერას და ამის გამო პრობლემები ჩეჩნებთან და აფხაზებთან შეგექმნათ, ამ ინციდენტზე ისაუბრებთ?

- კლიპია გაკეთებული სიმღერაზე, ესალმებიან კავკასიას, თუმცა გამოყოფენ საქართველოს ორ უძველეს რეგიონს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დროშა ფრიალებს და ისეა გაკეთებული, თითქოს ცალკე რესპუბლიკებია. ამას გამოვეხმაურე და ვთქვი, რომ საქართველოს გარეშე კავკასია არ არსებობს-მეთქი. თუკი გაუცნობიერებლად გაავრცელეს ასე, მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოთ და გამოასწოროთ, თუ ეს განზრახ გააკეთე, მაშინ ეს სეპარატიზმს ემსახურება-მეთქი. ეს მიმართვა ჩავწერე რუსულ ენაზე და დავდე. მივმართავდი იმ ჩეჩენ მომღერალს და ამ კლიპში მონაწილეებს. ამას დიდი რეზონანსი მოყვა ჩეჩნების და აფხაზების მხრიდანაც. საბოლოოდ ყველაფერი დამიბლოკეს, რადგან გულზე მოხვდათ. არადა, ახლაც იგივეს ვიტყვი, კავკასია საქართველოს გარეშე იგივეა, რაც ქორწილი სიძის გარეშე. საქართველო იყო კავკასიის ცენტრი ყოველთვის და იქნება. მითხრეს, რომ არასოდეს არ უნდა ჩავიდე მათთან, თორემ გამისწორდებიან. იყო მუქარები. საქართველოში რამდენიმე ადამიანთან შეხვედრაც მქონდა, კონფლიქტიც იყო. წაიკითხეთ სრულად

"არ მითქვამს, რომ ლევანი მოწამლულია ან მოწამლეს" - რას ამბობენ ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეგობრები?

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით