სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 სკანდალი კორონავირუსის ჟამს, რომელშიც ცნობილი ქართველები გაეხვნენ
8 სკანდალი კორონავირუსის ჟამს, რომელშიც ცნობილი ქართველები გაეხვნენ

უკვე 5 თვეა მსოფ­ლიო ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად სა­უბ­რის და გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა COVID-19. პან­დე­მი­ას ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი და ან­ტიგ­მი­რე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად შემ­წყნა­რე­ბე­ლია. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლისს არც სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს.

მო­დით, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს და სკან­და­ლებს, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ეხვნენ:

2 მა­ისს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ზაზა აბა­ში­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" კო­მენ­ტა­რი და­წე­რა, რის გა­მოც, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნა მო­ი­თხო­ვეს. "უნდა ჩა­კე­ტო სო­ფელ­ში და ამო­ი­ხო­ცონ к ебённой матери!" - წერ­და აბა­ში­ძე მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში, სო­ფელ მუ­შე­ვან­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა პო­ლი­ცი­ის და სას­წრა­ფოს მან­ქა­ნებს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­ო­რე კო­მენ­ტა­რიც მო­ა­ყო­ლა: "არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნებს?! პო­ტენ­ცი­ურ გა­მავ­რცე­ლებ­ლად და მკვლე­ლე­ბად იქ­ცე­ვი­ან? მა­შინ გა­მო­კე­ტონ იმ სივ­რცე­ში და პატ­რო­ნი მოს...ვნი­ათ! გინ­და აზე­რი იყოს იყოს, გინდ ქარ­თვე­ლი, გინდ რუსი..."

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, აბა­ში­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქსე­ნო­ფო­ბი უწო­დეს და სი­ძულ­ვი­ლის ენის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მამ "არა-ფო­ბი­ას" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნაც მოს­თხო­ვა.

აბა­ში­ძემ ფბ-ინ­ცი­დენ­ტის გამო ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"მე­გობ­რე­ბო, დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ჩემ­მა მი­მო­წე­რამ ჩემს მე­გობ­რებ­თან, ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გამო. მაგ­რამ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვრა­ცხ გან­ვმარ­ტო ჩემი პო­ზი­ცია: ჩემი სი­ტყვე­ბი მუ­შე­ვა­ნის ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აი­ტა­ცეს ვაი-პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილ­მა და რე­ზულ­ტა­ტიც: ვარ მკვლე­ლი, ფა­შის­ტი, უვი­ცი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მეც­ნი­ე­რუშ­კა, აგენ­ტი და, რაც მთა­ვა­რია, ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლის გამ­ღვი­ვე­ბე­ლი!

ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა (თუმ­ცა, ამის დამ­წერ­ნი სხვას რას აკე­თე­ბენ!?). არც ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­ში არ არის! პი­რი­ქით, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ეხე­ბა ყვე­ლას - აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს, ქარ­თველს, რუსს - სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს!

ყვე­ლას, ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად არ­ღვევს სა­გან­გე­ბო რე­ჟიმს და ამით საფრ­თხეს უქ­მნის სხვას, იქ­ცე­ვა ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლად და პრაქ­ტი­კუ­ლად მკვლე­ლად! ზუს­ტად იგი­ვეს დავ­წერ­დი, მსგავ­სი ფაქ­ტი რომ მომ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­სა თუ სო­ფელ­ში" - და­წე­რა აბა­ში­ძემ.

VIDEO: კო­რო­ნა­ვირუ­სის პე­რი­ო­დის სკან­და­ლე­ბი - ვინ რა ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი პან­დე­მი­ი­სას

"მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, თბი­ლი­სის მერს და ყვე­ლა დე­პუ­ტატს - ევ­რო­პის ყვე­ლა დე­და­ქა­ლაქ­ში გაგ­ზავ­ნეთ თვითმფრი­ნა­ვე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად. ჩვენც ვართ აქ, ვცხოვ­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და წაგ­ვიყ­ვა­ნეთ აქე­დან, გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეთ ერთი თვითმფრი­ნა­ვი. გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დეთ, აღარ გვინ­და ამ რუ­სეთ­ში, წაგ­ვიყ­ვა­ნეთ!" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მომ­ღე­რალ­მა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ინ­სტაგ­რამ­ზე" ლაივ-ჩარ­თვის დროს.

მარ­თა­ლია, მომ­ღერ­ლის თხოვ­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კა კონ­ტრი­ძემ ხალ­ხის­გან და­იმ­სა­ხუ­რა, რომ­ლე­ბიც კო­მენ­ტა­რებ­ში მო­უ­წო­დებ­დნენ, დარ­ჩეს "თა­ვის რუ­სეთ­ში, სა­დაც ამ­დე­ნი წელი მოღ­ვა­წე­ობ­და". ასე­ვე მომ­ღე­რალს შე­ახ­სე­ნეს, 2008 წელს გა­დახ­დი­ლი ქორ­წი­ლი - "რა ექორ­წი­ლე­ბო­და, როცა რუ­სე­თი ბომ­ბავ­და სა­ქარ­თვე­ლოს".

კრი­ტი­კულ კო­მენ­ტა­რებს თა­ვად მომ­ღე­რა­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ამაზ­რზე­ნი, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი ვნა­ხე... მე რუ­სეთ­ში 1994 წელს წა­მო­ვე­დი, როცა ბევ­რი ქარ­თვე­ლი წა­მო­ვი­და. ვი­ღა­ცა დარ­ჩა, ვი­ღა­ცა წა­მო­ვი­და. ისე გან­ვი­თარ­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, და­იძ­რა ჩემი კა­რი­ე­რა... მა­შინ როცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, არა­ვის ეცა­ლა მუ­სი­კო­სე­ბის­თვის, მათ­თვის დღე­საც ცო­ტას სცა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ადა­მი­ა­ნი მგო­ნი უნდა ცხოვ­რობ­დეს იქ, სა­დაც მუ­შა­ობს და სა­დაც შე­უძ­ლია ხალ­ხის­თვის რა­მის გა­კე­თე­ბა, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თი­დან მე­ტის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ძლებ­დი.

მე რუ­სეთ­ში არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, კა­ტე­გო­რი­ულ უარს ვამ­ბობ, ჩემი 25-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვამ­ბობ უარს ყი­რიმ­ში კონ­ცერ­ტზე, სა­დაც 14 კონ­ცერ­ტზე ვთქვი შარ­შან უარი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე ვერ ვი­ცხოვ­რებ, ბევ­რჯერ გა­დავ­წყვი­ტე ეს, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სით მოვ­კვდე­ბი რუ­სეთ­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ლინ­გით რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? ზუს­ტად, თქვენ­ნა­ირ­მა ტუ­ტუც­მა ხალ­ხმა ათი­ა­თას­ჯერ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩა­მოს­ვლა" - თქვა კონ­ტრი­ძემ სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა­ში (იხი­ლეთ ვი­დეო).

  • ლალი მო­როშ­კი­ნა - "უში­ში, ვი­თარ­ცა უხორ­ცო..."

"მე და ჩემი 5 მე­გო­ბა­რი მზად ვართ შე­ვი­დეთ კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან და და­გიმ­ტკი­ცოთ, რომ ლა­ღებს ვირუ­სი არ ემარ­თე­ბათ. ის ემარ­თე­ბათ მშიშ­რებს და მხდა­ლებს" - ეს ერთ-ერთი გახ­ლავთ ლალი მო­როშ­კი­ნას კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, რომ­ლის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რა.

ერთ-ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში კი მო­როშ­კი­ნამ 5G ან­ტე­ნე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას­თან და­ა­კავ­ში­რა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა:

"რა კარ­გია, რომ ინ­ტე­ლექტდაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ი­ტა­ნენ ეჭვს იმ ფაქ­ტში, რომ ახალ კოს­მი­ურ ერა­ში შევ­დი­ვართ! ცხა­დია, ვერც ილონ მას­კი და ვერც ბილ გე­ით­სი ვერ შე­ა­ჩე­რებ­დნენ ფრე­ნებს, ახა­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბის და­სა­მონ­ტა­ჟებ­ლად, რად­გან ნა­ვი­გა­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბი ხელს უშ­ლის ცაში სა­ტე­ლი­ტუ­რი ბა­დე­ე­ბის გან­თავ­სე­ბას, რაც გუ­შინ თვალ­ნათ­ლივ ვი­ხი­ლეთ.

ახლა უკვე მშვე­ნივ­რად ჯდე­ბა ლო­გი­კა­ში, რა­ტომ გა­მო­კე­ტეს კა­ცობ­რი­ო­ბა სახ­ლებ­ში, რა­ტომ ზაფ­რავ­დნენ გა­ათ­კე­ცე­ბუ­ლი ავად­მყო­ფო­ბის ციფ­რე­ბით, რა­ტომ და­ახ­რი­გი­ნებ­დნენ კუ­ბო­ებს... მე არ ვამ­ტკი­ცებ, იმ ფაქტს მავ­ნეა თუ არა ეს ახა­ლი ერა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ამა­ზე მხო­ლოდ ერთი წლის თავ­ზე შევ­ძლებთ მსჯე­ლო­ბას, რო­დე­საც შე­ვა­და­რებთ ლე­ი­კე­მი­ის და სიმ­სივ­ნე­ე­ბის შე­დე­გებს! დღეს კი ეს რე­ა­ლო­ბაა, ცა ახა­ლი სა­ტე­ლი­ტე­ბით სავ­სე, გული კი სი­ცა­რი­ე­ლით... მი­ლი­ო­ნო­ბით და­კარ­გუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი, და­პა­უ­ზე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა. განა ასე­თი გა­ბი­თუ­რე­ბის ღირ­სი იყო კა­ცობ­რი­ო­ბა?" - და­წე­რა მო­როშ­კი­ნამ "ფე­ის­ბუქ­ზე".

მწე­რალს ასე­ვე სჯე­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის და­პი­რის­პი­რე­ბა და ამე­რი­კა­ში კარსმომ­დგა­რი არ­ჩევ­ნე­ბია.

ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გის ავ­ტო­რი­ტე­ტი მის ერ­თგულ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­შიც კი შე­ირ­ყა, მას შემ­დეგ, რაც "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბელს კო­რო­ნა­ვირუს­თან აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა­რი და­უ­ხა­ტა, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბი - ბილ გე­ით­სი და ილონ მას­კი თა­მა­შო­ბენ.

ას­ტრო­ლოგ­მა 5G ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და გე­ით­სი და მას­კი სა­მო­მავ­ლოდ პან­დე­მი­ე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რათა მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ხო­ცოს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კი გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის, "ჩი­პი­ზა­ცია" და "რო­ბო­ტი­ზა­ცია" გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი ყვე­ლა რე­ლი­გი­ის მოს­პო­ბა და ახა­ლი რე­ლი­გი­ის შექ­მნაა, რა­საც ახა­ლი ჰო­ლოგ­რა­მუ­ლი და ლა­ზე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და ადა­მი­ა­ნებს სა­ბო­ლო­ოდ და­ი­მორ­ჩი­ლე­ბენ.

ცა­გა­რე­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კო­ლე­გე­ბის­გა­ნაც გახ­და. მის გა­მოს­ვლას გა­ე­მიჯ­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სია". მათ ღიად მო­უ­წო­დეს ას­ტრო­ლოგს, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კი ას­ტრო­ლო­გი პა­ნი­კის და­თეს­ვა­ში და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

  • რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი ხარ...

მარ­ტში სა­გან­გე­ბო რე­ი­სით საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბიც იყ­ვნენ. ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შვი­ლი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე აე­რო­პორ­ტი­დან პირ­და­პირ კა­ხე­თის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში მოხ­ვდა, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი უტა ივა­ნიშ­ვი­ლი ტრა­პი­დან "გა­აქ­რეს" და არ­ცერთ სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში არ წა­სუ­ლა.

მე­დი­ის კი­თხვა­ზე, სად გაქ­რა უტა ივა­ნიშ­ვი­ლი, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ვი­საც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, კა­რან­ტინ­ში აღარ უშ­ვე­ბენ.

"წი­ნას­წარ მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩა­მომ­სვლე­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­წავ­ლა. თუ იქ არ­სე­ბობს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვად ითხო­ვენ კა­რან­ტინ­ში მო­თავ­სე­ბას. კა­რან­ტი­ნი­დან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­წე­რონ გან­ცხა­დე­ბა, კვლავ მოხ­დე­ბა მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­წავ­ლა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა" - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ კი­თხვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამის შემ­დეგ დარ­თეს მგზავ­რებს უფ­ლე­ბა რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­თვის მი­ე­მარ­თათ, რათა უტა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა ერ­თა­დერ­თი არ ყო­ფი­ლი­ყო.

უტა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სკან­და­ლი არ ყო­ფი­ლა - მამა-შვილ­მა ბი­ძი­ნა და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლებ­მა ვი­დე­ოპ­ლატ­ფორ­მა TikTok-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს გა­მოც და­იმ­სა­ხუ­რეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა.

21 აპ­რილს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში მამა-შვი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რად ესალ­მე­ბა ერ­თმა­ნეთს. ვი­დე­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მოყ­ვა.

ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ნიზ­მის დე­მონ­სტრი­რე­ბა უწო­და მას: "უმუ­შევ­რად და სრუ­ლი­ად უი­მე­დოდ, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა სა­სო­წარ­კვე­თი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა, სახ­ლებ­შია გა­მო­კე­ტი­ლი იმის ში­შით, შვი­ლებს რა აჭა­მონ და ამ დროს ხელ­მწი­ფე და თა­ვის უფ­ლის­წუ­ლი ვი­დე­ო­ტინ­გი­ცით პა­სუ­ხო­ბენ ერს. ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ბოლო 8 წე­ლია თა­ვის ხო­შ­ზე და კაპ­რი­ზებ­ზე მარ­თავს ჩვენ სიმ­წრით ნა­შე­ნებ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ქვე­ყა­ნას" - და­წე­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რის გიგა ბო­კე­რი­ას თქმით კი, ივა­ნიშ­ვილ­მა "ამ უმ­ძი­მე­სი კრი­ზი­სის დროს ყვე­ლას უთხრა, ფე­ხებ­ზე მკი­დი­ხარ­თო".

აგო­რე­ბულ სკან­დალ­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ, თუ რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის კონ­ტექ­სტში:

"მა­გა­ლი­თის­თვის, ამ ვი­დე­ოს გან­თავ­სე­ბამ­დე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რა რამ­დე­ნი­მე თათ­ბი­რი. პირ­ველ თათ­ბირს, რო­მე­ლიც დი­ლის ათ სა­ათ­ზე და­ი­წყო, პარ­ტი­ა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი საბ­ჭოს ფორ­მატ­ში და რო­მელ­მაც სამ სა­ა­ათ­ზე მეტ ხანს გას­ტა­ნა... ამ თათ­ბირ­ზე გან­ხი­ლულ იქნა ყვე­ლა ის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხი, რაც აწუ­ხებს ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის კონ­ტექ­სტში....

ამის შემ­დეგ, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, კი­დევ ორი თათ­ბი­რი გა­მარ­თა პარ­ტი­ა­ში მოქ­მედ პრო­ფი­ლურ საბ­ჭო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ფუძნ­და მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით და რომ­ლე­ბიც კი არ დუბ­ლი­რე­ბენ ან ენაც­ვლე­ბი­ან შე­სა­ბა­მის ინ­სტი­ტუ­ტებს და სა­ხე­ლი­სუფ­ლო შტო­ებს, არა­მედ ეხ­მა­რე­ბი­ან მათ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით.

ამ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ასე მუ­შა­ობ­და ყო­ველ­თვის, რაც პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და. უბ­რა­ლოდ ახლა, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, გა­ცი­ლე­ბით მეტი მუ­შა­ო­ბა უწევს და კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა გუნდთან" - ნათ­ქვა­მი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ექი­მი ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ

პულ­მო­ნო­ლოგ­მა და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ის "მთა­ვა­რი არ­ხის " გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ნიკა გვა­რა­მი­ას არ უმ­კურ­ნა­ლებ­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ე­მარ­თე­ბო­და, რის მი­ზე­ზა­დაც გვა­რა­მი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

ექიმ­მა "პოს­ტი­ვის" ეთერ­ში თქვა, რომ არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს გვა­რა­მი­ას უმ­კურ­ნა­ლოს თუ ის და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა. "ყვე­ლა ექი­მი გამ­წა­რე­ბუ­ლია გვა­რა­მი­ა­ზე, 30 ოყნა გა­მო­წე­რი­ლი აქვს დღე­ში" - თქვა ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ გა­ცხა­დე­ბა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს ექი­მებ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არ ირ­ჩე­ვენ პა­ცი­ენტს.

სკან­დალს გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "postv", ის გა­ე­მიჯ­ნა სტუმ­რის კო­მენ­ტარს და გან­მარ­ტა, რომ "გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნებ­მა მა­შინ­ვე და­ა­ფიქ­სი­რეს მკვეთ­რი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­მართ".

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ქი­მან­დრიტ ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბამ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძი­სა და პა­ა­ტა იმ­ნა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, მრევ­ლის ნა­წი­ლის გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია. ნა­წყე­ნე­ბი დარ­ჩნენ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბიც.

"ბა­ტონ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს და პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს... რომ გაჰ­კი­ვი­ან ახლა და რომ გვიყ­ვი­რი­ან, არა­ვინ არ ვართ მა­გათ­გან ისე და­ვა­ლე­ბუ­ლი, რომ ასე გვიყ­ვი­რონ, ტონს არ იცა­ვენ, რო­დე­საც კუ­ბო­ებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. იქ­ნებ, ჩვენ არ ვი­ცით და ძა­ლი­ან ბევ­რია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გვი­თხრან მა­ინც…

თავს თუ ვერ იკა­ვე­ბენ, სა­ნამ გა­მოვ­ლენ, ჯერ ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სებ­თან გა­ი­ა­რონ ისა, მერე მო­ვიდ­ნენ და დაგ­ვე­ლა­პა­რა­კონ. ჭკუა აქვს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც იძა­ხის, რომ აღ­დგო­მას არ მიხ­ვი­დე­თო? ამ ორ ადა­მი­ან­ზე ვლა­პა­რა­კობ. სხვა ექი­მე­ბი გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და სხვა­ნა­ი­რად იქ­ცე­ვი­ან. ამა­თი საქ­ცი­ე­ლი, ვფიქ­რობ, რომ უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ, რათა ღირ­სე­ბა შერ­ჩეთ" - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ბოდ­ბე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბას, თით­ქოს ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რად მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მცი­რე კო­მენ­ტა­რით უპა­სუ­ხა. "უფა­ლი გან­სჯის..." - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს იმ­ნა­ძემ.

ხოლო ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ასა­კი შე­ახ­სე­ნა:

"თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ მე ეკ­ლე­სი­ა­ზე შე­ტე­ვა შე­იძ­ლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო? მე­უ­ფე ია­კო­ბი ასა­კით ჩემ­ზე უმ­ცრო­სია, ამი­ტომ ვთხოვ, მე­ტად მო­რი­დე­ბუ­ლი იყოს, როცა ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებს ესა­უბ­რე­ბა. ექი­მი ვარ და ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ჩემი სა­ე­ქი­მო მრწამ­სი­დან" - გა­ნა­ცხა­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სის პა­სუ­ხად.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საინტერესოა
27

გვარამიამ რომ ექიმები გამოლანძღა რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში?

გიორგი
12

ლალიკოს ნაირად რომ ვცხოვრობდეთ ყველა ლაღი ვიქნებოდით მარა რა ვქნათ ყველას ხომ არ გვიმარტლებს --ქალს 5 ქმარი ყავდა და გალაღებულია სხვა ერთხეკლაც ვერ გატხოვდა და ეტყუობა კორონა მოკლავს თუ დეპრესია რა მნიშვნელობა აქვს ჰაჰაჰა გაუტხოვრებო არ ჩამქოლოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

8 სკანდალი კორონავირუსის ჟამს, რომელშიც ცნობილი ქართველები გაეხვნენ

8 სკანდალი კორონავირუსის ჟამს, რომელშიც ცნობილი ქართველები გაეხვნენ

უკვე 5 თვეა მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. როგორც სატელევიზიო, ასევე ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად საუბრის და განხილვის მთავარი თემაა COVID-19. პანდემიას ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, რომელთა მიმართაც საზოგადოება ნაკლებად შემწყნარებელია. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

მოდით, თვალი გადავავლოთ ყველაზე ხმაურიან განცხადებებს და სკანდალებს, რომელშიც ცნობილი სახეები კორონავირუსთან დაკავშირებით გაეხვნენ:

2 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ "ფეისბუქზე" კომენტარი დაწერა, რის გამოც, მისი თანამდებობიდან მოხსნა მოითხოვეს. "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!" - წერდა აბაშიძე მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონაში, სოფელ მუშევანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ადგილობრივებმა პოლიციის და სასწრაფოს მანქანებს ქვები დაუშინეს.

მოგვიანებით, მეორე კომენტარიც მოაყოლა: "არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს...ვნიათ! გინდა აზერი იყოს იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

აღნიშნული კომენტარების გამო, აბაშიძეს სოციალურ ქსელში ქსენოფობი უწოდეს და სიძულვილის ენის გავრცელებაში დაადანაშაულეს. სამოქალაქო პლატფორმამ "არა-ფობიას" კულტურის სამინისტროს მისი თანამდებობიდან მოხსნაც მოსთხოვა.

აბაშიძემ ფბ-ინციდენტის გამო ბოდიშიც მოიხადა სოციალურ ქსელში:

"მეგობრებო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა მიმოწერამ ჩემს მეგობრებთან, ამიტომ, უპირველესად, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას უცენზურო სიტყვების გამო. მაგრამ, თავს ვალდებულად ვრაცხ განვმარტო ჩემი პოზიცია: ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია, ეროვნული შუღლის გამღვივებელი!

ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?). არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას - აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს - საქართველოს ყველა მოქალაქეს!

ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში" - დაწერა აბაშიძემ.

VIDEO: კორონავირუსის პერიოდის სკანდალები - ვინ რა ხმაურიანი განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი პანდემიისას

"მივმართავ საქართველოს პარლამენტს, თბილისის მერს და ყველა დეპუტატს - ევროპის ყველა დედაქალაქში გაგზავნეთ თვითმფრინავები მოქალაქეების ჩამოსაყვანად. ჩვენც ვართ აქ, ვცხოვრობთ საქართველოს მოქალაქეები და წაგვიყვანეთ აქედან, გამოგვიგზავნეთ ერთი თვითმფრინავი. გვინდა, რომ საქართველოში დავბრუნდეთ, აღარ გვინდა ამ რუსეთში, წაგვიყვანეთ!" - ამ სიტყვებით მიმართა მომღერალმა თეონა კონტრიძემ საქართველოს ხელისუფლებას "ინსტაგრამზე" ლაივ-ჩართვის დროს.

მართალია, მომღერლის თხოვნას ხელისუფლება არ გამოხმაურებია, თუმცა ყველაზე დიდი კრიტიკა კონტრიძემ ხალხისგან დაიმსახურა, რომლებიც კომენტარებში მოუწოდებდნენ, დარჩეს "თავის რუსეთში, სადაც ამდენი წელი მოღვაწეობდა". ასევე მომღერალს შეახსენეს, 2008 წელს გადახდილი ქორწილი - "რა ექორწილებოდა, როცა რუსეთი ბომბავდა საქართველოს".

კრიტიკულ კომენტარებს თავად მომღერალიც გამოეხმაურა:

"ამაზრზენი, შემაძრწუნებელი კომენტარები ვნახე... მე რუსეთში 1994 წელს წამოვედი, როცა ბევრი ქართველი წამოვიდა. ვიღაცა დარჩა, ვიღაცა წამოვიდა. ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, დაიძრა ჩემი კარიერა... მაშინ როცა, საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, არავის ეცალა მუსიკოსებისთვის, მათთვის დღესაც ცოტას სცალია საქართველოში. ადამიანი მგონი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც მუშაობს და სადაც შეუძლია ხალხისთვის რამის გაკეთება, თუნდაც საქართველოსთვის რუსეთიდან მეტის გაკეთება შევძელი, ვიდრე საქართველოში შევძლებდი.

მე რუსეთში არც ერთ სახელმწიფო კონცერტში არ ვმონაწილეობ, კატეგორიულ უარს ვამბობ, ჩემი 25-წლიანი ცხოვრების განმავლობაში. ვამბობ უარს ყირიმში კონცერტზე, სადაც 14 კონცერტზე ვთქვი შარშან უარი.

საქართველოში მე ვერ ვიცხოვრებ, ბევრჯერ გადავწყვიტე ეს, მაგრამ კორონავირუსით მოვკვდები რუსეთში, თუ საქართველოში ბულინგით რა მნიშვნელობა აქვს? ზუსტად, თქვენნაირმა ტუტუცმა ხალხმა ათიათასჯერ გადამაწყვეტინა საქართველოში არჩამოსვლა" - თქვა კონტრიძემ საპასუხო განცხადებაში (იხილეთ ვიდეო).

  • ლალი მოროშკინა - "უშიში, ვითარცა უხორცო..."

"მე და ჩემი 5 მეგობარი მზად ვართ შევიდეთ კოვიდით დაინფიცირებულ ადამიანებთან და დაგიმტკიცოთ, რომ ლაღებს ვირუსი არ ემართებათ. ის ემართებათ მშიშრებს და მხდალებს" - ეს ერთ-ერთი გახლავთ ლალი მოროშკინას კორონავირუსთან დაკავშირებულ განცხადებებიდან, რომლის გამოც, საზოგადოებამ მისი მისამართით კრიტიკა არ დაიშურა.

ერთ-ერთ განცხადებაში კი მოროშკინამ 5G ანტენების დამონტაჟებასთან დააკავშირა ვირუსის გავრცელება:

"რა კარგია, რომ ინტელექტდაქვეითებულები ვეღარ შეიტანენ ეჭვს იმ ფაქტში, რომ ახალ კოსმიურ ერაში შევდივართ! ცხადია, ვერც ილონ მასკი და ვერც ბილ გეითსი ვერ შეაჩერებდნენ ფრენებს, ახალი სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად, რადგან ნავიგაციური სისტემები ხელს უშლის ცაში სატელიტური ბადეების განთავსებას, რაც გუშინ თვალნათლივ ვიხილეთ.

ახლა უკვე მშვენივრად ჯდება ლოგიკაში, რატომ გამოკეტეს კაცობრიობა სახლებში, რატომ ზაფრავდნენ გაათკეცებული ავადმყოფობის ციფრებით, რატომ დაახრიგინებდნენ კუბოებს... მე არ ვამტკიცებ, იმ ფაქტს მავნეა თუ არა ეს ახალი ერა ჯანმრთელობისთვის, ამაზე მხოლოდ ერთი წლის თავზე შევძლებთ მსჯელობას, როდესაც შევადარებთ ლეიკემიის და სიმსივნეების შედეგებს! დღეს კი ეს რეალობაა, ცა ახალი სატელიტებით სავსე, გული კი სიცარიელით... მილიონობით დაკარგული სამუშაო ადგილი, შეშინებული ხალხი, დაპაუზებული ეკონომიკა. განა ასეთი გაბითურების ღირსი იყო კაცობრიობა?" - დაწერა მოროშკინამ "ფეისბუქზე".

მწერალს ასევე სჯერა, რომ კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის დაპირისპირება და ამერიკაში კარსმომდგარი არჩევნებია.

ცნობილი ასტროლოგის ავტორიტეტი მის ერთგულ თაყვანისმცემლებშიც კი შეირყა, მას შემდეგ, რაც "კავკასიის" ეთერში მაყურებელს კორონავირუსთან აპოკალიფსური სცენარი დაუხატა, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მილიარდერები - ბილ გეითსი და ილონ მასკი თამაშობენ.

ასტროლოგმა 5G ინტერნეტის შესახებაც ისაუბრა და გეითსი და მასკი სამომავლოდ პანდემიებისა და დაავადებების გამოწვევაში დაადანაშაულა, რათა მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაიხოცოს, ვაქცინაციების მეშვეობით კი გადარჩენილების, "ჩიპიზაცია" და "რობოტიზაცია" განხორციელდეს. მიხეილ ცაგარელის თეორიის თანახმად, ამ ყველაფრის მიზანი ყველა რელიგიის მოსპობა და ახალი რელიგიის შექმნაა, რასაც ახალი ჰოლოგრამული და ლაზერული ტექნოლოგიების საშუალებით განახორციელებენ და ადამიანებს საბოლოოდ დაიმორჩილებენ.

ცაგარელი კრიტიკის ობიექტი კოლეგებისგანაც გახდა. მის გამოსვლას გაემიჯნა ტელეკომპანია "კავკასია". მათ ღიად მოუწოდეს ასტროლოგს, რომ შეთქმულების თეორიების გავრცელებისგან თავი შეიკავოს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი ასტროლოგი პანიკის დათესვაში და რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა.

  • როდესაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ხარ...

მარტში საგანგებო რეისით საფრანგეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შვილებიც იყვნენ. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე აეროპორტიდან პირდაპირ კახეთის საკარანტინო ზონაში მოხვდა, თუმცა როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი უტა ივანიშვილი ტრაპიდან "გააქრეს" და არცერთ საკარანტინე ზონაში არ წასულა.

მედიის კითხვაზე, სად გაქრა უტა ივანიშვილი, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვისაც თვითიზოლაციის საშუალება აქვს, კარანტინში აღარ უშვებენ.

"წინასწარ მიმდინარეობს ჩამომსვლელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა. თუ იქ არსებობს თვითიზოლაციის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები თავად ითხოვენ კარანტინში მოთავსებას. კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლის მსურველებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება, კვლავ მოხდება მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება" - განაცხადა იმნაძემ კითხვაზე საპასუხოდ.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ დართეს მგზავრებს უფლება რომ თვითიზოლაციისთვის მიემართათ, რათა უტა ივანიშვილის შემთხვევა ერთადერთი არ ყოფილიყო.

უტა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტი ივანიშვილების ერთადერთი სკანდალი არ ყოფილა - მამა-შვილმა ბიძინა და ბერა ივანიშვილებმა ვიდეოპლატფორმა TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამოც დაიმსახურეს საზოგადოების კრიტიკა.

21 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში მამა-შვილი მუსიკალურად ესალმება ერთმანეთს. ვიდეოს პოლიტიკური განცხადებები მოყვა.

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცინიზმის დემონსტრირება უწოდა მას: "უმუშევრად და სრულიად უიმედოდ, ჩვენს თანამემამულეთა სასოწარკვეთილი უმრავლესობა, სახლებშია გამოკეტილი იმის შიშით, შვილებს რა აჭამონ და ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს. ოჯახი, რომელიც ბოლო 8 წელია თავის ხოშზე და კაპრიზებზე მართავს ჩვენ სიმწრით ნაშენებ გაუბედურებულ ქვეყანას" - დაწერა სააკაშვილმა.

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით კი, ივანიშვილმა "ამ უმძიმესი კრიზისის დროს ყველას უთხრა, ფეხებზე მკიდიხართო".

აგორებულ სკანდალზე განმარტების გაკეთება მოუხდა "ქართულ ოცნებას". პარტიის განცხადების მიხედვით, ვალდებულებად მიიჩნიეს საზოგადოებისთვის ეცნობებინათ, თუ რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში:

"მაგალითისთვის, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა... ამ თათბირზე განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში....

ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან" - ნათქვამი იყო განცხადებაში.

  • ექიმი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

პულმონოლოგმა დავით ნანობაშვილი შალვა რამიშვილთან ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ ის "მთავარი არხის " გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას არ უმკურნალებდა, იმ შემთხვევაში თუ მას კორონავირუსი დაემართებოდა, რის მიზეზადაც გვარამიას პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.

ექიმმა "პოსტივის" ეთერში თქვა, რომ არანაირი ვალდებულება არ აქვს გვარამიას უმკურნალოს თუ ის დაინფიცირდება. "ყველა ექიმი გამწარებულია გვარამიაზე, 30 ოყნა გამოწერილი აქვს დღეში" - თქვა ნანობაშვილმა.

აღნიშნულ გაცხადებაზე მოგვიანებით კომენტარი გააკეთეს ექიმებმა ლევან რატიანმა და მარინა ეზუგბაიამ, რომლებმაც განაცხადეს, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევენ პაციენტს.

სკანდალს განცხადებით გამოეხმაურა ტელეკომპანია "postv", ის გაემიჯნა სტუმრის კომენტარს და განმარტა, რომ "გადაცემის წამყვანებმა მაშინვე დააფიქსირეს მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული განცხადების მიმართ".

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაკეთებული არქიმანდრიტ იაკობის განცხადებამ ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის წინააღმდეგ, მრევლის ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. ნაწყენები დარჩნენ ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგებიც.

"ბატონ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს... რომ გაჰკივიან ახლა და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ, ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. იქნებ, ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული, გვითხრან მაინც…

თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ ისა, მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ. სხვა ექიმები გულიანი ადამიანები არიან და სხვანაირად იქცევიან. ამათი საქციელი, ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ" - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებას, თითქოს ქვეყანაში რეალურად მეტი ინფიცირებულია, მცირე კომენტარით უპასუხა. "უფალი განსჯის..." - განუცხადა AMBEBI.GE-ს იმნაძემ.

ხოლო ამირან გამყრელიძემ სასულიერო პირს ასაკი შეახსენა:

"თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ბოდბელი ეპისკოპოსის პასუხად.

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ეთერ ხაზარაძემ  ,,ლოტო 6/42-ში’’  282 402 ლარი მოიგო!

"ბეტონზე ჩამოვსხედით, მუხლებზე დავიდეთ საქაღალდეები და შევუდექით ტექსტების დამუშავებას და მაკეტირებას" - გაზეთი, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანედ იქცა