მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა
რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა

რუ­სეთ­ში მი­ლი­არ­დე­რი დმიტ­რი ბო­სო­ვი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის 2020 წელს Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­ულ­ში 86-ე ად­გილს იკა­ვებ­და. გა­მო­ცე­მა rbc.ru-ს ცნო­ბით, ბიზ­ნეს­მენ­მა თავი მო­იკ­ლა. 52 წლის ბო­სო­ვი ანტრა­ცი­ტი­სა და ნახ­ში­რის მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ალ­ტე­კის" უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, რო­მე­ლიც მის მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ჯგუფ "სი­ბანტრა­ციტ­სა" და "ვოს­ტო­კუ­გოლს" აკონ­ტრო­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი ოლი­გარ­ქი 1,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობ­და.

ბო­სო­ვი 1968 წელს ბარ­ნა­ულ­ში და­ი­ბა­და. 1991 წელს მოს­კო­ვის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და მა­ლე­ვე ჩა­ერ­თო ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ბიზ­ნეს­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად გა­დად­გა - რუ­სულ წყა­რო­ებ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 90-იან წლებ­ში ის გახ­და კრას­ნო­ი­არ­სკის ალუ­მი­ნის ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რი ბო­რის ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. 1997 წლი­დან 2000 წლამ­დე ბო­სო­ვი ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, 2000 წელს და­ა­ფუძნა ჯგუ­ფი "ალ­ტე­კი".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ალუ­მი­ნის ქარ­ხა­ნა­ზე სა­უბ­რი­სას ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ რო­გორც კი ვი­თა­რე­ბა სა­ხი­ფა­თო გახ­და, მან იქ წი­ლე­ბი ოც­მაგ ფა­სად გა­ყი­და. სა­უბ­რობ­და, რო­გორ დახ­ვდნენ მის პარტნი­ორს კრას­ნო­ი­არ­სკის აე­რო­პორ­ტში ბან­დი­ტე­ბი, ად­გი­ლობ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ის ხალ­ხი შე­ახ­სე­ნეს, ვინც "ალუ­მი­ნის ომებს" შე­ე­წი­რა:

"იმ დრო­ის ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, რამ­დე­ნი და­ი­ღუ­პა, რამ­დენ­მა და­კარ­გა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ღმერ­თო ჩემო! ჩემი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­ცო­ცხლეა" - ასე ხსნი­და ივა­ნიშ­ვი­ლი ალუ­მი­ნის ბიზ­ნე­სი­დან გა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბო­სო­ვის კომ­პა­ნია "სი­ბანტრა­ციტს", რო­გორც rbc.ru-ს წერს, ის ჰო­კე­ის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბის "ღა­მის ჰო­კე­ის ლიგა" გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია, რომ­ლის მატ­ჩებ­შიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ბო­სო­ვი, მი­შუს­ტინ­თან ერ­თად, კი­დევ ერთ მოყ­ვა­რულ­თა ნაკ­რებ­ში, "სპორ­ტი­მას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი და მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი მოს­კოვ­თან ახ­ლოს, უსო­ვოს და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სახ­ლში, სპორტდარ­ბაზ­ში იპო­ვა ცოლ­მა. მას ტყვია თავ­ში აქვს ნას­რო­ლი...

ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მებ­თან სა­უ­ბარ­ში ბო­სოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა სა­კუ­თა­რი ია­რა­ღით Glock 19 gen 4-ით მო­იკ­ლა თავი, რო­მელ­საც არას­დროს იშო­რებ­და. რო­გორც kommersant.ru წერს, "არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მას სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2015 წელს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­წე­უ­ლი მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გამო, მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად აჩუ­ქა".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ცოტა ხნის წინ ბო­სოვ­მა კომ­პა­ნია "ვოს­ტო­კუ­გოლ­ში" სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს-პარტნი­ო­რი, ალექ­სან­დრ ისა­ე­ვი იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რომ ეჭ­ვობ­და, მის გა­ტა­ცე­ბას აპი­რებ­და.

"ბოლო დროს ის ძა­ლი­ან აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყო, სკან­და­ლე­ბი ჰქონ­და ოჯახ­შიც. ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მან ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის პი­რად ან­გა­რიშ­ზე გა­და­ქაჩ­ვა და­ი­წყო. შემ­დეგ, თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი გარ­თულ­და. ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ის აქ­ტი­ვებს გა­ყიდ­და. სა­უ­ბა­რი იყო "სი­ბანტრა­ცი­ტის" გა­ყიდ­ვა­ზე. თან­ხა, რო­მელ­საც მას და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი სთა­ვა­ზობ­დნენ, კომ­პა­ნი­ის ვა­ლებს ვერ ის­ტუმ­რებ­და", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ახ­ლო­ბე­ლი rbc.ru-სთან სა­უ­ბარ­ში.

გა­მო­ცე­მის წყა­როს თქმით, მი­ლი­არ­დერს, რო­მე­ლიც ანტრა­ცი­ტის ექ­სპორ­ტსა და მე­ტა­ლურ­გი­ის სფე­რო­ში ლი­დე­რი იყო, ბოლო ხა­ნებ­ში ბიზ­ნე­სის საქ­მე­ე­ბი კარ­გად არ მის­დი­ო­და.

compromat.group ბო­სოვ­ზე მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში "როს­ნეფ­ტის" წი­ლე­ბის ქო­ნის პე­რი­ოდ­ზეც წერს:

"ბო­სოვ­მა რუ­სეთ­ში ბე­ლა­რუ­სი პარტნი­ო­რე­ბი­სა და რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გზაც გა­დაკ­ვე­თა. სა­ბო­ლო­ოდ, ოლი­გარ­ქმა კომ­პა­ნია და­ტო­ვა. თუმ­ცა, მო­მა­ვალ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნეს­გეგ­მე­ბი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2025 წლის ბო­ლოს უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, მისი ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ბო­სოვს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­ეძ­ლო. რო­გორც ჩანს, ახლა საქ­მე­ში ისე­თი პი­რე­ბი ჩა­ერ­თვნენ, რომ­ლე­ბიც მას­ზე მეტი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, ან სწო­რედ გავ­ლე­ნი­ან გა­რე­მოც­ვა­ში აემღვრა წყა­ლი. ანუ მას­ზე მა­ღალ კე­დელს შე­ე­ჯა­ხა".

გა­სულ კვი­რას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ა­ში Genius Fund Group მის­მა ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ამე­რი­კის ყო­ფილ­მა სპეც­რაზ­მელ­მა, ფრენ­სის რა­ჩო­პიმ, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო და ლე­გა­ლუ­რი მა­რი­ხუ­ა­ნას ბაზ­რებ­ზე მუ­შა­ობ­და, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ამე­რი­კელ­მა 1,35 მლნ დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა, რად­გან, მისი თქმით, დმიტ­რი ბო­სოვ­მა ის და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერთ დღე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რი­თაც შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ლი­ფორ­ნი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უხე­შად და­არ­ღვია.

kommersant.ru-ს ცნო­ბით, ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ ბო­სო­ვი ამე­რი­კულ ბა­ზარ­ზე კა­ნა­ბი­სის (მა­რი­ხუ­ა­ნა­დან მი­ღე­ბუ­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი პრე­პა­რე­ტე­ბის კრე­ბი­თი და­სა­ხე­ლე­ბა) ინ­ვეს­ტო­რი გახ­და. თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნი მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­მოთ­ვლილ საქ­მე­ებს "და­უ­ჯე­რე­ბელ სი­სუ­ლე­ლეს" უწო­დებ­და.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, ბოლო დროს ბო­სო­ვის გარ­შე­მო ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირ­თა სია სულ უფრო ვიწ­როვ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ მის კომ­პა­ნი­ებ­სა და ფი­ნან­სურ აქ­ტი­ვებ­ზე თვა­ლი სამ­თავ­რო­ბო წრე­ებ­შიც ეჭი­რათ, მათ შო­რის ისე­თებ­საც, ვინც მის ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კარ­გად იყო ჩა­ხე­დუ­ლი. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შო­რის პრე­მი­ერ მი­შუს­ტი­ნის გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა, რო­მელ­საც ახ­ლა­ხან ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"რო­გორც ჩანს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა კა­რან­ტი­ნი­და­ნაც შე­უძ­ლია", - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სერ­გეი კლიმსკი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
327

სააკაშვილს ამაზე ცოტათი ნაკლები მილიარდები აქვს საქართველოში მოპარული !

mmm
26

ეეხ, სიმდიდრეს მგონი ისევ სიღარიბე სჯობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა

რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა

რუსეთში მილიარდერი დმიტრი ბოსოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 2020 წელს Forbes-ის მონაცემებით, უმდიდრესი ადამიანების ასეულში 86-ე ადგილს იკავებდა. გამოცემა rbc.ru-ს ცნობით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა. 52 წლის ბოსოვი ანტრაციტისა და ნახშირის მომპოვებელი კომპანია "ალტეკის" უმსხვილესი აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც მის მიერვე დაფუძნებულ ჯგუფ "სიბანტრაციტსა" და "ვოსტოკუგოლს" აკონტროლებს.

გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი 1,1 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა.

ბოსოვი 1968 წელს ბარნაულში დაიბადა. 1991 წელს მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და მალევე ჩაერთო ვაჭრობის სფეროში. აღსანიშნავია რომ, ბიზნესში პირველი ნაბიჯები საქართველოს ყოფილ პრემიერთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადადგა - რუსულ წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომ 90-იან წლებში ის გახდა კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის აქციონერი ბორის ივანიშვილთან ერთად. 1997 წლიდან 2000 წლამდე ბოსოვი ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, 2000 წელს დააფუძნა ჯგუფი "ალტეკი".

აღსანიშნავია რომ, პოლიტიკაში მოსვლის პირველ პერიოდში ალუმინის ქარხანაზე საუბრისას ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ როგორც კი ვითარება სახიფათო გახდა, მან იქ წილები ოცმაგ ფასად გაყიდა. საუბრობდა, როგორ დახვდნენ მის პარტნიორს კრასნოიარსკის აეროპორტში ბანდიტები, ადგილობრივ სასაფლაოზე წაიყვანეს და ის ხალხი შეახსენეს, ვინც "ალუმინის ომებს" შეეწირა:

"იმ დროის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი დაიღუპა, რამდენმა დაკარგა თავისუფლება, ღმერთო ჩემო! ჩემი მთავარი ღირებულება თავისუფლება და სიცოცხლეა" - ასე ხსნიდა ივანიშვილი ალუმინის ბიზნესიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ბოსოვის კომპანია "სიბანტრაციტს", როგორც rbc.ru-ს წერს, ის ჰოკეის მოყვარულთა კლუბის "ღამის ჰოკეის ლიგა" გენერალური სპონსორია, რომლის მატჩებშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი მონაწილეობენ. ბოსოვი, მიშუსტინთან ერთად, კიდევ ერთ მოყვარულთა ნაკრებში, "სპორტიმას" შემადგენლობაში თამაშობდა.

რუსული მედია წერს, რომ ბიზნესმენი და მსხვილი აქციონერი მოსკოვთან ახლოს, უსოვოს დასახლებაში მდებარე საკუთარ სახლში, სპორტდარბაზში იპოვა ცოლმა. მას ტყვია თავში აქვს ნასროლი...

ადგილობრივ გამოცემებთან საუბარში ბოსოვთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ბიზნესმენმა საკუთარი იარაღით Glock 19 gen 4-ით მოიკლა თავი, რომელსაც არასდროს იშორებდა. როგორც kommersant.ru წერს, "არაოფიციალური ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი მას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 2015 წელს, სამართალდამცავი ორგანოების განვითარებისთვის გაწეული მსხვილი ფინანსური დახმარებების გამო, მადლიერების ნიშნად აჩუქა".

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ბოსოვმა კომპანია "ვოსტოკუგოლში" საკუთარი ბიზნეს-პარტნიორი, ალექსანდრ ისაევი იმიტომ გაათავისუფლა, რომ ეჭვობდა, მის გატაცებას აპირებდა.

"ბოლო დროს ის ძალიან აფორიაქებული იყო, სკანდალები ჰქონდა ოჯახშიც. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მან ფინანსური აქტივების პირად ანგარიშზე გადაქაჩვა დაიწყო. შემდეგ, თანდათან ყველაფერი გართულდა. ყველას ეგონა, რომ ის აქტივებს გაყიდდა. საუბარი იყო "სიბანტრაციტის" გაყიდვაზე. თანხა, რომელსაც მას დაინტერესებული პირები სთავაზობდნენ, კომპანიის ვალებს ვერ ისტუმრებდა", - აცხადებს გარდაცვლილი ბიზნესმენის ახლობელი rbc.ru-სთან საუბარში.

გამოცემის წყაროს თქმით, მილიარდერს, რომელიც ანტრაციტის ექსპორტსა და მეტალურგიის სფეროში ლიდერი იყო, ბოლო ხანებში ბიზნესის საქმეები კარგად არ მისდიოდა.

compromat.group ბოსოვზე მომზადებულ სტატიაში "როსნეფტის" წილების ქონის პერიოდზეც წერს:

"ბოსოვმა რუსეთში ბელარუსი პარტნიორებისა და რუსი პოლიტიკოსების გზაც გადაკვეთა. საბოლოოდ, ოლიგარქმა კომპანია დატოვა. თუმცა, მომავალში გრანდიოზული ბიზნესგეგმები ჰქონდა. მაგალითად, რამდენიმე გვირაბის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

რუსულ მედიასთან საუბარში, მისი ახლობლები ამბობენ, რომ "ბოსოვს პრობლემის მოგვარება შეეძლო. როგორც ჩანს, ახლა საქმეში ისეთი პირები ჩაერთვნენ, რომლებიც მასზე მეტი გავლენებით სარგებლობენ, ან სწორედ გავლენიან გარემოცვაში აემღვრა წყალი. ანუ მასზე მაღალ კედელს შეეჯახა".

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკულ კომპანიაში Genius Fund Group მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, ამერიკის ყოფილმა სპეცრაზმელმა, ფრენსის რაჩოპიმ, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორი იყო და ლეგალური მარიხუანას ბაზრებზე მუშაობდა, რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამერიკელმა 1,35 მლნ დოლარი მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, დმიტრი ბოსოვმა ის და მისი თანამშრომლები ერთ დღეში გაათავისუფლა, რითაც შრომითი უფლებების შესახებ კალიფორნიის კანონმდებლობა უხეშად დაარღვია.

kommersant.ru-ს ცნობით, ასევე ცნობილი იყო, რომ ბოსოვი ამერიკულ ბაზარზე კანაბისის (მარიხუანადან მიღებული ფსიქოაქტიური პრეპარეტების კრებითი დასახელება) ინვესტორი გახდა. თავად ბიზნესმენი მის წინააღმდეგ ჩამოთვლილ საქმეებს "დაუჯერებელ სისულელეს" უწოდებდა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ბოლო დროს ბოსოვის გარშემო ნდობით აღჭურვილ პირთა სია სულ უფრო ვიწროვდებოდა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მის კომპანიებსა და ფინანსურ აქტივებზე თვალი სამთავრობო წრეებშიც ეჭირათ, მათ შორის ისეთებსაც, ვინც მის ბიზნეს-საქმიანობაში კარგად იყო ჩახედული. დაინტერესებულ პირებს შორის პრემიერ მიშუსტინის გვარმაც გაიჟღერა, რომელსაც ახლახან ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"როგორც ჩანს, საჭიროების შემთხვევაში, მას საქმეების მოგვარება კარანტინიდანაც შეუძლია", - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი სერგეი კლიმსკი.