პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა
შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა

"ფე­ის­ბუქ­მა" ბოლო ორ დღე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ასო­ბით გვერ­დი წა­შა­ლა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ო­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში, "ფე­ის­ბუქ­მა" ქარ­თულ სივ­რცე­ში წა­შა­ლა 943 ან­გა­რი­ში (ფე­ი­ჯი, პრო­ფი­ლი, ჯგუ­ფი, ინ­სტაგ­რა­მის ან­გა­რი­ში), რო­მელ­თა­გან 790 და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლის "ეSპერ­სო­ნას­თან", ხოლო 153 "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან".

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" (ISFED) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, მი­ხე­ილ ბე­ნი­ძის თქმით, დღეს "ფე­ის­ბუ­ქის­გან" კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს - გა­უქ­მე­ბუ­ლია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა "სპუტ­ნი­კის" ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამის შე­სა­ხებ ბე­ნი­ძე პი­რად გვერ­დზე წერს:

"დილა და­ი­წყო "ფე­ის­ბუქ­თან" მო­რი­გი ვი­დე­ო­ქო­ლით. წუ­ხელ გა­სა­ჯა­რო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი არის შემ­დე­გი:

დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ "ნიუს-ფრონ­ტის" ქარ­თულ ან­გა­რი­შებ­თან ერ­თად "ფე­ის­ბუქ­მა" ასე­ვე გა­ა­უქ­მა "სპუტ­ნი­კის" ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­ზეც 1 თვის წინ ვსა­უბ­რობ­დით. რო­გორც ჩანს, ეს ქსე­ლი უკავ­შირ­დე­ბო­და მათ მიერ ადრე აღ­მო­ჩე­ნილ "სპუტ­ნი­კის" მსგავს ქსე­ლებს სხვა ქვეყ­ნებ­ში (უკ­რა­ი­ნა, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი..) მაგ­რამ მა­შინ წაშ­ლას გა­და­ურ­ჩა.

ნელ-ნელა კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უფრო სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­დეთ და ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ა­უქ­მონ ქსე­ლე­ბი, რად­გან რაც მეტ ქარ­თულ ქსელს გა­მო­ავ­ლე­ნენ, მით მე­ტად შეძ­ლებს მათი ალ­გო­რით­მი და ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე "ის­წავ­ლოს" და დრო­უ­ლად და­ი­ჭი­რონ ახა­ლი არა­ავ­თენ­ტუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი.

ჩვენ, ცხა­დია, კი­დევ ერთხელ მო­ვი­თხო­ვეთ პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის ბიბ­ლი­ო­თე­კის ჩარ­თვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რეკ­ლა­მის გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის, და ისი­ნიც კი­დევ ერთხელ დაგვპირ­დნენ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ირ­თვე­ბა, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცით ზუს­ტი დრო, თუ რო­დის.

იმე­დია ყვე­ლა ერ­თად შევ­ძლებთ რომ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­რე­მო იყოს" - წერს ბე­ნი­ძე.

რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა „სპუტ­ნი­კის“ მა­სა­ლე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად გავ­რცე­ლე­ბის სა­ეჭ­ვო სქე­მა სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ (ISFED) „ფე­ის­ბუ­ქის“ ქარ­თულ სივ­რცე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა სპუტ­ნიკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 26 სა­ვა­რა­უ­დოდ არა­ავ­თენ­ტუ­რი ან­გა­რი­ში, 11 ყალ­ბი, შე­ნიღ­ბუ­ლი „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დი და 41 სა­ჯა­რო ფე­ის­ბუქ ჯგუ­ფი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც „სპუტ­ნი­კის“ მა­სა­ლე­ბი სა­ეჭ­ვო ფორ­მე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ვრცელ­დე­ბა. ამას­თან, ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ამ სქე­მით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტი, რო­გორც წესი, პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის არ არის და ძი­რი­თა­დად პო­ზი­ტი­უ­რი ან სკან­და­ლუ­რი ში­ნა­არ­სით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მით „სპუტ­ნი­კის“ მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიზ­ნად ისა­ხავს, „სპუტ­ნი­კის“ ვებ-გვერ­დზე ტრა­ფი­კის გაზ­რდას. შე­საძ­ლოა, მი­ზა­ნი იყოს ასე­ვე, ვებ-გვერ­დის ვი­ზი­ტო­რე­ბის პი­რა­დი ციფ­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბაც.

ISFED-ის დაკ­ვირ­ვე­ბით, ერთი და იმა­ვე ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის მიერ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დებ­სა და ჯგუ­ფებ­ში ვრცელ­დე­ბა sputnik-georgia.com-ის სტა­ტი­ე­ბი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ შექ­მნილ რუ­სუ­ლე­ნო­ვან „ფე­ის­ბუქ“ წყა­რო­ებ­ზე sputnik-georgia.ru-ს მა­სა­ლე­ბი. ბმუ­ლე­ბის გზით აღ­ნიშ­ნულ ვებ-გვერ­დებ­ზე გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ვი­ზი­ტო­რი ხე­დავს სტა­ტი­ებს, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სით პრო-რუ­სუ­ლი და ან­ტი­და­სავ­ლუ­რია.

სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მიერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია „სპუტ­ნი­კის“ მა­სა­ლე­ბის არა­ავ­თენ­ტუ­რი გავ­რცე­ლე­ბის ორი ტაქ­ტი­კა:

ერთი სქე­მის მი­ხედ­ვით, სპუტ­ნი­კის გა­სავ­რცე­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი გა­მომ­წე­რე­ბის მქო­ნე, ერთი შე­ხედ­ვით „უწყი­ნა­რი“ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დე­ბი, რომ­ლებ­ზეც ძი­რი­თა­დად იპოს­ტე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი ყვა­ვი­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის ან ქა­ლა­ქე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და ამ­გვარ რამ­დე­ნი­მე პოსტს შემ­დგომ მოყ­ვე­ბა „სპუტ­ნი­კის“ ლინ­კის სა­ხით პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბა.

ამ ხერ­ხით, „ფე­ის­ბუქ“ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის „სპუტ­ნი­კის“ სტა­ტი­ის ხილ­ვა სა­ეჭ­ვო არ ხდე­ბა, თუმ­ცა იგი გა­უ­აზ­რებ­ლად ხვდე­ბა რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ის ქსელ­ში. მე­ო­რე სქე­მის მი­ხედ­ვით, ყალ­ბი პერ­სო­ნა­ლუ­რი ან­გა­რი­შე­ბი „ფე­ის­ბუ­ქის“ და­ხუ­რულ თუ ღია ჯგუ­ფებ­ში „სპუტ­ნი­კის“ სტა­ტი­ებს შერ­ჩე­ვი­თად, ჯგუ­ფის თე­მა­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად ავ­რცე­ლე­ბენ. ეს ან­გა­რი­შე­ბი „სპუტ­ნი­კის“ ბმუ­ლებს, ერ­თმა­ნე­თის მო­ნაც­ვლე­ო­ბით, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში ისე პოს­ტა­ვენ, რომ ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის და შე­საძ­ლოა ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის­თვი­საც, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ეს სქე­მა, შე­საძ­ლოა, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა.

მსგავ­სი შე­ფა­რუ­ლი სქე­მით „სპუტ­ნი­კის“ მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყოს, რად­გან ამ სქე­მით შე­საძ­ლოა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გავ­ლე­ნის სივ­რცე­ში გა­უ­აზ­რებ­ლად აღ­მოჩ­ნდნენ. „სპუტ­ნიკ-სა­ქარ­თვე­ლოს“ ვებ-გვერ­დზე გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ვი­ზი­ტორს ეძ­ლე­ვა სი­ახ­ლე­ე­ბის გა­მო­წე­რის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მელ­ზე და­თან­ხმე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც აპ­ლი­კა­ცია ითხოვს ვებ-ბრა­უ­ზერ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ნე­ბარ­თვას, თუმ­ცა მომ­ხმა­რებ­ლის შე­სა­ხებ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. მსგავ­სი ხერ­ხით მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვა წარ­მო­ად­გენს მომ­ხმა­რებ­ლის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბულ თან­ხმო­ბას.

  • „სპუტ­ნი­კის“ მა­სა­ლე­ბის შე­ნიღ­ბუ­ლად გავ­რცე­ლე­ბა არა­ავ­თენ­ტურ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დებ­ზე

სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა 11 გვერ­დი, რომ­ლებ­ზეც შე­ნიღ­ბუ­ლად ვრცელ­დე­ბა „სპუტ­ნიკ-სა­ქარ­თვე­ლოს“ მა­სა­ლე­ბი. ამ გვერ­დე­ბის მომ­წო­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 16 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით 762,832-ს შე­ად­გენს.

გა­მოვ­ლე­ნი­ლი გვერ­დე­ბი ე.წ. „კლი­კბე­ით“ სის­ტე­მით მოქ­მე­დე­ბენ და მათი კონ­ტენ­ტის დიდი ნა­წი­ლი უკა­ვია პო­ზი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლას, რო­გო­რი­ცაა ცხო­ვე­ლე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის, მო­დე­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რა­საც მოჰ­ყვე­ბა sputnik-georgia.com-ის სტა­ტი­ე­ბი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ 11 გვერ­დზე სპუტ­ნი­კის გარ­და არ­ცერ­თი სხვა ვებ-გვერ­დის მა­სა­ლა არ არის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი.

ერთ-ერთი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გვერ­დია „ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს ქა­ლა­ქე­ბი­დან“. გვერ­დის გა­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 466,000-ს აღე­მა­ტე­ბა. ამ გვერ­დზე, დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ სპუტ­ნი­კის ლინ­კის სა­ხით 3-4 პოს­ტი ქვეყ­ნდე­ბა.

სპუტ­ნი­კის მა­სა­ლე­ბის შე­ნიღ­ბუ­ლად გავ­რცე­ლე­ბის მა­გა­ლი­თი

გვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ავ­თენ­ტუ­რად და კორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ სპუტ­ნი­კის მა­სა­ლებს

  • ადა­მი­ა­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს ქა­ლა­ქე­ბი­დან
  • ფე­რა­დი სამ­ყა­რო
  • თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო
  • სიმ­შვი­დე
  • მას­ტერკლა­სე­ბი დამ­წყე­ბი მე­ბა­ღე­ე­ბი­სა და ფლო­რის­ტე­ბი­სათ­ვის
  • რუ­სუ­ლი კლუ­ბი
  • ბედ­ნი­ე­რე­ბა

მარ­თა­ლია, აღ­ნიშ­ნულ გვერ­დებ­ზე ამ ეტაპ­ზე თით­ქმის არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა პრო-რუ­სუ­ლი ში­ნა­არ­სის პო­ლი­ტი­კუ­რი პოს­ტე­ბი ან სტა­ტი­ე­ბი, გვერ­დე­ბის ეს ქსე­ლი ყალბ ან­გა­რი­შებ­თან და სა­მიზ­ნე „ფე­ის­ბუქ“ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად ქმნის რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. ამას­თან, ამ სტა­ტი­ა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხერ­ხე­ბის და ტაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა „ფე­ის­ბუქ“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა, მო­ტყუ­ე­ბა და დაბ­ნე­ვა.

ეჭვს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­რა­ცი­ის ია­რაღს წარ­მო­ად­გე­ნენ, ამ­ყა­რებს ამ გვერ­დე­ბის ნა­წი­ლის კავ­ში­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ 11-დან სამი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

სპუტ­ნი­კის არა­ავ­თენ­ტუ­რი, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის სქე­მა ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ჯგუ­ფებ­ში

ღია წყა­რო­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ „სპუტ­ნიკ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლა დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, და სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით, ვრცელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ჯგუფ­ში. ეს თე­მა­ტი­კაა:

  • ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სა­ჯა­რო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა
  • მე­ბა­ღე­ო­ბა
  • ემიგ­რან­ტე­ბი
  • ზო­დი­ა­ქო
  • ტუ­რიზ­მი
  • კუ­ლი­ნა­რია
  • მოდა

ამ თე­მე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბულ მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის მქო­ნე „ფე­ის­ბუქ“ ჯგუ­ფებ­ში ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი ერ­თგვა­რი მო­ნაც­ვლე­ო­ბით, თით­ქმის ყო­ველ­დღუ­რად და დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მეც შერ­ჩე­ვი­თად აზი­ა­რე­ბენ „სპუტ­ნიკ-სა­ქარ­თვე­ლოს“ მა­სა­ლებს. გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა, რო­გორც წესი, წარ­მოდ­გე­ნი­ლია სპუტ­ნი­კის ვებ-გვერ­დის სტა­ტი­ის ბმუ­ლის სა­ხით, რა­საც თან ახ­ლავს მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია ამ სტა­ტი­ის შე­სა­ხებ.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის ფრონ­ტის ხაზს წარ­მო­ად­გენს, ნე­ბის­მი­ე­რი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და არა­ავ­თენ­ტუ­რი ქცე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო მო­წყვლა­დო­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ეს ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა მიზ­ნად ისა­ხავ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში კრემ­ლის­ტუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო აგენ­ტე­ბის მი­მართ ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას, ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბას, მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას, რაც ზრდის სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­ლე­ნის საფრ­თხეს 2020 სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" კვლე­ვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
201

სააკაშვილს მილიარდები აქვს საქართველოში მოპარული და რა პრობლემაა მისი აგენტები ახალ გვერდებს ვერ შექმნიან თუ რა ! 

Giorgi sixarulidze
159

სააკაშვილზე მეტი რუსეთის აგენტი არის კი ვინმე ?! სააკაშვილმა გაყიდა საქართველო ! ქართველ ხალხს მილიარდები მოპარა ამერიკის გრანტებიდან და გაიქცა ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა

შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა

"ფეისბუქმა" ბოლო ორ დღეში საქართველოს ინტერნეტსივრცეში ასობით გვერდი წაშალა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების პროპაგანდას ეწეოდა.

საერთო ჯამში, "ფეისბუქმა" ქართულ სივრცეში წაშალა 943 ანგარიში (ფეიჯი, პროფილი, ჯგუფი, ინსტაგრამის ანგარიში), რომელთაგან 790 დაკავშირებული იყო კოკა ყანდიაშვილის "ეSპერსონასთან", ხოლო 153 "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".

"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, დღეს "ფეისბუქისგან" კიდევ ერთი ინფორმაცია მიიღეს - გაუქმებულია რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება "სპუტნიკის" ქსელი საქართველოში. ამის შესახებ ბენიძე პირად გვერდზე წერს:

"დილა დაიწყო "ფეისბუქთან" მორიგი ვიდეოქოლით. წუხელ გასაჯაროვებულ ინფორმაციასთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ამბავი არის შემდეგი:

დაგვიდასტურეს, რომ "ნიუს-ფრონტის" ქართულ ანგარიშებთან ერთად "ფეისბუქმა" ასევე გააუქმა "სპუტნიკის" ქსელი საქართველოში, რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ "სპუტნიკის" მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..) მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა.

ნელ-ნელა კიდევ უფრო გაუმჯობესდება მათი შესაძლებლობა, რომ უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ და ოპერატიულად გააუქმონ ქსელები, რადგან რაც მეტ ქართულ ქსელს გამოავლენენ, მით მეტად შეძლებს მათი ალგორითმი და ავტომატიზებული მექანიზმები, რომ ამ გამოცდილებაზე "ისწავლოს" და დროულად დაიჭირონ ახალი არაავთენტური ოპერაციები.

ჩვენ, ცხადია, კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის ჩართვა საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისთვის, და ისინიც კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად ჩაირთვება, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტი დრო, თუ როდის.

იმედია ყველა ერთად შევძლებთ რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალურ მედიაში შეძლებისდაგვარად თავისუფალი საინფორმაციო გარემო იყოს" - წერს ბენიძე.

რუსული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ მასალების კოორდინირებულად გავრცელების საეჭვო სქემა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინა.

სამართლიანმა არჩევნებმა სპუტნიკთან დაკავშირებული 26 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული „ფეისბუქ“ გვერდი და 41 საჯარო ფეისბუქ ჯგუფი აღმოაჩინა, სადაც „სპუტნიკის“ მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამ სქემით გავრცელებული კონტენტი, როგორც წესი, პოლიტიკური ხასიათის არ არის და ძირითადად პოზიტიური ან სკანდალური შინაარსით გამოირჩევა.

აღნიშნული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას. შესაძლოა, მიზანი იყოს ასევე, ვებ-გვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც.

ISFED-ის დაკვირვებით, ერთი და იმავე ყალბი ანგარიშების მიერ ქართულენოვან „ფეისბუქ“ გვერდებსა და ჯგუფებში ვრცელდება sputnik-georgia.com-ის სტატიები, ხოლო საქართველოს შესახებ შექმნილ რუსულენოვან „ფეისბუქ“ წყაროებზე sputnik-georgia.ru-ს მასალები. ბმულების გზით აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორი ხედავს სტატიებს, რომელიც შინაარსით პრო-რუსული და ანტიდასავლურია.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია „სპუტნიკის“ მასალების არაავთენტური გავრცელების ორი ტაქტიკა:

ერთი სქემის მიხედვით, სპუტნიკის გასავრცელებლად გამოიყენება მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე, ერთი შეხედვით „უწყინარი“ „ფეისბუქ“ გვერდები, რომლებზეც ძირითადად იპოსტება პოზიტიური ფოტოები ყვავილების, ბავშვების, ცხოველების ან ქალაქების გამოსახულებით და ამგვარ რამდენიმე პოსტს შემდგომ მოყვება „სპუტნიკის“ ლინკის სახით პოსტის გაზიარება.

ამ ხერხით, „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის „სპუტნიკის“ სტატიის ხილვა საეჭვო არ ხდება, თუმცა იგი გაუაზრებლად ხვდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ქსელში. მეორე სქემის მიხედვით, ყალბი პერსონალური ანგარიშები „ფეისბუქის“ დახურულ თუ ღია ჯგუფებში „სპუტნიკის“ სტატიებს შერჩევითად, ჯგუფის თემატიკის შესაბამისად ავრცელებენ. ეს ანგარიშები „სპუტნიკის“ ბმულებს, ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ჯგუფებში ისე პოსტავენ, რომ ჯგუფის წევრებისთვის და შესაძლოა ადმინისტრატორებისთვისაც, კოორდინაციის ეს სქემა, შესაძლოა, შეუმჩნეველი რჩება.

მსგავსი შეფარული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ამ სქემით შესაძლოა მომხმარებლები რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში გაუაზრებლად აღმოჩნდნენ. „სპუტნიკ-საქართველოს“ ვებ-გვერდზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორს ეძლევა სიახლეების გამოწერის შეთავაზება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც აპლიკაცია ითხოვს ვებ-ბრაუზერში შეტყობინებების ნებართვას, თუმცა მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დეტალები უცნობია. მსგავსი ხერხით მიღებული ნებართვა წარმოადგენს მომხმარებლის არაინფორმირებულ თანხმობას.

  • „სპუტნიკის“ მასალების შენიღბულად გავრცელება არაავთენტურ „ფეისბუქ“ გვერდებზე

სამართლიანმა არჩევნებმა აღმოაჩინა 11 გვერდი, რომლებზეც შენიღბულად ვრცელდება „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალები. ამ გვერდების მომწონებელთა რაოდენობა 16 თებერვლის მდგომარეობით 762,832-ს შეადგენს.

გამოვლენილი გვერდები ე.წ. „კლიკბეით“ სისტემით მოქმედებენ და მათი კონტენტის დიდი ნაწილი უკავია პოზიტიური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, როგორიცაა ცხოველების, ყვავილების, მოდელების, ბავშვების ფოტოები, რასაც მოჰყვება sputnik-georgia.com-ის სტატიები. საგულისხმოა, რომ ამ 11 გვერდზე სპუტნიკის გარდა არცერთი სხვა ვებ-გვერდის მასალა არ არის გაზიარებული.

ერთ-ერთი ასეთი პოპულარული გვერდია „ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან“. გვერდის გამომწერთა რაოდენობა 466,000-ს აღემატება. ამ გვერდზე, დღეში საშუალოდ სპუტნიკის ლინკის სახით 3-4 პოსტი ქვეყნდება.

სპუტნიკის მასალების შენიღბულად გავრცელების მაგალითი

გვერდები, რომლებიც არაავთენტურად და კორდინირებულად ავრცელებენ სპუტნიკის მასალებს

  • ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან
  • ფერადი სამყარო
  • თქვენთვის საინტერესო
  • სიმშვიდე
  • მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის
  • რუსული კლუბი
  • ბედნიერება

მართალია, აღნიშნულ გვერდებზე ამ ეტაპზე თითქმის არ შეინიშნება პრო-რუსული შინაარსის პოლიტიკური პოსტები ან სტატიები, გვერდების ეს ქსელი ყალბ ანგარიშებთან და სამიზნე „ფეისბუქ“ ჯგუფებთან ერთად ქმნის რუსული საინფორმაციო ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ამ სტატიაში გამოვლენილი ხერხების და ტაქტიკის გამოყენებით ხდება „ფეისბუქ“ მომხმარებლების ყურადღების მოდუნება, მოტყუება და დაბნევა.

ეჭვს, რომ აღნიშნული გვერდები საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციის იარაღს წარმოადგენენ, ამყარებს ამ გვერდების ნაწილის კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. საგულისხმოა, რომ 11-დან სამი გვერდის ადმინისტრირებას რუსეთის ფედერაციიდან ახორციელებენ.

სპუტნიკის არაავთენტური, კოორდინირებული გავრცელების სქემა ქართულენოვან ჯგუფებში

ღია წყაროებზე დაკვირვებით, სამართლიანი არჩევნები მივიდა დასკვნამდე, რომ „სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებული მასალა დივერსიფიცირებულია, და სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, ვრცელდება შესაბამისი ინტერესის მქონე ჯგუფში. ეს თემატიკაა:

  • ცნობილი ქართველების საჯარო პირადი ცხოვრება
  • მებაღეობა
  • ემიგრანტები
  • ზოდიაქო
  • ტურიზმი
  • კულინარია
  • მოდა

ამ თემების ირგვლივ არსებულ მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში ყალბი ანგარიშები ერთგვარი მონაცვლეობით, თითქმის ყოველდღურად და დღეში რამდენჯერმეც შერჩევითად აზიარებენ „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალებს. გაზიარებული მასალა, როგორც წესი, წარმოდგენილია სპუტნიკის ვებ-გვერდის სტატიის ბმულის სახით, რასაც თან ახლავს მოკლე ინფორმაცია ამ სტატიის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსული საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზს წარმოადგენს, ნებისმიერი კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით საფრთხისშემცველია და მომხმარებლების საინფორმაციო მოწყვლადობისკენ არის მიმართული. ეს ოპერაციები შესაძლოა მიზნად ისახავდნენ მოქალაქეებში კრემლისტური საინფორმაციო აგენტების მიმართ ნდობის მოპოვებას, ყურადღების მოდუნებას, მათზე ინფორმაციის შეგროვებას, რაც ზრდის საქართველოში რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის გავლენის საფრთხეს 2020 საპარლამენტო არჩევნების წინ.

წაიკითხეთ ვრცლად "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" კვლევა

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?