კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს იზოლაციაში 3 შვილის მამა, რომელიც უპატრონო ძაღლებს სახლებს უშენებს - "ზღაპრების საჯაროდ კითხვა დავიწყეთ, ბევრი ადამიანი გვიყურებს"
როგორ ცხოვრობს იზოლაციაში 3 შვილის მამა, რომელიც უპატრონო ძაღლებს სახლებს უშენებს - "ზღაპრების საჯაროდ კითხვა დავიწყეთ, ბევრი ადამიანი გვიყურებს"

ზა­ქა­რია დო­ლი­ძე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ხე­ლით და სახ­სრე­ბით სახ­ლებს აშე­ნებს და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას დგამს, სა­დაც ოთხფე­ხებს აბი­ნა­ვებს... იმის გამო, რომ თა­ვი­სი მან­ქა­ნა არ ჰქონ­და, ამ საქ­მის­თვის, მე­გობ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან ავ­ტო­მო­ბილს თხო­უ­ლობ­და. ორი თვის წინ კი, სა­ნამ ჩვენ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­დე­ბო­და, ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა, ავ­ტო­მან­ქა­ნა აჩუ­ქა, რათა თა­ვი­სი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მე უპ­რობ­ლე­მოდ და მეტი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა მისი ცხოვ­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც ბევ­რის, შეც­ვა­ლა. ზა­ქა­რია შინ დარ­ჩა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, თა­ვის სამ პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად, ბავ­შვე­ბის­თვის და არა მარ­ტო მათ­თვის, ზღაპ­რე­ბის სა­ჯა­რო კი­თხვა და­ი­წყო, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტით ადა­მი­ა­ნე­ბი თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ.

ზა­ქა­რია დო­ლი­ძეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დამ­დე ვე­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ ამ რთუ­ლი დრო­ის გამო, ამ ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა შე­ფერ­ხდა... ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რია, უმუ­შა­ვია რო­გორც ფილმზე, ისე რეკ­ლა­მებ­ზე. მარ­ტში, როცა ამ ინ­ტერ­ვი­უს ვწერ­დით, თე­ატრს არ­ჩევ­და, რომ სპექ­ტაკ­ლი და­ედ­გა, რად­გა­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა მისი უსაყ­ვარ­ლე­სი სფე­როა. ზა­ქა­რია დო­ლი­ძეს სამი შვი­ლი ჰყავს - ერთი ბიჭი და 2 გო­გო­ნა, რომ­ლე­ბიც კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბი­სას მა­მას გვერ­დით უდ­გა­ნან.

„ტა­სი­კო 12 წლის არის, კეკო 8-ის ხდე­ბა, იო­ა­ნე - 5-ისაა. ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად პა­ტა­რა ვი­დე­ო­ებ­საც ვა­კე­თებთ, მუ­სი­კა­ლუ­რი ჭრე­ბი გვაქვს, ვერ­თო­ბით მამა-შვი­ლე­ბი. ბავ­შვე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ, ისე მეხ­მა­რე­ბი­ან, რა­ღა­ცებს ვხა­ტავთ, ვა­ფე­რა­დებთ, ლურ­სმნებ­საც ვა­ჭე­დებთ“ - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა უყ­ვარს. უარს არა­ნა­ირ კე­თილ საქ­მე­ზე არ ამ­ბობს, უყ­ვარს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, ქა­ლა­ქი, ცდი­ლობს აკე­თოს საქ­მე, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. სწო­რედ ეს არის ის, რა­მაც ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ტო­ვა, არა­და, აქე­დან წას­ვლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობ­და.

„ქვე­ყა­ნაც შერ­ჩე­უ­ლი მქონ­და, სა­დაც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. წას­ვლის მი­ზე­ზი ბევ­რი რამ იყო, - გარ­შე­მო ბევ­რი ნე­გა­ტი­ვია, არ შუშ­დე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ბოლო წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად გვა­წუ­ხებს... მოკ­ლედ, წას­ვლა გა­და­ვი­ფიქ­რე, რად­გა­ნაც ჩემი სამ­ყა­რო შევ­ქმე­ნი, სა­დაც ცუდი არა­ფე­რი ხდე­ბა. იქ ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აღ­წევს, რად­გა­ნაც ინ­ფორ­მა­ცი­ას თვი­თონ ვქმნი და ამ სამ­ყა­რო­ში თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვარ მხო­ლოდ კარ­გზე, სი­კე­თე­ზე და სი­კე­თის ქმნა­ზე. მოვ­წყდი პო­ლი­ტი­კას, გა­და­ცე­მებს, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს, რო­მე­ლიც ტალ­ღა­სა­ვით მო­დის და ჩვენს წარ­მო­სახ­ვას აჭა­ო­ბებს. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით კი მინ­და, ბევ­რი აგე­ბუ­ლი მითი და­ვან­გრიო. ვაჩ­ვე­ნო, რომ „ღრუ­ზი­ნი“ „ღრუ­ზი­ნი“ კი არა, ქარ­თვე­ლია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, სა­სარ­გებ­ლო რა­ღა­ცე­ბის გა­კეთ­დე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს ზა­ქა­რია.

- ცხო­ვე­ლებს სახ­ლებს უშე­ნებთ და შემ­დგომ მათ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას უდ­გამთ და იქ აბი­ნა­ვებთ... მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე...

- მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა მო­ი­ცავს მათ საკ­ვე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ამ ძაღ­ლე­ბის სახ­ლე­ბის გა­კე­თე­ბის შე­სას­წავ­ლად თა­ვი­დან ინ­ტერ­ნე­ტი და­მეხ­მა­რა, რა­საც მერე ჩემი წარ­მო­სახ­ვე­ბიც მი­ვაშ­ვე­ლე. მინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვებ­მაც გა­ი­ზი­ა­რონ, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბი და­ბი­ნავ­დნენ და ამ საქ­მე­ში მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა იყოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ზოგს მოს­წონს, ზოგს - არა. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ამით სა­სი­კე­თო რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა... ერთ-ერთი ვო­ი­ა­ჟის დროს ნა­თხო­ვა­რი მან­ქა­ნა გა­მი­ფუჭ­და და ქუ­ჩა­ში მო­მი­წია დარ­ჩე­ნამ. ეს ამ­ბა­ვი აი­ტა­ცეს ისე, რომ ხმამ გუ­ლის­ხმი­ერ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც მი­აღ­წია, რომ­ლებ­მაც მან­ქა­ნით და­მა­სა­ჩუქ­რეს, უზო­მოდ გა­მა­ხა­რეს...

- მა­სა­ლას, რომ­ლი­თაც სახ­ლებს აკე­თებთ, სახ­სრე­ბი უნდა, ამას­თან, სამი შვი­ლის მამა ხართ... რა­ტომ აკე­თებთ ამას?

- ყვე­ლა­ფერს, რაც ცუ­დია, სა­შინ­ლად გან­ვიც­დი, უბ­რა­ლოდ, ეს ის საქ­მე აღ­მოჩ­ნდა, რისი შვე­ლაც ჩემი რე­სურ­სით შე­საძ­ლე­ბე­ლია და ეს ის არის, რაც ჩემი ხე­ლით შევ­ძე­ლი... ერთხელ ჩემი ძაღ­ლი ცუ­დად გახ­და, ხელ­ში მაკ­ვდე­ბო­და, მა­შინ მისი დახ­მა­რე­ბის და გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­წევ­რი­ან­დი. მაგ­რამ იქ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი დამ­ხვდა, რომ კი­დევ უფრო შევ­წუხ­დი და პი­რი­ქით, სხვა ძაღ­ლებ­ზე ზრუნ­ვა მო­მიხ­და. შე­ვე­ცა­დე, ერთ ძაღლს დავ­ხმა­რე­ბო­დი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში, ტა­ლახ­ში ეგდო, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე ლეკ­ვი მო­უკ­ვდა და გა­ნიც­დი­და... მო­ვე­დი სახ­ლში, ჩემს მშობ­ლებ­თან ძვე­ლი ფუნ­ქცი­ა­და­კარ­გუ­ლი კა­რა­და ვნა­ხე და იმით სახ­ლი გა­ვუ­კე­თე. ძაღ­ლი გა­დარ­ჩა... მას მერე საქ­მე ისე წა­ვი­და, რომ უკვე 300-მდე სახ­ლი მექ­ნე­ბა მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი... არა მგო­ნია, ადა­მი­ა­ნებს სარ­დაფ­ში რა­ი­მე ძვე­ლი, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ნივ­თი, კა­რა­და არ აღ­მო­აჩ­ნდეთ, რაც უკვე გა­დაგ­დე­ბუ­ლია - ბოლო-ბოლო ერთი ძვე­ლი კა­რა­და და­ვუთ­მოთ ამას და მის­გან სახ­ლი მარ­ტი­ვად კეთ­დე­ბა. თუ ვინ­მეს აქვს ეს ძვე­ლი ნივ­თი, იმა­საც ვი­თავ­სებ, რომ მას­თან მივ­დი­ვარ და ძაღ­ლის­თვის სახ­ლს ერ­თად ვა­კე­თებთ. მინ­და, გა­ვერ­თი­ან­დეთ ამ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თე­ბად და გო­ნე­ბა და­დე­ბი­თი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად მოვ­მარ­თოთ.

- ძაღ­ლე­ბი ად­ვი­ლად შე­დი­ან თქვენ მიერ გა­კე­თე­ბულ სახ­ლებ­ში?

- კი. ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ და­მი­რე­კა, - გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, სახ­ლის დად­გმა და იქ ძაღ­ლის და­ბი­ნა­ვე­ბა მა­შინ­ვე ხდე­ბაო. ძაღ­ლის­თვის სახ­ლი ვი­ყი­დეთ, და­ვუდ­გით და არ შე­ვი­და. იქ­ნებ თქვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი სახ­ლი მო­ი­ტა­ნოთ და ეს წა­ი­ღო­თო... მარ­თლაც, არც ერთი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა ისე­თი, სახ­ლი მი­მე­ტა­ნოს და ცხო­ვე­ლი შიგ არ შე­სუ­ლი­ყოს, მაგ­რამ რა­ღაც კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მაქვს, ყვე­ლას­თან, ვინც და­რე­კავს და მე­ტყვის, რომ აქ და აქ სახ­ლია სა­ჭი­რო, არ მი­მაქვს.

- ფილტრავთ?

- კი, ჩვენ ხომ მგრძნო­ბი­ა­რე და ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ... მოკ­ლედ, მი­რე­კა­ვენ, აქა და აქ ძაღ­ლი და­ვი­ნა­ხეთ და იქ­ნებ სახ­ლი მი­უ­ტა­ნო­თო. არა­და, იმ ძაღლს თუ არ ჰყავს ადა­მი­ა­ნი, ვინც კვი­რა­ში ერთხელ ნა­ხუ­ლობს, იქ არ მივ­დი­ვარ. ბევ­რი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა - უთხო­ვი­ათ, მი­მი­ტა­ნია და აღ­მო­ჩე­ნი­ლა, რომ ძაღლს პატ­რო­ნიც ჰყავს, აჭ­მევს კი­დეც და სახ­ლიც აქვს. არა­ერ­თი ცუდი ფაქ­ტი ყო­ფი­ლა.

- სა­მო­მავ­ლოდ რას აპი­რებთ?

- ვაგ­რძე­ლებ ამ საქ­მეს და ვცდი­ლობ, გან­ვა­ვი­თა­რო - მო­ვერ­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, სლო­გა­ნი მაქვს „ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს!“ კი, მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს - ამას ყველ­გან ვამ­ბობ და ვწერ. ის, რომ ვერ ვვი­თარ­დე­ბით, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის ბრა­ლია, მარ­თლა ასეა. არა­ფერს გულს არ ვუ­დებთ. ამი­ტომ, ვი­სურ­ვებ­დი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მე­ტად გვეს­წავ­ლოს!

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სასოწარკვეთილი
0

ადამიანი :)

ზაქროოო
16

ვირუსი თურმე წვერებში იბუდებს და მრავლდება-ოოოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ ცხოვრობს იზოლაციაში 3 შვილის მამა, რომელიც უპატრონო ძაღლებს სახლებს უშენებს - "ზღაპრების საჯაროდ კითხვა დავიწყეთ, ბევრი ადამიანი გვიყურებს"

როგორ ცხოვრობს იზოლაციაში 3 შვილის მამა, რომელიც უპატრონო ძაღლებს სახლებს უშენებს - "ზღაპრების საჯაროდ კითხვა დავიწყეთ, ბევრი ადამიანი გვიყურებს"

ზაქარია დოლიძე არის ადამიანი, რომელიც მიუსაფარი ძაღლებისთვის საკუთარი ხელით და სახსრებით სახლებს აშენებს და საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას დგამს, სადაც ოთხფეხებს აბინავებს... იმის გამო, რომ თავისი მანქანა არ ჰქონდა, ამ საქმისთვის, მეგობრებისგან, ახლობლებისგან ავტომობილს თხოულობდა. ორი თვის წინ კი, სანამ ჩვენში ახალი კორონავირუსი გავრცელდებოდა, ერთ-ერთმა კომპანიამ სიურპრიზი გაუკეთა, ავტომანქანა აჩუქა, რათა თავისი კეთილშობილური საქმე უპრობლემოდ და მეტი ენთუზიაზმით გაეგრძელებინა, მაგრამ პანდემიის პერიოდმა მისი ცხოვრება, ისევე როგორც ბევრის, შეცვალა. ზაქარია შინ დარჩა და თვითიზოლაციაში, თავის სამ პატარა შვილთან ერთად, ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის, ზღაპრების საჯარო კითხვა დაიწყო, რომელსაც ინტერნეტით ადამიანები თვალყურს ადევნებენ.

ზაქარია დოლიძეს თვითიზოლაციის პერიოდამდე ვესაუბრეთ, მაგრამ ამ რთული დროის გამო, ამ ინტერვიუს გამოქვეყნება შეფერხდა... ჩვენი რესპონდენტი პროფესიით რეჟისორია, უმუშავია როგორც ფილმზე, ისე რეკლამებზე. მარტში, როცა ამ ინტერვიუს ვწერდით, თეატრს არჩევდა, რომ სპექტაკლი დაედგა, რადგანაც საინტერესო სცენარზე მუშაობას ასრულებდა. ამბობს, რომ ხელოვნება მისი უსაყვარლესი სფეროა. ზაქარია დოლიძეს სამი შვილი ჰყავს - ერთი ბიჭი და 2 გოგონა, რომლებიც კეთილი საქმის კეთებისას მამას გვერდით უდგანან.

„ტასიკო 12 წლის არის, კეკო 8-ის ხდება, იოანე - 5-ისაა. ჩვენ ერთობლივად პატარა ვიდეოებსაც ვაკეთებთ, მუსიკალური ჭრები გვაქვს, ვერთობით მამა-შვილები. ბავშვები საქმიანობაში, როგორც შეუძლიათ, ისე მეხმარებიან, რაღაცებს ვხატავთ, ვაფერადებთ, ლურსმნებსაც ვაჭედებთ“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომელსაც თავგადასავლები და საინტერესო ცხოვრება უყვარს. უარს არანაირ კეთილ საქმეზე არ ამბობს, უყვარს მრავალფეროვნება, თავისი ქვეყანა, ქალაქი, ცდილობს აკეთოს საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. სწორედ ეს არის ის, რამაც ამ ქვეყანაში დატოვა, არადა, აქედან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა.

„ქვეყანაც შერჩეული მქონდა, სადაც უნდა წავსულიყავი. წასვლის მიზეზი ბევრი რამ იყო, - გარშემო ბევრი ნეგატივია, არ შუშდება ის პრობლემები, რაც ბოლო წლებია, აქტიურად გვაწუხებს... მოკლედ, წასვლა გადავიფიქრე, რადგანაც ჩემი სამყარო შევქმენი, სადაც ცუდი არაფერი ხდება. იქ ნეგატიური ინფორმაცია არ აღწევს, რადგანაც ინფორმაციას თვითონ ვქმნი და ამ სამყაროში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ორიენტირებული ვარ მხოლოდ კარგზე, სიკეთეზე და სიკეთის ქმნაზე. მოვწყდი პოლიტიკას, გადაცემებს, საინფორმაციო გამოშვებებს, რომელიც ტალღასავით მოდის და ჩვენს წარმოსახვას აჭაობებს. ჩემი საქმიანობით კი მინდა, ბევრი აგებული მითი დავანგრიო. ვაჩვენო, რომ „ღრუზინი“ „ღრუზინი“ კი არა, ქართველია, რომელსაც შეუძლია, სასარგებლო რაღაცების გაკეთდება“ - აღნიშნავს ზაქარია.

- ცხოველებს სახლებს უშენებთ და შემდგომ მათ სხვადასხვა ადგილას უდგამთ და იქ აბინავებთ... მოგვიყევით ამაზე...

- მიუსაფარი ძაღლების დახმარება მოიცავს მათ საკვებით, მედიკამენტებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ამ ძაღლების სახლების გაკეთების შესასწავლად თავიდან ინტერნეტი დამეხმარა, რასაც მერე ჩემი წარმოსახვებიც მივაშველე. მინდა, ეს ყველაფერი სხვებმაც გაიზიარონ, მიუსაფარი ცხოველები დაბინავდნენ და ამ საქმეში მეტი ჩართულობა იყოს. ეს ყველაფერი ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. თუმცა საბოლოოდ, მაინც ამით სასიკეთო რაღაცები ხდება... ერთ-ერთი ვოიაჟის დროს ნათხოვარი მანქანა გამიფუჭდა და ქუჩაში მომიწია დარჩენამ. ეს ამბავი აიტაცეს ისე, რომ ხმამ გულისხმიერ ადამიანებთანაც მიაღწია, რომლებმაც მანქანით დამასაჩუქრეს, უზომოდ გამახარეს...

- მასალას, რომლითაც სახლებს აკეთებთ, სახსრები უნდა, ამასთან, სამი შვილის მამა ხართ... რატომ აკეთებთ ამას?

- ყველაფერს, რაც ცუდია, საშინლად განვიცდი, უბრალოდ, ეს ის საქმე აღმოჩნდა, რისი შველაც ჩემი რესურსით შესაძლებელია და ეს ის არის, რაც ჩემი ხელით შევძელი... ერთხელ ჩემი ძაღლი ცუდად გახდა, ხელში მაკვდებოდა, მაშინ მისი დახმარების და გადარჩენის მიზნით, სოციალურ ქსელში გავწევრიანდი. მაგრამ იქ ისეთი ინფორმაციები დამხვდა, რომ კიდევ უფრო შევწუხდი და პირიქით, სხვა ძაღლებზე ზრუნვა მომიხდა. შევეცადე, ერთ ძაღლს დავხმარებოდი, რომელიც ქუჩაში, ტალახში ეგდო, რადგანაც რამდენიმე ლეკვი მოუკვდა და განიცდიდა... მოვედი სახლში, ჩემს მშობლებთან ძველი ფუნქციადაკარგული კარადა ვნახე და იმით სახლი გავუკეთე. ძაღლი გადარჩა... მას მერე საქმე ისე წავიდა, რომ უკვე 300-მდე სახლი მექნება მიუსაფარი ძაღლებისთვის გაკეთებული... არა მგონია, ადამიანებს სარდაფში რაიმე ძველი, გამოუყენებელი ნივთი, კარადა არ აღმოაჩნდეთ, რაც უკვე გადაგდებულია - ბოლო-ბოლო ერთი ძველი კარადა დავუთმოთ ამას და მისგან სახლი მარტივად კეთდება. თუ ვინმეს აქვს ეს ძველი ნივთი, იმასაც ვითავსებ, რომ მასთან მივდივარ და ძაღლისთვის სახლს ერთად ვაკეთებთ. მინდა, გავერთიანდეთ ამ კეთილი საქმეების საკეთებად და გონება დადებითი საქმეების საკეთებლად მოვმართოთ.

- ძაღლები ადვილად შედიან თქვენ მიერ გაკეთებულ სახლებში?

- კი. ერთმა პიროვნებამ დამირეკა, - გაოცებული ვარ, სახლის დადგმა და იქ ძაღლის დაბინავება მაშინვე ხდებაო. ძაღლისთვის სახლი ვიყიდეთ, დავუდგით და არ შევიდა. იქნებ თქვენი გაკეთებული სახლი მოიტანოთ და ეს წაიღოთო... მართლაც, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ისეთი, სახლი მიმეტანოს და ცხოველი შიგ არ შესულიყოს, მაგრამ რაღაც კრიტერიუმები მაქვს, ყველასთან, ვინც დარეკავს და მეტყვის, რომ აქ და აქ სახლია საჭირო, არ მიმაქვს.

- ფილტრავთ?

- კი, ჩვენ ხომ მგრძნობიარე და ემოციური ხალხი ვართ... მოკლედ, მირეკავენ, აქა და აქ ძაღლი დავინახეთ და იქნებ სახლი მიუტანოთო. არადა, იმ ძაღლს თუ არ ჰყავს ადამიანი, ვინც კვირაში ერთხელ ნახულობს, იქ არ მივდივარ. ბევრი შემთხვევა ყოფილა - უთხოვიათ, მიმიტანია და აღმოჩენილა, რომ ძაღლს პატრონიც ჰყავს, აჭმევს კიდეც და სახლიც აქვს. არაერთი ცუდი ფაქტი ყოფილა.

- სამომავლოდ რას აპირებთ?

- ვაგრძელებ ამ საქმეს და ვცდილობ, განვავითარო - მოვერგო საზოგადოების დამოკიდებულებებს, სლოგანი მაქვს „ჩვენი სიყვარული გადაგვარჩენს!“ კი, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს - ამას ყველგან ვამბობ და ვწერ. ის, რომ ვერ ვვითარდებით, უსიყვარულობის ბრალია, მართლა ასეა. არაფერს გულს არ ვუდებთ. ამიტომ, ვისურვებდი, რომ სიყვარული მეტად გვესწავლოს!

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობა მძევლების ნაწილმა დატოვა

"ჩემი დისშვილი მუშაობს აქ... არ დაგვკავშირებია" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან

"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე