საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა
კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა და ის იქ­ნე­ბა მა­ნამ­დე, სა­ნამ მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ორ მე­სა­მედს იმუ­ნი­ტე­ტი არ ექ­ნე­ბა - ამის შე­სა­ხებ მი­ნე­სო­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის დას­კვნა­ში წე­რია, რო­მელ­საც Bloomberg.com აქ­ვეყ­ნებს.

იმის გამო, რომ ვირუსს აქვს უნა­რი გავ­რცელ­დეს ისე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან, რო­მელ­საც სიმპტო­მე­ბი არ აქვს, ვირუ­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა უფრო რთუ­ლია და უკა­ნას­კნე­ლი პან­დე­მი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შემ­თხვე­ვა იყოს, ნათ­ქვა­მია მი­ნე­სო­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კვლე­ვი­სა და პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის კვლე­ვის დას­კვნა­ში.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას შემ­დეგ, რაც სოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლში დარ­ჩა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი მთავ­რო­ბებ­მა შე­ა­ფერ­ხეს, თან­და­თან ბიზ­ნე­სებს და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გახ­სნის ნე­ბას რთა­ვენ. მაგ­რამ ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ტალ­ღებ­მა 2022 წლამ­დე გა­და­უ­ა­როს მსოფ­ლი­ოს.

"პან­დე­მია მალე არ დას­რულ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ მომ­ზა­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ხე­ლა­ხა­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის­თვის მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია კვლე­ვის დას­კვნა­ში.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის COVID-19 მსოფ­ლი­ოს 212 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუ­სით 3 327 424 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 234 713 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1 052 630 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ათე­უ­ლი ასე­თია: აშშ, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, თურ­ქე­თი, რუ­სე­თი, ირა­ნი, ბრა­ზი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
miixoo
2

ორი წლის მერე ჩვენთან ერთად დასრულდება?.

მერე იქნება მიხო და ევა

მუმლი მუხასაო
3

ანუ, ორი ამბავია, კარგი და ცუდი. კარგი ისაა რომ ვაი არ ვიცით რა და როგორ იქნება შეიცვალა იმუნიტეტი იქნებათი. ცუდი ისაა რომ შეიძლება ორი წელი დასჭირდეს ამ საქმესო... ვითომ??? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება და ის იქნება მანამდე, სანამ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ ექნება - ამის შესახებ მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში წერია, რომელსაც Bloomberg.com აქვეყნებს.

იმის გამო, რომ ვირუსს აქვს უნარი გავრცელდეს ისეთი ინფიცირებულისგან, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის გაკონტროლება უფრო რთულია და უკანასკნელი პანდემიების ისტორიაში შესაძლოა, ეს ყველაზე რთული შემთხვევა იყოს, ნათქვამია მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის კვლევის დასკვნაში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფლიოში მილიონობით ადამიანი სახლში დარჩა და ვირუსის გავრცელების რისკი მთავრობებმა შეაფერხეს, თანდათან ბიზნესებს და საჯარო დაწესებულებებს გახსნის ნებას რთავენ. მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის ტალღებმა 2022 წლამდე გადაუაროს მსოფლიოს.

"პანდემია მალე არ დასრულდება და ადამიანებს სჭირდებათ მომზადება დაავადების ხელახალი აფეთქებებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის COVID-19 მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. გლობალური მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ვირუსით 3 327 424 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 234 713 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 052 630 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, მსოფლიოს ქვეყნების პირველი ათეული ასეთია: აშშ, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, რუსეთი, ირანი, ბრაზილია.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ტრამპს გაუგზავნეს ამანათი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა - რას იუწყება CNN გამოძიებაზე?

"ნოვიჩოკის" შემქმნელის სკანდალური განცხადება და ბოდიში ალექსეი ნავალნის