მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან
ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში, დე­დის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძეს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და. მას დე­დას­თან ერ­თად კი­დევ ოთხი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნულ ბრალს არ აღი­ა­რებს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გამ­ყრე­ლი­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძე კვლავ არ სა­უბ­რობს და ბრალს ისევ არ აღი­ა­რებს. თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა, ამ კი­თხვა­ზე ად­ვო­კატს პა­სუ­ხი არ აქვს და აცხა­დებს, რომ არ იცის.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლის წარ­დგე­ნი­დან დღემ­დე მხო­ლოდ დე­დის მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ, დამ­ძი­მე­ბუ­ლი ბრა­ლის მი­ხედ­ვით კი უკვე ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის და მე­ზობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძემ ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ოჯა­ხის სხვა წევ­რებს - 1965 წელს და­ბა­დე­ბულ დ.გ.-ს, 1982 წელს და­ბა­დე­ბულ შ.გ.-ს, ასე­ვე, მე­ზობ­ლებს - 1975 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ს.-ს და 1950 წელს და­ბა­დე­ბულ მ.მ.-ს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბე­ბად ამო­ი­ღო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი.

ცნო­ბის­თვის, ყან­და­უ­რა­ში მკვლე­ლო­ბა გა­სუ­ლი წლის 3 მა­ისს მოხ­და. შსს-ს მიერ თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შვი­ლი, რძა­ლი და ორი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, ავად­მყო­ფი მე­უღ­ლე კი დაჭ­რა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ომარ გამ­ყრე­ლი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლიც და­ა­კა­ვეს. მას ია­რა­ღის უკა­ნო­ნო - შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში პა­ტიმ­რო­ბი­დან ისიც გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას დედასთან ერთად კიდევ ოთხი პირის განზრახ მკვლელობას ედავებიან. თუმცა დაკავებული აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძის ადვოკატმა გიორგი ქართველიშვილმა განუცხადა.

როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მომხდართან დაკავშირებით ნოდარ გამყრელიძე კვლავ არ საუბრობს და ბრალს ისევ არ აღიარებს. თუ რის საფუძველზე მოხდა დაკავებულისთვის ბრალის დამძიმება, ამ კითხვაზე ადვოკატს პასუხი არ აქვს და აცხადებს, რომ არ იცის.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის წარდგენიდან დღემდე მხოლოდ დედის მკვლელობას ედავებოდნენ, დამძიმებული ბრალის მიხედვით კი უკვე ოჯახის დანარჩენი წევრების და მეზობლების მკვლელობასაც ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნოდარ გამყრელიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ გამყრელიძემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს - 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.

ცნობისთვის, ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ომარ გამყრელიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო - შეძენა - შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

დავით ცინარიძის მეუღლე უარყოფს, რომ ქმარმა იარაღიდან დამიზნებით ესროლა - პროკურატურა

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა