საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს
"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ წუ­თის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი 517-ს შე­ად­გენს, კა­ხე­თი ისევ მწვა­ნე ზო­ნად რჩე­ბა.

რე­გი­ონ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და სწო­რედ ამა­ზე ხუმ­რო­ბენ კა­ხე­ლე­ბი, რომ ღვი­ნის მად­ლი იცავთ. ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით იგი­ვე აზ­რზეა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და თე­ლა­ვის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი:

- იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდს თბი­ლის­ში ვა­ტა­რებ, თე­ლავ­ში ვერ წა­ვე­დი, რად­გან თე­ატ­რე­ბი და­კე­ტი­ლია. ორი შვი­ლი მყავს, ბი­ჭე­ბი, 12 და 14 წლის, უკვე დი­დე­ბი არი­ან და გა­დავ­წყვი­ტეთ ოჯა­ხი ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და არც ბავ­შვე­ბი გა­ვუშ­ვით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დი­დე­ბი არი­ან და ად­ვი­ლად ჩერ­დე­ბი­ან სახ­ლში, ხვდე­ბი­ან, რომ სა­ში­შია.

- კა­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა, რო­გორ ხსნი­ან ამას თე­ლა­ვე­ლე­ბი?

- მე­გობ­რე­ბი მი­რე­კა­ვენ ხოლ­მე და ვხუმ­რობთ, მგო­ნი მარ­თლა ღვი­ნის მად­ლი გვშვე­ლის, სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა ისიც, რომ წე­სებ­საც იცა­ვენ კა­ხე­ლე­ბი. სხვა­თა­შო­რის ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში, რო­დე­საც ახა­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ, თე­ლა­ვის თე­ატ­რში დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­ვა­ტა­რეთ, თუმ­ცა გა­დავ­დეთ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა და ასე­ვე გა­და­ი­დო გას­ტრო­ლე­ბი, რო­მე­ლიც ახლა, ივ­ნის­ში უნდა გვქო­ნო­და უკ­რა­ი­ნა­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბილ ფეს­ტი­ვალ­ზე.

დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, რომ ჩა­ნა­წე­რის სა­ხით მოხ­დეს სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა, ხომ იცით, ახლა მთე­ლი მსფო­ლიო უკვე ონ­ლა­ი­ნურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეა გა­და­სუ­ლი.

- სახ­ლში ყოფ­ნი­სას რა აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თე?

- მა­ნამ­დე ოჯა­ხის წევ­რებს დი­ლას და გვი­ან ღამე ვხე­დავ­დი, მგო­ნი მარ­თლა ახლა გა­ვი­ცა­ნით ხალ­ხმა ერ­თმა­ნე­თი. ჩემი მე­უღ­ლე თურ­მე ძა­ლი­ან გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებს. კა­რან­ტი­ნი რომ დამ­თავ­რდე­ბა, მერე თავს ვერ გა­ი­მარ­თლებს, რომ რა­ღაც არ გა­მოს­დის (იცი­ნის). ასე­ვე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი გავ­ხდი, ადრე ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვა თუ გა­და­მი­დია დიდი ხნით, ახლა ყვე­ლა მე­ნატ­რე­ბა. თან ხომ იცით, ალ­ბათ გვა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ცაა, გუ­ლი­ა­ნი ვარ.

ცოლ-ქმარს შო­რის, შვი­ლებ­სა და მშობ­ლებს შო­რის, ნა­თე­სა­ვებს შო­რის, მარ­თლა შე­იც­ვა­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მგო­ნი მოგ­ვე­ნატ­რე­ბა მერე ასე­თი დრო.

- მსა­ხი­ობს, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ბევ­რი საქ­მე ჰქონ­და, არ გა­გი­ჭირ­და სულ სახ­ლში ყოფ­ნა?

- კი, მაგ­რამ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ან და არ­ღვე­ვენ, მერე ამის გამო 3000 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბი­ან. წე­სებს ბო­ლომ­დე ვი­ცავ, მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ა­ში გავ­დი­ვართ მე ან მე­უღ­ლე. სხვა­თა­შო­რის ერთხელ გა­ვი­პა­რე ჩემს მე­გო­ბარ­თან, ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი აქვს და რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი შე­ვიკ­რი­ბეთ. მერე ვთქვით, მოდი, ბა­რემ მწვა­დი შევწვა­თო და დის­ტან­ცი­უ­რად მა­ინც ვი­ქე­ი­ფეთ. ამ ბი­ჭებ­საც პა­ტა­რა შვი­ლე­ბი ჰყავთ და ისი­ნიც იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, სა­ში­ში არ ყო­ფი­ლა.

- პა­ა­ტა, მსა­ხი­ო­ბებს ხელ­ფა­სებ­ზე ხომ არ გქო­ნი­ათ პრობ­ლე­მა?

- სხვა თე­ატ­რებ­ზე ვერ გე­ტყვით და ჩვე­ნი თე­ატ­რი სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა და სა­ბედ­ნი­ე­როდ პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია. შტა­ტი­ან მსა­ხი­ო­ბებს უხელ­ფა­სოდ დარ­ჩე­ნა არ ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა თე­ლა­ვის თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი გვაქვს გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით მო­ვა­ხერ­ხე, რომ თუნ­დაც პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც შტატ­ში არ იყო, უხელ­ფა­სოდ არ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. რთუ­ლი წელი იქ­ნე­ბა თე­ატ­რის­თვის... სივ­რცე, რო­მე­ლიც ბევრ ხალ­ხზეა გათ­ვლი­ლი ასე მალე ვერ აღ­დგე­ბა და ალ­ბათ სექ­ტემ­ბრამ­დე მა­ინც გა­და­ი­დე­ბა თე­ატ­რე­ბის გახ­სნა.

- პირ­ვე­ლი რას გა­ა­კე­თებ, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ მცხე­თის სა­იხ­ლო­ვეს ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დე. ოჯახს გვინ­დო­და, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ბან­კი­დან სეს­ხის აღე­ბას ვერ ვრის­კავ­დით. ახლა რო­დე­საც მიხ­ვდვით, რო­გო­რი სა­ჭი­როა სა­კუ­თა­რი ეზო, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ თბი­ლი­სის სახ­ლი ბან­კში ჩავ­დოთ და იმ ფუ­ლით ავა­შე­ნოთ. ძა­ლი­ან გვინ­და და იმე­დია, გა­მოგ­ვი­ვა.

- რო­გორ ფიქ­რობ, კა­ხე­თი ბო­ლომ­დე გა­უძ­ლებს პან­დე­მი­ას?

- რა თქმა უნდა! იმის იმე­დიც მაქვს, რომ კარ­გი მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ის ანეკ­დო­ტი ხომ იცით, ექი­მი რომ გე­ტყვის ერთი ლიტ­რი ღვი­ნო უნდა და­ლი­ოო, მა­შინ სამი ლიტ­რი უნდა და­ლიო, თუ გე­ტყვის სა­ერ­თოდ არ და­ლი­ოო, მა­შინ ერთი ლიტ­რი უნდა და­ლიო. ჰოდა ეგაა, მარ­თლა ღვი­ნის მად­ლი... ახლა ჯან­მო რომ არ იტყვის, კა­ხუ­რი ღვი­ნო შვე­ლი­სო, ხომ იცით... და­ლი­ეთ თუ გერ­გე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
67

გურიაც მწვანე ზონად რჩება მაგრამ არ აპიარებთ რადგანაც დიდი ქართველი მამულიშვილი და პატრიოტი აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძე გეზიზღებათ. კახეთზე კი ალბათ ღარიბაშვილის კლანის რომელიმე წევრმა დაგირეკათ.

გიორგი
2

ხუმრობ თუ შევარდნაძე და მამულიშვილი??

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს

მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 517-ს შეადგენს, კახეთი ისევ მწვანე ზონად რჩება.

რეგიონში ჯერჯერობით ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სწორედ ამაზე ხუმრობენ კახელები, რომ ღვინის მადლი იცავთ. ნახევრად ხუმრობით იგივე აზრზეა რუსთაველის თეატრის მსახიობი და თელავის თეატრის დირექტორი პაატა გულიაშვილი:

- იზოლაციის პერიოდს თბილისში ვატარებ, თელავში ვერ წავედი, რადგან თეატრები დაკეტილია. ორი შვილი მყავს, ბიჭები, 12 და 14 წლის, უკვე დიდები არიან და გადავწყვიტეთ ოჯახი ერთად ვყოფილიყავით და არც ბავშვები გავუშვით. საბედნიეროდ, დიდები არიან და ადვილად ჩერდებიან სახლში, ხვდებიან, რომ საშიშია.

- კახეთში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ ყოფილა, როგორ ხსნიან ამას თელაველები?

- მეგობრები მირეკავენ ხოლმე და ვხუმრობთ, მგონი მართლა ღვინის მადლი გვშველის, სხვანაირად წარმოუდგენელია. თან აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ წესებსაც იცავენ კახელები. სხვათაშორის ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც ახალი გავრცელებული იყო ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, თელავის თეატრში დეზინფექცია ჩავატარეთ, თუმცა გადავდეთ ახალი სპექტაკლის პრემიერა და ასევე გადაიდო გასტროლები, რომელიც ახლა, ივნისში უნდა გვქონოდა უკრაინაში საკმაოდ ცნობილ ფესტივალზე.

დაგვიკავშირდნენ, რომ ჩანაწერის სახით მოხდეს სპექტაკლების ჩვენება, ხომ იცით, ახლა მთელი მსფოლიო უკვე ონლაინურთიერთობებზეა გადასული.

- სახლში ყოფნისას რა აღმოჩენები გააკეთე?

- მანამდე ოჯახის წევრებს დილას და გვიან ღამე ვხედავდი, მგონი მართლა ახლა გავიცანით ხალხმა ერთმანეთი. ჩემი მეუღლე თურმე ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს. კარანტინი რომ დამთავრდება, მერე თავს ვერ გაიმართლებს, რომ რაღაც არ გამოსდის (იცინის). ასევე სენტიმენტალური გავხდი, ადრე ადამიანების ნახვა თუ გადამიდია დიდი ხნით, ახლა ყველა მენატრება. თან ხომ იცით, ალბათ გვარიდან გამომდინარეცაა, გულიანი ვარ.

ცოლ-ქმარს შორის, შვილებსა და მშობლებს შორის, ნათესავებს შორის, მართლა შეიცვალა ურთიერთობები, მგონი მოგვენატრება მერე ასეთი დრო.

- მსახიობს, რომელსაც მუდმივად ბევრი საქმე ჰქონდა, არ გაგიჭირდა სულ სახლში ყოფნა?

- კი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების, რომლებიც თუნდაც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გამოდიან და არღვევენ, მერე ამის გამო 3000 ლარით ჯარიმდებიან. წესებს ბოლომდე ვიცავ, მხოლოდ მაღაზიაში გავდივართ მე ან მეუღლე. სხვათაშორის ერთხელ გავიპარე ჩემს მეგობართან, ეზოიანი სახლი აქვს და რამდენიმე მეგობარი შევიკრიბეთ. მერე ვთქვით, მოდი, ბარემ მწვადი შევწვათო და დისტანციურად მაინც ვიქეიფეთ. ამ ბიჭებსაც პატარა შვილები ჰყავთ და ისინიც იზოლაციაში იყვნენ, საშიში არ ყოფილა.

- პაატა, მსახიობებს ხელფასებზე ხომ არ გქონიათ პრობლემა?

- სხვა თეატრებზე ვერ გეტყვით და ჩვენი თეატრი სახელმწიფოს დაფინანსებაზეა და საბედნიეროდ პრობლემა არ გვქონია. შტატიან მსახიობებს უხელფასოდ დარჩენა არ ემუქრება, თუმცა თელავის თეატრში რამდენიმე ოთახი გვაქვს გაქირავებული და იქიდან მიღებული შემოსავლით მოვახერხე, რომ თუნდაც პიარის სამსახური, რომელიც შტატში არ იყო, უხელფასოდ არ დამეტოვებინა. რთული წელი იქნება თეატრისთვის... სივრცე, რომელიც ბევრ ხალხზეა გათვლილი ასე მალე ვერ აღდგება და ალბათ სექტემბრამდე მაინც გადაიდება თეატრების გახსნა.

- პირველი რას გააკეთებ, როდესაც ყველაფერი დასრულდება?

- რამდენიმე წლის წინ მცხეთის საიხლოვეს ნაკვეთი ვიყიდე. ოჯახს გვინდოდა, რომ საკუთარი სახლი აგვეშენებინა, მაგრამ ბანკიდან სესხის აღებას ვერ ვრისკავდით. ახლა როდესაც მიხვდვით, როგორი საჭიროა საკუთარი ეზო, გადავწყვიტეთ, რომ თბილისის სახლი ბანკში ჩავდოთ და იმ ფულით ავაშენოთ. ძალიან გვინდა და იმედია, გამოგვივა.

- როგორ ფიქრობ, კახეთი ბოლომდე გაუძლებს პანდემიას?

- რა თქმა უნდა! იმის იმედიც მაქვს, რომ კარგი მოსავალი იქნება. ის ანეკდოტი ხომ იცით, ექიმი რომ გეტყვის ერთი ლიტრი ღვინო უნდა დალიოო, მაშინ სამი ლიტრი უნდა დალიო, თუ გეტყვის საერთოდ არ დალიოო, მაშინ ერთი ლიტრი უნდა დალიო. ჰოდა ეგაა, მართლა ღვინის მადლი... ახლა ჯანმო რომ არ იტყვის, კახური ღვინო შველისო, ხომ იცით... დალიეთ თუ გერგებათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

"COVID 19-ის მონიტორინგი და მართვა" -SEU-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით ონლაინ პანელ-დისკუსია გაიმართება

"ტვინი მოკლებულია აღქმას, ემოციებს... ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია" - რას წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის მდგომარეობაზე