მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გავლენას მოახდენს COVID-19 საქართველოს ეკონომიკაზე - 3 სავარაუდო სცენარი
რა გავლენას მოახდენს COVID-19 საქართველოს ეკონომიკაზე - 3 სავარაუდო სცენარი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა COVID-19-ის გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე - PMCG-მ სა­კუ­თარ კვლე­ვა­ში სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, Covid-19-ის პან­დე­მი­ის შე­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ზე. კერ­ძოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის (IMF) პროგ­ნო­ზით, 2020 წელს მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კა 3%-ით შემ­ცირ­დე­ბა, რაც 2009 წლის გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის მაჩ­ვე­ნე­ბელს (-1.73%) აღე­მა­ტე­ბა.

PMCG-ის ცნო­ბით, IMF 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რი მშპ-ის 4%-იან შემ­ცი­რე­ბას ვა­რა­უ­დობს, რაც რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ამის მი­ზე­ზი კი, ძი­რი­თა­დად, ტუ­რიზ­მი­სა და ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მა­ღა­ლი წი­ლია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში.

"2019 წელს, მხო­ლოდ ამ ორი სექ­ტო­რი­დან სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ს 28.2%-ს შე­ად­გი­ნა. 2020 წლის მარ­ტში, 2019 წლის მარტთან შე­და­რე­ბით, ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 56.1%-ით შემ­ცირ­და, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 9%-ით, ხოლო მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად შემ­ცი­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ღია ეკო­ნო­მი­კა მო­წყვლა­დია სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის შო­კე­ბის მი­მარ­თაც. 2020 წლის მარ­ტში, 2019 წლის მარტთან შე­და­რე­ბით, სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა შემ­ცირ­და 16%-ით, ხოლო 2020 წლის თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით 5.8%-ით.

და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გად, ასე­ვე მცირ­დე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო მო­თხოვ­ნა, რისი კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბაც არის ნა­ვა­რა­უ­დე­ვი უმუ­შევ­რო­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზრდი­სა და ხელ­ფა­სე­ბი­სა და გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­დე­გად", - აღ­ნი­შუ­ლია კვლე­ვა­ში.

ამა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბის (uncertainty) დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს აღ­წევს, რაც თით­ქმის შე­უძ­ლე­ბელს ხდის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პროგ­ნო­ზი­რე­ბას, რად­გან გა­ურ­კვევ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი დი­ნა­მი­კა და მას­შტა­ბი, ვაქ­ცი­ნი­სა და სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის შექ­მნა, წარ­მო­ე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბა, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ა.შ.

"სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, PMCG-მ შე­ად­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მშპ-ს ზრდის სამი სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რი ვირუ­სის შე­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სხვა­დას­ხვა ხან­გრძლი­ვო­ბი­სათ­ვის:

სცე­ნა­რი I: ოპ­ტი­მის­ტუ­რი - ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია 2.5 თვით, ხოლო შემ­დგო­მი სამი თვით - ნა­წი­ლობ­რივ. შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ნა­წი­ლობ­რივ გა­ნახ­ლდე­ბა 2020 წლის ივ­ნი­სის და­სა­წყი­სი­დან, ხოლო სრუ­ლად - 2020 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან.

სცე­ნა­რი II: ნაკ­ლე­ბად პე­სი­მის­ტუ­რი - ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია 4 თვით, ხოლო შემ­დგო­მი სამი თვით - ნა­წი­ლობ­რივ. ამ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ნა­წი­ლობ­რივ გა­ნახ­ლდე­ბა 2020 წლის ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან, ხოლო სრუ­ლად - 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან.

სცე­ნა­რი III: ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რი - ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია 6 თვით, ხოლო შემ­დგო­მი სამი თვით - ნა­წი­ლობ­რივ. ამ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ნა­წი­ლობ­რივ გა­ნახ­ლდე­ბა 2020 წლის სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან, ხოლო სრუ­ლად - 2020 წლის დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან. სცე­ნა­რი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ვირუ­სის შე­საძ­ლო გან­მე­ო­რე­ბით ტალ­ღებს.

გან­ხი­ლუ­ლი სცე­ნა­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტო­რებ­ზე შე­საძ­ლო გავ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ნი­სა­ზღვროს სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ცვლი­ლე­ბა. ოპ­ტი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა 2020 წელს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა (-4.3%), რაც აღე­მა­ტე­ბა 2009 წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს (-3.7%). ნაკ­ლე­ბად პე­სი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რი ეკო­ნო­მი­კას 8%-ით ამ­ცი­რებს, მე­ტად პე­სი­მის­ტუ­რი კი 12.9%-ით", - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სცე­ნა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ეკო­ნო­მი­კის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი და­ნაკ­ლი­სი იზ­რდე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის ზრდას­თან ერ­თად. კერ­ძოდ:

"ოპ­ტი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად მშპ-ს ზრდის 0.43%-ს და­კარ­გავს, ნაკ­ლე­ბად პე­სი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით - 0.47%-ს, ხოლო მე­ტად პე­სი­მის­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში - 0.5%-ს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ზღუდ­ვე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა, არა­მარ­ტო ჯა­მუ­რი და­ნა­კარ­გის, არა­მედ, ყო­ვე­ლი­მომ­დევ­ნო კვი­რის და­ნა­კარ­გის ზრდა­საც იწ­ვევს.

გან­ხი­ლუ­ლი სამი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმ ხუთ-ხუთი სექ­ტო­რის გა­მო­ყო­ფა, რო­მელ­ზეც, სხვა სექ­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით, შოკ­მა უფრო დიდი (უარ­ყო­ფი­თი / ნაკ­ლე­ბად უარ­ყო­ფი­თი) გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს. ხუთი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სექ­ტო­რია: წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

ამ სცენარებში არ არის ნახსენები მთავარი ფაქტორი საზღვრების გახსნა საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რომელზეც დამოკიდებულია ტურისტები შეძლებენ თუ არა შემოსვლას და ქართველებს ექნებათ თუ არა შესაძლებლობა უცხოეთში წასვლის და იქ დასაქმების რათა გამოაგზავნონ ვალუტა საქართველოში.

ალექს
0

გამოუშვით სრული საგადასახადო ამნისტია ამ გაზაფხულზე და ნუ გადადებთ წინასაარჩევნოდ შემოდგომისათვის , გაიმრჯვებთ ისედაც! ყველა ყადაღა და ინკასო მოხსენით ახლავე , რომელზეც ჯერ არ დამდგარა სასამართლოს საბოლოო გადაწყეტილება, ან უწყებაშია განხილვაზე , ცხადია დანაშაულის სიაშკარავე თუ არ ჩანს , შეაჩერეთ ყველანაირი ჯარიმის და საურავის ამოღება, გამოაცხადეთ ორწლიანი მორატორიუმი ახალ შემოწმებებზე , ჯარიმა საურავების დადებაზე და ამოღებაზეც ! ამ წელიწადში გადაიყვანეთ სისტემა საკონსულტაციო ეკონომიკურ ფუნქციაზე , დღეს რომ სარეპრესიო საექსპროპრიაციო გაქვთ ,ასეთები იკმარეთ , იმდენი გაქვთ საგადასახადო რეპრესია საექსპროპრიაციო უწყება ზედმეტია, საკონსულტაციო ეკონომიკური კი გვჭირდება ! გაბედეთ, რა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა გავლენას მოახდენს COVID-19 საქართველოს ეკონომიკაზე - 3 სავარაუდო სცენარი

რა გავლენას მოახდენს COVID-19 საქართველოს ეკონომიკაზე - 3 სავარაუდო სცენარი

როგორი იქნება COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - PMCG-მ საკუთარ კვლევაში სავარაუდო სცენარები განიხილა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, Covid-19-ის პანდემიის შეკავების ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის მაჩვენებელს (-1.73%) აღემატება.

PMCG-ის ცნობით, IMF 2020 წელს საქართველოში რეალური მშპ-ის 4%-იან შემცირებას ვარაუდობს, რაც რეგიონში ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაღალი წილია ქვეყნის ეკონომიკაში.

"2019 წელს, მხოლოდ ამ ორი სექტორიდან სავალუტო შემოდინებებმა საქართველოს მშპ-ს 28.2%-ს შეადგინა. 2020 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 56.1%-ით შემცირდა, ფულადი გზავნილების რაოდენობა კი 9%-ით, ხოლო მომდევნო თვეებში ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად შემცირებაა მოსალოდნელი.

გარდა ამისა, საქართველოს ღია ეკონომიკა მოწყვლადია საგარეო ვაჭრობის შოკების მიმართაც. 2020 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 16%-ით, ხოლო 2020 წლის თებერვალთან შედარებით 5.8%-ით.

დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ასევე მცირდება სამომხმარებლო მოთხოვნა, რისი კიდევ უფრო გაღრმავებაც არის ნავარაუდევი უმუშევრობის მოსალოდნელი ზრდისა და ხელფასებისა და გზავნილების შემცირების შედეგად", - აღნიშულია კვლევაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის (uncertainty) დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებას, რადგან გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი დინამიკა და მასშტაბი, ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატის შექმნა, წარმოებისა და მომხმარებლების ქცევის ცვლილება, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.

"სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, PMCG-მ შეადგინა საქართველოში მშპ-ს ზრდის სამი სავარაუდო სცენარი ვირუსის შეკავების ღონისძიებების სხვადასხვა ხანგრძლივობისათვის:

სცენარი I: ოპტიმისტური - ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 2.5 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივნისის დასაწყისიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან.

სცენარი II: ნაკლებად პესიმისტური - ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 4 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

სცენარი III: ძალიან პესიმისტური - ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 6 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან. სცენარი ასევე ითვალისწინებს ვირუსის შესაძლო განმეორებით ტალღებს.

განხილული სცენარების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკურ სექტორებზე შესაძლო გავლენების შეფასების შედეგად, შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის ცვლილება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება (-4.3%), რაც აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს (-3.7%). ნაკლებად პესიმისტური სცენარი ეკონომიკას 8%-ით ამცირებს, მეტად პესიმისტური კი 12.9%-ით", - ნათქვამია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ სცენარების მიხედვით, ეკონომიკის ყოველკვირეული დანაკლისი იზრდება შეზღუდვების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. კერძოდ:

"ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა ყოველკვირეულად მშპ-ს ზრდის 0.43%-ს დაკარგავს, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით - 0.47%-ს, ხოლო მეტად პესიმისტურის შემთხვევაში - 0.5%-ს. შესაბამისად, შეზღუდვების გახანგრძლივება, არამარტო ჯამური დანაკარგის, არამედ, ყოველიმომდევნო კვირის დანაკარგის ზრდასაც იწვევს.

განხილული სამი სცენარის მიხედვით, შესაძლებელია, იმ ხუთ-ხუთი სექტორის გამოყოფა, რომელზეც, სხვა სექტორებთან შედარებით, შოკმა უფრო დიდი (უარყოფითი / ნაკლებად უარყოფითი) გავლენა შეიძლება მოახდინოს. ხუთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია: წაიკითხეთ სრულად

"თურქეთის ავიახაზები" 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ფრენებს ივნისიდან აღადგენს

რა პროდუქტები გაძვირდა აპრილში - ხილის ფასმა 45%-ით მოიმატა

როგორ მიიღებენ ფულად კომპენსაციას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს