მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღაბი არ არის რეკომენდებული" - ხათუნა ზახაშვილის რჩევები ნიღბის სწორად გამოყენებისთვის
"2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღაბი არ არის რეკომენდებული" - ხათუნა ზახაშვილის რჩევები ნიღბის სწორად გამოყენებისთვის

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცეტ­რის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია ნი­ღა­ბი და­ა­ვა­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­ი­ყე­ნოს, რად­გან ამ დროს 75%-ით მცირ­დე­ბა ჯან­მრთელ ადა­მი­ან­ზე და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვის გა­და­ცე­მის რის­კი, მათ შო­რის, Covid-19-ის.

"თუ ნი­ღაბს იყე­ნებს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი და და­ა­ვა­დე­ბულს არ უკე­თია ის, მა­შინ და­ა­ვა­დე­ბის მი­ღე­ბის რის­კი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ­ჯერ, ხოლო თუ იყე­ნებს ორი­ვე, რის­კი, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­მა გა­დას­ცეს და ჯან­მრთელ­მა მი­ი­ღოს, Covid-ის გა­მომ­წვე­ვი, არის მი­ნი­მა­ლუ­რი.

ძა­ლი­ან გთხოვთ ყვე­ლას, რომ ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ და­ი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, სა­ხე­ზე გა­ი­კე­თეთ ნი­ღა­ბი სუფ­თა ხე­ლე­ბით, ცხვი­რის მო­სარ­გე­ბი არე კარ­გად მო­ირ­გეთ, რომ ნი­ღა­ბი არ ცუ­რავ­დეს ცხვი­რი­დან, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ფა­რავ­დეს ცხვირს და პირს ერ­თდრო­უ­ლად და ხში­რად ნუ შე­ე­ხე­ბით ნი­ღაბს ხე­ლით. ნი­ღაბ­ზე გა­რე­დან შე­ხე­ბა გა­გიზ­რდით ხე­ლე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის რისკს, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე­ე­ბი გა­ზარ­დოთ და მი­ი­ღოთ არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი,“ - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თა­ნა­ვე, მისი თქმით, ნი­ღა­ბი 2-3 სა­ათ­ში ერთხელ უნდა გა­მოვ­ცვა­ლოთ და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ის ინეს­ტე­ბა. ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 2 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის ნიღ­ბის ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

"ნი­ღა­ბი უნდა გა­მო­იც­ვა­ლოს 2-3 სა­ათ­ში ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად და მა­შინ თუ ის ინეს­ტე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ ნი­ღა­ბი იქ, სა­დაც ხვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, სა­დაც არის მა­სი­უ­რი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბათ ბავ­შვებს, ზო­გა­დად 2 წლამ­დე ასაკ­ში ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი უფრო მე­ტად გა­მე­ცა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და ყუ­რა­დღე­ბით, რომ მათი შვი­ლე­ბი არ მოხ­ვდნენ ისეთ არე­ალ­ში და ისეთ დის­ტან­ცი­ა­ზე სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე­ე­ბი შე­ექ­მნათ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას" - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნარუშილოვკის ფანი
0

ხვალვე ავიღებ ცნობას, რომ ჯერ ორი წლისაც არა ვარ...

ნუცა
7

როცა ძუძუს ვაძლევთ შვილს მაგ დროს თავისთავად მოვხსნათ ხო ნიღაბი ბავშვს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

"2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღაბი არ არის რეკომენდებული" - ხათუნა ზახაშვილის რჩევები ნიღბის სწორად გამოყენებისთვის

"2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღაბი არ არის რეკომენდებული" - ხათუნა ზახაშვილის რჩევები ნიღბის სწორად გამოყენებისთვის

დაავადებათა კონტროლის ცეტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, უმჯობესია ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა გამოიყენოს, რადგან ამ დროს 75%-ით მცირდება ჯანმრთელ ადამიანზე დაავადების გამომწვევის გადაცემის რისკი, მათ შორის, Covid-19-ის.

"თუ ნიღაბს იყენებს ჯანმრთელი ადამიანი და დაავადებულს არ უკეთია ის, მაშინ დაავადების მიღების რისკი შემცირებულია, დაახლოებით, ნახევარჯერ, ხოლო თუ იყენებს ორივე, რისკი, რომ დაავადებულმა გადასცეს და ჯანმრთელმა მიიღოს, Covid-ის გამომწვევი, არის მინიმალური.

ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ნიღბის გამოყენებისას აუცილებლად წინასწარ დაიბანოთ ხელები, სახეზე გაიკეთეთ ნიღაბი სუფთა ხელებით, ცხვირის მოსარგები არე კარგად მოირგეთ, რომ ნიღაბი არ ცურავდეს ცხვირიდან, ის აუცილებლად უნდა ფარავდეს ცხვირს და პირს ერთდროულად და ხშირად ნუ შეეხებით ნიღაბს ხელით. ნიღაბზე გარედან შეხება გაგიზრდით ხელების დაბინძურების რისკს, რითაც შეიძლება საფრთხეები გაზარდოთ და მიიღოთ არასასურველი შედეგი,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ამასთანავე, მისი თქმით, ნიღაბი 2-3 საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ და განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ინესტება. ხათუნა ზახაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2 წლამდე ბავშვებისთვის ნიღბის ტარება სასურველი არ არის.

"ნიღაბი უნდა გამოიცვალოს 2-3 საათში ერთხელ აუცილებლად და მაშინ თუ ის ინესტება. გამოიყენეთ ნიღაბი იქ, სადაც ხვდებით ადამიანებს, სადაც არის მასიური თავშეყრის ადგილები.

რაც შეეხებათ ბავშვებს, ზოგადად 2 წლამდე ასაკში ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული და შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვების მშობლები უფრო მეტად გამეცადინებულები უნდა იყვნენ და ყურადღებით, რომ მათი შვილები არ მოხვდნენ ისეთ არეალში და ისეთ დისტანციაზე სხვა ადამიანებთან, როდესაც შეიძლება საფრთხეები შეექმნათ მათ ჯანმრთელობას" - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა

უცხოეთიდან საქართველოში კიდევ 89 მოქალაქე დაბრუნდა - საკარანტინო სივრცეებში სულ 5018 ადამიანია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა