მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა თეთრიწყაროში, სადაც COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტი გამოვლინდა - "ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა"
რა ვითარებაა თეთრიწყაროში, სადაც COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტი გამოვლინდა - "ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა"

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ცენ­ტრი ჩა­ი­კე­ტა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ქვე­მო ქარ­თლის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა შოთა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თეთ­რი­წყა­რო­ში გა­მოვ­ლე­ნილ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა.

შოთა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის თქმით, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრში, კერ­ძოდ, ქა­ლაქ თეთ­რი­წყა­რო­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და და 4 ბლოკ-პოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­კონ­ტროლ­დე­ბა შეს­ვლა და გა­მოს­ვლა.

მისი თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში COVID 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 19 ფაქ­ტია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან 12 უშუ­ა­ლოდ თეთ­რი­წყა­როს ცენ­ტრში, და­ნარ­ჩე­ნი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია სამ სო­ფელ­ში, თუმ­ცა ამ სოფ­ლე­ბის ჩა­კეტვის სა­ჭი­რო­ე­ბა ამ ეტაპ­ზე არ დგას.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თეთ­რი­წყა­როს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­დას­ტურ­და ექთ­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი, გუ­შინ ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით იყო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩა­სუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფი, აი­ღეს საკ­ვლე­ვი მა­სა­ლა მედ­პერ­სო­ნა­ლი­დან და იმ დად­გე­ნი­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით იქნა გა­მოკ­ვე­თი­ლი ამ შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დღეს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თეთ­რი­წყა­რო­ში სრუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 19 ფაქ­ტი, მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნია აქე­დან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და რამ­დე­ნი ოჯა­ხის წევ­რი ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვევ; ვიცი, რომ თეთ­რი­წყა­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრში არის 12 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით მიგ­ვე­ღო გა­დამ­ჭრე­ლი ზო­მე­ბი და და­ვი­წყეთ თეთ­რი­წყა­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრის ჩა­კეტ­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით 4 ბლოკ-პოს­ტი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი და მი­დის ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. აქვე გე­ტყვით, რომ მთლი­ა­ნად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ჯორ­ჯი­აშ­ვილ­ში, წინ­წყა­რო­ში და გორ­თეთ­ში არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და ეს არ იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ გა­დავ­კე­ტოთ მთლი­ა­ნად სოფ­ლე­ბი, აქ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­თა და მკაც­რი კა­რან­ტი­ნით მი­ვი­ღებთ ყვე­ლა ზო­მას, რომ და­ა­ვა­დე­ბის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და შოთა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თე­თი­წყა­როს სა­ა­ვად­მყო­ფო და­კე­ტი­ლია. გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით­ვე, არ დას­ტურ­დე­ბა თეთ­რი­წყა­როს სა­ა­ვად­მყო­ფოს ექთ­ნის კონ­ტაქ­ტი ბოლ­ნის­თან, აქ ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"არ დას­ტურ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექთ­ნის კონ­ტაქ­ტი ბოლ­ნის­თან, ექთ­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით ბუნ­დო­ვა­ნი და გა­ურ­კვე­ვე­ლია, ამ­დე­ნად კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი და შე­ზღუ­დოს გა­და­ად­გი­ლე­ბა, და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და დარ­ჩნენ სახ­ლში, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ცენ­ტრი­დან სოფ­ლებ­თან კავ­ში­რი იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი, და­ნარ­ჩენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან ისე­დაც მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია და ბოლ­ნის­თან, მარ­ნე­ულ­თან შე­წყვე­ტი­ლია კავ­ში­რი, ქა­ლა­ქე­ბი ჩა­კე­ტი­ლია, რჩე­ბა დმა­ნი­სი-წალ­კა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვია და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ გა­დად­გილ­დე­ბა თეთ­რი­წყა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე აცხა­დებს, თეთ­რი­წყა­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის არი­ან მე­დი­კო­სე­ბიც.

„გუ­შინ თეთ­რი­წყა­რო­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა ჩვენ­მა ჯგუფ­მა. გუ­შინ­დე­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, რომ გა­მოვ­ლინ­და იქ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნი კო­ლე­გაა. და­ახ­ლო­ე­ბით 20 და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა არის თეთ­რი­წყა­რო­ში. იქ დღე­საც მუ­შა­ობს ჩვე­ნი ჯგუ­ფი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვე­ბენ და იმე­დია, ისე­ვე რო­გორც სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მო­ხერ­ხდა ვირუ­სის დრო­უ­ლი შე­კა­ვე­ბა, ასე­ვე მოხ­დე­ბა თეთ­რი­წყა­რო­შიც“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
9

ქუჩებში დროებით აკრძალეთ პირბადის გარეშე სიარული თორემ უარესს მივიღებთ. ესეც გადაადგილების შეზღუდვა ხოარაა პირბადე რო გავიკეთოთ?

თინა
16
ქუჩაში პირბადის ტარება არ ტარება არაფერ შუაშია.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა ვითარებაა თეთრიწყაროში, სადაც COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტი გამოვლინდა - "ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა"

რა ვითარებაა თეთრიწყაროში, სადაც COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტი გამოვლინდა - "ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა"

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა, - აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება შესვლა და გამოსვლა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი ერთეული შემთხვევებია სამ სოფელში, თუმცა ამ სოფლების ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეთრიწყაროს საავადმყოფოში დადასტურდა ექთნის ინფიცირების ფაქტი, გუშინ ძალიან მასშტაბური და ინტენსიური ღონისძიებები გატარდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგების ჯგუფი, აიღეს საკვლევი მასალა მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის განმავლობაში თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენია აქედან სამედიცინო პერსონალი და რამდენი ოჯახის წევრი ამას მოგვიანებით გავარკვევ; ვიცი, რომ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში არის 12 დადასტურებული შემთხვევა და ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა, დაახლოებით 4 ბლოკ-პოსტი იქნება განთავსებული და მიდის ეს სამუშაოები. აქვე გეტყვით, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია. გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, აქ ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

,,არ დასტურდება ინფიცირებული ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია, ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აუცილებელია მოსახლეობა იყოს ადეკვატური და შეზღუდოს გადაადგილება, დაიცვან სოციალური დისტანცირება და დარჩნენ სახლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან კავშირი იქნება შეზღუდული, დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ისედაც მიღებული ზომებით შეზღუდულია და ბოლნისთან, მარნეულთან შეწყვეტილია კავშირი, ქალაქები ჩაკეტილია, რჩება დმანისი-წალკა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივია დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გადადგილდება თეთრიწყაროს მიმართულებით”, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, თეთრიწყაროში დაახლოებით 20 ინფიცირებულია, მათ შორის არიან მედიკოსებიც.

„გუშინ თეთრიწყაროში მთელი დღის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა. გუშინდელი მუშაობის შედეგია, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები, სამწუხაროდ, ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევა არის თეთრიწყაროში. იქ დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა ვირუსის დროული შეკავება, ასევე მოხდება თეთრიწყაროშიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რა ხდება დილით თბილისის შემოსასვლელში, მას შემდეგ რაც 2 დღით დიდ ქალაქებში შესვლა დაშვებულია

რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა