სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე
"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე

ქვეყ­ნა­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ერთი კვი­რის წინ და­ი­წყო და ის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ფარ­თოვ­დე­ბა. გეგ­მა­ში გვაქვს, რომ იქი­თა კვი­რის ბო­ლოს, დღე­ში 1500 ტესტზე ავი­დეთ და შემ­დეგ უკვე, მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში შე­იძ­ლე­ბა, 2000-ზეც გვქონ­დეს სა­უ­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მო­საზ­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მცი­რე სტა­ტის­ტი­კა იმის გამო გვაქვს, რომ ტეს­ტი­რე­ბა სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბით არ ტარ­დე­ბა.

"ეს ნამ­დვი­ლად არას­წო­რია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის განსზღვრე­ბას მიჰ­ყვე­ბა, ჩვენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ზან­და­სა­ხუ­ლად ვტეს­ტავთ იმ ჯგუ­ფებს, ვინც ამას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ყვე­ლა შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა ქვე­ყა­ნა­ში იტეს­ტე­ბა. ჩვენ­თან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ტარ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­აა, ეყ­რდნო­ბი­ან ე.წ. ოქ­როს სტან­დარტს, ანუ PCR ტეს­ტი­რე­ბას, თუმ­ცა, ჩვე­ნი ალ­გო­რით­მის მი­ხედ­ვით, სა­ჭი­როა, იყოს რო­გორც ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე, ასე­ვე ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბიც, მაგ­რამ გა­და­მოწ­მე­ბა ყო­ველ­თვის ამ PCR ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ხდე­ბა. ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა იტეს­ტე­ბა და იტეს­ტე­ბო­და PCr ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით.

სი­ტყვა აგ­რე­სი­ულს არ ვი­ყე­ნებ, გა­ფარ­თო­ე­ულ ტეს­ტი­რე­ბას ვამ­ბობ - რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­ჭე­რით, სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებს არ­ბი­ლებს და იცით, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­მაც და­ი­წყო, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­რა­ლე­ლუ­რად ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყოს. ერთი - PCR ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ტეს­ტი­რე­ბა გა­ფარ­თოვ­დეს, ანუ მეტი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ვიც­ვათ და მეტი ე.წ. შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვე­ბი, მეტი რის­კჯ­გუ­ფე­ბი გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და მე­ო­რე, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მზად­ყოფ­ნა­ში იყოს, რომ ყვე­ლა გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვას დრო­უ­ლად უმ­კურ­ნა­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით, 920 გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­და.

„ტეს­ტი­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბა ბოლო ერთი კვი­რაა და­ვი­წყეთ, ანუ ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­მა­ტებთ ყო­ველ­დღი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. თა­ვი­დან, თუ ტეს­ტი­რე­ბა 3 ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ტარ­დე­ბო­და, მერე 2 და­ვა­მა­ტეთ. გუ­შინ­წინ, გუ­შინ კი­დევ 5 და­ვა­მა­ტეთ. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც ძი­რი­თა­დი და­წო­ლა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზეა. ახლა უკვე 10 ლა­ბო­რა­ტო­რია გვაქვს და თუ არ ვცდე­ბი, გუ­შინ, მაქ­სი­მუ­მი გვქონ­და - 920 გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­და, მაგ­რამ იმის წინა დღეს 750-800-მდე იყო, იმის წინა დღეს 700, ანუ ბოლო ერთი კვი­რაა PCR ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გა­მოკ­ვლე­ვა ფარ­თოვ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ზე - ჩემ კო­ლე­გებ­ზე გა­ვა­კე­თეთ, რად­გან 30-მდე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი დაგ­ვი­ზი­ან­და“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო დღე-ღა­მე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 25-ით გა­ი­ზარ­და და 456 შე­ად­გი­ნა, რა­საც თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია „დიდი რა­ო­დე­ნო­ბით“ ჩა­ტა­რე­ბულ აგ­რე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბას უკავ­ში­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტში ოპო­ზი­ცია ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რე­ა­ლურ შე­დე­გებს მა­ლავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე

ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. გეგმაში გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე სტატისტიკა იმის გამო გვაქვს, რომ ტესტირება სათანადო რაოდენობით არ ტარდება.

"ეს ნამდვილად არასწორია, ჩვენი ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის განსზღვრებას მიჰყვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მიზანდასახულად ვტესტავთ იმ ჯგუფებს, ვინც ამას ექვემდებარება. ყველა შესაძლო შემთხვევა ქვეყანაში იტესტება. ჩვენთან მიზანდასახული ტესტირება ტარდება. წარმატებული ქვეყნები, სადაც ფართომასშტაბიანი ეპიდემიაა, ეყრდნობიან ე.წ. ოქროს სტანდარტს, ანუ PCR ტესტირებას, თუმცა, ჩვენი ალგორითმის მიხედვით, საჭიროა, იყოს როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებიც, მაგრამ გადამოწმება ყოველთვის ამ PCR ტექნოლოგიებით ხდება. ჩვენ ქვეყანაში ყველა შესაძლო შემთხვევა იტესტება და იტესტებოდა PCr ტექნოლოგიებით.

სიტყვა აგრესიულს არ ვიყენებ, გაფართოეულ ტესტირებას ვამბობ - რეკომენდაციაა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად მოჭერით, საკარანტინო ღონისძიებებს არბილებს და იცით, რომ ეს საქართველომაც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად ორი მიმართულება იყოს. ერთი - PCR ტექნოლოგიებით ტესტირება გაფართოვდეს, ანუ მეტი მოსახლეობა მოვიცვათ და მეტი ე.წ. შესაძლო შემთხვევები, მეტი რისკჯგუფები გამოვავლინოთ და მეორე, ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაში იყოს, რომ ყველა გამოვლენილ შემთხვევას დროულად უმკურნალონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, გუშინ დაახლოებით, 920 გამოკვლევა ჩატარდა.

„ტესტირების სერიოზული გაფართოება ბოლო ერთი კვირაა დავიწყეთ, ანუ ყოველდღიურად ვუმატებთ ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობას. თავიდან, თუ ტესტირება 3 ლაბორატორიაში ტარდებოდა, მერე 2 დავამატეთ. გუშინწინ, გუშინ კიდევ 5 დავამატეთ. თუმცა, ჯერჯერობით მაინც ძირითადი დაწოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ ლაბორატორიაზეა. ახლა უკვე 10 ლაბორატორია გვაქვს და თუ არ ვცდები, გუშინ, მაქსიმუმი გვქონდა - 920 გამოკვლევა ჩატარდა, მაგრამ იმის წინა დღეს 750-800-მდე იყო, იმის წინა დღეს 700, ანუ ბოლო ერთი კვირაა PCR ტექნოლოგიებით გამოკვლევა ფართოვდება. განსაკუთრებული აქცენტი მაღალი რისკის ჯგუფზე - ჩემ კოლეგებზე გავაკეთეთ, რადგან 30-მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიზიანდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და 456 შეადგინა, რასაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს. აღნიშნული განცხადების კონტექსტში ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინფიცირებულთა რეალურ შედეგებს მალავს.

"ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია" - ლევან რატიანი Covid-19-ით გარდაცვლილი 83 წლის პაციენტის შესახებ

"ტელეფონით საუბრის დროსაც კი იარეთ" - როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა თვითიზოლაციისას და რა ვარჯიშებს გვირჩევს ჯანმო

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)