მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე
შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას შემ­დეგ რაც მეც­ნი­ე­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ თამ­ბა­ქოს მწე­ვე­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუსს უკე­თე­სად უმკლავ­დე­ბი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბამ თამ­ბა­ქოს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ძე­ნა და­ი­წყო, რის გა­მოც მის გა­ყიდ­ვა­ზე ზო­მე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და.

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­მარ­ტავს, რომ ახლა მათი მი­ზა­ნია და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გი­ნონ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თამ­ბა­ქოს მეშ­ვე­ო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფოს მეც­ნი­ე­რე­ბის ჯგუფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თამ­ბა­ქოს მო­იხ­მა­რენ კო­რო­ნა­ვირუსს უკე­თე­სად უმკლავ­დე­ბი­ან

რო­გორც გა­ირ­კვა, სა­უ­ბა­რია ნი­კო­ტი­ნის პლას­ტერ­ზე, რო­მელ­საც ზო­გა­დად სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­სა­ნე­ბებ­ლად იყე­ნე­ბენ. რო­გორც AMBEBI.GE-ს საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ექიმ­მა რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ზე პა­რიზ­ში კვლე­ვას მალე და­ი­წყე­ბენ.

- თამ­ბა­ქოს შე­სა­ხებ ეს კვლე­ვა მეც ვნა­ხე... დაკ­ვირ­ვე­ბაა, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­თა შო­რის მწე­ვე­ლი ცო­ტაა. მაგ­რამ ისიც წე­რია იქვე, რომ მწე­ვე­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მძი­მე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა­ტომ "იცავს" მწე­ვე­ლებს? ამა­ზე პა­სუ­ხი გა­ურ­კვე­ვე­ლია. ახლა იწყე­ბენ კვლე­ვას პა­რიზ­ში, ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. ისევ და ისევ მხო­ლოდ ჰი­პო­თე­ზაა. და ბო­ლოს, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი წე­ლი­წად­ში 75 000 ადა­მი­ანს კლავს (საფ­რან­გეთ­ში).

- ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რი კო­რო­ნას­გან და­სა­ცა­ვად?

- დიახ, და­სა­ცა­ვად ან სამ­კურ­ნა­ლოდ... ჯან­მრთე­ლებ­ზე, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­ზე იწყე­ბა კვლე­ვა პი­ტიე სალ­პეტ­რი­ე­რის კლი­ნი­კა­ში. ბოლო დროს იმ­დე­ნი რამე იცა­და სამ­კურ­ნა­ლოდ და ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია რე­ა­ლუ­რი. წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­სა და ხავ­სის ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნო რეზო, აქვე გკი­თხავთ, თქვენს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დღე­ვან­დელ პოსტზეც, სა­დაც ეწე­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს თვა­ლის ლინ­ზე­ბის ტა­რე­ბა სა­ხი­ფა­თოა...

- ზო­გა­დად, რო­გორც ბოლო კვლე­ვე­ბით აღ­მოჩ­ნდა, თვა­ლე­ბის დაც­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა იყოს ყვე­ლას­თვის, მათ შო­რის ექი­მე­ბის­თვის, მო­ლა­რე­ე­ბის­თვის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ბევრ ადა­მი­ან­თან აქვს კავ­ში­რი.. სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო რო­დე­საც ვინ­მეს კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი აქვს. შე­საძ­ლე­ბე­ლია იმან და­ა­ინ­ფი­ცი­როს სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა ლინ­ზებს, ლინ­ზის მუდ­მი­ვი მოხ­სნა-გა­კე­თე­ბის დროს ხდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბა. უბ­რა­ლოდ, რაც ნაკ­ლე­ბად მი­ი­ტან სა­ხეს­თან ხელს, მით უკე­თე­სი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკო
2

ნიკოტინი და კორონა ერთმანეთს ეჯიბრებიან და ხან ერთი ჯობნის და ხან მეორე ფილტვების მოსპობაში

დათო
10

ბენდენა მომეწონა ძალიან.. ავათ რომ ხარ და ექიმი ასეთი ბენდენით მოვა კაია )) მიეჩვევი მაინც თუ ვერ გადაგარჩენს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე

შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე

საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების ონლაინ გაყიდვა აკრძალა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც მეცნიერების გარკვეულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ თამბაქოს მწეველები კორონავირუსს უკეთესად უმკლავდებიან, მოსახლეობამ თამბაქოს ჭარბი რაოდენობით შეძენა დაიწყო, რის გამოც მის გაყიდვაზე ზომების მიღება აუცილებელი გახდა.

საფრანგეთის ხელისუფლება განმარტავს, რომ ახლა მათი მიზანია დამატებითი კვლევები ჩაატარონ და საბოლოოდ დაადგინონ შესაძლებელია თუ არა თამბაქოს მეშვეობით კორონავირუსის დამარცხება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პარიზის საავადმყოფოს მეცნიერების ჯგუფმა განაცხადა, რომ პაციენტები, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ კორონავირუსს უკეთესად უმკლავდებიან

როგორც გაირკვა, საუბარია ნიკოტინის პლასტერზე, რომელსაც ზოგადად სიგარეტისთვის თავის დასანებებლად იყენებენ. როგორც AMBEBI.GE-ს საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა რევაზ ბოჭორიშვილმა განუცხადა, ნიკოტინის პლასტირის გამოყენებით კორონავირუსით ინფიცირებულებზე პარიზში კვლევას მალე დაიწყებენ.

- თამბაქოს შესახებ ეს კვლევა მეც ვნახე... დაკვირვებაა, რომ დაავადებულთა შორის მწეველი ცოტაა. მაგრამ ისიც წერია იქვე, რომ მწეველებში კორონავირუსი მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. რატომ "იცავს" მწეველებს? ამაზე პასუხი გაურკვეველია. ახლა იწყებენ კვლევას პარიზში, ნიკოტინის პლასტირის გამოყენებით. ისევ და ისევ მხოლოდ ჰიპოთეზაა. და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები წელიწადში 75 000 ადამიანს კლავს (საფრანგეთში).

- ნიკოტინის პლასტირი კორონასგან დასაცავად?

- დიახ, დასაცავად ან სამკურნალოდ... ჯანმრთელებზე, საშუალო და მძიმე რეანიმაციაში მყოფ პაციენტებზე იწყება კვლევა პიტიე სალპეტრიერის კლინიკაში. ბოლო დროს იმდენი რამე იცადა სამკურნალოდ და ჯერჯერობით არაფერია რეალური. წყალწაღებულისა და ხავსის ამბავი მახსენდება. ვნახოთ რა იქნება.

- ბატონო რეზო, აქვე გკითხავთ, თქვენს მიერ გამოქვეყნებულ დღევანდელ პოსტზეც, სადაც ეწერა, რომ კორონავირუსის დროს თვალის ლინზების ტარება სახიფათოა...

- ზოგადად, როგორც ბოლო კვლევებით აღმოჩნდა, თვალების დაცვა სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ექიმებისთვის, მოლარეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბევრ ადამიანთან აქვს კავშირი.. სიფრთხილეა საჭირო როდესაც ვინმეს კონიუქტივიტი აქვს. შესაძლებელია იმან დააინფიციროს სხვა. რაც შეეხება ლინზებს, ლინზის მუდმივი მოხსნა-გაკეთების დროს ხდება ინფიცირება. უბრალოდ, რაც ნაკლებად მიიტან სახესთან ხელს, მით უკეთესი.