მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაართვეს თავი ონლაინსწავლებას ქართულმა უნივერსიტეტებმა
როგორ გაართვეს თავი ონლაინსწავლებას ქართულმა უნივერსიტეტებმა

COVID19-ის გავ­რცე­ლე­ბის გამო მსოფ­ლი­ოს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა მო­უ­წია. ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც 98 ქვე­ყა­ნაა გან­ხი­ლუ­ლი, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა და გა­ნათ­ლე­ბის უწყვე­ტი პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პო­ზი­ტი­უ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა OECD-ის ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ტი­ურ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და სე­მესტრს ჩა­ვარ­დნის საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

OECD-ის ან­გა­რიშ­ში შე­ფა­სე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი რო­გო­რი­ცაა:

  • პრო­ექ­ტი „ტე­ლეს­კო­ლა“, რომ­ლის ტრანსლი­რე­ბა 30 მარ­ტი­დან და­ი­წყო. დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ამ პრო­ექ­ტით სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე იზ­რუ­ნა.
  • შექ­მნა Microsoft Office 365-ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 600 000 მოს­წავ­ლის, 55 000 მას­წავ­ლებ­ლი­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის.
  • Microsoft TEAMS-ის პლატ­ფორ­მა­ზე გა­მო­ი­ყო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საკ­ლა­სო ოთა­ხი ყვე­ლა სკო­ლის ყვე­ლა კლა­სი­სა და სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნის­თვის.
  • სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რა­ი­ონ­ში შე­იქ­მნა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო სივ­რცე­ე­ბი, რომ­ლებ­შიც „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მო­ხა­ლი­სე ექ­სპერ­ტე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლებ­ლებს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლე­ბის ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ზე გა­დას­ვლის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი იყო, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს კი აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­უ­წი­ათ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ­და­დე­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 16 მარ­ტი­დან მხო­ლოდ ერ­თე­ულ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა შეძ­ლეს სრუ­ლად ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა. მათ შო­რის პირ­ვე­ლი იყო ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის ერ­თა­დერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ზე სრუ­ლად გა­და­იყ­ვა­ნა არა მხო­ლოდ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, არა­მედ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სი და პრო­ექ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თა სე­მესტრი.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა 2 მარტს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სე­მესტრი 16 მარტს სრულ­ფა­სოვ­ნად და­ი­წყო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცე­სი კი, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად უხარ­ვე­ზოდ გან­ხორ­ცი­ელ­და, ასე­თი იყო:

2 მარ­ტი

2 მარ­ტი­დან 16 მარ­ტამ­დე ჩა­ტარ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი და მოწ­ვე­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის ტრე­ნინ­გე­ბი, სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და ყვე­ლა ლექ­ცია და სე­მი­ნა­რი, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, რომ არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აღ­მო­ფხვრი­ლი­ყო და 16 მარ­ტი­დან სწავ­ლა უპ­რობ­ლე­მოდ და­წყე­ბუ­ლი­ყო. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა ონ­ლა­ინ მო­დე­რა­ტორ­თა დიდი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე ამოქ­მედ­და და სრულ კონ­ტროლს უწევს თი­თო­ე­უ­ლი ლექ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ტექ­ნი­კურ და სხვა მხა­რე­ებს.

16 მარ­ტი

სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლა და­ი­წყო სრულ­ფა­სოვ­ნად. თი­თო­ე­უ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 120მდე ლექ­ტო­რი, 200–ზე მეტ ჯგუფ­ში, 83 სა­გან­ში ტარ­დე­ბა ლექ­ცი­ე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი, რომ­ლებ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სტუ­დენ­ტი ეს­წრე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, BTU-მ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი აა­მოქ­მე­და. სერ­ვი­სებს შო­რი­საა: კა­რი­ე­რუ­ლი ცენ­ტრის, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის, ბიბ­ლი­ო­თე­კის, კვლე­ვი­თი ცენ­ტრის, პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის და სხვა ერ­თე­უ­ლე­ბის გეგ­მი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ისი­ნი კი არ გა­უქ­მდა, არა­მედ სწავ­ლის მსგავ­სად დის­ტან­ცი­უ­რად გაგ­რძელ­და.

23 მარ­ტი

BTU-მ და­ი­წყო დის­ტან­ცი­უ­რი ონ­ლა­ინ სე­სი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სე­სი­ე­ბი მე­წარ­მე­ო­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აერ­თი­ა­ნებს ვი­დეო ბლო­გებს, ავა­ტა­რის ლექ­ცი­ებს, ელექტრო­ნულ რი­დე­რებს და პოდ­ქას­თებს. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დის­ტან­ცი­უ­რი სე­სი­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის უსას­ყიდ­ლოდ. სტარ­ტაპ სე­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი, სა­მო­ტი­ვა­ციო სპი­კე­რე­ბი და ტრე­ნე­რე­ბი.

30 მარ­ტი

უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრმა აა­მოქ­მე­და მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის და სტარ­ტა­პე­ბის უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ონ­ლა­ინ სის­ტე­მა. მოკ­ლე დრო­ში ციფ­რულ ტრანსფორ­მა­ცი­ას­თან, ელექტრო­ნულ ვაჭ­რო­ბას­თან და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და 30–ზე მეტ კომ­პა­ნი­ას, ბიზ­ნე­სის ონ­ლა­ინ მარ­თვის ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­და 118 სტარ­ტა­პერს, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის და გა­ყიდ­ვე­ბის ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­და 63 სტარ­ტაპს. და­ი­გეგ­მა ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი 100–ზე მეტი მო­ნა­წი­ლის­თვის. გა­ი­მარ­თა ონ­ლა­ინ სტარ­ტაპ ბუთ­ქემ­ფი, გა­მარ­ჯვე­ბულ­მა სტარ­ტა­პებ­მა მი­ი­ღეს ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბი. შედ­გა ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის ინ­ვეს­ტო­რე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა მსხვილ და წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თულ სტარ­ტა­პებ­თან, რო­მელ­თაც შო­რის, მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან და­ფი­ნან­სე­ბას მოკ­ლე დრო­ში მო­ი­პო­ვებს შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი.

10 აპ­რი­ლი

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი მო­წყვლა­დი ჯგუ­ფის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტე­ბი უსას­ყიდ­ლოდ სწავ­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ამოქ­მედ­და. სწავ­ლის პრო­ცეს­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, უკვე 10 მარ­ტი­დან, კომ­პა­ნია LAB და სხვა პარტნი­ო­რე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში BTU-ს გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დნენ.

12 აპ­რი­ლი

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრმა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი და­საქ­მე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი ფო­რუ­მი გა­მარ­თა, სა­დაც მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო პო­ზი­ცი­ე­ბი იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფო­რუმ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი ჩა­ერ­თნენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასე­უ­ლო­ბით სტუ­დენ­ტმა მი­ი­ღო, რო­მელ­თაც შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო სა­მუ­შაო პო­ზი­ცი­ე­ბი და­კარ­გეს. კა­რი­ე­რულ­მა ცენ­ტრმა აგ­რეთ­ვე და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ფრი­ლან­სინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო პო­ზი­ცი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

16 აპ­რი­ლი

ჩა­ტარ­და ღია ვე­ბი­ნა­რი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვე­ბი­ნარ­ზე შემ­დეგ თე­მებ­ზე ისა­უბ­რეს: კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, გა­დაჭ­რის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი; შეღ­წე­ვა­დო­ბის აღ­მო­ჩე­ნის და რე­ა­გი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი; უსაფრ­თხო­ე­ბის მოვ­ლე­ნე­ბი და ინ­ცი­დენ­ტე­ბი, მო­ნი­ტო­რინ­გის და მარ­თვის გზე­ბი; MS Windows ლო­გე­ბი; ინ­ცი­დენ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი; Brute-force თავ­დას­ხმის აღ­მო­ჩე­ნა-აღ­მო­ფხვრა; ქსე­ლის ტრა­ფი­კის ანა­ლი­ზი.

20 აპ­რი­ლი

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ამოქ­მედ­და სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პროგ­რა­მა მე­ნე­ჯმენ­ტის, ფი­ნან­სე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იღებს ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

21 აპ­რი­ლი

გა­ე­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ მსოფ­ლიო კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის და ინო­ვა­ცი­ე­ბის დღეს, BTU მი­იწ­ვი­ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, მე­წარ­მე ქა­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ონ­ლა­ინ კურ­სი შე­ი­მუ­შა­ვა, სა­დაც ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა უფა­სოდ, ნე­ბის­მი­ე­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის ის­წავ­ლე­ბა. და­ი­გეგ­მა ქალ­თა კო­დინ­გის სკო­ლის მე­ო­რე, დის­ტან­ცი­უ­რი ეტა­პიც.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, რომ ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის და პრო­ექ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცეს­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. დღეს, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ევ­რსი­ტეტ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე–7 კვი­რა სრულ­დე­ბა და უნი­ვე­რის­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ პრო­ცე­სი გეგ­მი­უ­რად, უხარ­ვე­ზოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა ყვე­ლა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა ეს მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ნა­წილს გარ­კვე­უ­ლი საგ­ნე­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ზე გა­და­ტა­ნა გა­უ­ჭირ­და. მე­ო­რე ნა­წილს კი, რომ­ლებ­მაც სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მის და­ნერგვა შეძ­ლეს, სტუ­დენ­ტე­ბის სხვა სერ­ვი­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

ასეთი ბრიყვი მინისტრი განათლებას ჯერ არ ჰყოლია, დიახთ!

mzirali
0

კარგია რომ ამ უნივერსიტეტმა ეს განხორციელა მაგრამ სხვა უმაღლესმა სასწვლებლებმაც შეძლეს ეს და საკმაოდ კარგადაც ასე რომ ქების სიტყვებიც მათაც ეკუთვნის და არამარტო ერთმა ცალკე აღებულ უნივერსიტეტმაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ გაართვეს თავი ონლაინსწავლებას ქართულმა უნივერსიტეტებმა

როგორ გაართვეს თავი ონლაინსწავლებას ქართულმა უნივერსიტეტებმა

COVID19-ის გავრცელების გამო მსოფლიოს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოუწია. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 98 ქვეყანაა განხილული, თუ როგორ მოახერხეს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. აღნიშნულ კვლევაში საქართველოში გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად არის შეფასებული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის ანგარიშში საქართველოს პოზიტიურ პოზიციონირებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი გამართულად მიმდინარეობს და სემესტრს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება.

OECD-ის ანგარიშში შეფასებულია ქვეყანაში განხორციელებული პროექტები როგორიცაა:

  • პროექტი „ტელესკოლა“, რომლის ტრანსლირება 30 მარტიდან დაიწყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პროექტით საქართველოს განათლების სისტემამ დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობაზე იზრუნა.
  • შექმნა Microsoft Office 365-ის სამომხმარებლო ანგარიში საქართველოს საჯარო სკოლების დაახლოებით 600 000 მოსწავლის, 55 000 მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისთვის.
  • Microsoft TEAMS-ის პლატფორმაზე გამოიყო ვირტუალური საკლასო ოთახი ყველა სკოლის ყველა კლასისა და სასწავლო დისციპლინისთვის.
  • საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით მასწავლებლებს დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.

სახელმწიფოს ჩართულობა სკოლების ონლაინ სწავლების ფორმატზე გადასვლის პროცესში აქტიური იყო, უნივერსიტეტებს კი აღნიშნულის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწიათ. ოფიციალურად გამოცხადებული არდადეგების დასრულების შემდეგ, 16 მარტიდან მხოლოდ ერთეულმა უნივერსიტეტებმა შეძლეს სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. მათ შორის პირველი იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ონლაინ ფორმატზე სრულად გადაიყვანა არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ უნივერსიტეტში მოქმედი ყველა სტუდენტური სერვისი და პროექტი და შესაბამისად, სრულყოფილად წარმართა სემესტრი.

უნივერსიტეტში სწავლა 2 მარტს უნდა დაწყებულიყო. თუმცა არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სემესტრი 16 მარტს სრულფასოვნად დაიწყო. უნივერსიტეტის ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესი კი, რომელიც ფაქტობრივად უხარვეზოდ განხორციელდა, ასეთი იყო:

2 მარტი

2 მარტიდან 16 მარტამდე ჩატარდა ადმინისტრაციული თანამშრომლების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ტრენინგები, სატესტო რეჟიმში ჩატარდა ყველა ლექცია და სემინარი, სტუდენტებისა და ლექტორების აქტიური ჩართულობით, რომ არსებული ხარვეზები აღმოფხვრილიყო და 16 მარტიდან სწავლა უპრობლემოდ დაწყებულიყო. ამავე პერიოდში უნივერსიტეტში შეიქმნა ონლაინ მოდერატორთა დიდი ჯგუფი, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ბაზაზე ამოქმედდა და სრულ კონტროლს უწევს თითოეული ლექციის მიმდინარეობის ტექნიკურ და სხვა მხარეებს.

16 მარტი

საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებზე სწავლა დაიწყო სრულფასოვნად. თითოეული კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესში ჩართულია 120მდე ლექტორი, 200–ზე მეტ ჯგუფში, 83 საგანში ტარდება ლექციები და სემინარები, რომლებსაც უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ესწრება.

პარალელურად, BTU-მ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის დისტანციური სერვისები აამოქმედა. სერვისებს შორისაა: კარიერული ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის, პროექტების მართვის და სხვა ერთეულების გეგმიური აქტივობები. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ისინი კი არ გაუქმდა, არამედ სწავლის მსგავსად დისტანციურად გაგრძელდა.

23 მარტი

BTU-მ დაიწყო დისტანციური ონლაინ სესიების ჩატარება. სესიები მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებს და პოდქასთებს. პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ. სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.

30 მარტი

უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრმა აამოქმედა მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების უფასო კონსულტაციების ონლაინ სისტემა. მოკლე დროში ციფრულ ტრანსფორმაციასთან, ელექტრონულ ვაჭრობასთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდა 30–ზე მეტ კომპანიას, ბიზნესის ონლაინ მართვის ტრენინგი ჩაუტარდა 118 სტარტაპერს, ციფრული მარკეტინგის და გაყიდვების ტრენინგი ჩაუტარდა 63 სტარტაპს. დაიგეგმა ელექტრონული კომერციის საერთაშორისო პლატფორმების ტრენინგები 100–ზე მეტი მონაწილისთვის. გაიმართა ონლაინ სტარტაპ ბუთქემფი, გამარჯვებულმა სტარტაპებმა მიიღეს ფულადი ჯილდოები. შედგა ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების დისტანციური შეხვედრა მსხვილ და წარმატებულ ქართულ სტარტაპებთან, რომელთაც შორის, მრავალმილიონიან დაფინანსებას მოკლე დროში მოიპოვებს შერჩეული კანდიდატი.

10 აპრილი

უნივერსიტეტში არსებული მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებისთვის, ინტერნეტპაკეტები უსასყიდლოდ სწავლის დაწყებისთანავე ამოქმედდა. სწავლის პროცესში შეუფერხებლად ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უკვე 10 მარტიდან, კომპანია LAB და სხვა პარტნიორები აღნიშნული სოციალური ინიციატივის ფარგლებში BTU-ს გარშემო გაერთიანდნენ.

12 აპრილი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა საქართველოში პირველი დასაქმების დისტანციური ფორუმი გამართა, სადაც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციები იქნა წარმოდგენილი. ფორუმში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ჩაერთნენ, მონაწილეობა ასეულობით სტუდენტმა მიიღო, რომელთაც შექმნილი გარემოებების გამო სამუშაო პოზიციები დაკარგეს. კარიერულმა ცენტრმა აგრეთვე დაიწყო ინტენსიური ტრენინგების ჩატარება ფრილანსინგის მიმართულებით, რომელიც სახლიდან გაუსვლელად, მაღალანაზღაურებადი სამუშაო პოზიციების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.

16 აპრილი

ჩატარდა ღია ვებინარი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ვებინარზე შემდეგ თემებზე ისაუბრეს: კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და პრობლემები, გადაჭრის საშუალებები; შეღწევადობის აღმოჩენის და რეაგირების პრინციპები; უსაფრთხოების მოვლენები და ინციდენტები, მონიტორინგის და მართვის გზები; MS Windows ლოგები; ინციდენტების მონიტორინგი; Brute-force თავდასხმის აღმოჩენა-აღმოფხვრა; ქსელის ტრაფიკის ანალიზი.

20 აპრილი

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ამოქმედდა სტუდენტთა საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამა მენეჯმენტის, ფინანსების და ტექნოლოგიების მიმართულებით. ყველა დაინტერესებული კანდიდატი ინდივიდუალურად იღებს ონლაინ კონსულტაციას.

21 აპრილი

გაეროს ინიციატივით გამართულ მსოფლიო კრეატიულობის და ინოვაციების დღეს, BTU მიიწვიეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. უნივერსიტეტმა, მეწარმე ქალებისთვის სპეციალური ონლაინ კურსი შეიმუშავა, სადაც ფინანსების მართვა უფასოდ, ნებისმიერი ბენეფიციარისთვის ისწავლება. დაიგეგმა ქალთა კოდინგის სკოლის მეორე, დისტანციური ეტაპიც.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ აქტივობების და პროექტებისა, რომელიც ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესში განხორციელდა. დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნიევრსიტეტში დისტანციური სწავლების მე–7 კვირა სრულდება და უნივერისტეტში აცხადებენ, რომ პროცესი გეგმიურად, უხარვეზოდ მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ყველა მათგანმა მოახერხა, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ნაწილს გარკვეული საგნების ონლაინ ფორმატზე გადატანა გაუჭირდა. მეორე ნაწილს კი, რომლებმაც სწავლების დისტანციური რეჟიმის დანერგვა შეძლეს, სტუდენტების სხვა სერვისებით უზრუნველყოფა ვეღარ მოახერხეს.

კრიზისი და თქვენი ტვინი

სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

ესთეტიკური გინეკოლოგია- ინტიმურ ზონაში პრობლემების გამოსწორების თანამედროვე მეთოდი