მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე
"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში ამ ეტაპ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი საკ­მა­რი­სია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და მათი გამ­კაც­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს.

ამის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძემ გო­რის ჰოს­პი­ტალ­თან ისა­უბ­რა, სა­დაც არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გა­ეც­ნო.

"ამ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი საკ­მა­რი­სია, რად­გან ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სცე­ნა­რი არ არის დრა­მა­ტუ­ლი, არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო, ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ფონ­ზეც, ამი­ტომ შემ­დგო­მი გამ­კაც­რე­ბა არ მი­მაჩ­ნია სა­ჭი­როდ.

თუმ­ცა, თუ ად­გი­ლი ექნა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, რო­გორ­საც მარ­ნე­ულ­ში ჰქონ­და ად­გი­ლი და თუ ძა­ლით მო­ვინ­დო­მეთ, რომ ეს ძლივს მიღ­წე­უ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცია ჩვე­ნი­ვე ხე­ლით და­ვან­გრი­ოთ სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­რო შეკ­რე­ბე­ბით ცალ­კე­ულ ად­გი­ლებ­ზე, მა­შინ დად­გე­ბა გამ­კაც­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დღის წეს­რიგ­ში. ამი­ტომ, და­ვიც­ვათ ეს შე­და­რე­ბით რბი­ლი წე­სე­ბი, რომ მათი გამ­კაც­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დად­გეს!" - გა­ნა­ცხა­და ინ­ფექ­ცი­უ­რის დი­რექ­ტორ­მა.

მან­ვე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას ერთი კოვ­ზით ზი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მო­საზ­რე­ბის შე­სა­ხებ:

"ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ცია, ყვე­ლა მა­ინც გა­მოვ­დი­ვართ იქე­დან, რომ ეს მა­ინც სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა და პა­ტივს ვცემთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის ვა­ფიქ­სი­რებ­დი და ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს პო­ზი­ცი­ას რომ, სა­ერ­თო კოვ­ზით ზი­ა­რე­ბა შე­ი­ცავს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კებს და მას რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა არ სჭირ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ვერ უპა­სუ­ხებს კი­თხვას, არის თუ არა სა­ერ­თო კოვ­ზით ზი­ა­რე­ბა სა­რის­კო ან უსაფრ­თხო Covid-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით, რად­გან ამას "მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა" სჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
55

კიდევ ეკლესია, სანამ უფალი არ დაუშვებს სასჯელს მოკლედ რა:( კიდევ ზიარება!!! ამდენი საუკუნე ეზიარება ჩვენი წინაპარი დღემდე და ჩვენი სახსენებელი არ უნდა ყოფილიყო!!! უფალი გვეწევა ერს და მადლობა უფალს..

 

 

თერძი ბესო
22

აუჰ, არ გაიფუჭა გაპიარებული თავი ?! )))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე

"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ამ ეტაპზე დაწესებული შეზღუდვები საკმარისია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მათი გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

ამის შესახებ ცერცვაძემ გორის ჰოსპიტალთან ისაუბრა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო.

"ამ ეტაპზე მიღებული ზომები საკმარისია, რადგან ამჟამად საქართველოში დაავადების გავრცელების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო, ევროპისა და ამერიკის ფონზეც, ამიტომ შემდგომი გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ.

თუმცა, თუ ადგილი ექნა უპასუხისმგებლობების გამოვლინებებს, როგორსაც მარნეულში ჰქონდა ადგილი და თუ ძალით მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ სრულიად არასაჭირო შეკრებებით ცალკეულ ადგილებზე, მაშინ დადგება გამკაცრების აუცილებლობა დღის წესრიგში. ამიტომ, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დადგეს!" - განაცხადა ინფექციურის დირექტორმა.

მანვე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძის მოსაზრების შესახებ:

"ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველა მაინც გამოვდივართ იქედან, რომ ეს მაინც სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას რომ, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიას განუცხადა, რომ ვერ უპასუხებს კითხვას, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით, რადგან ამას "მეცნიერული კვლევა" სჭირდება.

რძის პროდუქტები, რომლებშიც რძე არ აღმოჩნდა - თბილისის მაღაზიებში ჩატარებული კვლევის შედეგები

"გიგა ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჭიდაობის ფედერაცია

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს