მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ პრეპარატს ასახელებს, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს
თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ პრეპარატს ასახელებს, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს

ვფიქ­რობ იმა­ში, რომ ძა­ლი­ან მძი­მე და ხან­დაზ­მუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი არ მიგ­ვყავ­და მარ­თვი­თი სუნ­თქვის სა­ჭი­რო­ე­ბამ­დე და მა­ნამ­დე ხდე­ბო­და მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა, აქაც ერთ-ერთი დამ­სა­ხუ­რე­ბა სწო­რედ პრე­პა­რატ „პლაქ­ვე­ნილს“ ეკუთ­ვნის, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თვი­თი სუნ­თქვა 408 ავად­მყო­ფი­დან სულ 11-ს დას­ჭირ­და.

"აგ­რეთ­ვე მინ­და ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სუ­ლაც არ არის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ „პლაქ­ვე­ნილ­ზე“. ჩვენ დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნეთ პრე­პა­რა­ტი "ტო­ცი­ნი­ზუ­მა­ბი" მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ეს ძა­ლი­ან ძლი­ერ­მოქ­მე­დი მე­დი­კა­მენ­ტია და მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ინიშ­ნე­ბა.

ჩვენ სის­ტე­მა­ტი­უ­რად ვართ ყვე­ლა სი­ახ­ლის საქ­მის კურ­სში და ვცდი­ლობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ნერ­გოთ ნე­ბის­მი­ე­რი ინო­ვა­ცია, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი თუ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი.

იცით, რომ ვმუ­შა­ობთ კო­ვი­დის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ავად­მყო­ფის პლაზ­მის გა­დას­ხმა­ზე, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე," - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტყუ­ი­ლია ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს „პლაქ­ვე­ნილს“ უსიმპტო­მო, ჯან­მრთელ პა­ცი­ენ­ტებ­ზე და საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ იყე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველო
0

ასეთ დროს ახლა ექიმების დაპირისპირება გვაკლია სრული ბედნიერებისთვის პოლიტიკოსების გვაკლია რა.

კარგ საქმეს აკეთებთ და გააგრძელეთ გადაარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე

ყველას თავისი მოეკითხება შესაბამის დროს

 

ლულუ
1

ბატონო თენგიზ დამშვიდდით , თქვენ ისეთი პროფესიონალი ბრძანდებით არ არის საჭირო ვიღაც უთავმოყვარეო ხალხს თუნდაც პასუხი გასცეთ, არ მიაქციოთ ყურადღება ფინიების ყეფას, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა თქვენ, გვეიმედებით და გვეამაყებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ პრეპარატს ასახელებს, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს

თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ პრეპარატს ასახელებს, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს

ვფიქრობ იმაში, რომ ძალიან მძიმე და ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვითი სუნთქვის საჭიროებამდე და მანამდე ხდებოდა მათი გამოჯანმრთელება, აქაც ერთ-ერთი დამსახურება სწორედ პრეპარატ „პლაქვენილს“ ეკუთვნის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მართვითი სუნთქვა 408 ავადმყოფიდან სულ 11-ს დასჭირდა.

"აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ „პლაქვენილზე“. ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი "ტოცინიზუმაბი" მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ.

ეს ძალიან ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება.

ჩვენ სისტემატიურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში და ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც გამოჩნდება, იქნება ეს ახალი მედიკამენტი თუ მკურნალობის მეთოდი.

იცით, რომ ვმუშაობთ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს „პლაქვენილს“ უსიმპტომო, ჯანმრთელ პაციენტებზე და საპროფილაქტიკოდ იყენებენ.

"მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა

"სასიამოვნოდ მიკვირს, რომ მედიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ღმერთი იფარავთ და არ ინფიცირდებიან" - თენგიზ ცერცვაძე