სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს
როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს

ა.წ. 17 აპ­რილს ბ-ნმა ზუ­რაბ გუ­რულ­მა, რო­მე­ლიც სა­ე­ქი­მო მოღ­ვა­წე­ო­ბას აშშ-ში ეწე­ვა, გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც კრი­ტი­კუ­ლად მო­იხ­სე­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­პა­რატ "პლაქ­ვე­ნი­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და.

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბ-ნი ზუ­რა­ბი მა­ნამ­დეც აქ­ვეყ­ნებ­და ტენ­დენ­ცი­ურ პოს­ტებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, პო­ლი­ტი­კურ სპექტრზე, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე და სხვ.; ასე მა­გა­ლი­თად, ა.წ. 14 აპ­რი­ლის პოს­ტში იგი სი­ტყვა-სი­ტყვით წერს „კო­რო­ნაკ­რი­ზის­მა სა­ოც­რად ეფექ­ტუ­რი ლუსტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა არა­მარ­ტო ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრე­ბის, არა­მედ ქვეყ­ნის შიდა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის და რაც მთა­ვა­რია იდე­ო­ლო­გი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გახ­რწნის ხა­რის­ხის, ფა­რი­სევ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მსოფ­ლი­ო­სათ­ვის კო­რო­ნა ყვე­ლა­ზე დიდი ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის კი კო­რო­ნა მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა“. ვფიქ­რობთ, კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია.

„ჩვენ კო­ლე­გი­ა­ლუ­რი პა­ტი­ვის­ცე­მის გამო თავს ვი­კა­ვებ­დით პა­სუ­ხი­სა­გან, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მარ­თლა ჩათ­ვა­ლოს, რომ ის რა­საც ბ-ნი ზუ­რა­ბი ამ­ბობს, სი­მარ­თლეა. ამი­ტომ გა­დავ­წყი­ტეთ გვე­პა­სუ­ხა. ამას­თან, ჩვენ მხო­ლოდ ა.წ. 17 აპ­რი­ლის პოსტზე გა­ვა­კე­თებთ კო­მენ­ტარს.

რა­საც ბ-ნი ზუ­რა­ბი წერს, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პი­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­მა­გო­გია, რო­მე­ლიც ამას­თან არა­ერთ ფაქ­ტობ­რივ ტყუ­ილ­საც შე­ი­ცავს.

თა­ვის პოს­ტში ბ-ნი ზუ­რა­ბი სი­ტყვა-სი­ტყვით ამ­ბობს, რომ თით­ქოს ქარ­თუ­ლი პრო­ტო­კო­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს "პლაქ­ვე­ნი­ლის" და­ნიშ­ვნას უსიმპტო­მო, ჯან­მრთე­ლი COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თა CT (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­მა) ნორ­მა­ლუ­რია და რომ „ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია“. ის ასე­ვე ამ­ბობს, რომ "პლაქ­ვე­ნილს" არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არა აქვს საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და რომ უსიმპტო­მო COVID-19-ს მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა.

ცალ­სა­ხად ვა­ცხა­დებთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი 100%-ით ფაქ­ტობ­რი­ვი ტყუ­ი­ლი და გა­მიზ­ნუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა. ბ-ნი გუ­რუ­ლი ტყუ­ის და თან უსინ­დი­სოდ. კერ­ძოდ:

ჩვენს პრო­ტო­კოლ­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ და ცალ­სა­ხად წე­რია, რომ უსიმპტო­მო COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბი "პლაქ­ვე­ნი­ლით" მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ და "პლაქ­ვე­ნი­ლი" ინიშ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო, მძი­მე და ძა­ლი­ან მძი­მე (კრი­ტი­კუ­ლი) მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მქო­ნე COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში და ისიც მკაც­რად ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. იქვე ასე­ვე ცალ­სა­ხად წე­რია, რომ „კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა COVID-19-ის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ“ და ა.შ.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლის სის­წო­რე­ში შე­იძ­ლე­ბა დარ­წმუნ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი, ვინც გა­ეც­ნო­ბა COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის ქარ­თულ პრო­ტო­კოლს, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი ცენ­ტრის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დებ­ზე და ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ბუ­ნებ­რი­ვია, ის­მე­ბა კი­თხვა - რა­ტომ დას­ჭირ­და ბ-ნ გუ­რულს, რო­მელ­მაც იმე­დი გვაქვს წერა-კი­თხვა იცის „თეთრზე შა­ვის“ თქმა? ვფიქ­რობთ, კო­მენ­ტა­რი აქაც ზედ­მე­ტია.

ცნო­ბის­თვის აშშ-ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­უ­და­რებ­ლად უფრო ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნაა და გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ე­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა აქვს, ა.წ. 20 აპ­რი­ლის­თვის COVID-19-ით 770,564 ავად­მყო­ფია და მათ­გან 41,114 გარ­დაც­ვლი­ლი (5,3%), ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით სულ 399 ავად­მყო­ფია და მათ­გან მხო­ლოდ 4 გარ­დაც­ვლი­ლი (1%). სხვა გათ­ვლე­ბით აშშ-ში ყო­ველ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე COVID-19-ის­გან 125 გარ­დაც­ვლი­ლი ავად­მყო­ფია, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე - მხო­ლოდ 1 გარ­დაც­ვლი­ლი. კი­დევ სხვა გათ­ვლით - სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 გარ­დაც­ვლი­ლის ასა­კი 73, 79, 81 და 86 წე­ლია, მა­შინ რო­დე­საც აშშ-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გარ­დაც­ვლილ­თა 20% არის 20-64 წლამ­დე ასა­კის. სა­ინ­ტე­რე­სოა, რით ახ­სნი­ან ამას ბ-ნი გუ­რუ­ლი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და ხომ არ სჯობს ბ-ნმა გუ­რულ­მა თა­ვი­სი „მდი­და­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა“ იმ ქვე­ყა­ნა­ში მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ახ­მა­როს, სა­დაც ის საქ­მი­ა­ნობს.

აქვე გვინ­და ვუ­პა­სუ­ხოთ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ მო­სა­ლოდ­ნელ რეპ­ლი­კას: „რა, თქვენ აშშ-ს ედ­რე­ბით და მას­ზე უკე­თე­სე­ბი ხართ?“ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არა. აშშ ჩვენ­ზე შე­უ­და­რებ­ლად ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნაა და ჩვენ­ზე უკე­თე­სი ჯან­დაც­ვაც აქვს, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად COVID-19-ის ეპი­დე­მი­ის სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რად უკე­თე­სია და მთე­ლი მსოფ­ლიო ასე თვლის. ცნო­ბის­თვის, გავ­ლე­ნი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Foreign Policy სა­ქარ­თვე­ლოს ასა­ხე­ლებს COVID-19-თან ბრძო­ლა­ში მსოფ­ლი­ო­ში ხუთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვე­ყა­ნას შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვებს COVID-19-თან ბრძო­ლა­ში ცალ­სა­ხად მა­ღალ შე­ფა­სე­ბებს აძ­ლე­ვენ ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მსოფ­ლი­ოს მთე­ლი რიგი ქვეყ­ნე­ბი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. აშშ-ს და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს უპი­რო­ბო ლი­დე­რი - ექ­სპერ­ტი COVID-19-ის დარ­გში პრო­ფე­სო­რი Anthony Fauci, რო­მელ­თა­ნაც 20 წლის ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს, ა.წ. 15 აპ­რილს ჩვენს სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნილ იმე­ილ­ში სი­ტყვა-სი­ტყვით წერს I am pleased to see that Georgia has controlled the outbreak very well.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა "პლაქ­ვე­ნი­ლის" ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას.

არა­ვის, მათ შო­რის არც ჩვენ არას­დროს უთ­ქვამს, რომ პლაქ­ვე­ნი­ლი COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. უბ­რა­ლოდ, ჩვენც და მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი თვლის, რომ ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა (შე­საძ­ლოა "რემ­დე­სი­ვი­რის" შემ­დეგ) იმ 15-ზე მეტ მე­დი­კა­მენტს შო­რის, რო­მელ­თა კვლე­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და რომ­ლე­ბიც მარ­თა­ლია ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ გან­კურ­ნე­ბას, მაგ­რამ ამ­სუ­ბუ­ქე­ბენ და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და ამ­ცი­რე­ბენ ლე­ტა­ლო­ბას. ჩვენს პრო­ტო­კოლ­შიც სი­ტყვა-სი­ტყვით ასე წე­რია. ამას­თან ისიც წე­რია, რომ COVID-19-ის ეფექ­ტი­ა­ნი სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის.

ჩვენ "პლაქ­ვე­ნილს" ჯერ კი­დევ ა.წ. თე­ბერ­ვლი­დან ვი­ყე­ნებთ და რო­გორც შე­დე­გებ­მა უჩ­ვე­ნა, წარ­მა­ტე­ბით. ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე „მარ­სე­ლის უსუ­სუ­რი, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი პრო­ტო­კო­ლის“ (ბ-ნი გუ­რუ­ლის სი­ტყვე­ბით) გარ­და, და­ა­დას­ტუ­რა აშშ FDA-ის ა.წ. 28 მარ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რო­მელ­მაც კვლე­ვა­ში მყო­ფი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­დან რე­კო­მენ­და­ცია სწო­რედ "პლაქ­ვე­ნი­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბას მის­ცა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ბ-ნი გუ­რუ­ლი FDA-საც „უსუ­სურ“ და „იდე­ო­ლო­გი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გახ­რწნილ“ ინ­სტი­ტუ­ტად მი­იჩ­ნევს? აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ ბ-ნი ტრამ­პის ა.წ. 19 მარტს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც მან ყვე­ლას მო­უ­წო­და COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­წყოთ "პლაქ­ვე­ნი­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ბ-ნი ტრამ­პი ექი­მი არ არის, მაგ­რამ არ გვგო­ნია, რომ მისი მრჩევ­ლე­ბი მე­დი­ცი­ნის დარ­გში ბ-ნ გუ­რულ­ზე ნაკ­ლე­ბი კომ­პე­ტენ­ცი­ის არი­ან. "პლაქ­ვე­ნილს" ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ აგ­რეთ­ვე ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნია, და­ნია, ჩი­ნე­თი, იტა­ლია და ბევ­რი სხვ.

რაც შე­ე­ხე­ბა "პლაქ­ვე­ნი­ლის" შე­საძ­ლო ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, ჩვენ ბ-ნ გუ­რულ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობთ იმ კვლე­ვებ­საც, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით თით­ქოს არ დას­ტურ­დე­ბა "პლაქ­ვე­ნი­ლის" მა­ღა­ლი ეფექ­ტი, მაგ­რამ ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი შე­ფა­სე­ბე­ბი (და­დე­ბი­თიც და უარ­ყო­ფი­თიც) პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა იმ მე­დი­კა­მენტზე კეთ­დე­ბა, რო­მელ­თა კვლე­ვაც მთელს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სი­ახ­ლის საქ­მის კურ­სში ვართ და რო­გორც კი და­ი­დე­ბა სარ­წმუ­ნო მო­ნა­ცე­მე­ბი რო­მე­ლი­მე მე­დი­კა­მენ­ტის, მაგ. "რემ­დე­სი­ვი­რის", ან მკურ­ნა­ლო­ბის რო­მე­ლი­მე ახა­ლი მე­თო­დის სა­სარ­გებ­ლოდ, გვერ­წმუ­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ვინც ამ სი­ახ­ლეს და­ნერ­გავს და არც "პლაქ­ვე­ნილ­ზე" უა­რის თქმა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

სხვა­თა­შო­რის, ჯან­მო სწო­რედ ახლა იწყებს ოთხი მე­დი­კა­მენ­ტის, მათ შო­რის "რემ­დე­სი­ვი­რის" და იგი­ვე "პლაქ­ვე­ნი­ლის" დიდ მულ­ტი­ცენ­ტრულ კვლე­ვას (Trial), რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოც მო­ნა­წი­ლე­ობს და ესეც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბის შერ­ჩე­ვა­ში.

და ბო­ლოს, ბ-ნი გუ­რუ­ლის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ავად­მყო­ფის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით და ჩვენ არას­დროს ვყო­ფილ­ვართ მხო­ლოდ "პლაქ­ვე­ნი­ლის" იმე­დად.

ჩვენს ცენ­ტრში და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ მე­დი­კა­მენტ "ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს" (მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ინ­ტერ­ლე­ი­კინ-6-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ). ვი­ყე­ნებთ პრო­ტე­ა­ზას ინ­ჰი­ბი­ტო­რებს (ლო­პი­ნა­ვირ/რი­ტო­ნა­ვი­რი, და­რუ­ნა­ვირ/კო­ბი­ცის­ტა­ტი). უკვე ვი­ყე­ნებთ ან ვემ­ზა­დე­ბით მთე­ლი რიგი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად პლაზ­მა­ფე­რე­ზი, COVID-19-ის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის (კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის) პლაზ­მა, ოზო­ნო­თე­რა­პია და სხვ. ოღონდ ყვე­ლა­ფერს ამას ვა­კე­თებთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, ყო­ველ­მხრი­ვი ანა­ლი­ზის შემ­დეგ და FDA-ის და ევ­რო­კო­მი­სი­ის ჯან­დაც­ვის და კვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცენ­ტრი დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მუ­რი და დამ­ხმა­რე თე­რა­პი­ის მე­თო­დე­ბის და მიდ­გო­მე­ბის სრულ­ყო­ფას. ცენ­ტრი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ოქ­სი­გე­ნო­თა­რე­პი­ის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­სათ­ვის ბოლო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. ცენ­ტრი აგ­რეთ­ვე სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში სის­ხლის შემ­დე­დე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ არ­სე­ბულ ან მო­სა­ლოდ­ნელ დარ­ღვე­ვებს და ამ დარ­ღვე­ვე­ბის კო­რექ­ცი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ცენ­ტრის გა­მოც­დი­ლე­ბით ეს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვე­ნე­სი რგო­ლია COVID-19-ის პა­თო­გე­ნეზ­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში. ცენ­ტრი ყუ­რა­დღე­ბით სწავ­ლობს ე.წ. „ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის“ როლს COVID-19-ის პა­თო­გე­ნეზ­ში და მის გავ­ლე­ნას და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და მისი კო­რექ­ცი­ის გზებს, აგ­რეთ­ვე COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში ნევ­რო­ლო­გი­ურ, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, თირკმლე­ბის და სხვა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვებს.

და ბო­ლოს, ურ­წმუ­ნო­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და­დე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით ფას­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 აპ­რი­ლი­სათ­ვის სულ 402 COVID-19-ით ავად­მყო­ფია და მათ­გან მხო­ლოდ ოთხია გარ­დაც­ვლი­ლი. ამ შე­დე­გე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში 53 ქვე­ყა­ნას შო­რის 49-ე ად­გილ­ზეა და ჩვენ­ზე ნაკ­ლე­ბი ავად­მყო­ფი და გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ მხო­ლოდ ე.წ. „ჯუჯა სა­ხელ­მწი­ფო­ებს“ - ლიხ­ტენშტე­ინს, მო­ნა­კოს, ვა­ტი­კანს და მონ­ტე­ნეგ­როს.

ასე­თია სი­მარ­თლე, რომ­ლის­თვი­საც თვა­ლის გას­წო­რე­ბა ბ-ნ გუ­რულს და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან უჭირთ“, - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 127 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა აბუთიძე
129

ამხელა პასუხების წერაზე ვაცდენთ ამ კაცს?

ლიკა
195

იმის მაგიერ რომ გიხაროდეს შენი თანამემამუმელეების, ქართველი ექიმების წარმატება, პირიქით არ იცი როგორ გააქილიკო.. ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე ექიმი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს

როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს

ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბ-ნი ზურაბი მანამდეც აქვეყნებდა ტენდენციურ პოსტებს ჩვენს ქვეყანაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ჯანდაცვის სისტემაზე და სხვ.; ასე მაგალითად, ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს „კორონაკრიზისმა საოცრად ეფექტური ლუსტრირება მოახდინა არამარტო ქართული პოლიტიკური სპექტრების, არამედ ქვეყნის შიდა ინტელექტუალური პოტენციალის და რაც მთავარია იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური გახრწნის ხარისხის, ფარისევლობის მიმართულებით. მსოფლიოსათვის კორონა ყველაზე დიდი ეგზისტენციალური გამოწვევაა ამჟამად, საქართველოსათვის კი კორონა მეათეხარისხოვანი პრობლემაა“. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

„ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო თავს ვიკავებდით პასუხისაგან, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა ჩათვალოს, რომ ის რასაც ბ-ნი ზურაბი ამბობს, სიმართლეა. ამიტომ გადავწყიტეთ გვეპასუხა. ამასთან, ჩვენ მხოლოდ ა.წ. 17 აპრილის პოსტზე გავაკეთებთ კომენტარს.

რასაც ბ-ნი ზურაბი წერს, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.

თავის პოსტში ბ-ნი ზურაბი სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ თითქოს ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს "პლაქვენილის" დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის, რომელთა CT (კომპიუტერული ტომოგრამა) ნორმალურია და რომ „ეს აბსოლუტურად მიუღებელია“. ის ასევე ამბობს, რომ "პლაქვენილს" არავითარ შემთხვევაში არა აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და რომ უსიმპტომო COVID-19-ს მკურნალობა არ სჭირდება.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა. ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ:

ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები "პლაქვენილით" მკურნალობას არ საჭიროებენ და "პლაქვენილი" ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.

ზემოთ აღნიშნულის სისწორეში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი მსურველი, ვინც გაეცნობა COVID-19-ის კლინიკური მენეჯმენტის ქართულ პროტოკოლს, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ბუნებრივია, ისმება კითხვა - რატომ დასჭირდა ბ-ნ გურულს, რომელმაც იმედი გვაქვს წერა-კითხვა იცის „თეთრზე შავის“ თქმა? ვფიქრობთ, კომენტარი აქაც ზედმეტია.

ცნობისთვის აშშ-ში, რომელიც საქართველოზე ეკონომიკურად შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ა.წ. 20 აპრილისთვის COVID-19-ით 770,564 ავადმყოფია და მათგან 41,114 გარდაცვლილი (5,3%), ხოლო საქართველოში COVID-19-ით სულ 399 ავადმყოფია და მათგან მხოლოდ 4 გარდაცვლილი (1%). სხვა გათვლებით აშშ-ში ყოველ მილიონ მოსახლეზე COVID-19-ისგან 125 გარდაცვლილი ავადმყოფია, ხოლო საქართველოში ყოველ მილიონ მოსახლეზე - მხოლოდ 1 გარდაცვლილი. კიდევ სხვა გათვლით - საქართველოში 4 გარდაცვლილის ასაკი 73, 79, 81 და 86 წელია, მაშინ როდესაც აშშ-ში ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა 20% არის 20-64 წლამდე ასაკის. საინტერესოა, რით ახსნიან ამას ბ-ნი გურული და მისი თანამოაზრეები და ხომ არ სჯობს ბ-ნმა გურულმა თავისი „მდიდარი ცოდნა და გამოცდილება“ იმ ქვეყანაში მაჩვენებლების გაუმჯობესებას მოახმაროს, სადაც ის საქმიანობს.

აქვე გვინდა ვუპასუხოთ ჩასაფრებული ადამიანების ერთ მოსალოდნელ რეპლიკას: „რა, თქვენ აშშ-ს ედრებით და მასზე უკეთესები ხართ?“ კატეგორიულად არა. აშშ ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყანაა და ჩვენზე უკეთესი ჯანდაცვაც აქვს, მაგრამ კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის დაავადების კლინიკური მენეჯმენტი საქართველოში ბევრად უკეთესია და მთელი მსოფლიო ასე თვლის. ცნობისთვის, გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy საქართველოს ასახელებს COVID-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. საქართველოს მიღწევებს COVID-19-თან ბრძოლაში ცალსახად მაღალ შეფასებებს აძლევენ ჯანმო-ს ხელმძღვანელობა და მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნები და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები. აშშ-ს და მთელი მსოფლიოს უპირობო ლიდერი - ექსპერტი COVID-19-ის დარგში პროფესორი Anthony Fauci, რომელთანაც 20 წლის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ა.წ. 15 აპრილს ჩვენს სახელზე გამოგზავნილ იმეილში სიტყვა-სიტყვით წერს I am pleased to see that Georgia has controlled the outbreak very well.

ახლა რაც შეეხება "პლაქვენილის" ავკარგიანობას.

არავის, მათ შორის არც ჩვენ არასდროს უთქვამს, რომ პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, ჩვენც და მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა (შესაძლოა "რემდესივირის" შემდეგ) იმ 15-ზე მეტ მედიკამენტს შორის, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს და რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ჩვენს პროტოკოლშიც სიტყვა-სიტყვით ასე წერია. ამასთან ისიც წერია, რომ COVID-19-ის ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

ჩვენ "პლაქვენილს" ჯერ კიდევ ა.წ. თებერვლიდან ვიყენებთ და როგორც შედეგებმა უჩვენა, წარმატებით. ჩვენი არჩევანის სისწორე „მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის“ (ბ-ნი გურულის სიტყვებით) გარდა, დაადასტურა აშშ FDA-ის ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კვლევაში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია სწორედ "პლაქვენილის" გამოყენებას მისცა. საინტერესოა, ბ-ნი გურული FDA-საც „უსუსურ“ და „იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურად გახრწნილ“ ინსტიტუტად მიიჩნევს? აღარაფერს ვამბობთ ბ-ნი ტრამპის ა.წ. 19 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან ყველას მოუწოდა COVID-19-ის სამკურნალოდ დაუყოვნებლივ დაეწყოთ "პლაქვენილის" გამოყენება. მართალია, ბ-ნი ტრამპი ექიმი არ არის, მაგრამ არ გვგონია, რომ მისი მრჩევლები მედიცინის დარგში ბ-ნ გურულზე ნაკლები კომპეტენციის არიან. "პლაქვენილს" ფართოდ იყენებენ აგრეთვე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, ჩინეთი, იტალია და ბევრი სხვ.

რაც შეეხება "პლაქვენილის" შესაძლო ნაკლებ ეფექტიანობას, ჩვენ ბ-ნ გურულზე არანაკლებად ვიცნობთ იმ კვლევებსაც, რომელთა მიხედვით თითქოს არ დასტურდება "პლაქვენილის" მაღალი ეფექტი, მაგრამ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები (დადებითიც და უარყოფითიც) პრაქტიკულად ყველა იმ მედიკამენტზე კეთდება, რომელთა კვლევაც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ და როგორც კი დაიდება სარწმუნო მონაცემები რომელიმე მედიკამენტის, მაგ. "რემდესივირის", ან მკურნალობის რომელიმე ახალი მეთოდის სასარგებლოდ, გვერწმუნეთ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ სიახლეს დანერგავს და არც "პლაქვენილზე" უარის თქმა გაგვიჭირდება.

სხვათაშორის, ჯანმო სწორედ ახლა იწყებს ოთხი მედიკამენტის, მათ შორის "რემდესივირის" და იგივე "პლაქვენილის" დიდ მულტიცენტრულ კვლევას (Trial), რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ესეც დაგვეხმარება მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევაში.

და ბოლოს, ბ-ნი გურულის და მისი თანამოაზრეების საყურადღებოდ.

საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ "პლაქვენილის" იმედად.

ჩვენს ცენტრში და მთლიანად ქვეყანაში COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ წარმატებით ვიყენებთ მედიკამენტ "ტოცილიზუმაბს" (მონოკლონური ანტისხეულები ინტერლეიკინ-6-ის რეცეპტორების წინააღმდეგ). ვიყენებთ პროტეაზას ინჰიბიტორებს (ლოპინავირ/რიტონავირი, დარუნავირ/კობიცისტატი). უკვე ვიყენებთ ან ვემზადებით მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების გამოსაყენებლად, როგორიცაა მაგალითად პლაზმაფერეზი, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირების (კონვალესცენტების) პლაზმა, ოზონოთერაპია და სხვ. ოღონდ ყველაფერს ამას ვაკეთებთ ძალიან ფრთხილად, ყოველმხრივი ანალიზის შემდეგ და FDA-ის და ევროკომისიის ჯანდაცვის და კვების უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ახალი მედიკამენტების და მიდგომების დანერგვის პარალელურად, ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს დაავადების სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მეთოდების და მიდგომების სრულყოფას. ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს მძიმე პაციენტების ოქსიგენოთარეპიის ოპტიმიზაციისათვის ბოლო კვლევების შედეგების გათვალისწინებას. ცენტრი აგრეთვე სერიოზულ ყურადღებას უთმობს COVID-19-ით ავადმყოფებში სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ არსებულ ან მოსალოდნელ დარღვევებს და ამ დარღვევების კორექციას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ცენტრის გამოცდილებით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვენესი რგოლია COVID-19-ის პათოგენეზსა და მკურნალობაში. ცენტრი ყურადღებით სწავლობს ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ როლს COVID-19-ის პათოგენეზში და მის გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე და მისი კორექციის გზებს, აგრეთვე COVID-19-ით პაციენტებში ნევროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლების და სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების შემთხვევებს.

და ბოლოს, ურწმუნოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა დადებული შედეგებით ფასდება. საქართველოში 21 აპრილისათვის სულ 402 COVID-19-ით ავადმყოფია და მათგან მხოლოდ ოთხია გარდაცვლილი. ამ შედეგებით საქართველო ევროპის რეგიონში 53 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ - ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს.

ასეთია სიმართლე, რომლისთვისაც თვალის გასწორება ბ-ნ გურულს და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს ძალიან უჭირთ“, - აცხადებს ცერცვაძე.

"სუფთა სახლის" მაღაზიები მუშაობას განაახლებს

კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან, ორის წყარო დაუდგენელია

"ამერიკის 50-ვე შტატი მოვიარე... ვირუსის პერიოდში შეზღუდვა დიდად არაფერშია" - რას ყვება აშშ-ზე და როგორ ამხნევებს ქართველებს პანდემიის დროს მსოფლიო მოქალაქე