საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი
"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი

არ მაქვს უფ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე თქვენ­განს ავუკ­რძა­ლო შა­ბათ სა­ღა­მოს ტა­ძარ­ში მოს­ვლა, არც ის შე­მიძ­ლია, რომ შიგ­ნი­დან ჩავ­კე­ტო ეკ­ლე­სია, მაგ­რამ, რო­გორც თქვე­ნი ეპის­კო­პო­სი, რო­გორც თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მუ­დამ მზრუნ­ვე­ლი და მლოც­ვე­ლი რი­გი­თი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დარ­ჩეთ სახ­ლებ­ში და შე­ზღუ­დოთ კონ­ტაქ­ტე­ბი. გთხოვთ დარ­ჩით სახ­ლებ­ში აღ­დგო­მა­საც! - ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე) სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი მრევლს მო­უ­წო­დებს დარ­ჩნენ სახ­ლებ­ში, რათა და­ეხ­მა­რონ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მე­დი­კო­სებს სი­ტუ­ა­ცი­ის ეფექ­ტუ­რად მარ­თვა­ში.

მისი შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი „არაა ღმერ­თის უარ­ყო­ფა, ეს არაა ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ეს არაა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ღა­ლა­ტი, ეს მოყ­ვას­ზე ზრუნ­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის სა­კი­თხია“

"ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რე­ლო ძმა­ნო და დანო, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მსურს სა­ჯა­როდ ვუ­პა­სუ­ხო თქვე­ნი მხრი­დან დას­მულ შე­კი­თხვებს. უპირ­ვე­ლე­სად მო­გახ­სე­ნებთ იმას, რომ აღ­დგო­მის სა­ზე­ი­მო მსა­ხუ­რე­ბას, რო­გორც მო­ნას­ტრებ­ში, ასე­ვე სა­ე­რო ტაძ­რებ­ში, აღ­ვავ­ლენთ ღა­მის­თე­ვით. ამას­თა­ნა­ვე მსურს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე გა­ვა­მახ­ვი­ლო თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა.

ჩვენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ვალ­დე­ბულ­ნი ვართ ნე­ბის­მი­ერ კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში აღ­ვას­რუ­ლოთ საღვთო ევ­ქა­რის­ტია. ესაა ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამ ეკ­ლი­ან გზას შე­ვუ­დე­ქით. მე­დი­კო­სე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ნი არი­ან მოგ­ვი­წო­დონ, თუკი ჩვენ მიერ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ესა თუ ის ქმე­დე­ბა შე­ი­ცავს რა­ი­მე საფრ­თხეს, უპირ­ვე­ლე­სად სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის­თვის და შემ­დეგ უკვე გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის. ისიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პირ­და­პირ მოგ­ვი­წო­დე­ბენ სხვა­დას­ხვა სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ მო­ვე­რი­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შეკ­რე­ბას. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვენ­გან, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ არ ხართ ვალ­დე­ბულ­ნი და­ეს­წროთ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბებს.

მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე თქვენ­განს ავუკ­რძა­ლო შა­ბათ სა­ღა­მოს ტა­ძარ­ში მოს­ვლა, არც ის შე­მიძ­ლია, რომ შიგ­ნი­დან ჩავ­კე­ტო ეკ­ლე­სია, მაგ­რამ, რო­გორც თქვე­ნი ეპის­კო­პო­სი, რო­გორც თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მუ­დამ მზრუნ­ვე­ლი და მლოც­ვე­ლი რი­გი­თი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დარ­ჩეთ სახ­ლებ­ში და შე­ზღუ­დოთ კონ­ტაქ­ტე­ბი. გთხოვთ დარ­ჩით სახ­ლებ­ში აღ­დგო­მა­საც! რათა და­ვეხ­მა­როთ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მე­დი­კო­სებს სი­ტუ­ა­ცი­ის ეფექ­ტუ­რად მარ­თვა­ში. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ეს არაა ღმერ­თის უარ­ყო­ფა, ეს არაა ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ეს არაა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ღა­ლა­ტი, ეს მოყ­ვას­ზე ზრუნ­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის სა­კი­თხია, განა უმ­თავ­რე­სად ამას არ მოგ­ვი­წო­დებ­და ქრის­ტე მა­ცხო­ვა­რი, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე გვეზ­რუ­ნა?

თუ ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლეს არ ვუფრ­თხილ­დე­ბით და ამას რე­ლი­გი­უ­რი მო­ტი­ვე­ბით ვამ­რთლებთ, განა ბევ­რით გან­ვსხვავ­დე­ბით იმ მწიგ­ნო­ბარ-ფა­რი­სე­ველ­თა­გან, რომ­ლებ­მაც ქრის­ტე ჯვარ­ზე გა­აკ­რეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად მივ­ყვე­ბით მე­დი­კოს­თა და სა­ხელ­მწი­ფოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს. გა­ვა­ტა­რეთ უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა, იქ­ნე­ბო­და ეს დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ტა­ძარ­თა გახ­მო­ვა­ნე­ბა, ჰი­გი­ე­ნის გამ­კაც­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი და ა.შ. უფ­ლის მად­ლით აქამ­დე წარ­მა­ტე­ბით მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ცა და ჩვე­ნი ეპარ­ქი­აც, ახლა კი­დევ ერთხელ უნდა შე­ვუ­ტი­ოთ ვე­რაგ ვირუსს.

მე მეს­მის რთუ­ლია, რომ რა­ღაც სა­კი­თხე­ბის გამო არ და­ეს­წროთ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­თვის უფრო რთუ­ლია ხალ­ხი­სა­გან დაც­ლილ ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს რა გრძნო­ბა იქ­ნე­ბა, რო­დე­საც ტა­ძარ­ში, ჩემ მიერ წარ­მოთ­ქმულ "ქრის­ტე აღ­სდგა-ს“, კედ­ლე­ბის ექო უპა­სუ­ხებს, მაგ­რამ მა­ნუ­გე­შებს ის, რომ ამით თქვენს სი­ცო­ცხლეს და­ვი­ცავ. ახლა, ამ სას­ტიკ ომში, იძუ­ლე­ბულ­ნი ვართ რა­ღა­ცა დავ­თმოთ, რათა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ვიხ­სნათ, თქვე­ნი სი­ცო­ცხლე ვიხ­სნათ, თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის! იმა­საც მო­გახ­სე­ნებთ, რომ ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის ყო­ველ დღეს, ჩვენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, წმინ­და ლი­ტურ­გი­ას ზეს­ტა­ფო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში აღ­ვავ­ლენთ.

შე­სა­ბა­მი­სად, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ხალ­ხმრავ­ლო­ბა ერთ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ დღეს, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მორ­წმუ­ნე­ებ­მა ამ ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის მან­ძილ­ზე მი­ი­ღოთ ქრის­ტეს თვი­თუხრწნე­ლი სის­ხლი და ხორ­ცი. ერე­სია, რომ აღ­დგო­მი­სას მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­რე­ბა უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლია, ვიდ­რე სხვა დღე­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი. არ და­უ­ჯე­როთ არა­ვის, ვინც ამას გას­წავ­ლით.

თქვენ შე­გეძ­ლე­ბათ და­უ­კავ­შირ­დეთ პი­რად მო­ძღვარს და ის დე­ტა­ლურ მი­თი­თი­თე­ბებს მოგ­ცემთ, თუ რო­გორ უნდა მი­ი­ღოთ ქრის­ტეს უხრწნე­ლი ხორ­ცი და სის­ხლი ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის დროს ისე, რომ საფრ­თხე არ შე­უქ­მნათ არც სა­კუ­თარ და არც სხვა­თა სი­ცო­ცხლეს. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აღ­დგო­მა სიკ­ვდილ­ზე ძლე­ვაა და არა სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის დღე! აღ­დგო­მა სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბაა! გა­უფრ­თხილ­დით ერ­თსაც და მე­ო­რე­საც, რად­გან უფალ­მა ორი­ვე სწო­რედ თქვენ, მის ხა­ტებ­სა და მსგავ­სებს მო­გა­ნი­ჭათ სი­კე­თის­თვის და არა ფა­ნა­ტიზ­მის­თვის!

თქვენ­თვის მხურ­ვა­ლედ მლოც­ვე­ლი,მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი მელ­ქი­სე­დე­კი" , - წერს ეპის­კო­პო­სი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
5

მამაო თქვენ ძალიან კარგად თქვით ყველაფერი.

ზურა
85

აჰა ეს მიხვდა რომ ასე სულ დაკარგავს მრევლს და პლასტინკა შეცვალა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი

არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სოციალურ ქსელში წერს.

მეუფე მელქისედეკი მრევლს მოუწოდებს დარჩნენ სახლებში, რათა დაეხმარონ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში.

მისი შეფასებით, აღნიშნული „არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია“

"ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს. უპირველესად მოგახსენებთ იმას, რომ აღდგომის საზეიმო მსახურებას, როგორც მონასტრებში, ასევე საერო ტაძრებში, აღვავლენთ ღამისთევით. ამასთანავე მსურს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით. მედიკოსები ვალდებულენი არიან მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის. ისიც მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს.

მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა?

თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამრთლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. მოგეხსენებათ, სიტუაციის გართულების პირველივე დღიდანვე აქტიურად მივყვებით მედიკოსთა და სახელმწიფოს რეკომენდაციებს. გავატარეთ უამრავი ღონისძიება, იქნებოდა ეს დისტანციის დაცვა, ტაძართა გახმოვანება, ჰიგიენის გამკაცრებული ნორმები და ა.შ. უფლის მადლით აქამდე წარმატებით მოვიდა საქართველოცა და ჩვენი ეპარქიაც, ახლა კიდევ ერთხელ უნდა შევუტიოთ ვერაგ ვირუსს.

მე მესმის რთულია, რომ რაღაც საკითხების გამო არ დაესწროთ ღვთისმსახურებას, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის უფრო რთულია ხალხისაგან დაცლილ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარება; წარმოდგენაც კი მზარავს რა გრძნობა იქნება, როდესაც ტაძარში, ჩემ მიერ წარმოთქმულ ,,ქრისტე აღსდგა-ს“, კედლების ექო უპასუხებს, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ. ახლა, ამ სასტიკ ომში, იძულებულნი ვართ რაღაცა დავთმოთ, რათა ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების! იმასაც მოგახსენებთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს, ჩვენ, სასულიერო პირები, წმინდა ლიტურგიას ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღვავლენთ.

შესაბამისად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს, შესაძლებელი იქნება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მორწმუნეებმა ამ ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე მიიღოთ ქრისტეს თვითუხრწნელი სისხლი და ხორცი. ერესია, რომ აღდგომისას მიღებული ზიარება უფრო აღმატებულია, ვიდრე სხვა დღეებში მიღებული. არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამას გასწავლით.

თქვენ შეგეძლებათ დაუკავშირდეთ პირად მოძღვარს და ის დეტალურ მითითითებებს მოგცემთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ქრისტეს უხრწნელი ხორცი და სისხლი ბრწყინვალე შვიდეულის დროს ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ და არც სხვათა სიცოცხლეს. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!

თქვენთვის მხურვალედ მლოცველი,მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი" , - წერს ეპისკოპოსი.

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" - ძლიერი ქარი თბილისში, რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?