მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამხნევებს ექთანი ცოლ-ქმარი ერთმანეთს მორიგეობის დროს - კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი წყვილის სიყვარულის ისტორია
როგორ ამხნევებს ექთანი ცოლ-ქმარი ერთმანეთს მორიგეობის დროს - კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი წყვილის სიყვარულის ისტორია

ნიკა ბენ­დე­ლი­ა­ნი და მაგ­და მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექთ­ნე­ბი არი­ან. სპე­ცი­ა­ლურ ფორ­მებ­ში ჩაც­მუ­ლი ცოლ-ქმრის ფო­ტოს, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ამ­ხნე­ვე­ბენ ერ­თმა­ნეთს მო­რი­გე­ო­ბი­სას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ჩვე­ნი დრო­ის გმი­რე­ბი 25 წლის არი­ან, ახლა თით­ქმის კლი­ნი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ და 4 წლის შვილს მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბი­ან, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ შე­ხე­ბა COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ უმ­ძი­მეს პა­ცი­ენ­ტებ­თან.

მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე გრა­ფი­კი­სა, ნიკა ბენ­დე­ლი­ან­მა AMBEBI.GE-სთან გა­სა­უბ­რე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. ის სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ უამ­ბობს ჩვენს მკი­თხველს:

- მე და მაგ­დამ ერ­თმა­ნე­თი სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­ში, პირ­ველ კურ­სზე გა­ვი­ცა­ნით. მას შემ­დეგ, სულ ერ­თად მოვ­დი­ვართ. გვყავს ერთი შვი­ლი, 4 წლის ელი­სა­ბე­დი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ კურ­სზე და ერთ ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დით, შემ­დეგ და­ვო­ჯახ­დით, სახ­ლშიც სულ ერ­თად ვართ და სამ­სა­ხურ­შიც. ცალ-ცალ­კე ყოფ­ნას ვერ ვა­ხერ­ხებთ, სა­მე­გობ­როც ერთი გვყავს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, რომ ერ­თმა­ნე­თის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი ვართ.

სამ­სა­ხურ­ში მო­რი­გე­ო­ბაც ერ­თად გვაქვს, ვამ­ხნე­ვებთ ერ­თმა­ნეთს. ახლა ჩვე­ნი პა­ტა­რა მაგ­დას მშობ­ლებ­თან არის და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. სწო­რედ ამ სი­შო­რით ვი­ცავთ ბავ­შვსა და ჩვენს ახ­ლობ­ლებს.

- კო­რო­ნა­ვირუს­მა რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ჩვენ ორ შო­რის Covid-19 ვერ ჩად­გა, უბ­რა­ლოდ, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს დაგ­ვა­შო­რა, რომ­ლებ­საც ვერ ვხე­დავთ და მო­ნატ­რე­ბა გვა­წუ­ხებს. ამ სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ჩვე­ნი შვი­ლი ელი­სა­ბე­დია.

სხვა და­ნარ­ჩენს კარ­გად უმკლავ­დე­ბით, ერ­თმა­ნე­თის იმე­დი გვაქვს და ეს ძა­ლას გვმა­ტებს. ასე­ვე გვყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, დაღ­ლა­საც კი ვერ ვგრძნობთ, იმ­დე­ნად სა­უ­კე­თე­სო გუნ­დის წევ­რე­ბი ვართ, რაც კი­დევ უფრო გვაძ­ლი­ე­რებს და ძა­ლას გვმა­ტებს ბრძო­ლის ველ­ზე.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უხი­ლავ მტერს COVID-19-ს ვებ­რძვით, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ, უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი ერის, ხალ­ხის თა­ნად­გო­მა გვჭირ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თა­ვებს გა­უფრ­თხილ­დით და შემ­დეგ იმათ­ზეც იფიქ­რეთ, რომ ბრძო­ლის ვე­ლი­დან ყვე­ლას ცო­ცხლად უნდა გა­მოს­ვლა. ცუ­დად ჟღერს, მაგ­რამ დრო­ე­ბით ერ­თმა­ნეთს უნდა დავ­შორ­დეთ, რომ ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ.

- ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი რო­გორ გამ­ხნე­ვებთ თა­ნამ­შრომ­ლებს?

- პრო­ფე­სორ ლე­ვან რა­ტი­ანს პირ­ვე­ლად ალექ­სან­დრე ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში შევ­ხვდი, სა­დაც დამ­ხმა­რეს შტატ­ში მი­ვე­დი. რო­დე­საც გა­ი­გო, რომ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, თან და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და პა­ტა­რა შვი­ლი მყავ­და, რო­გორც მშო­ბე­ლი ისე ამო­მიდ­გა მხარ­ში. ყვე­ლა­ფერს მიხ­სნი­და და მას­წავ­ლი­და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში. ბევ­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის­თვის უცხო ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი.

სმე­ნა­ში, რო­მელ­შიც მე ვმო­რი­გე­ობ­დი დამ­ხმა­რედ, ორ ახალ­გაზ­რდა ექთანს, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რებს ჩა­ა­ბა­რა ჩემი თავი და უთხრა - რაც თქვენ იცით, ყვე­ლა­ფე­რი ას­წავ­ლე­თო. ისი­ნი დღეს ჩემი მე­გო­რე­ბი არი­ან. მარი კირ­ვა­ლი­ძეს და ბექა ყან­დო­რე­ლაშ­ვილს ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით ჩემს კა­რი­ე­რა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვე­ში ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა ექთ­ნად გა­და­მიყ­ვა­ნა და მას შემ­დეგ უკვე მის გუნდში ვარ, უკვე მე­ო­თხე წე­ლია.

ის რო­გორც ჩვე­ნი უფ­რო­სი, ასე­ვე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია, ყვე­ლას გა­სა­ჭირს იზი­ა­რებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში გვიდ­გას. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, რად­გან თა­ვის გუნდს ისე უვ­ლის, რო­გორც მშო­ბე­ლი შვი­ლებს. ხოლო ბრძო­ლის ველ­ზე, რო­გორც ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი, წინ მი­უ­ძღვე­ბა თა­ვის მებ­რძოლ გუნდს.

- ნიკა, ალ­ბათ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ის დღე, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი თქვენს კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

- ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო მთე­ლი გუნ­დის­თვის. რო­დე­საც ხე­ლი­დან გეც­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და ვე­რა­ფერს აკე­თებ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, რად­გან არ იცი, რას­თან გი­წევს ბრძო­ლა. მაგ­რამ ჩვენ მხრე­ბი არ ჩა­მოგ­ვიყ­რია, პი­რი­ქით, უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით შე­ვუ­დე­ქით საქ­მეს, რად­გან სხვა კი­დევ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლე­ბი გვინ­და და­უბ­რუნ­დნენ ოჯა­ხებს.

ძა­ლი­ან მძი­მე და ემო­ცი­უ­რია ჩვენ­თვის ყვე­ლა მო­რი­გე­ო­ბა, იმ­დე­ნად მძი­მე სუ­რათს ვუ­ყუ­რებთ. ძა­ლი­ან გთხოვთ ყვე­ლას, ჩემო ერ­თი­ა­ნო ქარ­თვე­ლე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს და დარ­ჩით სახ­ლში! და­ცილ­დით დრო­ე­ბით ერ­თმა­ნეთს!

მთა­ვა­რია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ეს მი­თი­თე­ბე­ბი. სულ ცო­ტა­თი ჩვენც შეგ­ვიყ­ვა­რონ და შეგ­ვიბ­რა­ლონ. ჩვენც გვყავს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ჩვენც გვინ­და მათი ნახ­ვა. ოდეს­მე ხომ უნდა წა­ვი­დეთ სახ­ლებ­ში?!

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11
0

გაიხარეთ !

ჰოპლა
0

ღმერთმა დაგლოცოთ და გამრავლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ ამხნევებს ექთანი ცოლ-ქმარი ერთმანეთს მორიგეობის დროს - კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი წყვილის სიყვარულის ისტორია

როგორ ამხნევებს ექთანი ცოლ-ქმარი ერთმანეთს მორიგეობის დროს - კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი წყვილის სიყვარულის ისტორია

ნიკა ბენდელიანი და მაგდა მამუჩაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ექთნები არიან. სპეციალურ ფორმებში ჩაცმული ცოლ-ქმრის ფოტოს, რომელშიც ჩანს, როგორ ამხნევებენ ერთმანეთს მორიგეობისას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჩვენი დროის გმირები 25 წლის არიან, ახლა თითქმის კლინიკაში ცხოვრობენ და 4 წლის შვილს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან, რადგან ყოველდღიურად უწევთ შეხება COVID-19-ით ინფიცირებულ უმძიმეს პაციენტებთან.

მიუხედავად მძიმე გრაფიკისა, ნიკა ბენდელიანმა AMBEBI.GE-სთან გასაუბრება მაინც მოახერხა. ის საკუთარი პროფესიისა და ოჯახის შესახებ უამბობს ჩვენს მკითხველს:

- მე და მაგდამ ერთმანეთი სამედიცინო სასწავლებელში, პირველ კურსზე გავიცანით. მას შემდეგ, სულ ერთად მოვდივართ. გვყავს ერთი შვილი, 4 წლის ელისაბედი. უნივერსიტეტში ერთ კურსზე და ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, შემდეგ დავოჯახდით, სახლშიც სულ ერთად ვართ და სამსახურშიც. ცალ-ცალკე ყოფნას ვერ ვახერხებთ, სამეგობროც ერთი გვყავს. შეიძლება ითქვას პირდაპირი გაგებით, რომ ერთმანეთის მეორე ნახევრები ვართ.

სამსახურში მორიგეობაც ერთად გვაქვს, ვამხნევებთ ერთმანეთს. ახლა ჩვენი პატარა მაგდას მშობლებთან არის და მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებით. სწორედ ამ სიშორით ვიცავთ ბავშვსა და ჩვენს ახლობლებს.

- კორონავირუსმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- ჩვენ ორ შორის Covid-19 ვერ ჩადგა, უბრალოდ, საყვარელ ადამიანებს დაგვაშორა, რომლებსაც ვერ ვხედავთ და მონატრება გვაწუხებს. ამ სიის პირველი ნომერი ჩვენი შვილი ელისაბედია.

სხვა დანარჩენს კარგად უმკლავდებით, ერთმანეთის იმედი გვაქვს და ეს ძალას გვმატებს. ასევე გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი. მართალი გითხრათ, დაღლასაც კი ვერ ვგრძნობთ, იმდენად საუკეთესო გუნდის წევრები ვართ, რაც კიდევ უფრო გვაძლიერებს და ძალას გვმატებს ბრძოლის ველზე.

წარმოიდგინეთ, უხილავ მტერს COVID-19-ს ვებრძვით, რომელსაც აუცილებლად დავამარცხებთ, უბრალოდ, ჩვენი ერის, ხალხის თანადგომა გვჭირდება. პირველ რიგში საკუთარ თავებს გაუფრთხილდით და შემდეგ იმათზეც იფიქრეთ, რომ ბრძოლის ველიდან ყველას ცოცხლად უნდა გამოსვლა. ცუდად ჟღერს, მაგრამ დროებით ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

- ბატონი ლევან რატიანი როგორ გამხნევებთ თანამშრომლებს?

- პროფესორ ლევან რატიანს პირველად ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში შევხვდი, სადაც დამხმარეს შტატში მივედი. როდესაც გაიგო, რომ სტუდენტი ვიყავი, თან დაოჯახებული და პატარა შვილი მყავდა, როგორც მშობელი ისე ამომიდგა მხარში. ყველაფერს მიხსნიდა და მასწავლიდა სამედიცინო სფეროში. ბევრი პრობლემის მოგვარებაში დამეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უცხო ადამიანი ვიყავი.

სმენაში, რომელშიც მე ვმორიგეობდი დამხმარედ, ორ ახალგაზრდა ექთანს, კვალიფიციურებს ჩააბარა ჩემი თავი და უთხრა - რაც თქვენ იცით, ყველაფერი ასწავლეთო. ისინი დღეს ჩემი მეგორები არიან. მარი კირვალიძეს და ბექა ყანდორელაშვილს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს კარიერაში. დაახლოებით სამ თვეში ბატონმა ლევანმა ექთნად გადამიყვანა და მას შემდეგ უკვე მის გუნდში ვარ, უკვე მეოთხე წელია.

ის როგორც ჩვენი უფროსი, ასევე ჩვენი მეგობარია, ყველას გასაჭირს იზიარებს და მაქსიმალურად გვერდში გვიდგას. მთელი ცხოვრების მანძილზე მისი მადლიერი ვიქნები, რადგან თავის გუნდს ისე უვლის, როგორც მშობელი შვილებს. ხოლო ბრძოლის ველზე, როგორც ყველა ღირსეული მთავარსარდალი, წინ მიუძღვება თავის მებრძოლ გუნდს.

- ნიკა, ალბათ ძალიან ემოციური იყო ის დღე, როდესაც კორონავირუსით პირველი პაციენტი თქვენს კლინიკაში გარდაიცვალა...

- ძალიან დამთრგუნველი იყო მთელი გუნდისთვის. როდესაც ხელიდან გეცლება ადამიანი და ვერაფერს აკეთებ მის გადასარჩენად, რადგან არ იცი, რასთან გიწევს ბრძოლა. მაგრამ ჩვენ მხრები არ ჩამოგვიყრია, პირიქით, უფრო მეტი მონდომებით შევუდექით საქმეს, რადგან სხვა კიდევ ბევრი პაციენტი გვყავს, რომლებიც ჯანმრთელები გვინდა დაუბრუნდნენ ოჯახებს.

ძალიან მძიმე და ემოციურია ჩვენთვის ყველა მორიგეობა, იმდენად მძიმე სურათს ვუყურებთ. ძალიან გთხოვთ ყველას, ჩემო ერთიანო ქართველებო, გაუფრთხილდით ერთმანეთს და დარჩით სახლში! დაცილდით დროებით ერთმანეთს!

მთავარია, გაითვალისწინოთ ეს მითითებები. სულ ცოტათი ჩვენც შეგვიყვარონ და შეგვიბრალონ. ჩვენც გვყავს ოჯახის წევრები და ჩვენც გვინდა მათი ნახვა. ოდესმე ხომ უნდა წავიდეთ სახლებში?!

თბილისში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

იურიდიული დახმარების სამსახური IDFI-ს კვლევას ეხმაურება

როგორ ატარებს ქართველი მილიონერის ქალიშვილი ზაფხულს პანდემიის ფონზე - ანი ფხაკაძის შთამბეჭდავი ფოტოსესია სენ-ტროპედან