მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ვამბობთ - 13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს
ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ვამბობთ - 13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის და თე­ო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი მრევლს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს.

13 სა­სუ­ლი­ე­რო პირი აღ­ნიშ­ნავს, რომ ლი­ტურ­გი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დრო­ე­ბით უარს ამ­ბობს.

რო­გორც ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვინც დღეს ეპი­დე­მი­ის გამო თავს იკა­ვებს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე შეკ­რე­ბი­სა­გან, არა­თუ ქრის­ტეს ღა­ლა­ტობს, პი­რი­ქით, ცდი­ლობს მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში აღას­რუ­ლოს სუ­ლი­ე­რი ლი­ტურ­გია მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბი­სა.

გთა­ვა­ზობთ მი­მარ­თვის ტექსტს უც­ვლე­ლად:

"ჩვე­ნი უფ­ლის, იესო ქრის­ტეს ერთ-ერთ უმ­თავ­რე­სი კე­თი­ლი უწყე­ბა არის ადა­მი­ან­ში უფ­ლის ხა­ტი­სა და მსგავ­სე­ბის (დაბ. 1,26-27) გა­ნახ­ლე­ბა და თა­ვად ადა­მი­ა­ნის გა­ცხა­დე­ბა სუ­ლიწ­მინ­დის სამ­კვიდ­რე­ბელ ტაძ­რად (1კორ 6,19). ნე­ბის­მი­ე­რი რი­ტუ­ა­ლი კი სწო­რედ ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის დაც­ვა, რად­გან ბიბ­ლი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენს საღ­მრთო ქმნი­ლე­ბის გვირ­გვინს. ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ის უპირ­ვე­ლე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ამ საღ­მრთო შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნის გა­დარ­ჩე­ნაა. ადა­მი­ა­ნი­სად­მი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლით ქრის­ტემ თავი და­იმ­დაბ­ლა, ნებ­სით შე­ი­მო­სა ჩვე­ნი მოკ­ვდა­ვი ბუ­ნე­ბა და ამ­გვა­რად შე­მო­ვი­და სიკ­ვდი­ლის სა­უფ­ლო­ში, რომ­ლის მკვიდ­რი არის ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი უკვე და­ბა­დე­ბი­დან­ვე. ამ შე­მოს­ვლით უფალ­მა სიკ­ვდი­ლის წყვდი­ად­ში შე­მო­ი­ტა­ნა თა­ვი­სი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის ნა­თე­ლი, რათა ის ჩვენ­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა და ასე მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ჩვენ­თვის სიკ­ვდი­ლის­გან ხსნა მერ­მინ­დელ სა­უ­კუ­ნე­ში. ასე გა­ი­ღო მან სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე ჩვენ­თვის და ასე დას­ძლია სიკ­ვდი­ლი სა­კუ­თა­რი ჯვარ­ცმით. ეს რწმე­ნა გვა­ნი­ჭებს იმედს, რომ სიკ­ვდი­ლი არ არის ბოლო სი­ტყვა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. და ეს იმე­დი გვჭირ­დე­ბა დღეს ისე, რო­გორც არა­სო­დეს, რო­დე­საც ვხე­დავთ, რო­გორ ბო­გი­ნობს სიკ­ვდი­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მი­ის სა­ხით. ამ დროს უნდა შე­ვახ­სე­ნოთ ჩვენს თავ­სა და ერ­თმა­ნეთს სა­გა­ლობ­ლით, რომ: „ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით სიკ­ვდი­ლი­თა სიკ­ვდი­ლი­სა დამ­თრგუნ­ვე­ლი და საფ­ლა­ვე­ბის შინა ცხოვ­რე­ბის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი!“ იესო ქრის­ტე, ჩვე­ნი პა­ს­ე­ქი (1კორ. 5,7), შე­ი­წი­რე­ბა ყო­ვე­ლი ლი­ტურ­გი­ი­სას, რათა სა­კუ­თარ უკ­ვდა­ვე­ბას გვა­ზი­ა­როს, ამ უკ­ვდა­ვე­ბის თა­ნა­ზი­ა­რი ჩვენც გაგ­ვხა­დოს. ეს თა­ნა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბა უწ­მინ­დე­სი ევ­ქა­რის­ტი­ის მეშ­ვე­ო­ბით და იმ სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლის კულ­მი­ნა­ცი­ა­საც ეკ­ლე­სი­ის ლი­ტურ­გია წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ ლი­ტურ­გი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის არის მათ­თვის, ვინც მოწ­ვე­უ­ლია „კრა­ვის სა­ქორ­წი­ნო სე­რო­ბა­ზე“ (გა­მო­ცხ. 19,9), ანუ ყვე­ლას­თვის, ვინც ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლით არის მო­ნათ­ლუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის ლი­ტურ­გია ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბის უბ­რა­ლო შე­მად­გე­ნე­ლი ან თან­მდე­ვი კი არაა, მის სხვა ფუნ­ქცი­ებ­თან ერ­თად, არა­მედ მისი არ­სე­ბო­ბის შუ­ა­ღერძსა და სა­ძირ­კველს წარ­მო­ად­გენს. ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით უფალ­თან მი­ახ­ლე­ბის გზა, უპირ­ვე­ლე­სად სწო­რედ ჩვენს გულ­სა და გო­ნე­ბა­ზე გა­დის. ამ ში­ნა­გა­ნი ფე­რის­ცვა­ლე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა კი ის ლი­ტურ­გი­უ­ლი ფორ­მე­ბია, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ეკ­ლე­სია სა­ხა­რე­ბი­სე­ულ საზ­რი­სებს ასა­ხავს. ქრის­ტეს­თან ჭეშ­მა­რი­ტი ურ­თი­ერ­თო­ბა, მას­თან ზი­ა­რე­ბა მხო­ლოდ ტა­ძარ­ში სი­ა­რუ­ლით არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ჩვენ სხვაგ­ვა­რა­დაც შე­ვიქ­ნე­ბით ქრის­ტეს ჭეშ­მა­რი­ტი ტა­ძარ­ნი, რო­გორც მისი სხე­უ­ლის ნა­წილ­ნი (ეფ. 5,30) და მის წმი­და სხე­ულს ჭეშ­მა­რი­ტად თა­ნა­ზი­არ­ნი. ვინც დღეს ეპი­დე­მი­ის გამო თავს იკა­ვებს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე შეკ­რე­ბი­სა­გან, არა­თუ ქრის­ტეს ღა­ლა­ტობს, პი­რი­ქით, ცდი­ლობს მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში აღას­რუ­ლოს სუ­ლი­ე­რი ლი­ტურ­გია მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბი­სა. მო­ში­შე­ბა ყო­ველ­თვის სიმ­ხდა­ლეს არ ნიშ­ნავს, ხან­და­ხან იგი დიდი საქ­მის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­თა­ნაც კი, ან­გე­ლო­ზი ში­შის გან­ქარ­ვე­ბით იწყებს სა­უ­ბარს: "ნუ გე­ში­ნინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დე­დებ­თან, რომ­ლებ­მაც მხნე­ო­ბის და სი­მა­მა­ცის გა­სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი გა­მო­ავ­ლი­ნეს, რო­დე­საც უფ­ლის საფ­ლა­ვის­კენ გა­ე­შურ­ნენ. ისე­თი სა­ყო­ველ­თაო გა­სა­ჭი­რი­სას, რო­გორც პან­დე­მი­აა, ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ეუფ­ლე­ბათ უი­მე­დო­ბა და შიში, რაც სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია. ვნე­ბის კვი­რა სწო­რედ ასეთ ამ­ბავს ეძღვნე­ბა. სიბ­ნე­ლე, ტკი­ვი­ლი, ტან­ჯვა, ჯვარ­ცმა - ეს ყო­ვე­ლი­ვე უფალ­მა გა­ნი­ცა­და ჩვენ­თვის. მაგ­რამ სულ ცო­ტაც და აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე­ბა ყო­ვე­ლი­ვეს მო­ე­ფი­ნე­ბა და გა­ნა­ნათ­ლებს. ეს არის ის საღ­მრთო სა­სო­ე­ბა, რაც იო­ლად გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნებს ნე­ბის­მი­ერ მძი­მე ჟამს: „სო­ფელ­ში გა­სა­ჭი­რი გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ მხნედ იყა­ვით, მე ვძლიე სო­ფელს“ (ინ. 16,33).

სამ­წუ­ხა­როდ, გვი­წევს, დრო­ე­ბით უარი ვთქვათ ლი­ტურ­გი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე; ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს რომ ჩვენ უარს ვამ­ბობთ და სა­ერ­თოდ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ მას­ში.

ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო პირი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სას ცო­ცხლებ­სა და მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებს, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნიც, ისი­ნიც კი, ვინც ღმრთის­მსა­ხუ­რე­ბას არ ეს­წრე­ბა, სა­ი­დუმ­ლო­ებ­რი­ვად თა­ნა­ზი­ა­რი ხდე­ბა საღ­მრთო მად­ლი­სა. რწმე­ნა­ში ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ძვე­ლი აღ­თქმის ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი, ტყვე­ო­ბა­სა თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, ლხი­ნი­სას თუ ავ­ბე­დო­ბი­სას, აღ­ნიშ­ნავ­დნენ პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულს, იხ­სე­ნებ­დნენ ღმრთის ერ­თგუ­ლე­ბის სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას და ამ გახ­სე­ნე­ბას აქ­ცევ­დნენ სა­ო­ჯა­ხო ლი­ტურ­გი­ად - იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ერთი მა­გი­დის გარ­შე­მო და აკურ­თხებ­დნენ უფ­ლის სა­ხელს. წელს, საღ­მრთო გან­გე­ბამ ასე გა­ნა­გო, რომ მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ოჯახ­თან ერ­თად, ერთი მა­გი­დის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი აკურ­თხებს და გა­ნა­დი­დებს ღმერ­თს, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის გან­კაც­და, ჯვარს ეცვა და აღ­დგა, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის შემ­დეგ გა­მო­ე­ცხა­და ასე­ვე ერთი მა­გი­დის გარ­შე­მო შეკ­რე­ბილ მო­ცი­ქუ­ლებს და სთხო­ვა, მათი ტრა­პე­ზის ზი­ა­რი გა­ე­ხა­დათ (ლკ. 24,41-44). იესო ქრის­ტე, ჩვე­ნი პა­ს­ე­ქი, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩვენს სა­აღ­დგო­მო სუფ­რას­თან ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის, რო­დე­საც წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა და მო­ცი­ქულ­თა და­რად შე­ვიკ­რი­ბე­ბით სა­ო­ჯა­ხო ლი­ტურ­გი­ა­ზე ერთი მა­გი­დის გარ­შე­მო და გა­ვიხ­სე­ნებთ იმ საკ­ვირ­ველ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ღმერ­თმა ჩვენ­თვის აღას­რუ­ლა," - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

მი­მარ­თვას ხელს აწე­რენ: სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი: დე­კა­ნო­ზი მალ­ხაზ კუ­მე­ლაშ­ვი­ლი, დე­კა­ნო­ზი ზაზა თევ­ზა­ძე, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე, დე­კა­ნო­ზი ლე­ვან ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ლე­ო­ნი­დე ებ­რა­ლი­ძე, მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ირი­ნე­ოს შენ­გე­ლია, მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი იე­რო­ნი­მე ქა­თა­მა­ძე, მღვდე­ლი გი­ორ­გი ცქი­ტიშ­ვი­ლი, მღვდე­ლი ალექ­სი აბუ­ლაშ­ვი­ლი, მღვდე­ლი მი­რი­ან მეს­ხა­ძე, მღვდე­ლი გრი­გოლ ჭე­ჟია, დი­ა­კო­ნი გი­ორ­გი ღიბ­რა­ძე, დი­ა­კო­ნი ირაკ­ლი ჯინ­ჯო­ლა­ვა .

თე­ო­ლო­გე­ბი: ნინო საყ­ვა­რე­ლი­ძე ზუ­რაბ ჯაში თა­მარ გო­გუ­ა­ძე ლე­ვან ბუ­კია შოთა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი გი­ორ­გი ხუ­ბუ­ლუ­რი ეკა ჭყო­ი­ძე ნინო სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი ვლა­დი­მერ წით­ლი­ძე ვლა­დი­მერ ნარ­სია კახა კურ­ტა­ნი­ძე გუ­რამ ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე ალექ­სი მეს­ტუმ­რიშ­ვი­ლი მი­რი­ან გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი გი­ორ­გი გე­გუ­ჩა­ძე (აიხშტე­ტი).

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
134

რა ამბავია, რამდენი ჩამოგიჯღაბნიათ, უმაგისოდაც ვიცით რომ იუდას მიმდევრები ხართ

ხელმომწერთ!
112

საერთოდ აღარ ვივლით მაშინ ასე თუა საქმე. არ ყოფილა საჭირო ეკლესია და ზიარება ეკლესიის გარეთაც ყოფილა შესაძლებელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ვამბობთ - 13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს

ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ვამბობთ - 13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს

სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

13 სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს.

როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:

"ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილი უწყება არის ადამიანში უფლის ხატისა და მსგავსების (დაბ. 1,26-27) განახლება და თავად ადამიანის გაცხადება სულიწმინდის სამკვიდრებელ ტაძრად (1კორ 6,19). ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა. ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში. ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით. ამ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავსა და ერთმანეთს საგალობლით, რომ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა ცხოვრების მომნიჭებელი!“ იესო ქრისტე, ჩვენი პასექი (1კორ. 5,7), შეიწირება ყოველი ლიტურგიისას, რათა საკუთარ უკვდავებას გვაზიაროს, ამ უკვდავების თანაზიარი ჩვენც გაგვხადოს. ეს თანაზიარება ხდება უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით და იმ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობით, რომლის კულმინაციასაც ეკლესიის ლიტურგია წარმოადგენს. ამიტომ ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მათთვის, ვინც მოწვეულია „კრავის საქორწინო სერობაზე“ (გამოცხ. 19,9), ანუ ყველასთვის, ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით არის მონათლული. ეკლესიის ლიტურგია ეკლესიის ცხოვრების უბრალო შემადგენელი ან თანმდევი კი არაა, მის სხვა ფუნქციებთან ერთად, არამედ მისი არსებობის შუაღერძსა და საძირკველს წარმოადგენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულსა და გონებაზე გადის. ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულება კი ის ლიტურგიული ფორმებია, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა. მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება. მენელსაცხებლე დედებთანაც კი, ანგელოზი შიშის განქარვებით იწყებს საუბარს: ,,ნუ გეშინინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დედებთან, რომლებმაც მხნეობის და სიმამაცის გასაოცარი მაგალითი გამოავლინეს, როდესაც უფლის საფლავისკენ გაეშურნენ. ისეთი საყოველთაო გასაჭირისას, როგორც პანდემიაა, ადამიანებს ხშირად ეუფლებათ უიმედობა და შიში, რაც სავსებით ბუნებრივია. ვნების კვირა სწორედ ასეთ ამბავს ეძღვნება. სიბნელე, ტკივილი, ტანჯვა, ჯვარცმა - ეს ყოველივე უფალმა განიცადა ჩვენთვის. მაგრამ სულ ცოტაც და აღდგომის ბრწყინვალება ყოველივეს მოეფინება და განანათლებს. ეს არის ის საღმრთო სასოება, რაც იოლად გადაგვატანინებს ნებისმიერ მძიმე ჟამს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ მხნედ იყავით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16,33).

სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა. რწმენაში ჩვენი წინაპრები, ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები, ტყვეობასა თუ თავისუფლებაში, ლხინისას თუ ავბედობისას, აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს, იხსენებდნენ ღმრთის ერთგულების საოცარ ისტორიას და ამ გახსენებას აქცევდნენ საოჯახო ლიტურგიად - იკრიბებოდნენ ერთი მაგიდის გარშემო და აკურთხებდნენ უფლის სახელს. წელს, საღმრთო განგებამ ასე განაგო, რომ მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ოჯახთან ერთად, ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი აკურთხებს და განადიდებს ღმერთს, რომელიც ჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, რომელიც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა ასევე ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილ მოციქულებს და სთხოვა, მათი ტრაპეზის ზიარი გაეხადათ (ლკ. 24,41-44). იესო ქრისტე, ჩვენი პასექი, აუცილებლად იქნება ჩვენს სააღდგომო სუფრასთან ჩვენი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დარად შევიკრიბებით საოჯახო ლიტურგიაზე ერთი მაგიდის გარშემო და გავიხსენებთ იმ საკვირველ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის აღასრულა," - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: სასულიერო პირები: დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი, დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია, მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა .

თეოლოგები: ნინო საყვარელიძე ზურაბ ჯაში თამარ გოგუაძე ლევან ბუკია შოთა კინწურაშვილი გიორგი ხუბულური ეკა ჭყოიძე ნინო საძაგლიშვილი ვლადიმერ წითლიძე ვლადიმერ ნარსია კახა კურტანიძე გურამ ლურსმანაშვილი დავით ჩიკვაიძე ალექსი მესტუმრიშვილი მირიან გამრეკელაშვილი გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი).

ამირან გამყრელიძე: "შაბათს შემოდის ჩინური "სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკის“ ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა"

გერმანიაში დასაქმება ამ დროისთვის საქართველოს 97 663 მოქალაქეს სურს, თუმცა სულ 475 ვაკანსიაა

"ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის გარდა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს - ისინი გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს" - იმნაძე