საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში, უსაქმოდ არ იხეტიალონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით!" - რას წერს ეპიდემიოლოგი საგანგებო რეჟიმის დარღვევებზე
"დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში, უსაქმოდ არ იხეტიალონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით!" - რას წერს ეპიდემიოლოგი საგანგებო რეჟიმის დარღვევებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა და ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი თი­ნა­თინ გაბ­რი­ჩი­ძე წერს, რომ ექი­მე­ბის შრო­მას აზრი ეკარ­გე­ბა, რად­გან ქუ­ჩებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში, ეკ­ლე­სი­ებ­სა თუ სკვე­რებ­ში ისევ ხალ­ხმრავ­ლო­ბაა და ადა­მი­ა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ:

"ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, დავ­რჩე­ბით სახ­ლში და უარს ვი­ტყვით ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, თუ სა­ხელ­მწი­ფო არ მი­ხე­დავს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის და სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მის სხვა უხეშ დარ­ღვე­ვებს - დიდ მარ­კე­ტებ­ში, უბ­ნის სტა­დი­ო­ნებ­ზე და ბირ­ჟებ­ზე, ქუ­ჩებ­ში, პარ­კებ­ში და სკვე­რებ­ში, ეკ­ლე­სი­ებ­ში, ოჯა­ხებ­ში, "დაჩ­ნი­კებ­ში".

ან და­აბ­რუ­ნეთ ეს ხალ­ხი სამ­სა­ხუ­რებ­ში უსაქ­მოდ რომ არ იხე­ტი­ა­ლონ, კე­თი­ლი ინე­ბონ და იმუ­შა­ონ ჩვენ­სა­ვით ვი­რე­ბი­ვით ან დას­ვით იძუ­ლე­ბით სახ­ლში და ყვე­ლა კორ­პუსს და ქუ­ჩას მი­უ­ჩი­ნეთ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი!

და­იმ­შვი­დეს გუ­ლე­ბი... აქა­ო­და გე­ნე­ტი­კა გვქო­ნია რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი! ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გვაქვს თურ­მე სის­ხლში! "მოხ­დი­ლი" გვაქვს თურ­მე კო­რო­ნა მთელ ერს, ან აწი მო­ვიხ­დით უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და არ­ხე­ი­ნად ტაშ-ფან­დუ­რა­ში! აც­რი­ლე­ბი ვართ თურ­მე ყვე­ლა­ნი სსრკ-ში! მერე რა თუ მო­ხუ­ცე­ბი და­ი­ხო­ცე­ბი­ან, მა­ინც იმ ქვეყ­ნად აქვთ ცალი ფეხი და დღეს თუ ხვალ ისე­დაც გა­ვი­დოდ­ნენ გაღ­მა! სა­მა­გი­ე­როდ მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ და­ცუ­ლე­ბი! ექი­მე­ბი მა­ინც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, გმი­რე­ბი არი­ან გა­დაგ­ვარ­ჩე­ნენ! რა ვუ­ყოთ თუ და­ა­ვად­დე­ბი­ან, ეგ პრო­ფე­სია ხომ თა­ვად აირ­ჩი­ეს, რა ჩვე­ნი ბრა­ლია თუ არ და­იც­ვეს თავი წე­სი­ე­რად!

თუ ექი­მე­ბი ვერა, ჩვე­ნი "სი­კე­თე­ე­ბი" გა­დაგ­ვარ­ჩენს, ჩვენ ხომ ღვთივ­კურ­თხე­უ­ლი ერი ვართ... ჩვენ ხომ რჩე­უ­ლე­ბი ვართ, ჯერ მარ­ტო რო­გო­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი გვაქვს და რო­გო­რი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი ვი­ცით.....მაშ რო­გორ! აბა რა­ა­აა! კი კი! ამო­ვი­და ყელ­ში ხვეწ­ნა-მუ­და­რა უკვე! ვერ გა­თენ­და ჩვენს გო­ნე­ბა­ში ვერა!" - წერს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
s.s.
113

ჯერ პიკის პაზაში არ შევსულვართ და უკვე წუწუნებ? მე პირადად მაქსიმალურად ვიცავ ყველა რეკომენდაციას, მაგრამ რამე თუ შემეყარა, შენნაირმა ექიმმა არც მინდა რომ მიმკურნალოს!!!

:((
61

მაღაზიაში წასვლასაც გვიკრძალავენ მგონი, აბა რა ვჭამოთ ამდენმა სახლში გამომწვდეულმა ხალხმა, ყოველდღიურ ხარჯს სამჯერ რომ ვანგარიშობთ და ვგეგმავთ, რომ მაქსიმალურად გავწელოთ ბოლო ხელფასის კაპიკები... რა მოგვკვლავს აზრი აქვს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში, უსაქმოდ არ იხეტიალონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით!" - რას წერს ეპიდემიოლოგი საგანგებო რეჟიმის დარღვევებზე

"დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში, უსაქმოდ არ იხეტიალონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით!" - რას წერს ეპიდემიოლოგი საგანგებო რეჟიმის დარღვევებზე

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ექიმი-ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე წერს, რომ ექიმების შრომას აზრი ეკარგება, რადგან ქუჩებში, მაღაზიებში, ეკლესიებსა თუ სკვერებში ისევ ხალხმრავლობაა და ადამიანები სპეციალისტების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ:

"ეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები, დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე, თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების და საგანგებო რეჟიმის სხვა უხეშ დარღვევებს - დიდ მარკეტებში, უბნის სტადიონებზე და ბირჟებზე, ქუჩებში, პარკებში და სკვერებში, ეკლესიებში, ოჯახებში, "დაჩნიკებში".

ან დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში უსაქმოდ რომ არ იხეტიალონ, კეთილი ინებონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით ან დასვით იძულებით სახლში და ყველა კორპუსს და ქუჩას მიუჩინეთ პატრულ-ინსპექტორი ან მოხალისეები!

დაიმშვიდეს გულები... აქაოდა გენეტიკა გვქონია რაღაც განსაკუთრებული! ანტისხეულები გვაქვს თურმე სისხლში! "მოხდილი" გვაქვს თურმე კორონა მთელ ერს, ან აწი მოვიხდით უმტკივნეულოდ და არხეინად ტაშ-ფანდურაში! აცრილები ვართ თურმე ყველანი სსრკ-ში! მერე რა თუ მოხუცები დაიხოცებიან, მაინც იმ ქვეყნად აქვთ ცალი ფეხი და დღეს თუ ხვალ ისედაც გავიდოდნენ გაღმა! სამაგიეროდ მორწმუნეები ვართ დაცულები! ექიმები მაინც ყველაფერს გააკეთებენ, გმირები არიან გადაგვარჩენენ! რა ვუყოთ თუ დაავადდებიან, ეგ პროფესია ხომ თავად აირჩიეს, რა ჩვენი ბრალია თუ არ დაიცვეს თავი წესიერად!

თუ ექიმები ვერა, ჩვენი "სიკეთეები" გადაგვარჩენს, ჩვენ ხომ ღვთივკურთხეული ერი ვართ... ჩვენ ხომ რჩეულები ვართ, ჯერ მარტო როგორი მრავალჟამიერი გვაქვს და როგორი სადღეგრძელოები ვიცით.....მაშ როგორ! აბა რაააა! კი კი! ამოვიდა ყელში ხვეწნა-მუდარა უკვე! ვერ გათენდა ჩვენს გონებაში ვერა!" - წერს ეპიდემიოლოგი.

ვიხრჩობოდი.. გულში თითქოს დანა ჩამარტყეს.. ფილტვები ისე მტკიოდა მეგონა, ზურგში ამომებურცა - ჰოლანდიაში მცხოვრები გოგო კორონავირუსის შემზარავ სიმპტომებს აღწერს

"საფლავთან მისვლა როდის სჭირდებოდა ხსოვნას..." - რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი

"ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში!" - რას წერს თიკა მახალდიანი დედის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე