სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა ადამიანში კორონავირუსი
ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა ადამიანში კორონავირუსი

ჯუნ ალ­მე­ი­და - ეს არის ქალი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ან­ში. ის შოტ­ლან­დი­ე­ლი ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლის შვი­ლი იყო და სკო­ლა­ში სწავ­ლა 16 წლის ასაკ­ში მი­ა­ტო­ვა. ალ­მე­ი­დას შე­სა­ხებ BBC წერს.

ჯუნ ალ­მე­ი­და არის კო­რო­ნა­ვირუ­სის აღ­მომ­ჩე­ნი და პი­ო­ნე­რი ამ თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ ახლა, მას შემ­დეგ გა­მახ­ვილ­და, რაც მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 გავ­რცელ­და.

ჯუნ ალ­მე­ი­და

COVID-19 ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1964 წელს სწო­რედ ექიმ­მა ალ­მე­ი­დამ ლონ­დონ­ში, წმინ­და ტო­მა­სის სა­ა­ვად­მყო­ფოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

  • რა ვი­ცით ჯეინ ალ­მე­ი­დას შე­სა­ხებ?

ვირუ­სო­ლო­გი 1930 წელს და­ი­ბა­და და გლაზ­გოს ჩრდი­ლო აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­ი­ზარ­და. 16 წლის ასაკ­ში სკო­ლა­ში სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო გლაზ­გოს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, ჰის­ტო­პა­თო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც, ის ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და და გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა-კა­რი­ე­რა.

1954 წელს ქალი ვე­ნე­სუ­ე­ლელ ხე­ლო­ვან­ზე, ენ­რი­კეს ალ­მე­ი­და­ზე და­ქორ­წინ­და. მალე წყვი­ლი თა­ვი­ანთ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად კა­ნა­და­ში, ტო­რონ­ტო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ამის შე­სა­ხებ მე­დი­კო­სე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის აღ­მწე­რე­ლი, მწე­რა­ლი ჯორჯ ვინ­თე­რი წერს. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ალ­მე­ი­დამ ონ­ტა­რი­ოს კი­ბოს კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტში თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა.

ვირუ­სო­ლოგ­მა პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა მე­თო­დი, რომ­ლი­თაც მკვლე­ვა­რებს ვირუ­სე­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. მალე ალ­მე­ი­დას ნიჭი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აღი­ა­რეს და კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის 1964 წელს უკან და­აბ­რუ­ნეს.

  • რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა ალ­მე­ი­დამ კო­რო­ნა­ვირუ­სი

ქალ­მა ლონ­დონ­ში წმინ­და ტო­მა­სის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ აქ მკურ­ნა­ლობ­დნენ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ დიდ ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერს, ბო­რის ჯონ­სონს).

ლონ­დონ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცია შედ­გა ექიმ ალ­მე­ი­და­სა და ექიმ დე­ვიდ ტი­რელს შო­რის. ტი­რე­ლი ამ პე­რი­ოდ­ში ატა­რებ­და კვლე­ვებს გრი­პის ვირუს­თან და ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ცი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მის კვლე­ვა­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და ცხვი­რის გა­მო­რე­ცხვის მე­თო­დით სწავ­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა ვირუ­სებს. ტი­რე­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა იმ ვირუ­სის დად­გე­ნა, რო­მე­ლიც შემ­დეგ B814-ის სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი.

ექიმ­მა ტი­რელ­მა მო­ხა­ლი­სე­თა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ალ­მე­ი­დას გა­უგ­ზავ­ნა. ამ უკა­ნას­კნელ­მა აღ­წე­რა გრი­პის ვირუ­სე­ბი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მი­ღე­ბულ ნი­მუ­შებს შო­რის, ერთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვირუ­სი იყო.

რო­გორც BBC წერს, სწო­რედ ეს იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის ადა­მი­ან­ში გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. მწე­რა­ლი ვინ­თე­რი ამ­ბობს, რომ ექიმ ალ­მე­ი­დას ად­რეც უნა­ხავს მსგავ­სი რამ, თაგ­ვის ჰე­პა­ტი­ტი­სა და ქათ­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი ბრონ­ქი­ტის კვლე­ვის დროს, თუმ­ცა ადა­მი­ან­ში ეს პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლე­ნა იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი 1964 წელს მოხ­და.

  • ვინ და რა­ტომ და­არ­ქვა ვირუსს კო­რო­ნა­ვირუ­სი?

მწე­რა­ლი ვინ­თე­რი ამ­ბობს, რომ სა­ხე­ლი "კო­რო­ნა­ვირუ­სი“ ვირუსს პრო­ფე­სორ­მა ტონი უო­ტერ­სონ­მა და­არ­ქვა იმის გამო, რომ მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას გვირ­გვი­ნის ფორ­მა ჰქონ­და. ექი­მი უო­ტერ­სო­ნიც წმინ­და ტო­მა­სის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ექიმ ალ­მე­ი­დას, მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა ლონ­დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.1980 წლის­თვის მას უკვე ვირუ­სო­ლო­გი­ა­ში მრჩევ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და. ის და­ეხ­მა­რა მე­დი­კო­სებს HIV ინ­ფექ­ცი­ის კვლე­ვა­ში. ჯუნ ალ­მე­ი­და 2007 წელს, 77 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
21

ცნობილები სად არიან რატომ არ მოუწოდებენ ხალხს ეკლესიაში არ წასვლისკენ?

გაიგეთ ცნობილებო ერთმა ადამიანმა მაინც რომ დაგიჯეროთ 1 სიცოცხლეს მაინც გადაარჩენთ. სხვები თუ არ გადარდებთ საკუთარი სულის ცხონებისთვის მაინც გაბედეთ და გამოდით მკაცრად.

გიორგი
8

ხომ ხედავთ, მეცნიერებს რომ უქმნიდნენ შესწავლა–კვლევისთვის საჭირო გარემოს (მხოლოდ ხელფასები არ მაქვს მხედველობაში), რაოდენ წინ წაწეული იქნებოდა ახლა მედიცინა და არ მხოლოდ მედიცინა? აგდებულად ექცევიან კვლევით სფეროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – თითქმის ყველგან, შედარებითი თვალსაზრისით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა ადამიანში კორონავირუსი

ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა ადამიანში კორონავირუსი

ჯუნ ალმეიდა - ეს არის ქალი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა კორონავირუსი ადამიანში. ის შოტლანდიელი ავტობუსის მძღოლის შვილი იყო და სკოლაში სწავლა 16 წლის ასაკში მიატოვა. ალმეიდას შესახებ BBC წერს.

ჯუნ ალმეიდა არის კორონავირუსის აღმომჩენი და პიონერი ამ თვალსაზრისით. თუმცა, მის საქმიანობაზე ყურადღება მხოლოდ ახლა, მას შემდეგ გამახვილდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 გავრცელდა.

ჯუნ ალმეიდა

COVID-19 ახალი დაავადებაა, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი კორონავირუსია, რომელიც პირველად 1964 წელს სწორედ ექიმმა ალმეიდამ ლონდონში, წმინდა ტომასის საავადმყოფოს ლაბორატორიაში აღმოაჩინა.

  • რა ვიცით ჯეინ ალმეიდას შესახებ?

ვირუსოლოგი 1930 წელს დაიბადა და გლაზგოს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში გაიზარდა. 16 წლის ასაკში სკოლაში სწავლას თავი დაანება, მოგვიანებით მუშაობა დაიწყო გლაზგოს ერთ-ერთ კლინიკაში, ჰისტოპათოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც პრაქტიკული ცოდნა მიიღო, რის შემდეგაც, ის ლონდონში გადავიდა და გააგრძელა სწავლა-კარიერა.

1954 წელს ქალი ვენესუელელ ხელოვანზე, ენრიკეს ალმეიდაზე დაქორწინდა. მალე წყვილი თავიანთ ქალიშვილთან ერთად კანადაში, ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად, ამის შესახებ მედიკოსების მოღვაწეობის აღმწერელი, მწერალი ჯორჯ ვინთერი წერს. ის აღნიშნავს, რომ ალმეიდამ ონტარიოს კიბოს კვლევის ინსტიტუტში თავისი განსაკუთრებული უნარები გამოავლინა.

ვირუსოლოგმა პირველმა გამოიყენა მეთოდი, რომლითაც მკვლევარებს ვირუსების ვიზუალიზაციის უკეთესი შესაძლებლობა მიეცათ. მალე ალმეიდას ნიჭი დიდ ბრიტანეთში აღიარეს და კვლევითი საქმიანობისთვის 1964 წელს უკან დააბრუნეს.

  • როგორ აღმოაჩინა ალმეიდამ კორონავირუსი

ქალმა ლონდონში წმინდა ტომასის სახელობის სამედიცინო სკოლაში დაიწყო მუშაობა (აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ მკურნალობდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ დიდ ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს).

ლონდონში დაბრუნების შემდეგ წარმატებული კოლაბორაცია შედგა ექიმ ალმეიდასა და ექიმ დევიდ ტირელს შორის. ტირელი ამ პერიოდში ატარებდა კვლევებს გრიპის ვირუსთან და ჩვეულებრივ გაციებასთან დაკავშირებით. მის კვლევაში ჩართულნი იყვნენ მოხალისეები და ცხვირის გამორეცხვის მეთოდით სწავლობდნენ სხვადასხვა ვირუსებს. ტირელის სახელს უკავშირდება იმ ვირუსის დადგენა, რომელიც შემდეგ B814-ის სახელით გახდა ცნობილი.

ექიმმა ტირელმა მოხალისეთა ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში ალმეიდას გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა აღწერა გრიპის ვირუსები, მაგრამ ამავდროულად, აღმოაჩინა, რომ მიღებულ ნიმუშებს შორის, ერთი განსხვავებული ვირუსი იყო.

როგორც BBC წერს, სწორედ ეს იყო კორონავირუსის ადამიანში გამოვლენის პირველი შემთხვევა. მწერალი ვინთერი ამბობს, რომ ექიმ ალმეიდას ადრეც უნახავს მსგავსი რამ, თაგვის ჰეპატიტისა და ქათმის ინფექციური ბრონქიტის კვლევის დროს, თუმცა ადამიანში ეს პირველი გამოვლენა იყო. ეს ყველაფერი 1964 წელს მოხდა.

  • ვინ და რატომ დაარქვა ვირუსს კორონავირუსი?

მწერალი ვინთერი ამბობს, რომ სახელი "კორონავირუსი“ ვირუსს პროფესორმა ტონი უოტერსონმა დაარქვა იმის გამო, რომ მის გამოსახულებას გვირგვინის ფორმა ჰქონდა. ექიმი უოტერსონიც წმინდა ტომასის სამედიცინო სკოლაში მუშაობდა.

რაც შეეხება ექიმ ალმეიდას, მან მოგვიანებით მუშაობა ლონდონის სამედიცინო სკოლაში გააგრძელა, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.1980 წლისთვის მას უკვე ვირუსოლოგიაში მრჩევლის სტატუსი ჰქონდა. ის დაეხმარა მედიკოსებს HIV ინფექციის კვლევაში. ჯუნ ალმეიდა 2007 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მიიღეთ D და C ვიტამინები, მე ასე ვიქცევი“, - ენტონი ფაუჩის რეკომენდაციები სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი