პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია
რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია

5G ტექ­ნო­ლო­გი­ას მალე დავ­ნერ­გავთ, რად­გან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა ახა­ლი თა­ო­ბის ინ­ტერ­ნეტ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე გა­დის, - ამის შე­სა­ხებ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ და დას­ძე­ნენ, რომ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, რათა 2020 წელს ქვე­ყა­ნამ 5G ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყოს.

“21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ვი­თარ­დე­ბა და ინერ­გე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ამ გა­მოწ­ვე­ვებს ეფექ­ტუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ, ვი­ნა­ი­დან 5G ინ­ტერ­ნე­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა ეკო­ნო­მი­კა, ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სი და სხვა.

მე­ხუ­თე თა­ო­ბის ინ­ტერ­ნე­ტის და­სა­ნერ­გად კო­მი­სი­ამ მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შაო უკვე ჩა­ა­ტა­რა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი 5G ქსე­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო სიხ­ში­რუ­ლი სპექტრის გა­სა­ცე­მად აუქ­ცი­ო­ნი ჩა­ტარ­დე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, კო­მი­სია კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ნუს­ხას გან­სა­ზღვრავს, სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი კი 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­მარ­თა­ვენ.

ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ 5G ინ­ტერ­ნე­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის საფრ­თხეს. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ FAKE NEWS-მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა, თე­მა­ზე გან­მარ­ტე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა გა­ა­კე­თა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ COVID-19 5G მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლით არ ვრცელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, გან­მარ­ტე­ბა ამ თე­მა­ზე არა­ერ­თხელ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ რა­დი­ო­სიხ­ში­რუ­ლი ვე­ლე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლად 5G ტექ­ნო­ლო­გია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას არ ახ­დენს. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რა­დი­ოს­პექტრის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის.

კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბის გარ­და, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნად სა­ჭი­რო და რა სი­კე­თის მომ­ტა­ნია 5G ტექ­ნო­ლო­გია. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რე­სი გზა მე-5 თა­ო­ბის ინ­ტერ­ნეტ­ზე გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, 5G ტექ­ნო­ლო­გი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უჭი­რავს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

5G წარ­მო­ად­გენს უსა­დე­ნო ინ­ტერ­ნეტ ტექ­ნო­ლო­გი­ის ახალ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელს უფრო სწრა­ფი ნა­ვი­გა­ცი­ის და ისე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რო­მე­ლიც წინა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში არ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. 5G-ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კავ­ში­რის სიჩ­ქა­რე და ხა­რის­ხი მო­ი­ცავს ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ძა­ლი­ან ფარ­თო და მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ტენ­ცი­ალს, რო­გორც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სფე­რო­ე­ბი­სა და ინ­დუსტრი­ის­თვის, და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

5G უკვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, ჯან­დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში უკვე მუ­შა­ობს „ჭკვი­ა­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა“, რო­მე­ლიც იკ­ვლევს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალ­თან, პა­რა­მე­დი­კო­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

5G ტექ­ნო­ლო­გია აგ­რეთ­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის და­ნად­გა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­წას ამოწ­მე­ბენ ვი­დეო სენ­სო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით და სა­სუქ­სა და პეს­ტი­ციდს იყე­ნე­ბენ ზუს­ტად იქ, სა­დაც - სა­ჭი­როა. 5G-ის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს, რო­გორც რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვას, ისე - ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბას, მათ შო­რის, სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში.

სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლებს, ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სხვა სა­ჯა­რო ორ­გა­ნო­ებს, 5G-ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რო­გო­რი­ცაა პარ­კი­რე­ბა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის მარ­თვა და გარე გა­ნა­თე­ბა.

ამას გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მსოფ­ლიო გა­მოწ­ვე­ვას, რო­მელ­საც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყ­ნე­ბი სა­დაც 5G ტექ­ნო­ლო­გია უკვე მუ­შა­ობს ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დნენ, სწო­რედ ახა­ლი თა­ო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, 5G ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს, რათა ზუს­ტად და­ედ­გი­ნათ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი და ე.წ. კლას­ტე­რე­ბი. მსგავს მიდ­გო­მას იყე­ნებს ის­რა­ე­ლიც, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რომ არ მოხ­დეს მათი თვით­ნე­ბუ­რი და­ტო­ვე­ბა.

ტა­ი­ვა­ნიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 5G ტექ­ნო­ლო­გია COVID 19-თან ბრძო­ლა­ში ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა. ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ნათ­ლად ჩანს, რომ სწო­რედ ეს ქვეყ­ნე­ბი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­დნენ ინ­ფექ­ცი­ის ზრდის ტემ­პის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას და ინ­ფექ­ცი­ის კე­რე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბას. ყვე­ლა იმ სი­კე­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც 5G ტექ­ნო­ლო­გი­ას შე­უძ­ლია მო­უ­ტა­ნოს ქვე­ყა­ნას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ახა­ლი თა­ო­ბის ინ­ტერ­ნე­ტის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეფექ­ტუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს და წამ­ყვან ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა­ში მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლი გვე­კა­ვოს”, - ნათ­ქვა­მია კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
0

ვამპირების ეპოქაში შევდივართ! 

ann
9

საერთოდ არაა საშიში... 12-13 წლის წინ საკუთარი თვალით ვუყურე როგორ ამონტაჟებდნენ კოსმონავტებივით ჩაცმული ადამიანები 3G ანტენებს, კორპუსიდან 50-100 მეტრის დაშორებით. მაგრამ, არა, განა საშიში იყო, გვასალიამ ჩააცვა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია

რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია

5G ტექნოლოგიას მალე დავნერგავთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადის, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ და დასძენენ, რომ აქტიურად მუშაობენ, რათა 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს.

“21-ე საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, ვინაიდან 5G ინტერნეტი აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა.

მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ.

ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის პარალელურად, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. გამომდინარე იქედან, რომ FAKE NEWS-მა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, თემაზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

გარდა ამისა, განმარტება ამ თემაზე არაერთხელ აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევებით, 5G ტექნოლოგიის გამოყენება, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

კვალიფიციური და ავტორიტეტული ორგანიზაციების განმარტებების გარდა, კომუნიკაციების კომისია აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია რამდენად საჭირო და რა სიკეთის მომტანია 5G ტექნოლოგია. მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში.

5G წარმოადგენს უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიის ახალ თაობას, რომელიც უკვე არსებული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფი ნავიგაციის და ისეთი მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც წინა ტექნოლოგიების პირობებში არ იყო შესაძლებელი. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა და ინდუსტრიისთვის, და რაც ყველაზე მთავარია - საზოგადოებისთვის.

5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო სფეროებში. მაგალითად, სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების მეშვეობით.

5G ტექნოლოგია აგრეთვე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ამოწმებენ ვიდეო სენსორის გამოყენებით და სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც - საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე - ეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში.

სატრანსპორტო ქსელებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა საჯარო ორგანოებს, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება.

ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით. სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინე ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება.

ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვეყნები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი გვეკავოს”, - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი