საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილი, სიგარეტს მოუკიდა და აუალდა" - როგორ მუშაობს დამწვრობის ცენტრი პანდემიისას და რატომ იმატა დამწვრობამ ბავშვებში
"პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილი, სიგარეტს მოუკიდა და აუალდა" - როგორ მუშაობს დამწვრობის ცენტრი პანდემიისას და რატომ იმატა დამწვრობამ ბავშვებში

მა­შინ, რო­დე­საც ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, ვირუ­სო­ლო­გე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად იბ­რძვი­ან, ალ­ბათ ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა სხვა პრო­ფი­ლის მქო­ნე კლი­ნი­კებ­ში, იქ სა­დაც ვირუ­სი­ან პა­ცი­ენ­ტებს არ მკურ­ნა­ლო­ბენ, იკლო თუ არა ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, ან რა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბე­ბით აკი­თხა­ვენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ადა­მი­ა­ნე­ბი. ამ­ჯე­რად დამ­წვრო­ბის ცენ­ტრით და­ვინ­ტე­რეს­დით და ბა­ტონ გუგა ქა­ში­ბა­ძეს რამ­დე­ნი­მე კი­თხვით მივ­მარ­თეთ.

გარ­და იმი­სა, რომ ბა­ტო­ნი გუგა ექი­მია, კარ­გად ხა­ტავს კი­დეც, ბოლო წლებ­ში მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი ჟან­რის ნა­მუ­შევ­რე­ბიც გაჩ­ნდა. ბოლო თვე-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე კი მისი კა­რი­კა­ტუ­რე­ბი მხო­ლოდ „კო­ვიდ 19“-ის თე­მას ეხე­ბა.

- დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ხარ თუ არა, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი ჩარ­თუ­ლია და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის, მო­ქა­ლა­ქის საქ­ცი­ე­ლი სა­ბო­ლო­ოდ შე­დეგ­ზე აი­სა­ხე­ბა. თუ არ და­ვი­ცავთ აუ­ცი­ლე­ბელ წე­სებს, რთუ­ლია, სტა­ტის­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნო. ცხა­დია, ამ ეტაპ­ზე, წინა პლან­ზე ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ ამას­თან, არც სხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვართ გა­ჩე­რე­ბუ­ლი. ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს... ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში თვე­ზე მე­ტია, ერ­თსა და იმა­ვე სიზ­მარს ვნა­ხუ­ლობ, რომ ჩვე­ნი კლი­ნი­კა იზო­ლა­ცი­ა­შია და პა­ცი­ენ­ტე­ბი მედ­პერ­სო­ნა­ლის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი...

- რო­გორც ჩანს, მძი­მე რე­ა­ლო­ბა უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას, ამ შემ­თხვე­ვა­ში სიზ­მარ­ზეც...

- კი. დამ­წვრო­ბის ცენ­ტრი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თა­დერ­თი სერ­ვი­სია ქვე­ყა­ნა­ში და ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რია სა­ნერ­ვი­უ­ლო. ფრთხი­ლად ვართ, რამ­დე­ნად გა­მოგ­ვდის, არ ვიცი. მხო­ლოდ ექი­მე­ბი კი არა, სა­დღაც გა­მომ­ძი­ებ­ლის ფუნ­ქი­აც შე­ვი­თავ­სეთ. დიდი დრო მი­აქვს გა­მო­კი­თხვას, ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბას. არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლებ­საც სი­მარ­თლეს მარ­ტი­ვად ვერ ათ­ქმე­ვი­ნებ. ექი­მებს დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი კი გვაქვს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ას­მა­გე­ბუ­ლია ყუ­რა­დღე­ბა... ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის შე­მოს­ვლას უფრო წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ვიდ­რე იმას, რაც ახლა სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა.

მაგ­რამ რას ვი­ზამთ, რაც უფრო ადრე შე­ვე­გუ­ე­ბით და მი­ვი­ღებთ ამ რე­ა­ლო­ბას, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

- პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­გიმ­ცირ­დათ?

- ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. დამ­წვრო­ბის ცენ­ტრი დიდი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს. დად­გინ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში დამ­წვრო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ, რად­გა­ნაც სახ­ლში უწევთ ყოფ­ნა. რაც უფრო ხში­რად ვართ სახ­ლში, მით მეტ დროს ვა­ტა­რებთ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ხში­რად ტრავ­მებს იქ ვღე­ბუ­ლობთ. სამ­ზა­რე­უ­ლო სახ­ლში ტრავ­მე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლია.

მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, რომ ფრთხი­ლად იყ­ვნენ - ახლა მარ­თა­ლია ყუ­რა­დღე­ბა გლო­ბა­ლურ საფრ­თხე­ებ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ ნუ მო­დუნ­დე­ბი­ან, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ჩვენს ირ­გვლივ პა­ტა­რა-პა­ტა­რა საფრ­თხე­ე­ბიც არ­სე­ბობს.

- ბოლო პე­რი­ო­დის შემ­თხვე­ვე­ბი­დან რა იყო ისე­თი, რა­მაც თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­იქ­ცია?

- ყვე­ლა შემ­თხვე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა იყო ასე­თი, როცა პა­ცი­ენტს სპირ­ტით ჰქონ­და ხე­ლე­ბი იდაყ­ვე­ბამ­დე გაწ­მენ­დილ-და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სი­გა­რეტს მო­უ­კი­და და აუ­ალ­და. გულ­მოდ­გი­ნე­ბა კარ­გია, მაგ­რამ თუ ამას არას­წორ მი­მარ­თუ­ლე­ბას მის­ცემთ, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გიც მო­აქვს.

იყო ასე­თი ფაქ­ტე­ბიც, როცა სა­დღაც გა­ი­გეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის ცხე­ლი წყლის მი­ღე­ბაა კარ­გიო და დამ­დუღ­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბიც გვყავ­და - ტუ­ჩე­ბი, ენა და­იწ­ვეს. რო­დე­საც ამ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია სი­ტუ­ა­ცია, ასეთ დროს ალ­ბათ ადა­მი­ანს ყვე­ლაფ­რის სჯე­რა... ფაქ­ტია, რომ ამ COVID 19-ს ძა­ლი­ან ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს და უამ­რა­ვი მო­საზ­რე­ბაა მას­ზე გა­ჩე­ნი­ლი. თან, რაც დრო გა­დის, კი­დევ უფრო იხ­ლარ­თე­ბა რა­ღა­ცე­ბი.

- გა­მომ­ძი­ებ­ლო­ბაც გვი­წევ­სო - აღ­ნიშ­ნეთ - ეს იმის­თვის, რომ შემ­თხვე­ვით ვირუ­სი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი არ აღ­მოჩ­ნდეს თქვენს კლი­ნი­კა­ში?

- დიახ და ვი­ძი­ებთ არა მარ­ტო პა­ცი­ენ­ტის, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მდგო­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში შე­მო­დის, ხდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა, ერ­თმა­ნე­თის გა­მო­კი­თხვა, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­ურ­ვე­ე­ბი­საც, ვინც თავს ად­გა­ნან ავად­მყო­ფებს. ამი­ტომ იმა­ზე მეტი კი­თხვის დას­მა გვი­წევს, ვიდ­რე ადრე ვსვამ­დით, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა ძვი­რად არ დაგ­ვიჯ­დეს. ასე რომ, რისკ-ჯგუფს ყვე­ლა­ნი წარ­მო­ვად­გენთ, ვინც დღეს ადა­მი­ა­ნებს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით.

- ონ­ლა­ინ თუ მკურ­ნა­ლობთ პა­ცი­ენ­ტებს, ანუ მათ ვინც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის გამო კლი­ნი­კა­ში მოს­ვლას ვერ ახერ­ხებს?

- რა თქმა უნდა, მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის რა­ი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენტს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის მი­ხედ­ვით ვუმ­კურ­ნა­ლეთ. როცა კლი­ნი­კა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის მოს­ვლა და ვნა­ხუ­ლობთ ფო­ტოს, ვი­დე­ოს და ასე ვურ­ჩევთ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კუ­რი­ო­ზიც იყო, - პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­მაც ძლივს გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და კა­რან­ტინ­ში იყო, დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ დამ­წვრო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტოს ვერ გვიგ­ზავ­ნი­და, ვერც ერთ ენა­ზე ვერ გვა­გე­ბი­ნებ­და ვე­რა­ფერს, მისი მო­ბი­ლუ­რი ფო­ტო­საც ვერ იღებ­და. ბო­ლოს რო­გორ­ღაც მო­ვი­პო­ვეთ ფოტო... სა­ღა­მო­ო­ბით როცა სას­წრა­ფოს პა­ცი­ენ­ტი გად­მოჰ­ყავს და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად სა­ჭი­რო­ებს მკურ­ნა­ლო­ბას, სახ­ლში უნდა დაბ­რუნ­დეს, მაგ­რამ ამ დროს კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი ქმნის პრობ­ლე­მას. მათი უკან გა­დაყ­ვა­ნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას არ ევა­ლე­ბა, მაგ­რამ როცა იმ პე­რი­ო­დის­თვის გა­მო­ძა­ხე­ბა არ აქვთ, ცდი­ლო­ბენ, დაგ­ვეხ­მა­რონ, ხან პატ­რუ­ლი გვეხ­მა­რე­ბა და ასე ერთ გუნ­დად ვმუ­შა­ობთ, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მათ. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ყვე­ლას ვა­ლია, ვინც ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ვდგა­ვართ.

- გარ­და იმი­სა, რომ თქვენს საყ­ვა­რელ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით, ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად ქმნით კა­რი­კა­ტუ­რებს. მარ­ტი­დან ნა­მუ­შევ­რე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის თე­მა­ზე გაქვთ...

- არ ვიცი, და­ემ­თხვა, თუ არა, მაგ­რამ ამას მე­ო­რე გო­გო­ნას, ფე­ფოს და­ბა­დე­ბას ვუ­კავ­ში­რებ. მე­უღ­ლე მას­ზე ჯერ კი­დევ ორ­სუ­ლად იყო, რომ კა­რი­კა­ტუ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე. მას მერე უკვე სამი წელი გა­ვი­და.

ეს ჟან­რი ბავ­შვო­ბი­დან­ვე მომ­წონ­და და ჟურ­ნალ „ნი­ან­გის“ დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვი­ყა­ვი. გული მწყდე­ბა, რომ კა­რი­კა­ტუ­რა ჩვენ­თან დი­დად პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის და მი­ვი­წყე­ბუ­ლიც კია. მოკ­ლედ, კა­რი­კა­ტუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვაქ­ტი­უ­რობ და მინ­და, მჯე­რო­დეს, რომ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს მოს­წონთ.

სათ­ქმელს ზოგი სი­ტყვით გა­მო­ხა­ტავს, ნა­წი­ლი - შე­საძ­ლოა, კა­რი­კა­ტუ­რი­თაც - ქვეც­ნო­ბი­ე­რი­დან მოქ­მე­დებს. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს. ახლა ვი­საც რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, ერ­თმა­ნეთს სწო­რი მა­გა­ლი­თე­ბი უნდა მივ­ცეთ. ეს ის „ბრძო­ლაა“, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თი­თო­ე­ულს თა­ვის საქ­ცი­ე­ლით შე­აქვს წვლი­ლი. მთა­ვა­რი ის არ არის, რომ ვირუ­სი გავ­რცელ­და. ისიც ცო­ცხა­ლი არ­სე­ბაა, გამ­რავ­ლე­ბის­თვის მა­საც ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მნა, ერ­თმა­ნეთს ბევ­რი რამ და­ემ­თხვა, რომ ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ესეც გა­და­ივ­ლის, მი­ნელ­დე­ბა, ვაქ­ცი­ნას გა­მო­ვი­გო­ნებთ. მძი­მე რე­ა­ლო­ბა გვაქვს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო და ამი­ტო­მაც არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე.

- რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ქმნით კა­რი­კა­ტუ­რას?

- როცა კალ­მე­ბით, სა­ხა­ტავ ფურ­ცელ­ზე, სა­ღე­ბა­ვე­ბით ვხა­ტავ­დი, მა­შინ ცო­ტას ვქმნი­დი. ბოლო პე­რი­ოდ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ისე­თი ტე­ლე­ფო­ნი შე­ვი­ძი­ნე, რო­მელ­შიც ვხა­ტავ. შე­მიძ­ლია კა­რი­კა­ტუ­რა ოპე­რა­ცი­ებს შო­რის შუ­ა­ლედ­ში შევ­ქმნა, ან კა­ბი­ნეტ­ში დას­ვე­ნე­ბი­სას, გზა­ში მან­ქა­ნაც კი გა­და­მი­ყე­ნე­ბია და ჩა­ნა­ხა­ტი გა­მი­კე­თე­ბია, რად­გა­ნაც მერე შიძ­ლე­ბა ის ვე­ღარც გა­იხ­სე­ნო...

მოკ­ლედ, ტე­ლე­ფონ­ში მუ­შა­ო­ბამ პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა გა­ზარ­და.

- ნა­მუ­შევ­რებ­ში საკ­მა­რი­სა­დაა ირო­ნია, ვინ­მე ხომ არ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლა და საყ­ვე­დუ­რი ხომ არ მი­გი­ღი­ათ?

- კი, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ არა, მაგ­რამ ირი­ბად ამას ვგრძნობ ხოლ­მე, ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ისე­თია, ხში­რად შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რამ და­ი­ნა­ხოს, რო­მელ­ზეც სერ­თოდ არც მი­ფიქ­რია და ვი­ღა­ცას იმა­ზე გა­უ­კე­თე­ბია აქ­ცენ­ტი, მაგ­რამ ისე­თი რამ ვერ და­უ­ნა­ხავთ, რაც მინ­დო­და, შე­ემ­ჩნი­ათ. ყვე­ლას მო­სა­წონს ვე­რას­დროს გა­ა­კე­თებ.

- კო­რო­ნა­ვირუ­სის თე­მა­ზეც საკ­მა­ოდ ბევ­რი კა­რი­კა­ტუ­რა და­გიგ­როვ­დათ.

- კი, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა იქ­ნე­ბა ეს, ხე­ლის და­ბა­ნა, პირ­ბა­დე თუ სხვა, თემა ბევ­რია, ახლა სხვა ხა­სი­ა­თი არც მაქვს, რომ სა­ლა­ღო­ბო­ე­ბი შევ­ქმნა.

დღეს ლა­მის სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ - ბავ­შვებ­საც აღარ ეტყო­ბათ ძვე­ლე­ბუ­რი სი­ლა­ღე. გინ­და თუ არა, და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­დამ­დე­ბია... არა­ვინ იცის, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­უ­ა­ში ვინ რო­გორ გა­მო­ხა­ტავს თა­ვის გრძნო­ბებს, ეს იდი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ვი­ღაც არ­ღვევს წე­სებს, ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა და ყვე­ლა­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად მეს­მის კი­დეც...

- რას უსურ­ვებთ ჩვენს მკი­თხველს?

- ჯან­მრთე­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა გრძნობს, რომ ახლა ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მაა სა­ჭი­რო იმ კუ­თხით, რომ ყვე­ლამ ის რე­კო­მენ­და­ცია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რა­საც გვაწ­ვდი­ან. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე ასე­თი ზრუნ­ვა დიდ­ხანს გაგ­ვყო­ლო­დეს. ერ­თმა­ნეთს ნუ და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით და გავ­ლან­ძღავთ, და­ვინ­დოთ, ვი­მე­გობ­როთ. მინ­და, ყვე­ლას გა­მარ­ჯვე­ბა ვუ­სურ­ვო - თქვენს მკი­თხველს, თქვენც და ჩემს თავ­საც!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
4

იმას უმკრნალეთ ცეცხლიანად რომ დალია !?

ალექს
3

იმაც უმკურნალეთ ალიანად რომ დალია ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილი, სიგარეტს მოუკიდა და აუალდა" - როგორ მუშაობს დამწვრობის ცენტრი პანდემიისას და რატომ იმატა დამწვრობამ ბავშვებში

"პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილი, სიგარეტს მოუკიდა და აუალდა" - როგორ მუშაობს დამწვრობის ცენტრი პანდემიისას და რატომ იმატა დამწვრობამ ბავშვებში

მაშინ, როდესაც ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან, ალბათ ისიც საინტერესოა, რა ხდება სხვა პროფილის მქონე კლინიკებში, იქ სადაც ვირუსიან პაციენტებს არ მკურნალობენ, იკლო თუ არა ავადმყოფების რაოდენობამ, ან რა სახის დაავადებებით აკითხავენ საავადმყოფოებს ადამიანები. ამჯერად დამწვრობის ცენტრით დავინტერესდით და ბატონ გუგა ქაშიბაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

გარდა იმისა, რომ ბატონი გუგა ექიმია, კარგად ხატავს კიდეც, ბოლო წლებში მის შემოქმედებაში კარიკატურული ჟანრის ნამუშევრებიც გაჩნდა. ბოლო თვე-ნახევრის მანძილზე კი მისი კარიკატურები მხოლოდ „კოვიდ 19“-ის თემას ეხება.

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, ინფექციონისტი ხარ თუ არა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ჩართულია დაავადებასთან ბრძოლაში. თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის საქციელი საბოლოოდ შედეგზე აისახება. თუ არ დავიცავთ აუცილებელ წესებს, რთულია, სტატისტიკაზე გავლენა მოახდინო. ცხადია, ამ ეტაპზე, წინა პლანზე ინფექციონისტები არიან, მაგრამ ამასთან, არც სხვა დარგის სპეციალისტები ვართ გაჩერებული. ბევრი პაციენტი გვყავს... ამ რთულ ვითარებაში თვეზე მეტია, ერთსა და იმავე სიზმარს ვნახულობ, რომ ჩვენი კლინიკა იზოლაციაშია და პაციენტები მედპერსონალის გარეშეა დარჩენილი...

- როგორც ჩანს, მძიმე რეალობა უკვე ყველაფერზე ახდენს გავლენას, ამ შემთხვევაში სიზმარზეც...

- კი. დამწვრობის ცენტრი ამ მიმართულებით ერთადერთი სერვისია ქვეყანაში და ფაქტია, რომ ძალიან ბევრია სანერვიულო. ფრთხილად ვართ, რამდენად გამოგვდის, არ ვიცი. მხოლოდ ექიმები კი არა, სადღაც გამომძიებლის ფუნქიაც შევითავსეთ. დიდი დრო მიაქვს გამოკითხვას, ანამნეზის შეკრებას. არის კატეგორია, რომელებსაც სიმართლეს მარტივად ვერ ათქმევინებ. ექიმებს დაკვირვებული თვალი კი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაასმაგებულია ყურადღება... ძალიან შეიცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი. უცხოპლანეტელების შემოსვლას უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე იმას, რაც ახლა სამყაროში ხდება.

მაგრამ რას ვიზამთ, რაც უფრო ადრე შევეგუებით და მივიღებთ ამ რეალობას, უკეთესი იქნება.

- პაციენტების რაოდენობა შეგიმცირდათ?

- ჩვენთან პაციენტების რაოდენობამ მოიმატა. დამწვრობის ცენტრი დიდი დატვირთვით მუშაობს. დადგინდა, რომ ამ პერიოდში დამწვრობას განსაკუთრებით ბავშვები ღებულობენ, რადგანაც სახლში უწევთ ყოფნა. რაც უფრო ხშირად ვართ სახლში, მით მეტ დროს ვატარებთ სამზარეულოში და ხშირად ტრავმებს იქ ვღებულობთ. სამზარეულო სახლში ტრავმებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილია.

მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ფრთხილად იყვნენ - ახლა მართალია ყურადღება გლობალურ საფრთხეებზეა გადატანილი, მაგრამ ნუ მოდუნდებიან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენს ირგვლივ პატარა-პატარა საფრთხეებიც არსებობს.

- ბოლო პერიოდის შემთხვევებიდან რა იყო ისეთი, რამაც თქვენი ყურადღება გამორჩეულად მიიქცია?

- ყველა შემთხვევა განსაკუთრებულია, თუმცა იყო ასეთი, როცა პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილ-დამუშავებული, მაგრამ სიგარეტს მოუკიდა და აუალდა. გულმოდგინება კარგია, მაგრამ თუ ამას არასწორ მიმართულებას მისცემთ, არასახარბიელო შედეგიც მოაქვს.

იყო ასეთი ფაქტებიც, როცა სადღაც გაიგეს, რომ კორონავირუსისთვის ცხელი წყლის მიღებაა კარგიო და დამდუღრული პაციენტებიც გვყავდა - ტუჩები, ენა დაიწვეს. როდესაც ამ ვირუსთან დაკავშირებით გაურკვეველია სიტუაცია, ასეთ დროს ალბათ ადამიანს ყველაფრის სჯერა... ფაქტია, რომ ამ COVID 19-ს ძალიან ბევრი ბუნდოვანება ახასიათებს და უამრავი მოსაზრებაა მასზე გაჩენილი. თან, რაც დრო გადის, კიდევ უფრო იხლართება რაღაცები.

- გამომძიებლობაც გვიწევსო - აღნიშნეთ - ეს იმისთვის, რომ შემთხვევით ვირუსიანი პაციენტი არ აღმოჩნდეს თქვენს კლინიკაში?

- დიახ და ვიძიებთ არა მარტო პაციენტის, არამედ თითოეული თანამშრომლის მდგომარებას, რომელიც კლინიკაში შემოდის, ხდება ტემპერატურის გაზომვა, ერთმანეთის გამოკითხვა, ასევე პაციენტების მეურვეებისაც, ვინც თავს ადგანან ავადმყოფებს. ამიტომ იმაზე მეტი კითხვის დასმა გვიწევს, ვიდრე ადრე ვსვამდით, რომ შეცდომის დაშვება ძვირად არ დაგვიჯდეს. ასე რომ, რისკ-ჯგუფს ყველანი წარმოვადგენთ, ვინც დღეს ადამიანებს ვეკონტაქტებით.

- ონლაინ თუ მკურნალობთ პაციენტებს, ანუ მათ ვინც საგანგებო სიტუაციის გამო კლინიკაში მოსვლას ვერ ახერხებს?

- რა თქმა უნდა, მარნეულის და ბოლნისის რაიონში რამდენიმე პაციენტს ფოტოსურათებისა და ვიდეოების მიხედვით ვუმკურნალეთ. როცა კლინიკაში აუცილებელი არ არის მოსვლა და ვნახულობთ ფოტოს, ვიდეოს და ასე ვურჩევთ შესაბამისი მკურნალობის კურსს. ამ მიმართულებით კურიოზიც იყო, - პაციენტი, რომელმაც ძლივს გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და კარანტინში იყო, დამწვრობა მიიღო, მაგრამ დამწვრობის ამსახველ ფოტოს ვერ გვიგზავნიდა, ვერც ერთ ენაზე ვერ გვაგებინებდა ვერაფერს, მისი მობილური ფოტოსაც ვერ იღებდა. ბოლოს როგორღაც მოვიპოვეთ ფოტო... საღამოობით როცა სასწრაფოს პაციენტი გადმოჰყავს და აღმოჩნდება, რომ ის ამბულატორიულად საჭიროებს მკურნალობას, სახლში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ამ დროს კომენდანტის საათი ქმნის პრობლემას. მათი უკან გადაყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ ევალება, მაგრამ როცა იმ პერიოდისთვის გამოძახება არ აქვთ, ცდილობენ, დაგვეხმარონ, ხან პატრული გვეხმარება და ასე ერთ გუნდად ვმუშაობთ, რისთვისაც მადლობა მათ. ჩვენი მოქალაქეების დახმარება ყველას ვალია, ვინც ქვეყნის სამსახურში ვდგავართ.

- გარდა იმისა, რომ თქვენს საყვარელ საქმეს ემსახურებით, ბოლო დროს აქტიურად ქმნით კარიკატურებს. მარტიდან ნამუშევრები ახალი კორონავირუსის თემაზე გაქვთ...

- არ ვიცი, დაემთხვა, თუ არა, მაგრამ ამას მეორე გოგონას, ფეფოს დაბადებას ვუკავშირებ. მეუღლე მასზე ჯერ კიდევ ორსულად იყო, რომ კარიკატურები აქტიურად დავიწყე. მას მერე უკვე სამი წელი გავიდა.

ეს ჟანრი ბავშვობიდანვე მომწონდა და ჟურნალ „ნიანგის“ დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. გული მწყდება, რომ კარიკატურა ჩვენთან დიდად პოპულარული არ არის და მივიწყებულიც კია. მოკლედ, კარიკატურების მიმართულებით ვაქტიურობ და მინდა, მჯეროდეს, რომ ჩემი ნამუშევრები ადამიანებს მოსწონთ.

სათქმელს ზოგი სიტყვით გამოხატავს, ნაწილი - შესაძლოა, კარიკატურითაც - ქვეცნობიერიდან მოქმედებს. ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ნამუშევრები ამ ფუნქციას შეასრულებს. ახლა ვისაც როგორ შეგვიძლია, ერთმანეთს სწორი მაგალითები უნდა მივცეთ. ეს ის „ბრძოლაა“, რომელშიც ადამიანის ქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სიტუაციაში თითოეულს თავის საქციელით შეაქვს წვლილი. მთავარი ის არ არის, რომ ვირუსი გავრცელდა. ისიც ცოცხალი არსებაა, გამრავლებისთვის მასაც ხელსაყრელი პირობები შეექმნა, ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა, რომ ასე გავრცელებულიყო, მაგრამ ესეც გადაივლის, მინელდება, ვაქცინას გამოვიგონებთ. მძიმე რეალობა გვაქვს, მაგრამ საინტერესო და ამიტომაც არის ჩვენი ცხოვრება გამოწვევებით სავსე.

- რა პერიოდულობით ქმნით კარიკატურას?

- როცა კალმებით, სახატავ ფურცელზე, საღებავებით ვხატავდი, მაშინ ცოტას ვქმნიდი. ბოლო პერიოდში სპეციალურად ისეთი ტელეფონი შევიძინე, რომელშიც ვხატავ. შემიძლია კარიკატურა ოპერაციებს შორის შუალედში შევქმნა, ან კაბინეტში დასვენებისას, გზაში მანქანაც კი გადამიყენებია და ჩანახატი გამიკეთებია, რადგანაც მერე შიძლება ის ვეღარც გაიხსენო...

მოკლედ, ტელეფონში მუშაობამ პროდუქტიულობა გაზარდა.

- ნამუშევრებში საკმარისადაა ირონია, ვინმე ხომ არ განაწყენებულა და საყვედური ხომ არ მიგიღიათ?

- კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ამას ვგრძნობ ხოლმე, ადამიანის ბუნება ისეთია, ხშირად შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რომელზეც სერთოდ არც მიფიქრია და ვიღაცას იმაზე გაუკეთებია აქცენტი, მაგრამ ისეთი რამ ვერ დაუნახავთ, რაც მინდოდა, შეემჩნიათ. ყველას მოსაწონს ვერასდროს გააკეთებ.

- კორონავირუსის თემაზეც საკმაოდ ბევრი კარიკატურა დაგიგროვდათ.

- კი, დისტანციის დაცვა იქნება ეს, ხელის დაბანა, პირბადე თუ სხვა, თემა ბევრია, ახლა სხვა ხასიათი არც მაქვს, რომ სალაღობოები შევქმნა.

დღეს ლამის საომარ ვითარებაში ვართ - ბავშვებსაც აღარ ეტყობათ ძველებური სილაღე. გინდა თუ არა, დაძაბულობა გადამდებია... არავინ იცის, ექსტრემალურ სიტუაციუაში ვინ როგორ გამოხატავს თავის გრძნობებს, ეს იდივიდუალურია. ვიღაც არღვევს წესებს, ეს ბუნებრივიცაა და ყველასი მეტ-ნაკლებად მესმის კიდეც...

- რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

- ჯანმრთელობას, ერთიანობას. ყველა გრძნობს, რომ ახლა ერთმანეთის გვერდში დგომაა საჭირო იმ კუთხით, რომ ყველამ ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რასაც გვაწვდიან. ვისურვებდი, რომ ერთმანეთზე ასეთი ზრუნვა დიდხანს გაგვყოლოდეს. ერთმანეთს ნუ დავუპირისპირდებით და გავლანძღავთ, დავინდოთ, ვიმეგობროთ. მინდა, ყველას გამარჯვება ვუსურვო - თქვენს მკითხველს, თქვენც და ჩემს თავსაც!

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი

ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი – საბაკალავრო პროგრამა, რომელიც აბიტურიენტებში ძალიან პოპულარულია