Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ერთ დღეში დაახლოებით 6,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 5%-ით - 138 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ მაკენზი ბეზოსმა კი მსოფლიოში უმდიდრესი ქალების რეიტინგში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და მისი ქონება 2 მლრდ დოლარით, 44,8 მლრდ-მდე გაიზარდა. ეს ყველაფერი Amazon-ის აქციებზე ფასების ზრდის შედეგად მოხდა.
სამშაბათის ვაჭრობისას აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულებამ 2 283 დოლარი შეადგინა. სპეციალისტები ასეთ დინამიკას კარანტინის პირობებში Amazon-ის მუშაობას უკავშირებენ.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო საცალო მაღაზიების დახურვის შედეგად, ონლაინ საცალო ვაჭრობამ საგრძნობლად გაზარდა შეკვეთების მოცულობა. უფრო მეტიც, გაზრდილი ბრუნვის გამო კომპანიამ დამატებით 200 000 თანამშრომელი დაიქირავა და საათობრივი ხელფასი 2 დოლარით გაზარდა.
Amazon-ი მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაა 1,14 ტრილიონ დოლარს შეადგენს. პირველ ადგილს 1,32 ტრილიონი დოლარით იკავებს Microsoft-ი.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მეუღლეს 2019 წელს გაშორდა. ჯეფი და მაკენზი 1993 წელს დაქორწინდნენ და ოთხი შვილი ჰყავთ. განქორწინება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა - მილიარდერის მეუღლემ 69 მილიარდი დოლარი მიიღო.
ონლაინ ვაჭრობამ მთელ მსოფლიოში მოიმატა. ჩვენთან კი, აკრძალულია და გვაიძულებენ გარეთ ვიაროთ ამათუიმ სასურველი პროდუქტის შესაძენად.
რაში ჭირდება ერთ ადამიანს მილიარდები?ამნაირი ნაბოზრების გამოა კაცობრიობა ამ დღეში როა...