საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს
აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს

"ამე­რი­კის შე­ე­ე­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს 2 000 ერ­თე­ულ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სწრა­ფი ტეს­ტე­ბის კომ­პლექტს გა­მო­უგ­ზავ­ნის, რო­მელ­საც ვირუ­სის დად­გე­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შე­უძ­ლია”, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნან­მა სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად იმოქ­მე­და კრი­ზი­სის მარ­თვი­სა და კო­ვიდ 19-ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით.

"დღეს, რო­დე­საც COVID-19-ის პან­დე­მი­ის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­მა­ყობ ამე­რი­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი მიღ­წე­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით. ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა 140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი მოქ­ნი­ლი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბი­სას, ნათ­ლად ვხე­დავთ ამ სექ­ტორ­ში ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­დე­გებს. ამე­რი­კის მთავ­რო­ბის მრა­ვალ უწყე­ბას შე­აქვს წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბის საქ­მე­ში. ამე­რი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ (USAID), რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს ფარ­თო სექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ახ­ლა­ხან გა­მო­ა­ცხა­და 1,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­გან­გე­ბო ჯან­დაც­ვის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა კო­ვიდ 19-თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად.

სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბა ამე­რი­კის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტიც. სა­ელ­ჩოს თავ­დაც­ვის საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გეგ­მავს 100 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­და­ცე­მას. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­უგ­ზავ­ნის 2 000 ერ­თე­ულ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სწრა­ფი ტეს­ტე­ბის კომ­პლექტს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შე­უძ­ლია ვირუ­სის დად­გე­ნა.

აშშ-ს და­ვა­ა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრე­ბი, თავ­დაც­ვის საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და უოლ­ტერ რი­დის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან პარტნი­ო­რო­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მუ­შა­ოს ახორ­ცი­ე­ლებს. მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ხელს უწყობს კო­ვიდ 19-ის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ტეს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ლუ­გა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვით ცენ­ტრში”, - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
17

რატომ არ გვეუბნებოდა ყოველივე ამის შესახებ ჩვენი მთავრობა?

კოსტა
232
არ გვჭირდება ეს ლენჩი ტესტები, თავის ქვეყანას მიხედონ. ტყუილზეა აგებული ყოველივე.მიზანი სხვაა. ახალი მსოფლიო წესრიგი და კონტროლის გაძლიერება.მალე ვაქცინაში ლამაზად ჩამალულ ჩიპებს და დაავადებებსაც მოგვართმევენ.გაიარონ....
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს

აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს

"ამერიკის შეეეთებული შტატები საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია”, - ამის შესახებ ამერიკის შერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისა და კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების კუთხით.

"დღეს, როდესაც COVID-19-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის.

COVID-19-ით გამოწვეული საგანგებო ვითარებისას, ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს. ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სექტორის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოაცხადა 1,1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად.

საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა.

აშშ-ს დავაადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით, მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში”, - განაცხადა ელჩმა.

"დღეს, წირვის დროს ისეთი რთული იყო ლოცვა, მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ძმის შესახებ

LIVE "ნიუსრუმიდან" - ნინო ბურჯანაძე

"მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც... წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა" - ეკონომიკის მინისტრი