The Guardian-ი კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ წერს. როგორც The Guardian აღნიშნავს, „საქართველოს, 3.7 მილიონი მოსახლიდან, კორონავირუსის მხოლოდ 252 დადასტურებული შემთხვევა აქვს და სამი გარდაცვლილი ჰყავს“.
„სამივე გარდაცვლილი 79-დან 86 წლამდე ასაკის ქალია, რომლებსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. შესაძლოა, ამის უკან ბევრი ფაქტორი დგას, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანამ სწრაფად აამოქმედა მიმოსვლაზე შეზღუდვები, მათ შორის იანვრიდან უკვე ფრენები აკრძალა ჩინეთიდან და მარტში დახურა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად ცოტა იყო ინფიცირების შემთხვევები“, - წერს The Guardian.
საქართველოზე მთელ მსოფლიოში საუბრობენ. თავიდან ერთი-ორჯერ გაკრეს კბილი ჩვენ ეკლესიას, მაგრამ ეხლა პირიქით გაოცებულები არიან ჩვენი ერის რწმენითა და დისციპლინით.
კაცობრიობის წინააღმდეგ ასეთი დიდი გამოწვევის ფონზე ჩვენი ეკლესიის ასეთი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო მოქმედება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ნუთუ რომის პაპზე მეტი მორწმუნეები არიან. ქვეყნის ყველა სფეროში რუის ურბნისის კრებებია ჩასატარებელი, მაგრამ ვის შეჩივლოთ, აღმაშენებელი მკვდარია.