პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს
გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შეც­ვა­ლა - დღეს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ახალ კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა - ყო­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ სი­ხა­რულს იწ­ვევს. ამ სი­ხა­რუ­ლის ნიშ­ნად გა­და­წყვი­ტა მა­ნა­ნა კენ­ჭი­აშ­ვილ­მა,­ რო­მელ­საც წარ­სულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ამას­თან, მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე-მემ­ცე­ნა­რეა, ყო­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სა­ხელ­ზე ხე დარ­გოს თა­ვი­სი კორ­პუ­სის ეზო­ში.

- დიღ­მის მა­სივ­ში 40 წე­ლია ვცხოვ­რობ, 9 წე­ლია, კორ­პუ­სი შე­ვიც­ვა­ლე. ჩვე­ნი უბა­ნი თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა, ამი­ტომ მეც თვა­ლი შეჩ­ვე­უ­ლი მაქვს სიმწვა­ნეს და თუ სად­მე უნარ­გა­ვო ად­გილს ვნა­ხავ, მე­ჩო­თი­რე­ბა. ჩემს კორ­პუსს რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი ჰქონ­და, მშე­ნებ­ლებ­მა ერთი-ორი ხე კი დარ­გეს, მაგ­რამ ად­გი­ლი კი­დევ იყო დარ­ჩე­ნი­ლი და მისი გამ­წვა­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ეზო­ში სა­სე­ირ­ნოდ შვი­ლიშ­ვი­ლი რომ ჩამ­ყავ­და, ერ­თად ვბა­რავ­დით, ვრგავ­დით, ვთე­სავ­დით... ასე გა­ვა­ლა­მა­ზეთ ეზო.

ხე­ე­ბის დარ­გვა გუ­შინ და დღეს არ და­მი­წყია - როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ხდე­ბო­და, ხეს ვრგავ­დი. ასე გა­მოვ­ხა­ტავ­დი სი­ხა­რულ­საც და მად­ლი­ე­რე­ბა­საც. ეს მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, როცა შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. იმ­დრო­ინ­დე­ლი უსუ­სუ­რი ნერ­გე­ბი ახლა ღო­ნი­ე­რი ხე­ე­ბი არი­ან.

- თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა - გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხელ­ზე ხის დარ­გვა მარ­თლაც მი­სა­ბა­ძი საქ­მეა.

- ...მე იმა­ზეც ვი­ფიქ­რე, კორ­პუ­სის ეზო­ში განა რამ­დე­ნი ნარ­გა­ვი და­ე­ტე­ვა-მეთ­ქი? ჰოდა, ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რე: როცა სამ­შვი­დო­ბოს გა­ვალთ, იქ­ნებ ქა­ლა­ქის მე­რი­ამ სად­მე ტე­რი­ტო­რია გა­მო­ყოს ტყის ან თუნ­დაც ხე­ივ­ნის გა­სა­შე­ნებ­ლად, სა­დაც მსურ­ვე­ლი ხეს დარ­გავს. ამით ჩვენს ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც შე­ვაშ­ვე­ლებთ ხელს და კარგ ტრა­დი­ცი­ა­საც ჩა­ვუყ­რით სა­ფუძ­ველს.

- გა­რე­მო­ზე ასე­თი ზრუნ­ვა რო­დის და­ი­წყეთ?

- ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი გვქონ­და და პა­პას­თან ერ­თად ვრგავ­დი, ვსხლავ­დი, ვამ­ყნობ­დი ხე­ხილს და ეს საქ­მე თა­მაშ­ზე მე­ტად მსი­ა­მოვ­ნებ­და.ახლა მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ, მოზ­რდი­ლი აი­ვა­ნი გვაქვს, სა­დაც მხო­ლოდ დი­ლის მზე ანა­თებს, და ერ­თწ­ლი­ან მცე­ნა­რე­ებს ვამ­რავ­ლებ. ჩრდი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბიც კარ­გად ხა­რო­ბენ. ნი­ა­და­გის გა­სა­ნოყი­ე­რებ­ლად მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ სა­სუქს, იო­დი­ან ან შაქ­რი­ან წყალს ვხმა­რობ. დამ­წყებ­მა მეყ­ვა­ვი­ლემ ჯერ შერ­ჩე­უ­ლი მცე­ნა­რის "ხა­სი­ა­თი" უნდა ის­წავ­ლოს და იმის მი­ხედ­ვით მო­უ­ა­როს.

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გამო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის დროს?

- ახლა, როცა ყვე­ლა­ნი შინ ვართ, კაცი მცე­ნა­რე­ებ­ზე ზრუნ­ვა­ზე უკე­თეს თავ­შე­საქ­ცევს ვერ გა­მო­ნა­ხავს, დრო­საც მოკ­ლავს და ინ­ტე­რი­ერ-ექ­სტე­რი­ერ­საც გა­ი­ლა­მა­ზებს.

ჩემი ბავ­შვო­ბის თბი­ლი­სი მე­ტად გამ­წვა­ნე­ბუ­ლი იყო, მარ­ტო დიღ­მის ტყე რად ღირ­და?! აი, ბე­ტო­ნის ჯუნ­გლე­ბად ნაქ­ცევ უბ­ნებს რაღა ეშ­ვე­ლე­ბა, თო­რემ ქა­ლა­ქის მე­რია ნერ­გებს კი რგავს. მშე­ნებ­ლო­ბის ბუმ­მა ამო­ხუ­თა ქა­ლა­ქი. ამი­ტომ ყვე­ლა კორ­პუ­სის წინ რომ და­ირ­გოს ხემ­ცე­ნა­რე­ე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­მოს­წორ­დე­ბა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ვინც გამოჯანმრთელდა და ვინც ისედაც ჯანმრთელი იყო, ასე თუ მოიქცა , კორონას მერეც სუფთა ჰაერი გვექნება ! მე იმ კვირაში დავრგავ აუცილებლად , ასე 5 ძირს , ან 15-ს ! გააჩნია ხელფასის მოსვლას !

gaga
2

ბიძინას კონკურენტი გამოუჩნდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს

მსოფლიო პანდემიამ ადამიანების ცხოვრების სტილი შეცვალა - დღეს ყველა და ყველაფერი მხოლოდ ახალ კორონავირუსს უკავშირდება - ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტის შესახებ ცნობა საზოგადოების დიდ სიხარულს იწვევს. ამ სიხარულის ნიშნად გადაწყვიტა მანანა კენჭიაშვილმა, რომელსაც წარსულში ჟურნალისტური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს და ამასთან, მოყვარული მებაღე-მემცენარეა, ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტის სახელზე ხე დარგოს თავისი კორპუსის ეზოში.

- დიღმის მასივში 40 წელია ვცხოვრობ, 9 წელია, კორპუსი შევიცვალე. ჩვენი უბანი თბილისში ყველაზე გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთაა, ამიტომ მეც თვალი შეჩვეული მაქვს სიმწვანეს და თუ სადმე უნარგავო ადგილს ვნახავ, მეჩოთირება. ჩემს კორპუსს რამდენიმე პატარა ნაკვეთი ჰქონდა, მშენებლებმა ერთი-ორი ხე კი დარგეს, მაგრამ ადგილი კიდევ იყო დარჩენილი და მისი გამწვანება გადავწყვიტე. ეზოში სასეირნოდ შვილიშვილი რომ ჩამყავდა, ერთად ვბარავდით, ვრგავდით, ვთესავდით... ასე გავალამაზეთ ეზო.

ხეების დარგვა გუშინ და დღეს არ დამიწყია - როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე ღირსშესანიშნავი ხდებოდა, ხეს ვრგავდი. ასე გამოვხატავდი სიხარულსაც და მადლიერებასაც. ეს მაშინ გადავწყვიტე, როცა შვილი შემეძინა. იმდროინდელი უსუსური ნერგები ახლა ღონიერი ხეები არიან.

- თქვენი ინიციატივა - გამოჯანმრთელებული ადამიანების სახელზე ხის დარგვა მართლაც მისაბაძი საქმეა.

- ...მე იმაზეც ვიფიქრე, კორპუსის ეზოში განა რამდენი ნარგავი დაეტევა-მეთქი? ჰოდა, ასეთი რამ მოვიფიქრე: როცა სამშვიდობოს გავალთ, იქნებ ქალაქის მერიამ სადმე ტერიტორია გამოყოს ტყის ან თუნდაც ხეივნის გასაშენებლად, სადაც მსურველი ხეს დარგავს. ამით ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც შევაშველებთ ხელს და კარგ ტრადიციასაც ჩავუყრით საფუძველს.

- გარემოზე ასეთი ზრუნვა როდის დაიწყეთ?

- ეზოიანი სახლი გვქონდა და პაპასთან ერთად ვრგავდი, ვსხლავდი, ვამყნობდი ხეხილს და ეს საქმე თამაშზე მეტად მსიამოვნებდა.ახლა მეექვსე სართულზე ვცხოვრობ, მოზრდილი აივანი გვაქვს, სადაც მხოლოდ დილის მზე ანათებს, და ერთწლიან მცენარეებს ვამრავლებ. ჩრდილის მოყვარული მცენარეებიც კარგად ხარობენ. ნიადაგის გასანოყიერებლად მხოლოდ ბუნებრივ სასუქს, იოდიან ან შაქრიან წყალს ვხმარობ. დამწყებმა მეყვავილემ ჯერ შერჩეული მცენარის "ხასიათი" უნდა ისწავლოს და იმის მიხედვით მოუაროს.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების წესი მსოფლიო პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის დროს?

- ახლა, როცა ყველანი შინ ვართ, კაცი მცენარეებზე ზრუნვაზე უკეთეს თავშესაქცევს ვერ გამონახავს, დროსაც მოკლავს და ინტერიერ-ექსტერიერსაც გაილამაზებს.

ჩემი ბავშვობის თბილისი მეტად გამწვანებული იყო, მარტო დიღმის ტყე რად ღირდა?! აი, ბეტონის ჯუნგლებად ნაქცევ უბნებს რაღა ეშველება, თორემ ქალაქის მერია ნერგებს კი რგავს. მშენებლობის ბუმმა ამოხუთა ქალაქი. ამიტომ ყველა კორპუსის წინ რომ დაირგოს ხემცენარეები, ნაწილობრივ მაინც გამოსწორდება ეს მდგომარეობა. წაიკითხეთ სრულად

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა (ვიდეო)