საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით
COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სამი პა­ცი­ენ­ტი: ორ­სუ­ლი, 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნი და 79 წლის მა­მა­კა­ცი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

რო­გორც რა­ტი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მათ სა­ერ­თო ჯამ­ში ხუთი ანა­ლი­ზი ჰქონ­დათ გაგ­ზავ­ნი­ლი, აქე­დან 2 პი­რის შემ­თხვე­ვა­ში იყო პირ­ვე­ლა­დი ტეს­ტი­რე­ბა და ამ შემ­თხვე­ვებ­შიც უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს. ის იმე­დოვ­ნებს, რომ გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ ტეს­ტი­რე­ბებ­შიც კვლავ უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

„ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კა­ში 59 პა­ცი­ენ­ტი წევს. მინ­და გი­თხრათ, რომ პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც არის 24 კვი­რის ორ­სუ­ლი, პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად ორ­ჯე­რა­დად მი­ვი­ღეთ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ის გა­ე­წე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან. გა­და­მოწ­მდა ნა­ყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბაც და ამ ეტაპ­ზე ნა­ყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩე­ნებს, ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნის შემ­თხვე­ვა. ის ჩვენს კლი­ნი­კა­ში 18 დღის წინ შე­მო­ვი­და, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. იმ­ყო­ფე­ბო­და ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე, კლი­ნი­კუ­რად სა­ხე­ზე იყო ფილ­ტვის, გუ­ლი­სა და თირკმლის მწვა­ვე და­ზი­ა­ნე­ბის სინ­დრო­მი. პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით ორ­ჯე­რა­დად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბით გა­მოვ­ლინ­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. დღეს ქალ­ბა­ტო­ნი გა­და­დის თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ალ­ბათ, ორ­შა­ბა­თი­სათ­ვის გა­ე­წე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა 79 წლის ბა­ტონს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნია, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია. ორ­ჯე­რა­დად მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და პა­ცი­ენ­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ტო­ვებს კლი­ნი­კას.

თქვენ იცით, რომ ხუთი ანა­ლი­ზი გვქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი, აქე­დან ორი იყო პირ­ვე­ლა­დი, იქაც მი­ღებ­ნუ­ლი გვაქვს უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხე­ბი. დღეს გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბე­ბი და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ შემ­თვე­ვა­შიც, მე­ო­რე­ჯე­რაც უარ­ყო­ფით პა­სუ­ხებს მი­ვი­ღებთ და პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ე­წე­რე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
0

სასიხარულო ამბავია

ქეთინო
1

ბატონო ლევან,ძვირფასო მედიცინის მუშაკებო,ვერც კი წარმოიდგენთ,როგორი იმედის მომცემია,მსგავსი სტატისტიკა,გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ. ისინი,სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან და ეს,ასმაგად სასიხარულოა. ჩვენ,გავუფრთხილდებით ერთმანეთს,თქვენ კი,იზრუნეთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. წარმატებებს გისურვებთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით

COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი: ორსული, 80 წლის ქალბატონი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, მათ საერთო ჯამში ხუთი ანალიზი ჰქონდათ გაგზავნილი, აქედან 2 პირის შემთხვევაში იყო პირველადი ტესტირება და ამ შემთხვევებშიც უარყოფითი პასუხი მიიღეს. ის იმედოვნებს, რომ განმეორებით ჩატარებულ ტესტირებებშიც კვლავ უარყოფითი შედეგები დაფიქსირდება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტი წევს. მინდა გითხრათ, რომ პირველი ქალბატონი, რომელიც არის 24 კვირის ორსული, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში ის გაეწერება კლინიკიდან. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობაც და ამ ეტაპზე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს.

რაც შეეხება დანარჩენებს, ყველასთვის საინტერესოა 80 წლის ქალბატონის შემთხვევა. ის ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ შემოვიდა, კრიტიკულ მდგომარეობაში. იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის, გულისა და თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. პროტოკოლის მიხედვით ორჯერადად ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ, ორშაბათისათვის გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

თქვენ იცით, რომ ხუთი ანალიზი გვქონდა გაგზავნილი, აქედან ორი იყო პირველადი, იქაც მიღებნული გვაქვს უარყოფითი პასუხები. დღეს განმეორებით ჩატარდება ტესტირებები და ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთვევაშიც, მეორეჯერაც უარყოფით პასუხებს მივიღებთ და პაციენტები გაეწერებიან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

რესპუბლიკურში Covid-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო

"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა" - როდის ჩამოიტანენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში