მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა
რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა

ქო­ბუ­ლე­თის სოფ­ლებ­ში - გვა­რა, მუ­ხა­ეს­ტა­ტე, ლეღ­ვა და წყავ­რუ­კა მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­რეთ გა­მოს­ვლა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლე­ბათ, რო­დე­საც ისი­ნი პრო­დუქ­ტის, მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნას ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მათ ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუ და­ი­ცა­ვენ იმ პრო­ტო­კოლს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის არის შექ­მნი­ლი

„დღე­ი­სათ­ვის უკვე არის 252 შემ­თხვე­ვა და ამას­თან რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ამ შემ­თხვე­ვებ­ში ფარ­თო წრე იყო კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვი­წევს მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შემ­დეგ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში: გვა­რა­ში, მუ­ხა­ეს­ტა­ტე­ში, ლეღ­ვა­ში და წყავ­რუ­კა­ში შე­მო­დის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი და მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნე შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა. გარ­და იმ შე­ზღუდ­ვე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით დად­გე­ნი­ლია, ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია შეს­ვლა და გა­მოს­ვლა.

ად­გილ­ზე ამ რე­ჟი­მის აღ­სრუ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძა­ლე­ბი და ასე­ვე თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­რეთ გა­მოს­ვლა შე­ეძ­ლე­ბათ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბენ პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას, მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნას ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბას.

მათ ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუ და­ი­ცა­ვენ იმ პრო­ტო­კოლს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის არის შექ­მნი­ლი. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი რე­გი­ო­ნა­ლურ სა­კი­თხებ­ში, სო­ზარ სუ­ბა­რი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რებ­მა უკვე და­ი­წყეს ყვე­ლა იმ შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტის მოკ­ვლე­ვა, რო­მე­ლიც ე.წ. ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერს უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც ჩი­ქო­ვან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გე­ნებ­მა და მე­დი­კო­სებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­აქ­ტი­უ­ლი თერ­მოსკრი­ნინ­გი და­ი­წყეს.

„ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რებ­მა უკვე და­ი­წყეს ყვე­ლა იმ შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტის მოკ­ვლე­ვა, რო­მე­ლიც ე.წ. ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე გე­ტყვით, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ასე­ვე მე­დი­კო­სებ­მა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა ად­გილ­ზე და­ი­წყეს პრო­აქ­ტი­უ­ლი თერ­მოსკრი­ნინ­გი, რის შე­დე­გა­დაც შე­მოწ­მდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მო­სახ­ლე ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ, რომ ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას არ შე­ექ­მნას პრობ­ლე­მა რო­გორც საკ­ვე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ში, ასე­ვე, იმ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

შე­ზღუდ­ვე­ბი და მკაც­რი ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ვუმკლავ­დეთ კო­ვიდ-19-ის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას, მაგ­რამ არც ერთი შე­ზღუდ­ვა და არც ერთი რე­გუ­ლა­ცია ვერ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი, თუ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, დავ­რჩეთ სახ­ლში და მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­დეთ და ამით და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა

ქობულეთის სოფლებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როდესაც ისინი პროდუქტის, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას საჭიროებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი

„დღეისათვის უკვე არის 252 შემთხვევა და ამასთან რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთხვევებში ფართო წრე იყო კონტაქტებისა და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები წესდება. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილია, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.

ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტის შეძენას, მედიკამენტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.

მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენებმა და მედიკოსებმა მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი დაიწყეს.

„ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ასევე გეტყვით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს პროაქტიული თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც შემოწმდება აბსოლუტურად ყველა მოსახლე ამ ადმინისტრაციული ერთეულების. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ, რომ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე, იმ მედიკამენტების უზრუნველყოფაში, რომელიც ადგილზე იქნება საჭირო.

შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელებას, მაგრამ არც ერთი შეზღუდვა და არც ერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ გაითვალისწინა.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავრჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ და ამით დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

სააღდგომო ლიტურგიის თაობაზე ჩვენი გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი - მეუფე ნიკოლოზი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 252-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 63 ადამიანი