მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"
ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ -  "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"

გერ­მა­ნი­ა­ში (პა­დერ­ბო­ნი) მცხოვ­რე­ბი, თე­ო­ლო­გი­ის ქარ­თვე­ლი მა­გის­ტრან­ტი ზვი­ად ცა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მე­თა­უ­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც მას­თან ერ­თად, სხვა ქარ­თვე­ლი თე­ო­ლო­გე­ბიც აწე­რენ ხელს. თე­ო­ლო­გე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი არი­ან: მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი ბარ­თლო­მე კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლე­ლი; თე­ო­დო­რე ალექ­სან­დრი­ე­ლი; იო­ა­ნე ან­ტი­ო­ქი­ე­ლი; თე­ო­ფი­ლე იე­რუ­სა­ლი­მე­ლი; კი­რი­ლე მოს­კო­ვე­ლი; ირი­ნე­ოს სერ­ბი; და­ნი­ელ რუ­მი­ნე­ლი; ნე­ო­ფი­ტე ბულ­გა­რე­ლი; ქრი­ზოს­ტო­მოს კვიპ­რო­სე­ლი; იე­რო­ნი­მე ელა­დე­ლი; ანას­ტა­სი ალ­ბა­ნე­ლი; საბა პო­ლო­ნე­ლი; როს­ტის­ლავ პრე­შო­ვე­ლი და ეპი­ფა­ნე კი­ე­ვე­ლი; თე­ო­ლო­გე­ბის თქმით, კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლად გა­ნა­გებს, რაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს. ისი­ნი მსოფ­ლი­ოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის ლი­დე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ:

"უწ­მინ­დეს­ნო და უნე­ტა­რეს­ნო მე­უ­ფე­ნო,

XXI სა­უ­კუ­ნის ახა­ლი მტე­რი - "კო­ვიდ 19" მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი საფრ­თხეა კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. ის მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში აგ­დებს და სრუ­ლი­ად ახალ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბას გვა­ი­ძუ­ლებს. ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა და უკვე მრა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტე­ხა თავს. გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მრა­ვალ ათასს ით­ვლის და, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა.

მა­შინ, რო­დე­საც თით­ქმის ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა ეკ­ლე­სი­ამ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბა­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე მრევ­ლის დას­წრე­ბის შე­ზღუდ­ვა­სა და სხვა სა­ხის პრე­ვენ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ჯი­უ­ტად დგას თა­ვის უც­ვლელ პო­ზი­ცი­ა­ზე, არ მო­უ­წო­დებს მრევლს დარ­ჩეს სახ­ლში და უარს აცხა­დებს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მრევ­ლის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­როს. შე­დე­გად, სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მორ­წმუ­ნე­ებს სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხი­სა­კენ მი­უ­ძღვი­ან. ამ მძი­მე ჟამს, სამ­ღვდე­ლო და­სის რიგი წევ­რე­ბი წარ­მოთ­ქვა­მენ ქა­და­გე­ბებს, რომ­ლე­ბიც სავ­სეა სი­ძულ­ვი­ლით, ფა­ნა­ტიზ­მი­თა და ცრუ აპო­კა­ლიპ­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბით.

სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბა­ზე დრო­ე­ბით უა­რის თქმა, მორ­წმუ­ნე­ე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც უქ­მნის საფრ­თხეს. ამის ფონ­ზე გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ყვე­ლა ის თე­ო­ლო­გი, მღვდე­ლი თუ ექი­მი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ ეკ­ლე­სი­ის მტრა­დაა შე­რა­ცხუ­ლი. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ახა­ლი­სებს იმ მღვდელმთავ­რებს და მღვდლებს, რომ­ლე­ბიც იმ ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­თა მე­თა­უ­რებს გან­სჯი­ან და აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ­ლე­ბაც სა­კუ­თა­რი ხალ­ხის და­სა­ცავდ შე­სა­ბა­მი­სი და ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღეს.

ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ით­ქვას ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლეს ეკ­ლე­სი­ას კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლად გა­ნა­გებს. წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ეს სის­ტე­მა სრუ­ლი­ად უგულ­ვე­ბელ­ყოფს ეკ­ლე­სი­ის მარ­თვის კო­ლე­გი­ურ პრინ­ციპს, წმინ­და სი­ნო­დის სა­ხით. და ყო­ვე­ლი­ვე ეს წმინ­და სი­ნო­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის დუ­მი­ლი­სა და კონ­ფორ­მიზ­მის გამო ხდე­ბა. ეს კონ­ფორ­მიზ­მი ძირს უთხრის კო­ლე­გი­ურ პრინ­ციპს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ეკ­ლე­სიო მმარ­თვე­ლო­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენ­და.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო, ფა­ნა­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით, პირ­და­პირ თუ ირი­ბად აშან­ტა­ჟებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს მას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ნი გა­ა­ტა­როს.

უწ­მინ­დეს­ნო მა­მა­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პირ­თა უმოქ­მე­დო­ბი­სა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო, მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რათა ოფი­ცი­ა­ლურ­მა იერ­არ­ქი­ამ მი­ი­ღოს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გო­ნივ­რუ­ლი ზომა, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა და სიკ­ვდი­ლი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

პა­ტი­ვის­ცე­მით,

ზვი­ად ცა­ბა­ძე - თე­ო­ლო­გი­ის მა­გის­ტრან­ტი, პა­დერ­ბო­ნი, გერ­მა­ნია

გი­ორ­გი ტი­გი­ნაშ­ვი­ლი - თე­ო­ლო­გი­ის ბა­კა­ლავ­რი, თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო

შოთა მა­თი­თაშ­ვი­ლი - ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი

კახა უსუ­ფაშ­ვი­ლი - თე­ო­ლო­გი­ის ბა­კა­ლავ­რი, ათე­ნი, სა­ბერ­ძნე­თი

ლადო წით­ლი­ძე - თე­ო­ლო­გი­ის მა­გის­ტრან­ტი, ჟე­ნე­ვა, შვე­ი­ცა­რია

თე­ო­ლო­გე­ბის და სხვა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ხლხის გა­სა­გო­ნად: ვი­საც სურ­ვი­ლი გაქვთ, შე­მოგ­ვი­ერ­თდით.

ტექ­სტის ინ­გლი­სუ­რი ვერ­სი­აც მალე იქ­ნე­ბა და ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ას ოფი­ცი­ა­ლურ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე გა­ეგ­ზავ­ნე­ბა.

გვეს­მის, რომ ეს რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს კარს მომ­დგარ საფრ­თხეს და ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლეს რის­კის ქვეშ აყე­ნებს".

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსლანი
0

დიდება უფალს და მადლობა რომ კეთილგონიერი და ღრმადმორწმუნე პატრიარქი გვყავს და არაფრის გამო არ დაგვათმობინა სარწმუნოება. თქვე საწყალო თეოლოგებო და ისინი ვინც უერთდებით ამ მოთხოვნას, ქრისტეს და ქვეყნის მოღალატეები ხართ. 100 000 მოწამის ქვეყანას ვერც კოვიდი შეგვაშინებს და ვერც გარდაუვალი სიკვდილი საქართველო ყოველთვის იქნება ქრისტეს ერთგული. დიდება უფალს! 

......
0

2022 წელი. 2 წელი პანდემიის შემდეგ. თურმე გრძელდება სიცოცხლე აცრის გარეშეც. ისე რწმენის გარეშე სიცოცხლეს ფასი არააქვს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ -  "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"

გერმანიაში (პადერბონი) მცხოვრები, თეოლოგიის ქართველი მაგისტრანტი ზვიად ცაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისადმი მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც მასთან ერთად, სხვა ქართველი თეოლოგებიც აწერენ ხელს. თეოლოგების ადრესატები არიან: მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კონსტანტინეპოლელი; თეოდორე ალექსანდრიელი; იოანე ანტიოქიელი; თეოფილე იერუსალიმელი; კირილე მოსკოველი; ირინეოს სერბი; დანიელ რუმინელი; ნეოფიტე ბულგარელი; ქრიზოსტომოს კვიპროსელი; იერონიმე ელადელი; ანასტასი ალბანელი; საბა პოლონელი; როსტისლავ პრეშოველი და ეპიფანე კიეველი; თეოლოგების თქმით, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეკლესიას ავტორიტარულად განაგებს, რაც პანდემიის პირობებში, საქართველოს ათასობით მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ისინი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების ლიდერებს საქართველოს ეკლესიაზე გავლენის მოხდენისკენ მოუწოდებენ:

"უწმინდესნო და უნეტარესნო მეუფენო,

XXI საუკუნის ახალი მტერი - "კოვიდ 19" მომაკვდინებელი საფრთხეა კაცობრიობისთვის. ის მილიონობით ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს და სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრებას გვაიძულებს. ეს არის რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური უბედურება დაგვატეხა თავს. გარდაცვლილთა რაოდენობა მრავალ ათასს ითვლის და, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.

მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივ მთავრობათა რეკომენდაციები მიიღო, რომელიც ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვასა და სხვა სახის პრევენციულ ქმედებებს ითვალისწინებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯიუტად დგას თავის უცვლელ პოზიციაზე, არ მოუწოდებს მრევლს დარჩეს სახლში და უარს აცხადებს ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს. შედეგად, სამღვდელოების წარმომადგენლები მორწმუნეებს სასიკვდილო საფრთხისაკენ მიუძღვიან. ამ მძიმე ჟამს, სამღვდელო დასის რიგი წევრები წარმოთქვამენ ქადაგებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილით, ფანატიზმითა და ცრუ აპოკალიპტური მოლოდინებით.

სოციალურ დისტანცირებაზე დროებით უარის თქმა, მორწმუნეების გარდა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის თეოლოგი, მღვდელი თუ ექიმი, ვინც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მტრადაა შერაცხული. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო ახალისებს იმ მღვდელმთავრებს და მღვდლებს, რომლებიც იმ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს განსჯიან და აკრიტიკებენ, რომლებაც საკუთარი ხალხის დასაცავდ შესაბამისი და ადეკვატური ზომები მიიღეს.

ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მმართველობის ეს სისტემა სრულიად უგულვებელყოფს ეკლესიის მართვის კოლეგიურ პრინციპს, წმინდა სინოდის სახით. და ყოველივე ეს წმინდა სინოდის თითოეული წევრის დუმილისა და კონფორმიზმის გამო ხდება. ეს კონფორმიზმი ძირს უთხრის კოლეგიურ პრინციპს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო მმართველობის საფუძველს წარმოადგენდა.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო, ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფების დახმარებით, პირდაპირ თუ ირიბად აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და საშუალებას არ აძლევს მას, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი ღონისძიებანი გაატაროს.

უწმინდესნო მამანო, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პირთა უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე, რათა ოფიციალურმა იერარქიამ მიიღოს ყველა აუცილებელი გონივრული ზომა, რათა საქართველოს ათასობით მოქალაქის ინფიცირება და სიკვდილი თავიდან ავიცილოთ.

პატივისცემით,

ზვიად ცაბაძე - თეოლოგიის მაგისტრანტი, პადერბონი, გერმანია

გიორგი ტიგინაშვილი - თეოლოგიის ბაკალავრი, თბილისი, საქართველო

შოთა მათითაშვილი - ისტორიის დოქტორი, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი

კახა უსუფაშვილი - თეოლოგიის ბაკალავრი, ათენი, საბერძნეთი

ლადო წითლიძე - თეოლოგიის მაგისტრანტი, ჟენევა, შვეიცარია

თეოლოგების და სხვა კომპეტენტური ხლხის გასაგონად: ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.

ტექსტის ინგლისური ვერსიაც მალე იქნება და ყველა ეკლესიას ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნება.

გვესმის, რომ ეს რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო ვერ აცნობიერებს კარს მომდგარ საფრთხეს და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს".