მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა - "წყალიც კი არ გვაქვს ხელების დასაბანად“
როგორია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა - "წყალიც კი არ გვაქვს ხელების დასაბანად“

ვა­ნუ­ა­ტუ იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, სა­დაც ჯერ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ისე ცხოვ­რო­ბენ, თით­ქოს ეპი­დე­მი­აა. ვა­ნუ­ა­ტუს მთავ­რო­ბამ მკაც­რი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღო, მათ შო­რის, ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც კი და­ა­წე­სა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა theguardian.com წერს.

კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ამ დრო­ის­თვის 62 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა - ისი­ნი, ვინც სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვამ­დე დაბ­რუნ­დნენ. ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და მო­სახ­ლე­ო­ბაც ში­შით და თან იმე­დით ელო­დე­ბა მათი 14 დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ო­დის გას­ვლას.

ვა­ნუ­ა­ტუს მო­სახ­ლე­ო­ბა 300 000 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, ქვე­ყა­ნა წყნარ ოკე­ა­ნე­ში 80 კუნ­ძულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და არც ჯან­დაც­ვაა სა­თა­ნა­დოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, ქვეყ­ნის მთა­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ 20 სა­წო­ლია და მთელ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ორი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი აქვთ. ასე­ვე ჰყავთ 60 ექი­მი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც გა­მო­უც­დე­ლი და ახალ­ბე­დაა.

მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ცხოვ­რე­ბა ისე, თით­ქოს ეპი­დე­მი­აა...

ასევე დაგაინტერესებთ
16:37 / 25-03-2020

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი

12:52 / 06-04-2020

"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად

11:59 / 15-04-2020

როგორია ცხოვრება ესტონეთის "კორონას კუნძულზე" - "ჩვენ დახმარება გვჭირდება"

19:04 / 26-04-2020

მსოფლიოს 15 ადგილი, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა

13:49 / 27-04-2020

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

10:29 / 01-05-2020

კენიაში, ქვრივი ქალი 8 შვილს საჭმელს ქვებისგან უმზადებდა - "მეუბნებოდნენ: დედა, გვატყუებ... მაგრამ მეტი არაფერი მქონდა"

10:02 / 12-05-2020

ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა - მალაიზიაში გადაღებულ ფოტოებს ათი ათასობით გაზიარება აქვს

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ მიზ­ნით, რომ ვა­ნუ­ა­ტუ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სირ­დეს, ჩა­კე­ტა სა­ზღვრე­ბი, შე­მო­ი­ღო კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, და­ი­კე­ტა სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის სხვა ობი­ექ­ტე­ბი.

არი­ტა­ი­მაი სალ­მო­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ Au Bon Marche-ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლი ერთ-ერ­თია იმ მცი­რე კომ­პა­ნი­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შე­მო­ღე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს გა­და­ურ­ჩა.

რო­გორც სალ­მო­ნი "გარ­დი­ან­თან“ ამ­ბობს, ის ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა არ­წმუ­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბია და არ უნდა ეში­ნო­დეთ საჭ­მლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის, მი­უ­ხე­და­ვად სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვი­სა.

ვა­ნუ­ა­ტუს მშპ-ს 40% ტუ­რიზ­მზე მო­დის და ახლა, როცა ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი შე­წყდა, ეს ბევრ ოჯახს და ადა­მი­ანს შე­ე­ხო. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ არ იცი­ან რო­გორ გა­დარ­ჩე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე.

საკ­რუ­ი­ზო გე­მე­ბის მუ­შა­ო­ბა სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ასე­ვე შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს ფრე­ნე­ბი ად­გი­ლობ­რივ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, Air Vanuatu-ს და არა­ვინ იცის, რო­დის გა­ნახ­ლდე­ბა მი­მოს­ვლა.

რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ე­კე­ტათ. ვა­ნუ­ა­ტუ­ში სა­ღა­მოს 9:00 სა­ა­თი­დან გამ­თე­ნი­ის 4:00 სა­ა­თამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია გა­რეთ გას­ვლა და გა­და­ად­გი­ლე­ბა.

შე­ზღუდ­ვე­ბი ეხე­ბა კა­ვას ბა­რებ­საც. კავა ვა­ნუ­ა­ტუს ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­მე­ლია. ახლა ბა­რე­ბი ად­რინ­დე­ლი­ვით ვე­ღარ მუ­შა­ო­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი ბა­რის მე­პატ­რო­ნე ამ­ბობს, რომ იძუ­ლე­ბუ­ლია ის მხო­ლოდ ორი სა­ა­თით გა­ა­ღოს და ძი­რი­თა­დად მი­ტა­ნის სერ­ვის­ზე გა­და­ვი­და. "პო­ლი­ცია რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებს, ვას­რუ­ლებთ თუ არა რე­კო­მენ­და­ცი­ებს", - ამ­ბობს კავა ბა­რის მე­პატ­რო­ნე.

და­ი­კე­ტა სხვა ბიზ­ნე­სე­ბიც, ვე­ღარ შე­აქვთ ექ­სპორტზე სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

"ვირუ­სი რომ აქ შე­მო­ვი­დეს, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ოჯახ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით ოჯა­ხის უფ­როს წევ­რებ­ზე და შე­საძ­ლოა, ექი­მამ­დეც კი ვერ მი­ვი­დეთ, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნი, კრის­ტოფ ტაჰუმ­ფი­რი.

ქვე­ყა­ნას აქვს წყლის პრობ­ლე­მა

დე­და­ქა­ლაქ პორტ-ვი­ლას მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე მა­ღა­ზი­ე­ბის, ბან­კე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წინ ხე­ლის და­სა­ბა­ნი ონ­კა­ნე­ბი მო­ა­წყვეს. წყა­ლი პლასტმა­სის კონ­ტე­ი­ნე­რებ­შია, რო­მელ­საც ონ­კა­ნი აქვს მი­მაგ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით, ყვე­ლა ბიზ­ნე­სი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ხე­ლის და­სა­ბა­ნად ონ­კა­ნი და­ა­მონ­ტა­ჟოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოს ოფი­სი ხე­ლის ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ყო­ვე­ლი­ვე არც ისე მარ­ტი­ვად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ქვე­ყა­ნა­ში წყლის დე­ფი­ცი­ტია და ადა­მი­ა­ნე­ბი მას შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მო­იხ­მა­რენ.

"რო­გორც მამა და რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. ჩვენ არ გვაქვს ამ ვირუ­სის მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ წყა­ლიც კი არ გვაქვს ხე­ლე­ბის და­სა­ბა­ნად“, - ამ­ბობს ვა­ნუ­ა­ტუს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი, კალ­ფაუ მოლი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი სპი­კე­რის, რა­სელ ტა­მა­ტას თქმით, მოქ­მე­დე­ბე­ბი აგ­რე­სი­უ­ლი უნდა იყოს, სხვაგ­ვა­რად ვერ შეძ­ლე­ბენ ვირუ­სის ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის თა­ვი­დან არი­დე­ბას.

"ვი­ცით, რო­გორ ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი და როცა ვუ­ყუ­რებ ჩვენს კულ­ტუ­რას, იმას, თუ რო­გორ ვცხოვ­რობთ, ვფიქ­რობ, სწო­რედ ასე­თი ად­გი­ლე­ბი უყ­ვარს ამ ვირუსს. თუ ის ჩვენ­თან შე­მო­ვა, ეს იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა. სწო­რედ ამი­ტომ და­ვა­წე­სეთ უმ­კაც­რე­სი შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ზღვრებ­ზე. ჩვენ გვე­ში­ნია, რომ თუ ვირუ­სი ვა­ნუ­ა­ტუ­ში შე­მო­ვა, ის ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­რცელ­დე­ბა და უბ­რა­ლოდ არ გვაქვს რე­სურ­სი მისი მარ­თვის­თვის. ერ­თმა პა­ტა­რა შეც­დო­მა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნოს“, - ამ­ბობს ტა­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nino
6

თქვენი ძმები ოსები და აბხაზები გამოგიგზავნიანთ ყველაფერს, მაგაზე არ იდარდოთ.

იბერიელი
19

ეს ხალხი არის კანიბალი და ვის რაში აღელვებს კანიბალებიში გავრცელდა თუ არა ვირუსი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როგორია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა - "წყალიც კი არ გვაქვს ხელების დასაბანად“

როგორია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა - "წყალიც კი არ გვაქვს ხელების დასაბანად“

ვანუატუ იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჯერ კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 არ გამოვლენილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს ეპიდემიაა. ვანუატუს მთავრობამ მკაცრი წესები შემოიღო, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათიც კი დააწესა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გამოცემა theguardian.com წერს.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 62 ადამიანი იმყოფება - ისინი, ვინც საზღვრების ჩაკეტვამდე დაბრუნდნენ. ახლა ხელისუფლებაც და მოსახლეობაც შიშით და თან იმედით ელოდება მათი 14 დღიანი საკარანტინე პერიოდის გასვლას.

ვანუატუს მოსახლეობა 300 000 ადამიანს შეადგენს, ქვეყანა წყნარ ოკეანეში 80 კუნძულზეა განთავსებული. ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთულია და არც ჯანდაცვაა სათანადოდ განვითარებული. როგორც "გარდიანი“ წერს, ქვეყნის მთავარ საავადმყოფოში მხოლოდ 20 საწოლია და მთელ ქვეყანაში მხოლოდ ორი სასუნთქი აპარატი აქვთ. ასევე ჰყავთ 60 ექიმი, რომელთა უმეტესობაც გამოუცდელი და ახალბედაა.

მკაცრი რეგულაციები და ცხოვრება ისე, თითქოს ეპიდემიაა...

ხელისუფლებამ იმ მიზნით, რომ ვანუატუში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირდეს, ჩაკეტა საზღვრები, შემოიღო კომენდანტის საათი, დაიკეტა სასტუმროები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები.

არიტაიმაი სალმონი ქვეყნის ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელ Au Bon Marche-ში მომხმარებლების მენეჯერად მუშაობს. სუპერმარკეტების აღნიშნული ქსელი ერთ-ერთია იმ მცირე კომპანიებს შორის, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებულ რეგულაციებს გადაურჩა.

როგორც სალმონი "გარდიანთან“ ამბობს, ის ბოლო რამდენიმე კვირაა არწმუნებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით საკვებია და არ უნდა ეშინოდეთ საჭმლის გარეშე დარჩენის, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა.

ვანუატუს მშპ-ს 40% ტურიზმზე მოდის და ახლა, როცა ტურისტების ნაკადი შეწყდა, ეს ბევრ ოჯახს და ადამიანს შეეხო. ისინი ამბობენ, რომ არ იციან როგორ გადარჩებიან ტურისტების გარეშე.

საკრუიზო გემების მუშაობა სრულად შეჩერებულია, ასევე შეჩერებული აქვს ფრენები ადგილობრივ ავიაკომპანიას, Air Vanuatu-ს და არავინ იცის, როდის განახლდება მიმოსვლა.

რესტორნებისა და სასტუმროების მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ, რომ დაწესებულებები დაეკეტათ. ვანუატუში საღამოს 9:00 საათიდან გამთენიის 4:00 საათამდე აკრძალულია გარეთ გასვლა და გადაადგილება.

შეზღუდვები ეხება კავას ბარებსაც. კავა ვანუატუს ტრადიციული სასმელია. ახლა ბარები ადრინდელივით ვეღარ მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი ბარის მეპატრონე ამბობს, რომ იძულებულია ის მხოლოდ ორი საათით გააღოს და ძირითადად მიტანის სერვისზე გადავიდა. "პოლიცია რეგულარულად ამოწმებს, ვასრულებთ თუ არა რეკომენდაციებს", - ამბობს კავა ბარის მეპატრონე.

დაიკეტა სხვა ბიზნესებიც, ვეღარ შეაქვთ ექსპორტზე სხვადასხვა ბიზნესისთვის აუცილებელი მასალები, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ საზღვრების ჩაკეტვა აუცილებელი იყო.

"ვირუსი რომ აქ შემოვიდეს, ვფიქრობ, ყველა ოჯახზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით ოჯახის უფროს წევრებზე და შესაძლოა, ექიმამდეც კი ვერ მივიდეთ, ეს საშინელება იქნება“, - ამბობს ადგილობრივი ბიზნესმენი, კრისტოფ ტაჰუმფირი.

ქვეყანას აქვს წყლის პრობლემა

დედაქალაქ პორტ-ვილას მთავარ ქუჩაზე მაღაზიების, ბანკების, რესტორნების და სხვა დაწესებულებების წინ ხელის დასაბანი ონკანები მოაწყვეს. წყალი პლასტმასის კონტეინერებშია, რომელსაც ონკანი აქვს მიმაგრებული, მაგრამ ეს მხოლოდ დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე. ხელისუფლების ბრძანებით, ყველა ბიზნესი ვალდებულია, რომ ხელის დასაბანად ონკანი დაამონტაჟოს დაწესებულებაში მოქალაქეებისთვისაც, ასევე უზრუნველყოს ოფისი ხელის ჰიგიენის საშუალებებით. ყოველივე არც ისე მარტივად შესასრულებელია, რადგანაც ქვეყანაში წყლის დეფიციტია და ადამიანები მას შეზღუდული რაოდენობით მოიხმარენ.

"როგორც მამა და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან ვნერვიულობ. ჩვენ არ გვაქვს ამ ვირუსის მართვის შესაძლებლობა. ჩვენ წყალიც კი არ გვაქვს ხელების დასაბანად“, - ამბობს ვანუატუს პარლამენტის ყოფილი წევრი, კალფაუ მოლი.

ხელისუფლების მთავარი სპიკერის, რასელ ტამატას თქმით, მოქმედებები აგრესიული უნდა იყოს, სხვაგვარად ვერ შეძლებენ ვირუსის ქვეყანაში შესვლის თავიდან არიდებას.

"ვიცით, როგორ ვრცელდება ვირუსი და როცა ვუყურებ ჩვენს კულტურას, იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ, ვფიქრობ, სწორედ ასეთი ადგილები უყვარს ამ ვირუსს. თუ ის ჩვენთან შემოვა, ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ უმკაცრესი შეზღუდვები საზღვრებზე. ჩვენ გვეშინია, რომ თუ ვირუსი ვანუატუში შემოვა, ის ძალიან სწრაფად გავრცელდება და უბრალოდ არ გვაქვს რესურსი მისი მართვისთვის. ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს“, - ამბობს ტამატა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

ორთვიანი კარანტინის შემდეგ მაღაზიაში ტყავის საქონელი დაობდა - მალაიზიაში გადაღებულ ფოტოებს ათი ათასობით გაზიარება აქვს

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს