მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ეკლესიისგან..." - მეუფე ნიკოლოზი
"ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ეკლესიისგან..." - მეუფე ნიკოლოზი

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი თან­და­თან სწავ­ლო­ბენ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში რო­გორ მო­იქ­ცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღა­ლა­ტონ და არც წეს­რი­გი და­არ­ღვი­ონ.

რო­გორც მიტ­რო­პო­ლი­ტი ნი­კო­ლო­ზი გან­მარ­ტავს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დად­გე­ნილ წე­სებს ისი­ნი და­ი­ცა­ვენ. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ხა­ტებ­ზე მრევლს აღარ ამ­თხვე­ვენ, მათ მო­ძღვრე­ბი პირ­ჯვარს გა­და­სა­ხა­ვენ და ნა­კურთხ წყალს ას­ხუ­რე­ბენ.

„როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა გა­მო­ცხად­და, შა­ბა­თი სა­ღა­მო იყო. კვი­რა დი­ლას ბევრ ტა­ძარ­ში უკვე და­ცუ­ლი იყო დის­ტან­ცია. ჟურ­ნა­ლის­ტებს და ტე­ლე­ვი­ზი­ებს გე­ხე­ბათ, სა­ჭი­რო არ არის მტრის სა­ხის შექ­მნა ან ეკ­ლე­სი­ის­გან ხალ­ხის­თვის, ან ხალ­ხის­გან ეკ­ლე­სი­ის­თვის, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბი არ ვართ, ერთ საქ­მეს ვა­კე­თებთ. ჩვენ ყვე­ლას ერთი მტე­რი გვყავს, ეს არის ის სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი მტე­რი, მტე­რი, რო­მელ­საც ჩვე­ნი სიკ­ვდი­ლი უნდა, ჩვენ ამა­ში ყვე­ლა­ნი ვერ­თი­ან­დე­ბით და ჩვე­ნი ძა­ლის მი­ხედ­ვით, ვცდი­ლობთ თავი და­ვიც­ვათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკ­ლე­სი­ებ­ში წეს­რი­გის დაც­ვას, თან­და­თა­ნო­ბით, რამ­დე­ნა­დაც შეგ­ვიძ­ლია, ვცდი­ლობთ, ეს წეს­რი­გი და­ცუ­ლი იყოს. ყვე­ლამ იცის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ დის­ტან­ცია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ტებ­ზე და ჯვარ­ზე მთხვე­ვას, ადა­მი­ანს ვერ ავუკ­რძა­ლავთ, რომ ჯვარ­ზე ემ­თხვი­ოს, მაგ­რამ ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბი­სა­კენ მო­ვუ­წო­დებთ.

ამას წი­ნათ, გავ­რცელ­და კად­რე­ბი აქ, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ჯვარ­ზე რო­გორ ემ­თხვე­ოდ­ნენ, მღვდელ­მა შე­მო­ა­ტა­რა ჯვა­რი მთხვე­ვის­თვის, ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ ხალ­ხი უნდა მი­სუ­ლი­ყო ჯვარ­ზე სამ­თხვე­ვად და შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცია დარ­ღვე­უ­ლი­ყო. ახლა გა­ვაფრ­თხი­ლეთ მო­ძღვრე­ბიც, რომ ასე ნუ­ღარ მო­იქ­ცე­ვი­ან, გა­და­სა­ხონ ჯვა­რი და ას­ხუ­რონ ნა­კურ­თხი წყა­ლი. ასე რომ, ჩვენც ვსწავ­ლობთ თან­და­თა­ნო­ბით ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუ­ღა­ლა­ტოთ და არც წეს­რი­გი და­ვარ­ღვი­ოთ. ეს არის ჯან­დაც­ვის და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის სა­ერ­თოა“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dudu
3

რა სახე გაქ რა გჭირს!!!

მკითხველი
6

დღეს მთავარის ჟურნალისტმა დისტანციის დაუცველად, პირდაპირ მიეჭრა ქალს და ძალით ცდილობდა ინტერვიუს აღებას, მიკროფონს პირში ჩრიდა ძალით ტაძრის ეზოში, წვიმაში მდგარ ქალს..არც სოციალური დისტანციის დაცვა..საოცარი აგრესია ჰქონდა ჟურნალისტს ეკლესიის მიმართ... ეს ყველაფერი გაივლის და იმედია მიხვდებიან ჟურნალისტები, რომ მოსახლეობისთვის საძულველ მასად იქცნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ეკლესიისგან..." - მეუფე ნიკოლოზი

"ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ეკლესიისგან..." - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები თანდათან სწავლობენ რთულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღალატონ და არც წესრიგი დაარღვიონ.

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს ისინი დაიცავენ. მისივე განცხადებით, ხატებზე მრევლს აღარ ამთხვევენ, მათ მოძღვრები პირჯვარს გადასახავენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ.

„როცა საქართველოში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, შაბათი საღამო იყო. კვირა დილას ბევრ ტაძარში უკვე დაცული იყო დისტანცია. ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ან ეკლესიისგან ხალხისთვის, ან ხალხისგან ეკლესიისთვის, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს, ეს არის ის საშინელი ეპიდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ეს არის ჩვენი მტერი, მტერი, რომელსაც ჩვენი სიკვდილი უნდა, ჩვენ ამაში ყველანი ვერთიანდებით და ჩვენი ძალის მიხედვით, ვცდილობთ თავი დავიცვათ.

რაც შეეხება ეკლესიებში წესრიგის დაცვას, თანდათანობით, რამდენადაც შეგვიძლია, ვცდილობთ, ეს წესრიგი დაცული იყოს. ყველამ იცის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანცია უზრუნველყოფილი იყოს. რაც შეეხება ხატებზე და ჯვარზე მთხვევას, ადამიანს ვერ ავუკრძალავთ, რომ ჯვარზე ემთხვიოს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ.

ამას წინათ, გავრცელდა კადრები აქ, სამების ტაძარში ჯვარზე როგორ ემთხვეოდნენ, მღვდელმა შემოატარა ჯვარი მთხვევისთვის, ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი უნდა მისულიყო ჯვარზე სამთხვევად და შეიძლება დისტანცია დარღვეულიყო. ახლა გავაფრთხილეთ მოძღვრებიც, რომ ასე ნუღარ მოიქცევიან, გადასახონ ჯვარი და ასხურონ ნაკურთხი წყალი. ასე რომ, ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ. ეს არის ჯანდაცვის და ჩვენი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის საერთოა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000 ლარიან ფასდაკლებას და 1 წლიან უფასო საწვავის აქციას სთავზობს

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

"შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლაო?" - ბასილაშვილის საქმის რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი