მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ
აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნი, ზო­ო­პარ­კის ცხო­ვე­ლებს შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბა.

ekhokavkaza.com წერს, რომ ცხრა ლო­მის გა­მო­საკ­ვე­ბად, პარკ "პრა­ი­დის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­მარ­თეს, რათა ცხო­ვე­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მოკ­ვე­ბონ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, უკვე გა­მოჩ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ცხო­ვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე კვი­რით გა­მოკ­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა გა­ი­ღო.

ზო­ო­პარკში რვა დიდი ლომი და ორი თვის ბოკ­ვე­რი ჰყავთ. საკ­მა­ოდ დიდ ფარ­თობ­ზე გა­დაშ­ლი­ლი პარ­კი, მოძ­რა­ვი ცირ­კის რუს­მა მე­პატ­რო­ნემ ოლეგ კო­ნო­ნოვ­მა აა­შე­ნა და გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ვე­ლურ გა­რე­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შექ­მნა. მისი დი­რექ­ტო­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ან­დრეი ხარ­ზა­ლი­აა.

მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის და­კეტვის შემ­დეგ, პარ­კი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თქმით, კი, მათ ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად ყო­ველ­ღი­უ­რად 54 კგ ხორ­ცი სჭირ­დე­ბათ.

პარკს "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­ვი­სი გვერ­დი აქვს, სა­დაც დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა გავ­რცელ­და. ცხო­ვე­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ებ­მა ანა­ტო­ლი ეპი­შევ­მა და თა­მა­რა ვერ­დი­ე­ვამ მო­სახ­ლე­ო­ბას დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს.

ეპი­შე­ვის თქმით, ამის შემ­დეგ გაგ­რი­დან ხორ­ცის სა­წარ­მოს მფლო­ბე­ლებ­მა მი­ი­ტა­ნეს საკ­ვე­ბი. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მიერ ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხით კი ერთი ცხე­ნი შე­ი­ძი­ნეს:

"ერთი სი­ტყვით, რამ­დე­ნი­მე დღის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბი გვაქვს... რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ, ჯერ არ ვი­ცით” - ამ­ბობს ცხო­ვე­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა, იმის გამო, ისი­ნი ცხო­ვე­ლებს ცხე­ნე­ბით კვე­ბა­ვენ.

ეპი­შე­ვი მათ პა­სუ­ხობს, რომ ცხე­ნებს თა­ვად კი არ ხო­ცა­ვენ, "მზა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" ყი­დუ­ლო­ბენ, რად­გან ცხე­ნის ხორ­ცი, სხვა­ზე მე­ტად ია­ფია:

"ჩვენ გვყავს ნაც­ნო­ბი, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის, სად შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნოთ ცხე­ნის ხორ­ცი, ზოგს ფეხი აქვს მო­ტე­ხი­ლი, ზოგი მავ­თუ­ლებ­ში გა­იხ­ლარ­თა და ძა­ლი­ან და­შავ­და. აფხა­ზეთ­ში ნაც­ნო­ბო­ბა კარ­გად მუ­შა­ობს" - ამ­ბობს ის.

აფხა­ზი ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის სა­ი­და ოტირ­ბას შე­ფა­სე­ბით, ასე ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის იმე­დად, 9 ლო­მის გა­მოკ­ვე­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

"არ ვიცი რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ, რად­გან გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის მშივ­რე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან... მე მათ ვურ­ჩიე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ცხო­ვე­ლე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია, რად­გან ამ რე­ა­ლო­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ მათი მოვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვაქვს... თუ ასე არ მო­იქ­ცე­ვი­ან, შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ვი­ღებთ, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის წა­მე­ბა. სო­ხუმ­ში გვყავს შვი­დი დათ­ვი, რომ­ლე­ბიც სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში, შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. ასე იყო კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დეც, მაგ­რამ ყურს არა­ვინ იბერ­ტყავ­და.

ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი მუდ­მი­ვად შიმ­ში­ლო­ბენ და თავ­შე­სა­ფარ­ში წა­მოყ­ვა­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის გა­მო­საკ­ვებ თან­ხას ძლივს ვშო­უ­ლობთ" - ამ­ბობს ოტირ­ბა.

აფხა­ზი ინ­ტერ­ტეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში რე­გი­ონ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა, მათ შო­რის, ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­გან აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბო­და შეს­წავ­ლის სა­გა­ნი.

“ეს ხალ­ხი, უამ­რავ ფულს აკე­თებ­და იმ ლო­მე­ბის პარ­კით, ახლა კი ამ­ბო­ბენ, რომ თურ­მე ვი­ღაც აძ­ლევ­და ცხე­ნებს, კაც­მა არ იცის, რო­გორ, რა გზით. შე­მო­სავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არ აქვთ რამ­დე­ნი­მე თვის საკ­მა­რი­სი თან­ხა, რათა ცხო­ვე­ლებს აჭა­მონ, ცხო­ვე­ლებ­მა რა და­ა­შა­ვეს, მაგ­რამ ამა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ის­წავ­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ!" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­რი­სა აგირ­ბა.

ფო­ტო­ე­ბი გვერ­დი­დან Парк львов "Прайд", ავ­ტო­რი: ნინა არუ­თუ­ნი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
7

და ესე თუ შეგტკივათ გული, გააღეთ გალიების კარებები და გაუშვით გარეთ, იკვებონ აფსუების, რუსების და სომხების ხორცით, ამასობაში ვირუსიც გაივლის და გადარჩებიან ლომები

kaxa
4

იქნებ დავეხმაროთ რა, ცხოველებმა რაღა დააშავეს, მაშინ რაღას ატყვევებდნენ........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საფრთხის გამო გამოცხადებული კარანტინი, ზოოპარკის ცხოველებს შიმშილით სიკვდილით ემუქრება.

ekhokavkaza.com წერს, რომ ცხრა ლომის გამოსაკვებად, პარკ "პრაიდის" თანამშრომლებმა დახმარებისთვის ადგილობრივებს სოციალური ქსელით მიმართეს, რათა ცხოველები ყოველდღიურად გამოკვებონ. გამოცემის ცნობით, უკვე გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ცხოველების რამდენიმე კვირით გამოკვებისთვის საჭირო რაოდენობის თანხა გაიღო.

ზოოპარკში რვა დიდი ლომი და ორი თვის ბოკვერი ჰყავთ. საკმაოდ დიდ ფართობზე გადაშლილი პარკი, მოძრავი ცირკის რუსმა მეპატრონემ ოლეგ კონონოვმა ააშენა და გარეული ცხოველებისთვის ველურ გარემოსთან მიახლოებული პირობები შექმნა. მისი დირექტორი ადგილობრივი ანდრეი ხარზალიაა.

მასობრივი თავშეყრის ადგილების დაკეტვის შემდეგ, პარკი შემოსავლის გარეშე დარჩა. ადმინისტრაციის თქმით, კი, მათ ცხოველების გამოსაკვებად ყოველღიურად 54 კგ ხორცი სჭირდებათ.

პარკს "ფეისბუქზე" თავისი გვერდი აქვს, სადაც დახმარების თხოვნა გავრცელდა. ცხოველების მეთვალყურეებმა ანატოლი ეპიშევმა და თამარა ვერდიევამ მოსახლეობას დახმარება სთხოვეს.

ეპიშევის თქმით, ამის შემდეგ გაგრიდან ხორცის საწარმოს მფლობელებმა მიიტანეს საკვები. გულშემატკივრების მიერ ჩარიცხული თანხით კი ერთი ცხენი შეიძინეს:

"ერთი სიტყვით, რამდენიმე დღის სამყოფი საკვები გვაქვს... რა იქნება შემდეგ, ჯერ არ ვიცით” - ამბობს ცხოველების მეთვალყურე, რომლის განცხადებასაც სოციალურ ქსელში ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა, იმის გამო, ისინი ცხოველებს ცხენებით კვებავენ.

ეპიშევი მათ პასუხობს, რომ ცხენებს თავად კი არ ხოცავენ, "მზა მდგომარეობაში" ყიდულობენ, რადგან ცხენის ხორცი, სხვაზე მეტად იაფია:

"ჩვენ გვყავს ნაცნობი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის, სად შეიძლება შევიძინოთ ცხენის ხორცი, ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგი მავთულებში გაიხლართა და ძალიან დაშავდა. აფხაზეთში ნაცნობობა კარგად მუშაობს" - ამბობს ის.

აფხაზი ცხოველთა უფლებადამცველის საიდა ოტირბას შეფასებით, ასე ერთჯერადი დახმარების იმედად, 9 ლომის გამოკვება არასერიოზულია.

"არ ვიცი რა იქნება შემდეგ, რადგან გარეული ცხოველების მშივრები ვერ იქნებიან... მე მათ ვურჩიე, რომ აუცილებელია, ცხოველების სტერილიზაცია, რადგან ამ რეალობამ გვაჩვენა, რომ მათი მოვლის შესაძლებლობა არ გვაქვს... თუ ასე არ მოიქცევიან, შესაბამის ზომებს მივიღებთ, რადგან არ შეიძლება ცხოველების წამება. სოხუმში გვყავს შვიდი დათვი, რომლებიც საშინელ პირობებში, შიმშილით სიკვდილის ზღვარზე იმყოფებიან. ასე იყო კორონავირუსამდეც, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა.

ეს არის ქვეყანა, სადაც ქუჩის ძაღლები მუდმივად შიმშილობენ და თავშესაფარში წამოყვანილი ცხოველებისთვის გამოსაკვებ თანხას ძლივს ვშოულობთ" - ამბობს ოტირბა.

აფხაზი ინტერტეტმომხმარებლები წერენ, რომ რამდენიმე დღეში რეგიონში უამრავი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის, ცხოველების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც სხვაგან აუცილებლად გახდებოდა შესწავლის საგანი.

“ეს ხალხი, უამრავ ფულს აკეთებდა იმ ლომების პარკით, ახლა კი ამბობენ, რომ თურმე ვიღაც აძლევდა ცხენებს, კაცმა არ იცის, როგორ, რა გზით. შემოსავლის მიუხედავად, არ აქვთ რამდენიმე თვის საკმარისი თანხა, რათა ცხოველებს აჭამონ, ცხოველებმა რა დააშავეს, მაგრამ ამათი საქმიანობა აუცილებლად უნდა შეისწავლოს პროკურატურამ!" - წერს ადგილობრივი ლარისა აგირბა.

ფოტოები გვერდიდან Парк львов "Прайд", ავტორი: ნინა არუთუნიანი