საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, სადაც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს
კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, სადაც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 მსოფ­ლი­ოს 209 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 347 473 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რის, 285 090 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 74 779 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა აშშ-ში, ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ირან­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და თურ­ქეთ­ში, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ჩა­მოთ­ვლილ ქვე­ყა­ნა­ში უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბის დი­ნა­მი­კა, რაც ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს აფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ ვირუ­სის პიკ­მა გა­და­ი­ა­რა.

მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნეთ­ში ბოლო ხუთი დღეა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს. აქ ბოლო ხუთი დღის სტა­ტის­ტი­კა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • 2 აპ­რი­ლი - 7 947 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 3 აპ­რი­ლი - 7 134 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 4 აპ­რი­ლი - 6 969 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 5 აპ­რი­ლი - 5 478 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 6 აპ­რი­ლი - 5 029 ახა­ლი შემ­თხვე­ვა.

ბოლო სამი დღეა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს იტა­ლი­ა­შიც. იტა­ლი­ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია:

  • 4 აპ­რი­ლი - 4 805 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 5 აპ­რი­ლი - 4 316 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 6 აპ­რი­ლი - 3 599 ახა­ლი შემ­თხვე­ვა

ბოლო 4 დღეა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს გერ­მა­ნი­ა­შიც. ამ ქვეყ­ნის გა­სუ­ლი დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • 3 აპ­რი­ლი - 6 365 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 4 აპ­რი­ლი - 4 933 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 5 აპ­რი­ლი - 4 031 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 6 აპ­რი­ლი - 3 252 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი

უმ­ნიშ­ვნე­ლო, თუმ­ცა მა­ინც, ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა ირან­შიც. ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია:

  • 4 აპ­რი­ლი - 2 560 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 5 აპ­რი­ლი - 2 483 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 6 აპ­რი­ლი - 2 274 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 6 აპ­რილს 5 აპ­რილ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ და თუ კლე­ბის დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ჩათ­ვლი­ან, რომ პი­კის პე­რი­ოდ­მა, შე­საძ­ლოა, აქაც გა­და­ი­ა­რა, თუმ­ცა ერთ დღი­ა­ნი კლე­ბის მი­ხედ­ვით, ექ­სპერ­ტე­ბი ჯერ ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, 5 აპ­რილს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 5 903 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­რი­ცხეს, ხოლო 6 აპ­რილს - 3802.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­სა და ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია ვებ-გვერ­დზე: www.worldometers.info

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ. თორელი
7

ცოტა იმედი ჩამესახება ხოლმე, გადმოგვხედავს ღმერთი, უფალი მოწყალეა. მთავარია ჩვენ მოვეგოთ გონს, ცოტათი მიუახლოვდეთ ღმერთს, გავიწმინდოთ გულები მონანიებით, სიკეთის კეთებით, სიმდაბლით, სათნოებით. ნეტავი შევძლით ეს ყველაფერი. მთავარია ერთმანეთი არ ჩავაგდოთ ამ ცოდვებში ჩვენი ცუდი საქციელით, ამპარტავნებით, სიხარბით, მრისხანებით, აგრესიით.

ee
1

თვითონ თუ გადაივლი ვირუსი, თორემ covi-19 მა გვაჩვენა, რომ მეცნიერები მხოლოდ ბომბდამშენების, ატომური ბომბების და კაცის მოსაკლავი იარაღის შეგმნაში არიან ეფექტურები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, სადაც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს

კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, სადაც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ვირუსის ახალი შტამი, COVID-19 მსოფლიოს 209 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია გამოვლენილი. გლობალური მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1 347 473 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთა შორის, 285 090 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 74 779 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ყველაზე რთული ვითარებაა აშშ-ში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ირანში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში, თუმცა ზოგიერთ ჩამოთვლილ ქვეყანაში უკვე შეინიშნება ახალი ინფიცირებულების რაოდენობის კლების დინამიკა, რაც ეპიდემიოლოგებს აფიქრებინებთ, რომ ვირუსის პიკმა გადაიარა.

მაგალითად, ესპანეთში ბოლო ხუთი დღეა ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს. აქ ბოლო ხუთი დღის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2 აპრილი - 7 947 ახალი ინფიცირებული
  • 3 აპრილი - 7 134 ახალი შემთხვევა
  • 4 აპრილი - 6 969 ახალი ინფიცირებული
  • 5 აპრილი - 5 478 ახალი ინფიცირებული
  • 6 აპრილი - 5 029 ახალი შემთხვევა.

ბოლო სამი დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს იტალიაშიც. იტალიის სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

  • 4 აპრილი - 4 805 ახალი შემთხვევა
  • 5 აპრილი - 4 316 ახალი შემთხვევა
  • 6 აპრილი - 3 599 ახალი შემთხვევა

ბოლო 4 დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს გერმანიაშიც. ამ ქვეყნის გასული დღეების სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:

  • 3 აპრილი - 6 365 ახალი ინფიცირებული
  • 4 აპრილი - 4 933 ახალი ინფიცირებული
  • 5 აპრილი - 4 031 ახალი ინფიცირებული
  • 6 აპრილი - 3 252 ახალი ინფიცირებული

უმნიშვნელო, თუმცა მაინც, ახალი ინფიცირებულების კლების ტენდენცია შეინიშნება ირანშიც. ბოლო დღეების სტატისტიკა ასეთია:

  • 4 აპრილი - 2 560 ახალი ინფიცირებული
  • 5 აპრილი - 2 483 ახალი ინფიცირებული
  • 6 აპრილი - 2 274 ახალი ინფიცირებული.

დიდ ბრიტანეთში 6 აპრილს 5 აპრილთან შედარებით ნაკლები ახალი ინფიცირებული ჰყავთ და თუ კლების დინამიკა შენარჩუნდება, ჩათვლიან, რომ პიკის პერიოდმა, შესაძლოა, აქაც გადაიარა, თუმცა ერთ დღიანი კლების მიხედვით, ექსპერტები ჯერ ვერაფერს ამბობენ, 5 აპრილს დიდ ბრიტანეთში 5 903 ახალი ინფიცირებული აღრიცხეს, ხოლო 6 აპრილს - 3802.

კორონავირუსით ახალი ინფიცირებულის, გარდაცვლილებისა და ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების შესახებ სტატისტიკური მონაცემები განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.worldometers.info

კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - "მუდამ დაწოლილი ნუ იქნები, შეინარჩუნე პოზიტივი და ილოცე"

ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ და გაჭირვებულებს საკვებს მოუმზადებენ