მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული
კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ეროვ­ნუ­ლი ბან­კის 16 თა­ნამ­შრო­მე­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს, რო­გორც ქვეყ­ნის მთა­ვარ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტს, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი ეკის­რე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფუ­ლის ნიშ­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბის საქ­მე­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, ბოლო წლებ­ში, ეროვ­ნულ ბან­კში აქ­ტი­უ­რად მუ­შავ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნე­სის (საქ­მი­ა­ნო­ბის) უწყვე­ტო­ბის გეგ­მა. ასე­ვე, შე­მუ­შავ­და სის­ტე­მა პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და მოვ­ლე­ნა­თა სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რე­ბის­თვის, რათა გარ­თუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, ბანკს ჰქო­ნო­და სრუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი მზა­ო­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ კვი­რას ეროვ­ნუ­ლი ბან­კის 7 თა­ნამ­შრო­მელს კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბა და­უ­დას­ტურ­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და აღ­ნიშ­ნულ პი­რებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სიმპტო­მე­ბის კვლე­ვა და ტეს­ტი­რე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 16-ია.

ამ­ჟა­მად კო­ვიდ-19 ვირუ­სის მქო­ნე თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვი­საც შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­დათ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ კო­ლე­გებ­თან, სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და. კვლავ გრძელ­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტის დად­გე­ნა-გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით.

ამ­ჟა­მად თა­ნამ­შრო­მელ­თა 90% დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყვე­ლა შე­ნო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო და და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბან­კის ოფი­სე­ბი ოპე­რი­რე­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სრულ­ყო­ფი­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად ას­რუ­ლებს თა­ვის ამო­ცა­ნებს: ბან­კებს მი­ე­წო­დე­ბათ სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი აგ­რძე­ლებს გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და სიმ­შვი­დეს. ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით, ჩვენ სწრა­ფად შევ­ძლებთ ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას და საქ­მი­ა­ნო­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ნას. #დარ­ჩი­შინ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გოჩა
1

არ ვუჯერებთ ინფექციონისტებს და მართლა ჭრელოპეპელა ხომ არაა,მაგრამ ყველაფერი კარგაფ იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

ეროვნული ბანკის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

"საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, ნებისმიერ ვითარებაში, საფინანსო სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში.

სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკში აქტიურად მუშავდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის (საქმიანობის) უწყვეტობის გეგმა. ასევე, შემუშავდა სისტემა პოტენციური რისკების შეფასებისა და მოვლენათა სხვადასხვა სცენარებისთვის, რათა გართულებების პირობებშიც კი, ბანკს ჰქონოდა სრული ოპერაციული მზაობა საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია.

ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ", - აღნიშნულია განცხადებაში.

"კორონავირუსი აუცილებლად მოსახდელი დაავადებაა, მას 80% აკლინიკურად, 20% კი საშუალო და მძიმე ფორმით მოიხდის" - რატიანი

"ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია, ასევე ძალიან კარგია 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ლევან რატიანი

სამებაში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებულ საღვთო ლიტურგიას მრევლის მცირე ნაწილი ესწრება