მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია
COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია

გერ­მა­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა და ის მხო­ლოდ აშშ-ს, ეს­პა­ნეთ­სა და იტა­ლი­ას ჩა­მორ­ჩე­ბა, თუმ­ცა ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, იქ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გერ­მა­ნი­ას უკვე ბევ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ჰყავს.

შე­და­რე­ბის­თვის, გა­ვეც­ნოთ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით პირ­ველ ხუთ ქვე­ყა­ნას:

  • აშშ - 336 830 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • ეს­პა­ნე­თი - 131 646 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • იტა­ლია - 128 948 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • გერ­მა­ნია - 100 123 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • საფ­რან­გე­თი - 92 839 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი

აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

აშშ-ში COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 9 618 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, ეს­პა­ნეთ­ში 12 641 გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტია, იტა­ლი­ა­ში - 15 887, ხოლო გერ­მა­ნი­ა­ში - 1 584 შემ­თხვე­ვა. საფ­რან­გეთ­ში კი, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა, 8 078 გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა.

ამას­თან, გერ­მა­ნი­ა­ში უკვე 28 700 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო ოთხი დღეა ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის კლე­ბის დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 3 677 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

გერ­მა­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ დრო­ის­თვის 1.6 %-ია.

რო­გორც გა­მო­ცე­მა CNBC წერს, გერ­მა­ნი­ის ასე­თი შე­დე­გის მი­ზე­ზი ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­სხვა­ვე­ბით იტა­ლი­ის­გან, სა­დაც ტესტს მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებს უკე­თე­ბენ, რომ­ლებ­საც ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვთ.

"ვფიქ­რობ, ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გა­ნაც სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ზე გვი­ან მი­ვი­ღეთ ვირუ­სის ტალ­ღა, მა­გა­ლი­თად იტა­ლი­ა­ზე, ეს­პა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ზე გვი­ან“, - ამ­ბობს CNBC-სთან სა­უბ­რი­სას კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯან­დაც­ვი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, კარლ ლო­ტერ­ბა­ხი.

მი­სი­ვე თქმით, გერ­მა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისი­ცაა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. ლო­ტერ­ბა­ხი ამ­ბობს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მო­დერ­ნი­ზე­ბა.

"ჩვენ გვაქვს გა­ცი­ლე­ბით ბევ­რი სა­წო­ლი, ბევ­რი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი, გვყავს უფრო მეტი ექი­მი, ვიდ­რე ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეპი­დე­მი­ას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა“, - გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი.

  • გერ­მა­ნი­ის სტრა­ტე­გია - კა­რან­ტი­ნი და მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა COVID-19-ზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­და და ადა­მი­ა­ნებს სახ­ლებ­ში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დეს, ამან ვერც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და ვერც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ამ­ცი­რა (მაგ: ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი).

გერ­მა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას კი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ არ­ჩე­ულ სტრა­ტე­გი­ას უკავ­ში­რე­ბენ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს სამ­ხრეთ კო­რე­ის სტრა­ტე­გი­ას და კა­რან­ტინ­თან ერ­თად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რივ ტეს­ტი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კარლ ლო­ტერ­ბა­ხი ამ­ბობს, რომ ჩა­კეტ­ვას­თან ერ­თად, მათ ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟი­მიც და­ეხ­მა­რათ, რად­გა­ნაც ტეს­ტი­რე­ბამ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცათ.

CNBC-ის ცნო­ბით, მა­შინ, როცა დიდი ბრი­ტა­ნე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბი ახლა აყა­ლი­ბე­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­კურ ინ­დუსტრი­ას, გერ­მა­ნი­ას უკვე აშე­ნე­ბუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჰქონ­და ის. ქვე­ყა­ნას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ერთ კვი­რა­ში 500 000 ტეს­ტი ჩა­ა­ტა­როს, მა­შინ, როცა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში, 70 ათა­სი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

ლო­ტერ­ბა­ხის თქმით, ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გერ­მა­ნი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის 10% და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 1%-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსხვერ­პლი 80 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

"თუ მო­სახ­ლე­ო­ბის 10% და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი უდი­დე­სი ტრა­გე­დია, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერეზა მეი
2

ყველაფერი წერია, გარდა ერთისა-გერმანელები, ზოგადად, საკმაოდ ჯანმრთელი ხალხია. გასაკვირიც არ არის-ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობენ, არსებობისათვის ბრძოლა არ უწევს უმეტესობას, სტაბილური შემოსავალი აქვთ, ბევრ ბოსტნეულს მიირთმევენ, გართობისათვისაც ბევრ დროს პოულობენ, სპორტს მისდევენ ძალიან აქტიურად-დადიან ველოსიპედით, დარბიან, თამაშობენ ფეხბურთს, ზამთარში-სრიალებენ.......მოხუცებიც კი ასე შვრებიან. ცხადია, არიან გაჭირვებულებიც, მაგრამ, დიდი მასა გვარიანად კარგად ცხოვრობს და კარგადაც ირგებს ამას...... 13 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ, "ჰაერზე" არ ვწერ ამას. 

სწრაფი ტესტები კბილებში გასცრა
11

ჩვენმა ვის დარჩენია მინისტრებიდან ერთ-ერთმა - გვარს არ დავსახელებ... კოლმეურნეობის თავმჯდომარემ რომ ბლომად დაგვაბერთყა მომთაბარე ხეებიდან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია

COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის გერმანული ფორმულა - ქვეყანაში, სადაც 100 000 ინფიცირებულია, გარდაცვალების რიცხვი ძალიან დაბალია

გერმანია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და ის მხოლოდ აშშ-ს, ესპანეთსა და იტალიას ჩამორჩება, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, იქ გაცილებით ნაკლებია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიას უკვე ბევრი გამოჯანმრთელებული ჰყავს.

შედარებისთვის, გავეცნოთ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით პირველ ხუთ ქვეყანას:

  • აშშ - 336 830 ინფიცირებული
  • ესპანეთი - 131 646 ინფიცირებული
  • იტალია - 128 948 ინფიცირებული
  • გერმანია - 100 123 ინფიცირებული
  • საფრანგეთი - 92 839 ინფიცირებული

აღნიშნულ ქვეყნებში COVID-19-ით გარდაცვალილთა რაოდენობა ასე გამოიყურება:

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვალების 9 618 შემთხვევაა აღწერილი, ესპანეთში 12 641 გარდაცვალების ფაქტია, იტალიაში - 15 887, ხოლო გერმანიაში - 1 584 შემთხვევა. საფრანგეთში კი, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ქვეყანაა, 8 078 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.

ამასთან, გერმანიაში უკვე 28 700 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავთ და აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი დღეა ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების კლების დინამიკა შეინიშნება. გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 3 677 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი ამ დროისთვის 1.6 %-ია.

როგორც გამოცემა CNBC წერს, გერმანიის ასეთი შედეგის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს განსხვავებით იტალიისგან, სადაც ტესტს მხოლოდ იმ პაციენტებს უკეთებენ, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ.

"ვფიქრობ, ჩვენ გაგვიმართლა, რადგანაც სხვა ევროპულ ქვეყნებზე გვიან მივიღეთ ვირუსის ტალღა, მაგალითად იტალიაზე, ესპანეთსა და საფრანგეთზე გვიან“, - ამბობს CNBC-სთან საუბრისას კიოლნის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, კარლ ლოტერბახი.

მისივე თქმით, გერმანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ პაციენტები მკურნალობენ ქვეყნის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებში. ლოტერბახი ამბობს, რომ გერმანიაში დიდი ხანია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზება.

"ჩვენ გვაქვს გაცილებით ბევრი საწოლი, ბევრი სასუნთქი აპარატი, გვყავს უფრო მეტი ექიმი, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებს. შესაბამისად, ეპიდემიას ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდა“, - განმარტავს პროფესორი.

  • გერმანიის სტრატეგია - კარანტინი და მასობრივი ტესტირება COVID-19-ზე

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ კარანტინი გამოაცხადა და ადამიანებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს, ამან ვერც ინფიცირებულთა რაოდენობა და ვერც გარდაცვალების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი შეამცირა (მაგ: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი).

გერმანიის წარმატებას კი ქვეყნის ხელისუფლების მიერ არჩეულ სტრატეგიას უკავშირებენ, რომელიც ძალიან ჰგავს სამხრეთ კორეის სტრატეგიას და კარანტინთან ერთად, მოქალაქეების მასობრივ ტესტირებას გულისხმობს.

კარლ ლოტერბახი ამბობს, რომ ჩაკეტვასთან ერთად, მათ ტესტირების რეჟიმიც დაეხმარათ, რადგანაც ტესტირებამ ინფიცირებულების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობა მისცათ.

CNBC-ის ცნობით, მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები ახლა აყალიბებენ დიაგნოსტიკურ ინდუსტრიას, გერმანიას უკვე აშენებული და ჩამოყალიბებული ჰქონდა ის. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ერთ კვირაში 500 000 ტესტი ჩაატაროს, მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში, ანალოგიურ პერიოდში, 70 ათასი ტესტის ჩატარება შეუძლიათ.

ლოტერბახის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის მოსახლეობის 10% დაინფიცირდება, ინფიცირებულთა 1%-ის გარდაცვალების შემთხვევაში, მსხვერპლი 80 ათასი ადამიანი იქნება.

"თუ მოსახლეობის 10% დაინფიცირდება, ეს იქნება ჩვენი უდიდესი ტრაგედია, თუმცა ეს ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში მოხდება“, - ამბობს პროფესორი.

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა