მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 81 წლის ქა­ლია. ქალი თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლი­დან 3 აპ­რილს შე­იყ­ვა­ნეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და პა­ცი­ენ­ტის კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"გად­მოყ­ვა­ნი­სას მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად შე­ფას­და მიმ­ღებ­ში­ვე, სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლი, ტერ­მი­ნა­ლუ­რი, გე­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვით. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და ორ­მხრი­ვი მწვა­ვე პნევ­მო­ნია, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი, მწვა­ვე სეფ­სი­სი.

ანამ­ნეზ­ში პა­ცი­ენტს ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი მი­ო­კარ­დი­უ­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტი, მო­ციმ­ცი­მე არით­მია, გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია. პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობ­და კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო და სამ­წუ­ხა­როდ, და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი" - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 4 აპ­რილს და­ფიქ­სირ­და. გარ­დაც­ვლი­ლი 79 წლის ქა­ლი ე.წ. მარ­ნე­უ­ლის კლას­ტე­რი­დან იყო. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კური დი­რექ­ტორ­ის ლალი ტუ­რძე­ლა­ძის თქმით, 79 წლის ქალს, რო­მე­ლიც მარ­ნე­უ­ლის "ჯეო ჰოს­პი­ტა­ლი­დან" გა­და­იყ­ვა­ნეს, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და - ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, ის კა­ხექ­სი­უ­რი იყო და 15 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

ძალიან ვწუხვარ.

jako
95

დაიწყო უკვე აქაც,აი ჩვენი მთავრობის უსუსურობა დაიწყო,უაზრო აკრძალვები და გამდიდრება ჯარიმებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია. ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს შეიყვანეს საუნივერსიტეტო კლინიკაში და პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გადმოყვანისას მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა მიმღებშივე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი.

ანამნეზში პაციენტს ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტი მკურნალობდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მკურნალობა მიმდინარეობდა შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი" - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალი ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, 79 წლის ქალს, რომელიც მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალიდან" გადაიყვანეს, უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა - ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გარდა, ის კახექსიური იყო და 15 კილოგრამს იწონიდა.

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

რესპუბლიკურში Covid-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საყურადღებო

"წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა" - როდის ჩამოიტანენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში