სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?
რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. COVID-19-ით ყო­ველ­დღე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა და იღუ­პე­ბა და გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მსოფ­ლიო შფო­თავს და პა­ნი­კა­შია.

ზო­გი­ერ­თი ცდი­ლობს წარ­სუ­ლის პან­დე­მი­ებ­თან უპოვ­ნოს კო­რო­ნა­ვირუსს სა­ერ­თო, ზო­გიც კი ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ეძებს და აზი­ა­რებს, სა­დაც ვირუს­ზე რა­ი­მე იქ­ნე­ბა ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი. კო­რო­ნა­ვირუს­ზე უფრო სწრა­ფად კი, სწო­რედ ასე­თი ამ­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა.

ამის მა­გა­ლი­თია ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, დინ კონ­ცის რო­მა­ნი, "The Eyes of Darkness“ ("ბნე­ლე­თის თვა­ლე­ბი“), რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს, ამ თე­მა­ზე მომ­ზად­და სი­უ­ჟე­ტე­ბი და ისე­დაც შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო შე­შინ­და.

წიგ­ნის ავ­ტო­რი, მწე­რა­ლი დინ კონ­ცი

თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რე­ა­ლუ­რად რა წე­რია კონ­ცის რო­მან­ში და არის თუ არა იქ მარ­თლაც ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ Twitter-ის ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნის შე­სა­ხებ და­წე­რა და წიგ­ნის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით, რომ რო­მან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სია ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი.

ამ­ბა­ვი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

რო­გორც CNN წერს, წიგნ­ში ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღია.

რო­მა­ნის გმი­რი, სა­ხე­ლად დომ­ბი, ყვე­ბა ამ­ბავს ჩი­ნელ მეც­ნი­ერ­ზე, რო­მელ­მაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი სა­ხე­ლად "უხან-400“ აშშ-ში ჩა­ი­ტა­ნა. ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ეს ია­რა­ღი ქა­ლაქ უხან­თან მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, RDNA-ში შე­იქ­მნა.

რო­გორც CNN წერს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წიგ­ნის 1981 წელს გა­მო­ცე­მულ ვერ­სი­ა­ში, ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღს "Gorki-400" ჰქვია. ია­რა­ღის სა­ხე­ლი ავ­ტორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეც­ვა­ლა და "Wuhan-400" უწო­და. ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ია­რა­ღი უკვე რო­მა­ნის 1989 წლის გა­მო­ცე­მა­ში გვხვდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ CNN South China Morning Post-ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მარ­თა­ლია, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან და­ი­წყო, მაგ­რამ ის, რომ ვირუ­სი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა, მხო­ლოდ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­აა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი­დან გავ­რცელ­და. ამ თე­ო­რი­ას მკა­ფი­ოდ უარ­ყო­ფენ რო­გორც ჩი­ნე­ლი, ასე­ვე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბი.

ექ­სპერ­ტე­ბი ჯერ კი­დევ ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ ვირუ­სის ზუს­ტი წყა­რო. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით კი, ვირუ­სის გა­ჩე­ნას ღა­მუ­რას უკავ­ში­რე­ბენ.

"ბნე­ლე­თის თვა­ლებ­ში“ ვირუ­სი 100%-ით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია

წიგნ­ში წე­რია, რომ "უხან-400“-ს, სხვა ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რა­ღებ­თან შე­და­რე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს და ვერც ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 24 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვერ ცო­ცხლობს, უმე­ტე­სო­ბა 12 სა­ათ­ში იღუ­პე­ბა და ის ასი პრო­ცენ­ტით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სი ასე­თი არ არის.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულს სიმპტო­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში უვ­ლინ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ვირუსს ამარ­ცხებს. მე­დი­კო­სე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ვირუ­სი. რის­კის ქვეშ არი­ან ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ დრო­უ­ლად მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვირუსს ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბიც ამარ­ცხე­ბენ. ამას­თან, გლო­ბა­ლუ­რად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5%-ია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ოს 203 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 936 436 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 47 250 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 194 585 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
OTO
6

მირჩევნია უპოვარი ვიყო და ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე _ მდიდარი და ტყუილში ვცხოვრობდე,_დოსტოევსკი

ალექსი
21

დინ კუნცის ნაწარმოებში კიდევ არის ერთი გვერდი, აქ კი არ გამოუქვეყნებიათ, სადაც წერია, რომ ეს ვირუსი 2020 წელს დაარტყამს კაცობრიობას. ნახეთ ხალხო, მოძებნეთ ინტერნეტში. ანუ გამოდის, რომ ამ მწერალმა 40 წლის წინ დაწერა, რომ: 1. ეს იქმებოდა უხანში. 2. ეს იქნებოდა ვირუსი. 3. გამოიწვევდა პნევმონიას. 4. და ეს მოვლენა 2020 წელს მოხდებოდა. ეს უბრალო დამთხვევაა და რომელიმე ნორმალური ადამიანი ამას დაიჯერებს? ეს არაა შემთვევითობა. წინასწარმეტყველება - ეს ცოდნაა, ოღონდ წინასწარ. შემთხვევით 1 ფაქტი შეიძლება ახდეს, მაგრამ 4??? ნუ მოგვატყუებენ. ნუ გავხდებით დასაცინი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ინფიცირდება და იღუპება და გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო შფოთავს და პანიკაშია.

ზოგიერთი ცდილობს წარსულის პანდემიებთან უპოვნოს კორონავირუსს საერთო, ზოგიც კი ისეთ ინფორმაციებს ეძებს და აზიარებს, სადაც ვირუსზე რაიმე იქნება ნაწინასწარმეტყველები. კორონავირუსზე უფრო სწრაფად კი, სწორედ ასეთი ამბები ვრცელდება.

ამის მაგალითია ამერიკელი მწერლის, დინ კონცის რომანი, "The Eyes of Darkness“ ("ბნელეთის თვალები“), რომელიც ადამიანებმა წინასწარმეტყველებად მიიჩნიეს, ამ თემაზე მომზადდა სიუჟეტები და ისედაც შეშინებული საზოგადოება კიდევ უფრო შეშინდა.

წიგნის ავტორი, მწერალი დინ კონცი

თუმცა საინტერესოა, რეალურად რა წერია კონცის რომანში და არის თუ არა იქ მართლაც ნაწინასწარმეტყველები კორონავირუსის შესახებ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნული რომანის შესახებ დაწერა და წიგნის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით, რომ რომანში კორონავირუსია ნაწინასწარმეტყველები.

ამბავი ვირუსულად გავრცელდა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">A Dean Koontz novel written in 1981 predicted the outbreak of the coronavirus! <a href="https://t.co/bjjqq6TzOl">pic.twitter.com/bjjqq6TzOl</a></p>&mdash; Nick Hinton (@NickHintonn) <a href="https://twitter.com/NickHintonn/status/1228896027987660800?ref_src=twsrc%5Etfw">February 16, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

როგორც CNN წერს, წიგნში ვირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

რომანის გმირი, სახელად დომბი, ყვება ამბავს ჩინელ მეცნიერზე, რომელმაც ბიოლოგიური იარაღი სახელად "უხან-400“ აშშ-ში ჩაიტანა. ასევე ვკითხულობთ, რომ ეს იარაღი ქალაქ უხანთან მდებარე ლაბორატორიაში, RDNA-ში შეიქმნა.

როგორც CNN წერს, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის 1981 წელს გამოცემულ ვერსიაში, ბიოლოგიურ იარაღს "Gorki-400" ჰქვია. იარაღის სახელი ავტორმა მოგვიანებით შეცვალა და "Wuhan-400" უწოდა. ამ სახელწოდებით იარაღი უკვე რომანის 1989 წლის გამოცემაში გვხვდება. აღნიშნულის შესახებ CNN South China Morning Post-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციითვე, მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო, მაგრამ ის, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა, მხოლოდ შეთქმულების თეორიაა, რომელიც სოციალურ ქსელებში, ყალბი ანგარიშებიდან გავრცელდა. ამ თეორიას მკაფიოდ უარყოფენ როგორც ჩინელი, ასევე დასავლეთის ქვეყნების მეცნიერები.

ექსპერტები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ ვირუსის ზუსტი წყარო. ამ ეტაპზე არსებული კვლევებით კი, ვირუსის გაჩენას ღამურას უკავშირებენ.

"ბნელეთის თვალებში“ ვირუსი 100%-ით მომაკვდინებელია

წიგნში წერია, რომ "უხან-400“-ს, სხვა ბიოლოგიურ იარაღებთან შედარებით, უპირატესობა აქვს და ვერც ერთი ინფიცირებული 24 საათზე მეტხანს ვერ ცოცხლობს, უმეტესობა 12 საათში იღუპება და ის ასი პროცენტით მომაკვდინებელია. რა თქმა უნდა, კორონავირუსი ასეთი არ არის.

კორონავირუსით ინფიცირებულს სიმპტომები რამდენიმე დღეში უვლინდება და ადამიანების უმეტესი ნაწილი ვირუსს ამარცხებს. მედიკოსები კი ამბობენ, რომ ეს არ არის მომაკვდინებელი ვირუსი. რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები და თანმდევი დაავადებების მქონე ადამიანები, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ დროულად მკურნალობის შემთხვევაში, ვირუსს ასეთი პაციენტებიც ამარცხებენ. ამასთან, გლობალურად გარდაცვალების მაჩვენებელი 5%-ია.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ამ ეტაპზე მსოფლიოს 203 ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, 936 436 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 47 250 გარდაიცვალა, ხოლო 194 585 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)