მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, კო­რო­ნა­ვირუ­სი იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ 7 თა­ნამ­შრო­მელს და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც სებ-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ­ჟა­მად ისი­ნი არი­ან შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ:

„ერთი კვი­რის წინ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს და­უ­ფიქ­სირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი. სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, ეც­ნო­ბათ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს. ეროვ­ნულ­მა ბან­კმა უზ­რუნ­ველ­ყო კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლი­სა და მას­თან უშუ­ა­ლო შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყოფ თა­ნამ­შრო­მელ­თა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა, ხოლო იმ სა­მუ­შაო გა­რე­მოს, სა­დაც მას უწევ­და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ 7 თა­ნამ­შრო­მელს. ამ­ჟა­მად, ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში და ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, გა­დი­ან სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რებს და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ყვე­ლა შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი, ერთი სტრუქ­ტუ­რუ­ლი და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი სრუ­ლი­ად დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ და ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ ბან­კის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მათი გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თა­ნამ­შრო­მელ­თა 90% დის­ტან­ცი­უ­რად ას­რუ­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბებს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყვე­ლა შე­ნო­ბა­ში მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­დე­ზინ­ფექ­ციო და და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

„იმი­სათ­ვის, რომ ქვეყ­ნი­სათ­ვის ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი, შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობ­დეს კრი­ტი­კუ­ლი სის­ტე­მე­ბი და ფუ­ლის ნიშ­ნე­ბით უწყვე­ტად მა­რაგ­დე­ბო­დეს ეკო­ნო­მი­კა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს, ისე­ვე რო­გორც სხვა არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში უწევთ სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აგ­რძე­ლებს, ქვეყ­ნი­სათ­ვის კრი­ტი­კუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­წო­დე­ბას. რო­გორც ადრე გან­ვა­ცხა­დეთ, 16 მარ­ტი­დან ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ლა­რის ბანკნო­ტე­ბი­სა და მო­ნე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. კერ­ძოდ, მი­მოქ­ცე­ვი­დან შე­მო­სუ­ლი ლა­რის ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი სა­კა­სო ცენ­ტრში თავ­სდე­ბა, ინა­ხე­ბა ცალ­კე, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას რო­გორც მი­ნი­მუმ 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათი გა­ცე­მა მხო­ლოდ ამ პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ ხდე­ბა.

გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და სიმ­შვი­დეს. ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით, ჩვენ სწრა­ფად შევ­ძლებთ ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას და საქ­მი­ა­ნო­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ნას. #დარ­ჩი­შინ”,- ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
18

რაც მაგათმა ლარს დამართეს, კორონავირუსი კი არა უნდა გამოიყვანო და მიახვრიტო სუყველა. აბსუს სტალინ

Deko
1

ხო თქვენ არ დახუროთ ლომბარდები და მიკროსაფინანსოები და რამდენი მატება იქნება ნაღდი ფულის გადაცემით ითვალეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ისინი არიან შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ:

„ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად, ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

„იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი, შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ”,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს

LIVE: სპეცპროექტი COVID-19 - ბიძინა კულუმბეგოვი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"