სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული
ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

დღეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ფოტო, რო­მელ­ზეც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სერ­ბეთ­ში მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბა იყო ასა­ხუ­ლი. ამ­ბა­ვი იმა­ზე, რომ ხედ გა­დაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი სერბმა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს, ლა­მის მთელ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" ნახა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი­დევ ერთხელ მო­ტყუვ­დნენ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ფოტო რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა დროს და სხვა ად­გი­ლა­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზიც.

რე­ა­ლუ­რად, ფოტო, რო­მელ­ზეც ხედ გა­დაც­მულ მა­მა­კაცს ორი პო­ლი­ცი­ე­ლი აკა­ვებს, 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა telegraph.co.uk-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მა­მა­კა­ცი აშშ-ში, ქა­ლაქ პორტლენდში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იმ მი­ზე­ზით და­ა­კა­ვეს, რომ მას ხის ფორ­მა ჰქონ­და გა­დაც­მუ­ლი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხებ­და და ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს აში­ნებ­და.

Telegraph წერს, რომ ხის კოს­ტი­უმ­ში 30 წლის მა­მა­კა­ცი აშერ ვუდ­ვორ­თია, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ინ­ტერ­ნეტ­ში არის ვი­დე­ოც, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბის მო­მენტს ასა­ხავს:

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვუდ­ვორ­თის ქცე­ვას რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ბა­ძეს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. გა­სულ კვი­რას ნი­კო­ლას მი­უ­რე­იმ და მა­დე­ლა­ინ მაი დე­ვის­მა "გა­მო­ი­ჭი­რეს" მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ კა­რან­ტი­ნის ზო­ნი­დან გა­პარ­ვას. ვი­დეო კი tik-tok-ზე გა­ნა­თავ­სეს.

"ახლა რთუ­ლი დროა და ჩვენ გვსურ­და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ცი­ნე­ბა და მათ­თვის იმე­დის მო­ტა­ნა", - ამ­ბობს მი­უ­რეი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვი­დეო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის წი­ნას­წარ, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ხა­ლი­სებ­ლა­დაა დად­გმუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

დღეს რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც მათი ინფორმაციით, სერბეთში მამაკაცის დაკავება იყო ასახული. ამბავი იმაზე, რომ ხედ გადაცმული მამაკაცი სერბმა პოლიციელებმა კორონავირუსის კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს, ლამის მთელმა "ფეისბუქმა" ნახა, თუმცა ქართველი ინტერნეტმომხმარებლები კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ეს ფოტო რეალურია, თუმცა აბსოლუტურად სხვა დროს და სხვა ადგილასაა გადაღებული, რა თქმა უნდა, განსხვავებულია მამაკაცის დაკავების მიზეზიც.

რეალურად, ფოტო, რომელზეც ხედ გადაცმულ მამაკაცს ორი პოლიციელი აკავებს, 2016 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა გამოცემა telegraph.co.uk-მა გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში სამართალდამცველებმა იმ მიზეზით დააკავეს, რომ მას ხის ფორმა ჰქონდა გადაცმული, საავტომობილო მოძრაობას აფერხებდა და ქვეითად მოსიარულეებს აშინებდა.

Telegraph წერს, რომ ხის კოსტიუმში 30 წლის მამაკაცი აშერ ვუდვორთია, რომელიც სამართალდამცველებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ინტერნეტში არის ვიდეოც, რომელიც მამაკაცის დაკავების მომენტს ასახავს:

Police have arrested a man dressed as tree for blocking traffic on Congress Street...as God is my witness. pic.twitter.com/VUFQY6Vyv0
— TVTEDDY (@TVTEDDY) October 24, 2016

აღსანიშნავია, რომ ვუდვორთის ქცევას რამდენიმე დღის წინ მიბაძეს დიდ ბრიტანეთში. გასულ კვირას ნიკოლას მიურეიმ და მადელაინ მაი დევისმა "გამოიჭირეს" მეზობლები, რომლებიც ცდილობდნენ კარანტინის ზონიდან გაპარვას. ვიდეო კი tik-tok-ზე განათავსეს.

"ახლა რთული დროა და ჩვენ გვსურდა ადამიანების გაცინება და მათთვის იმედის მოტანა", - ამბობს მიურეი. სოციალურ ქსელებში ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ვარაუდობენ, რომ ის წინასწარ, ადამიანების გასახალისებლადაა დადგმული.

'Just spotted my neighbours sneaking out' 😂😂

🎥: repnicktv x _madsdavies pic.twitter.com/BL61tTa4QR
— LADbible (@ladbible) March 28, 2020

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

როგორ გაიმართება წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან

COVID-19-ის საფრთხის გამო, ლას ვეგასის თავშესაფრიდან გამოყრილ უსახლკაროებს ავტოსადგომზე სძინავთ - "ეს ბარბაროსობაა"