ნევადას შტატში, ლას ვეგასში მომხდარი შემთხვევა საზოგადოების განხილვის და კრიტიკის საგანი გახდა. ავტოსადგომზე უსახლკაროთა დროებითი თავშესაფარი მოეწყო და როგორც ფოტოებიდან ჩანს, ადამიანები დისტანცირებულად, შემოსაზღვრულ ადგილებზე წვანან.
ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის უსახლკაროთა თავშესაფრის ერთ-ერთ მაცხოვრებელ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალაქში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია უსახლკაროებისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა, თავშესაფარი დაკეტეს. ამის შესახებ Independet წერს.
გამოცემის ცნობით, 500-მდე ადამიანს ახლა თავშესაფარი აღარ აქვს და დასარჩენ ადგილს ეძებენ.
სოციალურ ქსელებში ყოველივეს მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გავრცელდა ფოტოები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ წვანან ასფალტზე ადამიანები დისტანცირებისთვის სპეციალურ თეთრად შემოსაზღვრულ ადგილას.
"ნევადა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის შტატი. პარკინგზე ადამიანებს ადგილები თეთრად შემოუსაზღვრეს სოციალური დისტანცირებისთვის და უამრავ უსახლკაროს სძინავს იქ“.
Nevada, a state in one of the richest countries in the world, has painted social-distancing boxes on a concrete parking lot for the homeless to sleep in. pic.twitter.com/svNJ0N9r3f
— A Mancino-Williams (@Manda_like_wine) March 30, 2020
"ეს ქვეყანა ავადაა. ადამიანისთვის ამის გაკეთება...აბსოლუტური ბარბაროსობაა“
This country is sickening. To do this to another human being, to allow this to happen. Absolutely barbaric https://t.co/Rq2tbNbTNW
— roqayah (@roqchams) March 31, 2020
"ლას-ვეგასის ყველა სასტუმრო ცარიელია, მაგრამ რატომღაც ფიქრობენ, რომ ადამიანებს ბეტონზე უნდა ეძინოთ“
„ეს არის ამერიკა“ - წერენ twitter-ზე.
ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ამერიკაში უამრავი კარგი ადამიანი ცხოვროს და ამას მათი კომენტარებიც მოწმობს, მაგრამ ძალაუფლება უგულო ფულის ტომრების ხელშია.
სახლში წავიდნენ,ქუჩაში რა უნდათ?!