მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან 100 ექიმი მოქალაქეებს ონლაინ-კონსულტაციებს გაუწევს
ხვალიდან 100 ექიმი მოქალაქეებს ონლაინ-კონსულტაციებს გაუწევს

ონ­ლა­ინ-კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში 100 ექი­მი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი და ეს რა­ო­დე­ნო­ბა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-მდე გა­იზ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვას უპა­სუ­ხა, თუ რამ­დე­ნი ოჯა­ხის ექი­მია გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ-კლი­ნი­კე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის.

გა­ბუ­ნი­ას თქმით, ზო­გა­დად, პირ­ვე­ლა­დი ჯან­და­ცის სის­ტე­მა­ში 1300-მდე სოფ­ლის ექი­მია ჩარ­თუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვეა ქა­ლა­ქებ­ში.

„ონ­ლა­ინ-კლი­ნი­კე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის, სა­ტე­ლე­ფო­ნო ბრი­გა­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ამ ეტაპ­ზე შე­ფა­სე­ბუ­ლია, რომ 100 ექი­მი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი იმ პრო­ცეს­ში, რაც უკავ­შირ­დე­ბა ონ­ლა­ინ-კონ­სულ­ტა­ცი­ას. თუმ­ცა ზო­გა­დად, პირ­ვე­ლა­დი ჯან­და­ცის სის­ტე­მა­ში სოფ­ლის ექი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1300-ს აღ­წევს და და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვეა ქა­ლა­ქის ქსელ­ში ოჯა­ხის ექი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ჩვენ ეტა­პობ­რი­ვად გა­ვაგ­რძე­ლებთ ოჯა­ხის ექი­მებ­თან მუ­შა­ო­ბას ონ­ლა­ინ-ტრე­ნინ­გის მე­ქა­ნიზ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრშია გა­მარ­თუ­ლი. ამ­დე­ნად ყვე­ლა ექიმს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ უშუ­ა­ლო კავ­ში­რი ჰქონ­დეს მე­ტად გა­მოც­დილ ოჯა­ხის ექ­მებ­თან და მათ­გან მი­ი­ღოს ინ­სტრუქ­ცია. ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რეა და ორი კვი­რის მან­ძილ­ზე 200-მდე ოჯა­ხის ექიმს მო­ი­ცავს. დღეს თბი­ლის­ში ეს სის­ტე­მა უკვე მუ­შა­ობს და მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია გა­ნაგ­რძოს 112-ზე და­რეკ­ვა და შემ­დეგ მათი ზარი გა­და­მი­სა­მართდე­ბა თბი­ლი­სის ოჯა­ხის ექი­მებ­თან. ვფიქ­რობ, უკვე ხვა­ლი­დან ეტა­პობ­რი­ვად გავ­რცელ­დე­ბა და ესეც და­ა­ნონსდე­ბა, სად, რო­მელ რე­გი­ონ­ში იქ­ნე­ბა სის­ტე­მა მზად, ზა­რე­ბის მი­ღე­ბი­სა და ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ხვალიდან 100 ექიმი მოქალაქეებს ონლაინ-კონსულტაციებს გაუწევს

ხვალიდან 100 ექიმი მოქალაქეებს ონლაინ-კონსულტაციებს გაუწევს

ონლაინ-კონსულტაციებში 100 ექიმი იქნება ჩართული და ეს რაოდენობა ორი კვირის განმავლობაში 200-მდე გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა, თუ რამდენი ოჯახის ექიმია გადამზადებული ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის.

გაბუნიას თქმით, ზოგადად, პირველადი ჯანდაცის სისტემაში 1300-მდე სოფლის ექიმია ჩართული და დაახლოებით ამდენივეა ქალაქებში.

„ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას. თუმცა ზოგადად, პირველადი ჯანდაცის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა. ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინ-ტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრშია გამართული. ამდენად ყველა ექიმს ექნება საშუალება, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექმებთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია. ეს პროცესი მიმდინარეა და ორი კვირის მანძილზე 200-მდე ოჯახის ექიმს მოიცავს. დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია განაგრძოს 112-ზე დარეკვა და შემდეგ მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან. ვფიქრობ, უკვე ხვალიდან ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება, სად, რომელ რეგიონში იქნება სისტემა მზად, ზარების მიღებისა და ონლაინ კონსულტაციებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.

კენო!  - #დარჩისახლში და მოიგე 250 000 ლარი!

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით - პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე