პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა - როგორია შობადობის უახლესი მონაცემები
2019 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა - როგორია შობადობის უახლესი მონაცემები

2019 წელს, 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცირ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბამ 48 296 ბავ­შვი შე­ად­გი­ნა, რაც წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 5.6%-ით ნაკ­ლე­ბია.

„საქსტა­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წელს ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს შო­რის 25 029 ბიჭი და 23 267 გო­გოა.

2019 წელს და­ბა­დე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე მეტი რი­ცხოვ­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­ში (16 022 ბავ­შვი), ხოლო ყვე­ლა­ზე მცი­რე - რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში (284 ბავ­შვი).

„და­ბა­დე­ბულ­თა სა­ერ­თო რი­ცხოვ­ნო­ბა­ში 2019 წელს, 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, 37.9 პრო­ცენ­ტი­დან 38.1 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და რი­გით პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლის წილი. მე­სა­მე და მომ­დევ­ნო რი­გი­თო­ბის და­ბა­დე­ბულ­თა წილი 23.6 პრო­ცენ­ტი­დან 24.7 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და, ხოლო მე­ო­რე შვი­ლის წილი შემ­ცირ­და 38.2 პრო­ცენ­ტი­დან 36.5 პრო­ცენ­ტამ­დე,“ - ნათ­ქვა­მია საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რო 2019 წელს, 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, 25 წლამ­დე ასა­კის დე­დე­ბის მიერ გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის წილი შემ­ცირ­და, ხოლო 40 წლის და უფ­რო­სი ასა­კის დე­დე­ბის წილი გა­ი­ზარ­და.

„2019 წელს და­ბა­დე­ბულ­თა სა­ერ­თო რი­ცხოვ­ნო­ბა­ში, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 25 წლამ­დე ასა­კის დე­დე­ბის მიერ გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის წილი 31.1 პრო­ცენ­ტი­დან 30.0 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­და. 40 წლის და უფ­რო­სი ასა­კის დე­დე­ბის წილი 2.9 პრო­ცენ­ტი­დან 3.8 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და, ხოლო 25-39 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ქა­ლე­ბის წილი თით­ქმის უც­ვლე­ლია. 2019 წელს დე­დის სა­შუ­ა­ლო ასა­კი პირ­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­სას 25.9 წლით გა­ნი­სა­ზღვრა,“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Keti
2

Shemcirdeba aba Ra iqneba iseti araprofesionali ginekologebi gvyavs. Me sruliad jamrteli viyavi araferi ar mawuxebda magram eqimma damiber placenta antibiotikebit naadrevad chamitares sakeisro kveta iseti sashineleba dammmartes arc survili agar maq shvilis gachenis da arc magis fizikuri shesadzlebloba.

mmm
0

დარწმუნებული ვარ დაბადებული ბავშვების დიდი პროცენტი არაქართული ეროვნებისაა. ღმერთმა ყველა ამრავლოს მაგრამ მარტო ქართველებზე თუ ავიღებთ 5.6 % კი არა 56 %-ით შემცირება იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

2019 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა - როგორია შობადობის უახლესი მონაცემები

2019 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა - როგორია შობადობის უახლესი მონაცემები

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, 2019 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 48 296 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით ნაკლებია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს ცოცხლად დაბადებულ ბავშვებს შორის 25 029 ბიჭი და 23 267 გოგოა.

2019 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 022 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ბავშვი).

„დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 37.9 პროცენტიდან 38.1 პროცენტამდე გაიზარდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 23.6 პროცენტიდან 24.7 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი შემცირდა 38.2 პროცენტიდან 36.5 პროცენტამდე,“ - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რო 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი შემცირდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი გაიზარდა.

„2019 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 31.1 პროცენტიდან 30.0 პროცენტამდე შემცირდა. 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი 2.9 პროცენტიდან 3.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი თითქმის უცვლელია. 2019 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.9 წლით განისაზღვრა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ნიკორა" საყოველთო კარანტინის დროს თანამშრომლების ტარნსპორტირებას უზრუნველყოფს

საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან COVID-19-ით ინფიცირებული ორი ქალი შეიყვანეს - ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა