მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა - ვალერი სოლოვეის სკანდალური ინტერვიუ
თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა - ვალერი სოლოვეის სკანდალური ინტერვიუ

პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით რუ­სეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე სხვა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ რუს პო­ლი­ტო­ლოგ ვა­ლე­რი სო­ლო­ვე­ის ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გა ხანს უარ­ყოფ­და რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას, მაგ­რამ ახლა მთავ­რო­ბის დო­ნე­ზე მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი კი ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ბევრ მი­ზეზ­თა გამო მათ მი­მართ ნდო­ბა საკ­მა­ო­ზე მე­ტად და­ბა­ლია. თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას?

- რუ­სეთ­ში, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, პან­დე­მი­აა და შე­სა­ბა­მი­სად, მისი მას­შტა­ბე­ბი ჩვენ­თა­ნაც საკ­მა­ოდ დი­დია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს და­მა­ლოს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და პან­დე­მი­ის­გან გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

როცა ოფი­ცი­ა­ლურ ცნო­ბებს ეც­ნო­ბი ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ვირუ­სი, რო­გორც კი გად­მოკ­ვეთს რუ­სე­თის სა­ზღვრებს, თა­ვის თვი­სე­ბებს კარ­გავს, რაც, რა თქმა უნდა, ასე სუ­ლაც არაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტყუ­ი­ლებს უკვე სა­ზღვა­რიც კი აღარ აქვს.

თუ რუ­სე­თის სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­დეგ ვირუ­სი თა­ვის თვი­სე­ბებს კარ­გავს და რუ­სეთ­ში ვი­თა­რე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში ანდა აშშ-ში, მა­შინ რაში დას­ჭირ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­კოვ­ში კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბა. ანდა რაში დას­ჭირ­და მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე მი­შუს­ტინს რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სათ­ვის მო­წო­დე­ბის გა­კე­თე­ბა, რომ მი­ბა­ძონ დე­და­ქა­ლაქს და მა­თაც და­ა­წე­სონ თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­ში კა­რან­ტი­ნი. რაც, პრაქ­ტი­კუ­ლად მთელ ქვე­ყა­ნა­ში კა­რან­ტი­ნის შე­მო­ღე­ბას ნიშ­ნავს.

თუ თქვენ კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ ჩემი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მე გერ­მა­ნულ გა­ზეთს მი­ვე­ცი და შე­გიძ­ლი­ათ ციფ­რე­ბი იქე­დან აი­ღოთ.

- იქ­ნებ ჩვენც გვი­თხრათ...

- არა, ახლა ამას არ გა­ვა­კე­თებ. აჯო­ბებს გა­ეც­ნოთ გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა­ში ამ პუბ­ლი­კა­ცი­ას.

- და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ „ეხო მოსკვის“ ეთერ­ში“ თქვენ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ რუ­სეთ­ში 1600 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია...

- მას შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა უა­რე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა, სხვაგ­ვა­რად ვერც იქ­ნე­ბო­და. ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და 50-60%-ით. სა­უ­ბა­რია იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 15 იან­ვრი­დან. ისეთ დიდ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც რუ­სე­თია, ეს გა­საკ­ვი­რი არც უნდა იყოს. ახლა რაც ხდე­ბა უკვე შე­სამ­ჩნე­ვია და რამ­დე­ნიც არ უნდა მალო, და­მალ­ვაც არ გა­მო­დის.

ის ციფ­რე­ბიც, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ისი­ნიც პი­რო­ბი­თია. ასეა იმი­ტო­მაც, რომ ეს ავად­მყო­ფო­ბა სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტეს­ტე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლი არაა. ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბუ­ლის ტეს­ტი­რე­ბაც ვერ ხერ­ხდე­ბა.

რუ­სეთ­შიც ისე­ვე ვი­თა­რე­ბაა, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში. რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის ტეს­ტი­რე­ბა ხდე­ბა, მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­მაც ფეხ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს ეს ვირუ­სი ისე, რომ არც კი იცოდ­ნენ მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სულ-საბ­ჭო­უ­რი ტრა­დი­ცი­ით მოქ­მე­დებს, არ ამ­ბობს სი­მარ­თლეს. ეში­ნია პა­ნი­კის, ეში­ნია სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლის და­კარ­გვის.

- ახლა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და იგი აკონ­ტრო­ლებს ვი­თა­რე­ბას?

- დიახ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას.

- რის ხარ­ჯზე და რო­გორ შეძ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამის გა­კე­თე­ბა?

- ვი­თა­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა იმის ხარ­ჯზე შეძ­ლო, რომ ხალ­ხის­გან მა­ლავ­და სი­მარ­თლეს. რამ­დე­ნა­დაც გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­მარ­თლის და­მალ­ვამ იმუ­შა­ვა. ვი­თა­რე­ბა­ზე კონ­ტრო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და პო­ლი­ცი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აპა­რა­ტის ხარ­ჯზე.

რუ­სეთ­ში პო­ლი­ცი­ა­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სტრუქ­ტუ­რებს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის კონ­ტრო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ახლა სა­დაც პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ეკის­რე­ბა და ამ თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი არაა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ სჯე­რა, ისი­ნი ახლა იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ჰქონ­დეთ ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

- ჩვენ­თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მე­დი­კო­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ დარ­ჩნენ სახ­ლებ­ში. გა­სა­გე­ბია, რომ კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ზღუ­დავს, მაგ­რამ ამის მსგავ­სი რამ თუ ხდე­ბა თქვენ­თან?

- თა­ვი­დან ამ­გვა­რი მო­წო­დე­ბე­ბი არ იყო, მაგ­რამ შემ­დგომ ამ­გვა­რი სა­უბ­რე­ბი ის­მო­და, რო­გორ რე­კო­მენ­და­ცია. ამ­გვარ­მა სა­უბ­რებ­მა შექ­მნა გარ­კვე­უ­ლი დის­ბა­ლან­სი - თუ ამ­ბობთ რომ ჩვენ­თან პან­დე­მია არაა, ეპი­ო­ლო­გი­უ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და სა­ში­ში არა­ფე­რია, მა­შინ რა­ტომ­ღა გას­ცემთ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვის­ხდეთ სახ­ლებ­ში...

სულ ცოტა ხნის წინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სახ­ლებ­ში, ახლა კი სახ­ლში ყოფ­ნას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს. საქ­მე იმა­შია, რომ ამ­გვა­რი ზო­მე­ბი უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და დროა და­კარ­გუ­ლი. ეს ორი კვი­რის წინ იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მა­შინ იყო შან­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი­ყო რუ­სეთ­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა.

- თუ ასეა, მა­შინ თქვე­ნი ვა­რა­უ­დიც, და­ახ­ლო­ე­ბით 3000 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ, საკ­მა­ოდ არა­ზუს­ტი გა­მო­დის?

- დიახ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჯერ რუ­სეთ­ში არც ისე დი­დია და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. რუ­სე­თი საკ­მა­ოდ დიდი ქვე­ყა­ნაა. თუ ამას და­ვუ­მა­ტებთ 2 თვის სრულ მო­ნა­ცე­მებს, ჯერ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და არც ისე ბევ­რია.

თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბულ­თა აბ­სო­ლუ­ტურ ციფ­რებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მა­შინ გა­მო­ვა, რომ რუ­სე­თი ევ­რო­პა­ში იტა­ლი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის შემ­დეგ მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ აჩ­ვე­ნებს ერთ სუ­რათს, რე­ა­ლუ­რად კი სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა. რო­გორც ჩანს, ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო იმა­ზე, თუ რო­გო­რი ტი­პის ვირუ­სია იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში და რუ­სეთ­ში. უკვე ცხა­დია, რომ იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში ვირუ­სი უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იყო. რო­გორც ჩანს, რუ­სეთ­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი ვირუ­სის ტი­პია.

- ალ­ბათ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლეთ­ში უნდა იყოს, რო­მელ­საც ვირუ­სის პირ­ვე­ლა­დი გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ჩი­ნე­თი ესა­ზღვრე­ბა. თქვენ თუ გაქვთ მო­ნა­ცე­მე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით რა ხდე­ბა რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნას ესა­ზღვრე­ბა?

- რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლეთ­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე. იქ არც ისე ბევ­რი ხალ­ხი ცხოვ­რობს.

- რუ­სუ­ლი მე­დი­ის­ვე მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის იმ ნა­წილ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს და არის და­საქ­მე­ბუ­ლი...

- საქ­მე ისაა, რომ რუ­სე­თის იმ ნა­წილ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ეპი­დე­მი­უ­რი პნევ­მო­ნია გრი­პის სა­ხით დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში გა­და­ი­ტა­ნა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლეთ­მა ეს ავად­მყო­ფო­ბა უკვე გა­და­ი­ტა­ნა.

ჩი­ნეთ­ში ეპი­დე­მია ნო­ემ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და, რუ­სე­თამ­დე მის ჩა­მოღ­წე­ვას თვე-თვე­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და. რუ­სე­თის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი ახლა წერს, რომ დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში ჰქონ­დათ უც­ნა­უ­რი გრი­პი და პნევ­მო­ნია, სწო­რედ იმ ტი­პის ჩი­ვი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ხა­სი­ათ­დე­ბა. რო­გორც ჩანს, ეს იყო სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუ­სი.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­გო­რია თქვე­ნი პროგ­ნო­ზი რუ­სეთ­ში პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით?

- რუ­სეთ­ში ეპი­დე­მი­ის პიკი ჯერ კი­დევ წი­ნაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეპი­დე­მი­ის პიკი რუ­სეთ­ში 2-3 კვი­რა­ში, აპ­რი­ლის პირ­ველ ან მე­ო­რე ნა­ხევ­რა­ში იქ­ნე­ბა. ახლა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლის პროგ­ნო­ზი­რე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
55

სიმართლის დამალვა არაფერ შუაშია და ვერც კორონავირუსს და ვერც კორონაშიშებს ნამდვილად ვერ კურნავს... უბრალოდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მკაცრი ხელისა და ავტორიტარული რეჟიმის პირობებში პანდემიას გავრცელების ნაკლები შანსი აქვს და რუსეთი და ბელორუსი ამის თვალსაჩინო მაგალითებია, ჩრდილო კორეაში კი ალბათ, საერთოდ არც გაუგიათ ამ ახალი დაავადების შესახებ და კვლავინდებურად ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებზე გამარჯვებას ზეიმობენ...

სააკაძე
42

ერთი ათასად!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა - ვალერი სოლოვეის სკანდალური ინტერვიუ

თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა - ვალერი სოლოვეის სკანდალური ინტერვიუ

პანდემიის გავრცელების კუთხით რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ასევე სხვა არანაკლებ საინტერესო თემებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგ ვალერი სოლოვეის ესაუბრა.

- ბატონო ვალერი, რუსეთის ხელისუფლება კარგა ხანს უარყოფდა რუსეთში კორონავირუსის არსებობას, მაგრამ ახლა მთავრობის დონეზე მიიღება გადაწყვეტილებები. რუსეთში კორონავირუსის გავრცელებაზე გარკვეული ინფორმაციები კი ვრცელდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრ მიზეზთა გამო მათ მიმართ ნდობა საკმაოზე მეტად დაბალია. თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთში კორონავირუსის გავრცელების გამო არსებულ ვითარებას?

- რუსეთში, როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიაა და შესაბამისად, მისი მასშტაბები ჩვენთანაც საკმაოდ დიდია. ხელისუფლება ცდილობს დამალოს ინფიცირებულთა და პანდემიისგან გარდაცვლილთა რაოდენობა.

როცა ოფიციალურ ცნობებს ეცნობი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვირუსი, როგორც კი გადმოკვეთს რუსეთის საზღვრებს, თავის თვისებებს კარგავს, რაც, რა თქმა უნდა, ასე სულაც არაა. ხელისუფლების ტყუილებს უკვე საზღვარიც კი აღარ აქვს.

თუ რუსეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ვირუსი თავის თვისებებს კარგავს და რუსეთში ვითარება ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპაში ანდა აშშ-ში, მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას მოსკოვში კარანტინის შემოღება. ანდა რაში დასჭირდა მთავრობის თავმჯდომარე მიშუსტინს რეგიონების ხელმძღვანელებისათვის მოწოდების გაკეთება, რომ მიბაძონ დედაქალაქს და მათაც დააწესონ თავიანთ რეგიონებში კარანტინი. რაც, პრაქტიკულად მთელ ქვეყანაში კარანტინის შემოღებას ნიშნავს.

თუ თქვენ კონკრეტული ციფრები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ინტერვიუ, რომელიც მე გერმანულ გაზეთს მივეცი და შეგიძლიათ ციფრები იქედან აიღოთ.

- იქნებ ჩვენც გვითხრათ...

- არა, ახლა ამას არ გავაკეთებ. აჯობებს გაეცნოთ გერმანულ გამოცემაში ამ პუბლიკაციას.

- დაახლოებით სამი კვირის წინ „ეხო მოსკვის“ ეთერში“ თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთში 1600 ინფიცირებულია...

- მას შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ვითარება გაუარესდა 50-60%-ით. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც დაინფიცირებულია 15 იანვრიდან. ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორც რუსეთია, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. ახლა რაც ხდება უკვე შესამჩნევია და რამდენიც არ უნდა მალო, დამალვაც არ გამოდის.

ის ციფრებიც, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება ხელმძღვანელობს, ისინიც პირობითია. ასეა იმიტომაც, რომ ეს ავადმყოფობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ტესტების ხარისხი მაღალი არაა. ყველა დაავადებულის ტესტირებაც ვერ ხერხდება.

რუსეთშიც ისევე ვითარებაა, როგორც მთელ მსოფლიოში. რაც უფრო მეტი ადამიანის ტესტირება ხდება, მით უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ინფიცირებული ან ისეთები, რომლებმაც ფეხზე გადაიტანეს ეს ვირუსი ისე, რომ არც კი იცოდნენ მისი არსებობის შესახებ არაფერი.

ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაში რუსეთის ხელისუფლება რუსულ-საბჭოური ტრადიციით მოქმედებს, არ ამბობს სიმართლეს. ეშინია პანიკის, ეშინია სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის.

- ახლა შეიძლება ითქვას, რომ ვირუსის გავრცელებაზე ხელისუფლებას აქვს კონტროლის მექანიზმები და იგი აკონტროლებს ვითარებას?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

- რის ხარჯზე და როგორ შეძლო ხელისუფლებამ ამის გაკეთება?

- ვითარების გაკონტროლება იმის ხარჯზე შეძლო, რომ ხალხისგან მალავდა სიმართლეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სიმართლის დამალვამ იმუშავა. ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა პოლიციური და ადმინისტრაციული აპარატის ხარჯზე.

რუსეთში პოლიციასა და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს ქვეყანაში ვითარების კონტროლის შენარჩუნების დიდი გამოცდილება აქვს. ახლა სადაც პანდემია მძვინვარებს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება და ამ თვალსაზრისით რუსეთი გამონაკლისი არაა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ხელისუფლების არ სჯერა, ისინი ახლა იძულებული არიან ხელისუფლების მიმართ ჰქონდეთ ლოიალური დამოკიდებულება.

- ჩვენთან ხელისუფლება და მედიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ დარჩნენ სახლებში. გასაგებია, რომ კარანტინის რეჟიმი გადაადგილების შესაძლებლობას ზღუდავს, მაგრამ ამის მსგავსი რამ თუ ხდება თქვენთან?

- თავიდან ამგვარი მოწოდებები არ იყო, მაგრამ შემდგომ ამგვარი საუბრები ისმოდა, როგორ რეკომენდაცია. ამგვარმა საუბრებმა შექმნა გარკვეული დისბალანსი - თუ ამბობთ რომ ჩვენთან პანდემია არაა, ეპიოლოგიურობის თვალსაზრისით ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და საშიში არაფერია, მაშინ რატომღა გასცემთ რეკომენდაციას ვისხდეთ სახლებში...

სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლება რეკომენდაციას იძლეოდა ვყოფილიყავით სახლებში, ახლა კი სახლში ყოფნას გვავალდებულებს. საქმე იმაშია, რომ ამგვარი ზომები უკვე დაგვიანებულია და დროა დაკარგული. ეს ორი კვირის წინ იყო გასაკეთებელი. მაშინ იყო შანსი მაქსიმალურად შეზღუდულიყო რუსეთში ვირუსის გავრცელება.

- თუ ასეა, მაშინ თქვენი ვარაუდიც, დაახლოებით 3000 დაინფიცირებულის შესახებ, საკმაოდ არაზუსტი გამოდის?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ რუსეთში არც ისე დიდია დაინფიცირებულთა რაოდენობა. რუსეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა. თუ ამას დავუმატებთ 2 თვის სრულ მონაცემებს, ჯერ იმაზე გაცილებით ნაკლები და არც ისე ბევრია.

თუ მხედველობაში დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, მაშინ გამოვა, რომ რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ აჩვენებს ერთ სურათს, რეალურად კი სხვა სიტუაციაა. როგორც ჩანს, ბევრი რამ დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი ტიპის ვირუსია იტალიაში, ესპანეთში და რუსეთში. უკვე ცხადია, რომ იტალიასა და ესპანეთში ვირუსი უფრო აგრესიული იყო. როგორც ჩანს, რუსეთში გაცილებით ნაკლებად აგრესიული ვირუსის ტიპია.

- ალბათ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე რთული ვითარება რუსეთის აღმოსავლეთში უნდა იყოს, რომელსაც ვირუსის პირველადი გამავრცელებელი ჩინეთი ესაზღვრება. თქვენ თუ გაქვთ მონაცემები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა ხდება რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ამ ქვეყანას ესაზღვრება?

- რუსეთის აღმოსავლეთში საკმაოდ დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე. იქ არც ისე ბევრი ხალხი ცხოვრობს.

- რუსული მედიისვე მტკიცებით, რუსეთის იმ ნაწილში საკმაოდ ბევრი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს და არის დასაქმებული...

- საქმე ისაა, რომ რუსეთის იმ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა ეპიდემიური პნევმონია გრიპის სახით დეკემბერ-იანვარში გადაიტანა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის აღმოსავლეთმა ეს ავადმყოფობა უკვე გადაიტანა.

ჩინეთში ეპიდემია ნოემბერში გამოვლინდა, რუსეთამდე მის ჩამოღწევას თვე-თვენახევარი დასჭირდა. რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები ხალხი ახლა წერს, რომ დეკემბერ-იანვარში ჰქონდათ უცნაური გრიპი და პნევმონია, სწორედ იმ ტიპის ჩივილები, რომლითაც კორონავირუსი ხასიათდება. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ კორონავირუსი.

- სავარაუდოდ, როგორია თქვენი პროგნოზი რუსეთში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით?

- რუსეთში ეპიდემიის პიკი ჯერ კიდევ წინაა. სავარაუდოდ, ეპიდემიის პიკი რუსეთში 2-3 კვირაში, აპრილის პირველ ან მეორე ნახევრაში იქნება. ახლა რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

წაიკითხეთ ინტერვიუს სრული ვერსია

არის თუ არა კავშირი 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებას შორის - ექსპერტების პასუხი გავრცელებულ შეთქმულების თეორიაზე

"მსგავსი არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს" - ტრამპის თქმით, აშშ-ში COVID-19-ით ბევრი ადამიანი დაიღუპება

ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა