მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?
"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?

იცავს თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 100 წლის წინ, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა ე.წ ბე­ცეჟე? ამ სა­კი­თხზე ევ­რო­პელ მე­დი­კო­სებ­ში ჯერ მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს და მას­ზე ჰო­ლან­დი­ელ­მა მკვლე­ვა­რე­ბმა მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყეს.

გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა Bloomberg წერს, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა სა­ხე­ლად bacillus Calmette-Guerin, იგი­ვე BCG, ადა­მი­ანს COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნი­ტეტს უმუ­შა­ვებს. რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი აცრა სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლას აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ის დღემ­დეა აც­რე­ბის ეროვ­ნულ კა­ლენ­დარ­ში, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ აზრი ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებს ჰკი­თხა.

იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, BCG ვაქ­ცი­ნამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ იგი სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ­ცი­რებს, თუმ­ცა იმუ­შა­ვებს თუ არა COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ, ამის წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- BCG-თან მი­მარ­თე­ბა­ში ის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მან სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ავ­დე­ბე­ბის რის­კი 30%-ით შე­ამ­ცი­როს. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლი. მაგ­რამ COVID-19-თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­ა­მარ­თლებს თუ არა, ეს გა­მოჩ­ნდე­ბა მას შემ­დეგ, რაც კვლე­ვის პა­სუ­ხე­ბი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ჰო­ლან­დი­ელ­მა მვლე­ვა­რებ­მა და­ი­წყეს 1000 ადა­მი­ან­ზე კვლე­ვა და ვე­ლო­დე­ბით ამ შე­დეგს. შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს თვე­ე­ბი და ერთი წე­ლიც კი ამ კვლე­ვის შე­დეგს. მა­ნამ­დე ეს არის ვა­რა­უ­დი, ჰი­პო­თე­ზა. მო­საზ­რე­ბა წა­მო­ვი­და ალ­ბათ იქე­დან, რომ რა­ღაც ინ­ფექ­ცი­ე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­ა­ჩე­რა BCG-მ. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა აფ­რი­კა­ში და იმ ქვეყ­ნებ­ში სა­დაც ის კეთ­დე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს იმუ­ნო­ლოგ­მა.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ მო­საზ­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აშ­კა­რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა რად­გან კვლე­ვა და­ი­წყო, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

- უფრო მეტი ალ­ბა­თო­ბით ეს ადრე, ამ­დე­ნი წლის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი აც­რე­ბის ეფექ­ტი, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა დღემ­დე მოყ­ვე­ბო­დეს. აქ სა­უ­ბა­რი უფრო იმა­ზეა, რომ ამ ტი­პის ვაქ­ცი­ნა და­ამ­ზა­დონ და ახალ­გა­კე­თე­ბულ­მა იმოქ­მე­დოს. რო­გორც იცით, BCG ვაქ­ცი­ნა ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის წი­ნა­აღ­მდეგ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ მას შე­უძ­ლია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ოს არამ­ხო­ლოდ ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზის წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ სხვა ზო­გა­დი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, და­იც­ვან ორ­გა­ნიზ­მი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან.

ლო­გი­კა არ­სე­ბობს ამას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც არის. მა­გა­ლი­თად ის, რომ ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეს აც­რე­ბი კეთ­დე­ბო­და, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით აც­რი­ლი უნდა იყოს, იღუ­პე­ბი­ან. ამი­ტომ აქ შე­უ­სა­ბა­მო­ბაა.

მგო­ნი, ხალ­ხმა არას­წო­რად გა­ი­გო, რომ ვინც ბავ­შვო­ბა­შია აც­რი­ლი იმას იცავს. აქ უფრო სა­უ­ბა­რია იმა­ზე, ახლა რომ აწი შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი BCG-ს ტი­პის ვაქ­ცი­ნა და ის და­ი­ცავს

ესეც მო­საზ­რე­ბაა, თუმ­ცა, არ­სე­ბობს ჰა­ერ­ზე მო­ტა­ნი­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც და არ­სე­ბობს ისე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩათ­ვლი­ან, რომ მას­ზე კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას იწყე­ბენ. რად­გან და­ი­წყეს კვლე­ვა ამ ვერ­სი­ა­ზე, რო­გორც ჩანს, სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს. მსგავ­სი მო­საზ­რე­ბა გაჩ­ნდა წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა­ზეც.

თუმ­ცა, მარ­ტო პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ზე არ არის კი­თხვის ნიშ­ნე­ბი. არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც აუხ­სნე­ლად არის შე­კა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. მა­გა­ლი­თად ტა­ი­ლან­დი, სა­დაც 12 იან­ვარს და­ი­წყო ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და სულ 1500 შემ­თხვე­ვაა. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა ავ­სტრა­ლი­ა­ზეც, ძა­ლი­ან და­ბა­ლია სიკ­ვდი­ლო­ბა და ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. ავ­სტრა­ლი­ის შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ინ­ფექ­ცი­ის კარ­გი კონ­ტრო­ლით, მაგ­რამ ტა­ი­ლან­დზე ამას ვერ ვი­ტყვით. ასე რომ, ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვაა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბა" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი, კო­რონ­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბცჟ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბის მი­მართ, სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი.

„ზღა­პა­რია ეს! მხო­ლოდ ჰი­პო­თე­ზაა და ამის მტკი­ცე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. BCG-თი არის აც­რი­ლი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ალ­ბათ, 80% და რა გი­თხრათ აბა?! ახ­ლაც მუდ­მი­ვად კეთ­დე­ბა ეს აცრა. თუ და­ი­დე­ბა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, შემ­დეგ ვირ­წმუ­ნებ" - ამ­ბობს ექი­მი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jiji
32

ეს ბუგულოვი როდის მერე გახდა კვალიფიციური ექიმი? 

30

რამდენ რამეს აკეთებს ქართული ოცნება, ამაზეც ილაპარაკეთ ექიმებო. ნახევარი მილიარდი ლარი რომ ჩარიცხა კორონასთან ბრძოლაში, ილაპარაკეთ ამაზე, თქვენიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?

"ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი, მას იცავს" - რეალურად, მუშაობს თუ არა ბცჟ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?

იცავს თუ არა კორონავირუსისგან 100 წლის წინ, ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა ე.წ ბეცეჟე? ამ საკითხზე ევროპელ მედიკოსებში ჯერ მხოლოდ მოსაზრებები არსებობს და მასზე ჰოლანდიელმა მკვლევარებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

გავლენიანი გამოცემა Bloomberg წერს, რომ შესაძლოა, ვაქცინა სახელად bacillus Calmette-Guerin, იგივე BCG, ადამიანს COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს უმუშავებს. რადგან აღნიშნული აცრა საქართველოში თითქმის ყველას აქვს გაკეთებული და ის დღემდეა აცრების ეროვნულ კალენდარში, მასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ აზრი ქართველ სპეციალისტებს ჰკითხა.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჩვენთან საუბარში განმარტავს, BCG ვაქცინამ დადასტურებულად აჩვენა, რომ იგი სხვა ინფექციური დაავადებების რისკს გარკვეულწილად ამცირებს, თუმცა იმუშავებს თუ არა COVID-19-ის წინააღმდეგ, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.

- BCG-თან მიმართებაში ის საფუძველი არსებობს, რომ შესაძლებელია, მან სხვა ინფექციური დაავდებების რისკი 30%-ით შეამციროს. ეს არის ისტორიულად ცნობილი. მაგრამ COVID-19-თან მიმართებაში გაამართლებს თუ არა, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც კვლევის პასუხები გახდება ცნობილი.

ჰოლანდიელმა მვლევარებმა დაიწყეს 1000 ადამიანზე კვლევა და ველოდებით ამ შედეგს. შეიძლება დასჭირდეს თვეები და ერთი წელიც კი ამ კვლევის შედეგს. მანამდე ეს არის ვარაუდი, ჰიპოთეზა. მოსაზრება წამოვიდა ალბათ იქედან, რომ რაღაც ინფექციები დადასტურებულად შეაჩერა BCG-მ. მაგალითად, ბავშვთა სიკვდილიანობა აფრიკაში და იმ ქვეყნებში სადაც ის კეთდება" - უთხრა AMBEBI.GE-ს იმუნოლოგმა.

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი კი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ მოსაზრებასთან მიმართებაში, აშკარა წინააღმდეგობები არსებობს, თუმცა რადგან კვლევა დაიწყო, სრულიად უსაფუძვლოდ არ შეიძლება ჩაითვალოს.

- უფრო მეტი ალბათობით ეს ადრე, ამდენი წლის წინ გაკეთებული აცრების ეფექტი, ნაკლებად სავარაუდოა დღემდე მოყვებოდეს. აქ საუბარი უფრო იმაზეა, რომ ამ ტიპის ვაქცინა დაამზადონ და ახალგაკეთებულმა იმოქმედოს. როგორც იცით, BCG ვაქცინა ტუბერკულიოზის წინააღმდეგ არის შემუშავებული, თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ მას შეუძლია ანტისხეულები გამოიმუშაოს არამხოლოდ ტუბერკულიოზის წინააღმდეგ, არამედ სხვა ზოგადი ანტისხეულებიც, რომელმაც შესაძლოა, დაიცვან ორგანიზმი კორონავირუსისგან.

ლოგიკა არსებობს ამასთან მიმართებაში, თუმცა წინააღმდეგობრივი სიტუაციებიც არის. მაგალითად ის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს აცრები კეთდებოდა, ხანდაზმულები, რომელთა დიდი ნაწილი მაღალი ალბათობით აცრილი უნდა იყოს, იღუპებიან. ამიტომ აქ შეუსაბამობაა.

მგონი, ხალხმა არასწორად გაიგო, რომ ვინც ბავშვობაშია აცრილი იმას იცავს. აქ უფრო საუბარია იმაზე, ახლა რომ აწი შეიქმნება ახალი BCG-ს ტიპის ვაქცინა და ის დაიცავს

ესეც მოსაზრებაა, თუმცა, არსებობს ჰაერზე მოტანილი მოსაზრებებიც და არსებობს ისეთი მოსაზრებები, რომლებსაც იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვლიან, რომ მასზე კვლევის ჩატარებას იწყებენ. რადგან დაიწყეს კვლევა ამ ვერსიაზე, როგორც ჩანს, საფუძველი არსებობს. მსგავსი მოსაზრება გაჩნდა წითელას ვაქცინაზეც.

თუმცა, მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეზე არ არის კითხვის ნიშნები. არის ქვეყნები, სადაც აუხსნელად არის შეკავებული ახალი კორონავირუსი. მაგალითად ტაილანდი, სადაც 12 იანვარს დაიწყო ინფექციის გავრცელება და სულ 1500 შემთხვევაა. იგივე შემიძლია ვთქვა ავსტრალიაზეც, ძალიან დაბალია სიკვდილობა და ინფიცირების მაჩვენებელიც. ავსტრალიის შემთხვევა შეიძლება აიხსნას ინფექციის კარგი კონტროლით, მაგრამ ტაილანდზე ამას ვერ ვიტყვით. ასე რომ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელსაც სჭირდება კვლევებით დადასტურება" - ამბობს AMBEBI.GE-სთან მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი, კორონვირუსის წინააღმდეგ ბცჟ ვაქცინის ეფექტურობის მიმართ, სკეპტიკურად არის განწყობილი.

„ზღაპარია ეს! მხოლოდ ჰიპოთეზაა და ამის მტკიცება წარმოუდგენელია. BCG-თი არის აცრილი ჩვენი მოსახლეობის ალბათ, 80% და რა გითხრათ აბა?! ახლაც მუდმივად კეთდება ეს აცრა. თუ დაიდება კვლევის შედეგები, შემდეგ ვირწმუნებ" - ამბობს ექიმი.

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა